"ვეძებ მამის კვალს" - კვირის პალიტრა

"ვეძებ მამის კვალს"

ჩვენო მკითხველო, ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ თქვენს სატკივარსა და სიხარულს საკუთარივით განვიცდით. ღმერთმა ინებოს, ეს უკანასკნელი უფრო მეტი გვქონდეს.ამ პატარა წერილით კი ვფიქრობთ, თქვენ შორის ერთ-ერთს - ბატონ ვახტანგ მამფორიას გავახარებთ. ამას წინათ ფოტო მოგვიტანა ("კვირის პალიტრა" # 33. "დაკარგული ბავშვობის ექო") - ციმბირშია გადაღებული, მასზე საბჭოთა ხელისუფლებისგან გაციმბირებული მამაჩემია, გვერდით - ასევე სამშობლოწართმეული ქართველები დგანან. უმამოდ დარჩენამ ისეთი უსასრულო დარდით შემიპყრო ამ ხნის კაცი, ისევ მამის კვალს ვეძებ. იქნებ ფოტოზე აღბეჭდილი ხალხი ვინმემ მაინც იცნოს და გამომეხმაუროს, რომ ამით დარდი ახლა მაინც გავინელოო.

ფოტო რომ დავბეჭდეთ, ცოტა ხნის მერე გამოგვეხმაურნენ, - უფროსი თაობის ხალხმა ფოტოზე აღბეჭდილები შეიცნო. გაგვიხარდა და, - ბატონ ვახტანგს დაგაკავშირებთო, - ვუთხარით. მერე მისი ტელეფონის ნომერი მოვიძიეთ - 558 52-94-77 - ვინძლო ამ შეხვედრამ სამუდამოდ გააქროს ის დარდი, რომელიც იმ საშინელი რეპრესიების მსხვერპლის შთამომავლებს დაუტოვა. ოღონდ მამების ხსოვნა არ გაქრეს და ამისთვის სხვა დროსაც ყველაფერს გავაკეთებთ. ისე, სწორედ მსგავსი შემთხვევები გვახსენებს იმას, რომ ეს არასოდეს მოხდება. ჩვენი ერი სწორედ ამის გამო იცოცხლებს მარადიულად.