ბლოგერები
პეტრე მამრაძის ბლოგი
20 წელიწადზე მეტია რაც ახლოდან (როგორც იტყვიან ,,შიგნიდან"") ვაკვირდები და ვაანალიზებ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და საქართველოს საგარეო პოლიტიკას. რიგი მიზეზებისა გამო ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს თავიდანვე არ ჰქონდა და ახლაც არ აქვს ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე, ჩვენში განვითარებული მოვლენების მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე. ეს ფართო ასპარეზს უტოვებს ჭორებს და მითებს, შეთქმულების თეორიებს, ირაციონალურ ემოციებს. არაადექვატური საზოგადოებრივი აზრი კი, თავის მხრივ, ართულებს ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობას. ჩემი მიზანია მივაწოდო ჩვენს მკითხველს ის სიმართლე, რომელიც უსათოუდ უნდა იცოდეს ყველა მოქალაქემ.
აურზაური არაფრის გამო - პუტინის კლეპტოკრატიის კრახის მოლოდინში, ანუ გვაღირსებენ თუ არა ოკუპანტები უვიზო რეჟიმს?
ფოტოსურათზე ასახულია რუტინული პროცედურა რუსეთის ერთერთ საჯარისო ნაწილში. ოფიცრები და ჯარისკაცები თაყვანს სცემენ ხატს, რომელზედაც კა-გე-ბე-ს პოლკოვნიკი პუტინია ასახული. ხატზე პუტინის სახის გარშემო ოქროსფერი შარავანდედია, ისეთივე, როგორიც წმინდანების ხატებზეა გამოსახული.
29-01-2016
დაწვრილებით...
პატრონყმული სისტემა და საუკეთესო განზრახვები, ანუ როცა სწორება
"ერის დვრიტის უგულებელყოფას, ვინც უნდა მოიმოქმედოს ეს (თავად მან თუ ვინმე სხვამ), ბოლო აქვს ხოლმე ან ტრაგიკული ან კომიკური, მაგრამ არაოდეს - შუალედური" წერდა 1989 წლის ივლისში გამოჩენილი ლოგიკოსი და ფილოსოფოსი ზურაბ მიქელაძე ესსეში "დვრიტა ერისა".
25-12-2015
დაწვრილებით...
მაინც რა დევს ახალ კალათაში, ანუ  ,,სასარგებლო იდიოტიზმის
რამდენიმე დღის წინათ ნატო-ს გენმდივანმა სტოლტენბერგმა საზეიმოდ განაცხადა, რომ ალიანსი იწვევს თავის რიგებში ახალ სახელმწიფოს მონტენეგროს, ანუ ჩერნოგორიას.
04-12-2015
დაწვრილებით...
მე ისევ ჩვენს იდიოტიზმს ვამხელ - რის იმედზე ვიყოთ?!
,,ნუ ელოდებით, რომ არაფრის მაქნისი ოპორტუნისტი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს მეთაურია და იდიოტად დაბადებული ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ან თუნდაც ,,ოპოზიციის ვარსკლავები" ამ განსაცდელის შემდეგ უფრო გონიერები იქნებიან".
20-11-2015
დაწვრილებით...
,,რუსთავი 2
,,ესენი მეუბნებიან ,,იმედი" დავხუროთო. ეგ რომ გავაკეთო, ესენი როგორღა გავაკონტროლო?", ამბობდა ვიწრო წრეში მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის დაღუპვის შემდეგ და ,,ესენი"-ს ქვეშ პირველ რიგში ხერხემალ ვანო მერაბიშვილს და ჰარი პოტერ ზურაბ ადეიშვილს გულისხმობდა.
23-10-2015
დაწვრილებით...
რატომ არ შევასრულეთ ვალდებულება, რათა აგვისტოს ომი  საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი არ გამხდარიყო?
რა დაგვაკლდა? რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?

,,აგვისტოს ომის გამოძიება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა. საქართველო რომის სტატუტის მონაწილე მხარეა და როდესაც ჩვენ მხარე გავხდით, გარკვეული ვალდებულებები ავიღეთ".
16-10-2015
დაწვრილებით...
ნოდარ დუმბაძე, მედროვეები და ნეოკომები
32 წლის წინათ, 1983 წლის 1 სექტემბერს შემზარავი ტრაგედია დატრიალდა - საბჭოთა გამანდგურებელმა ჩამოაგდო სახალინთან სსრკ-ს საჰაერო სივრცეში შემთხვევით შესული სამგზავრო თვითმფრინავი ბოინგი 747. თვითმფრინავი სამხრეთ კორეის ავიაკომპანიას ეკუთვნოდა და ნიუ-იორკიდან სეულში მიფრინავდა. ბორტზე იმყოფებოდა 246 მგზავრი და ეკიპაჟის 23 წევრი - დაიღუპა ყველა.
15-09-2015
დაწვრილებით...
საქართველოა ახლა მეტი ნატო-ში, თუ ნატო საქართველოში?
,,საქართველო კვლავ ერთი-ერთზე მიატოვეს რუსეთის რისხვის წინაშე. ეს იმის გამო მოხდა, რომ საქართველომ განაცხადა, რომ ნატოში შესვლა მისი სანუკვარი მიზანია, ხოლო აშშ-ს მთავარსარდალმა (ანუ პრეზიდენტმა ობამამ - პ.მ.) საჯაროდ და უკმეხად გააქარწყლა ქართველების იმედები. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ათ წელიწადზე მეტია, რაც აშშ დადებით სიგნალებს უგზავნის თბილისს მაშინ, როდესაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა მომგებიანია აშშ-სთვის და უმალ უკან მიაქვს თავისი მოპატიჟება, როდესაც მას ეს აღარ აწყობს გეოპოლიტიკური ვითარების გამო. ქართველმა ხალხმა გამოავლინა ჭეშმარიტად საოცარი მოთმინება და სიმტკიცე ნატოსკენ სწრაფვაში. მაგრამ თუ მოვლენები ახლანდელი ტემპით განვითარდება, აშშ მალე დაკარგავს თავის თავდადებულ მოკავშირეს სამხრეთ კავკასიაში და წვდომას საქართველოს სტრატეგიულ დერეფანზე, რომელიც აზერბაიჯანთან ერთად აერთებს კასპიის ზღვას და მის ნავთობის მარაგებს შავ ზღვასთან და ევროპასთან"
29-08-2015
დაწვრილებით...
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები