თუ ჩემ გვერდით იქნები...
05-09-2011
ბევრჯერ გვითქვამს მადლობა მკითხველისთვის გულწრფელი სიყვარულის გამო. კიდევ მრავალჯერ ვეტყვით. სწორედ მათი მხარდაჭერა გვაძლევს რწმენას, რომ ჩვენს შრომას აზრი აქვს. როცა ვშლით წერილებს, რომელიც სიყვარულით არის გამთბარი, ჩვენც მათი ავტორების ცხოვრებით ვიწყებთ ცხოვრებასაც, მათ საფიქრალს ვინაწილებთ, მათებრ შეგვტკივა გული სატკივარზე და იმედით ვივსებით. ალბათ ამას თავადაც ხვდებიან. ამ წერილის გახსნისასაც ასე იყო. ბარათი უცხოეთიდან ერთი ქართველისთვის ჩვენთან გამოეტანებინათ  და ფურცელზე სულ რამდენიმე სტრიქონი ეწერა:

გამარჯობათ. ამ წერილს ქართველი ცოლ-ქმარი გწერთ.
ჩვენც, მრავალი ქართველივით, მოშორებული ვართ სამშობლოს. აქ მხოლოდ საჭიროება და ერთმანეთის სიყვარული გვაძლებინებს. კიდევ კარგი, რომ ერთმანეთი მაინც გვყავს, ალბათ მიხვდებით, ეს რამხელა შვებაა უცხო მიწაზე. რამდენჯერ გვითქვამს, - ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და ხელისგულზე უნდა ვატაროთო. ჰოდა, რა საოცრება იყო, როცა ერთ დღეს გადაღებულ ჩვენს
ფოტოს დავხედეთ და დავინახეთ, როგორ "მიჭირავს" ჩემი საყვარელი მეუღლე ხელისგულით. გიგზავნით ფოტოს და გთხოვთ დაბეჭდოთ. ჩვენი ახლობლები ნახავენ და გაუხარდებათ. დაე, იცოდნენ, რომ თუ ვინმე გიყვარს და მის გვერდით ხარ, ცხოვრებაც აღარ არის ისეთი ძნელი, ჩვენი დაჩაგვრა შეძლოს!

P.S. ჩვენ კი დავხედავთ უცხოეთის არცთუ ისე იოლად სავალ გზას და ვიტყვით: იქნებ ამ გზამ ოდესღაც სამშობლოში დაგაბრუნოთ. მანამდე ატარეთ ერთმანეთი ხელისგულით და გულები სიყვარულით გაუთბეთ. ეს მართლაც ყველაზე კარგი წამალია სიძნელის გადასატანად.
-
08 სექტემბერი 2011 13:35
სულ ასეთი ბედნიერები იყავით სიცოცხლის ბოლომდე!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?