”პალიტრის” კითხვა როგორ დავიწყე? - კვირის პალიტრა

”პალიტრის” კითხვა როგორ დავიწყე?

"გამარჯობა, პალიტრა! იცით, თქვენი გაზეთის კითხვა როგორ დავიწყე? გაჩერებაზე, ვიღაც გოგოს ეჭირა, კითხულობდა და ცრემლები ჩამოსდიოდა. რატომღაც ვერ ვკითხე, რას კითხულობ-მეთქი. მაგრამ იქიდან რომ წამოვედი, ფული მამაჩემს გამოვართვი და "კვირის პალიტრა" ვიყიდე. წერილი იმ ბიჭებზე იყო, შარშან ომში რომ იბრძოდნენ. მთელი კვირა მათზე ვფიქრობდი. როგორ არა, კი ვიცოდი, რომ სიცოცხლეს სწირავდნენ, მაგრამ ჟურნალისტის დაწერილი სხვანაირად აღვიქვი. მაგარ განცდებში ვიყავი. აი, ასე ვკითხულობ "კვირის პალიტრას". ჩვენებს უხარიათ, - სანდრომ კითხვა დაიწყოო. საინტერესოა და იმიტომ ვკითხულობ. მერე ბიჭებსაც ვუყვები და მაგრად მისმენენ. მგონია, ბევრი რამ გამაგებინეთ. აი, ეს უნდა მეთქვა. მადლობთ. გვარს არ გწერთ, რა საჭიროა.

სანდრო."