ბლოგერები
პეტრე მამრაძის ბლოგი
20 წელიწადზე მეტია რაც ახლოდან (როგორც იტყვიან ,,შიგნიდან"") ვაკვირდები და ვაანალიზებ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და საქართველოს საგარეო პოლიტიკას. რიგი მიზეზებისა გამო ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს თავიდანვე არ ჰქონდა და ახლაც არ აქვს ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე, ჩვენში განვითარებული მოვლენების მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე. ეს ფართო ასპარეზს უტოვებს ჭორებს და მითებს, შეთქმულების თეორიებს, ირაციონალურ ემოციებს. არაადექვატური საზოგადოებრივი აზრი კი, თავის მხრივ, ართულებს ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობას. ჩემი მიზანია მივაწოდო ჩვენს მკითხველს ის სიმართლე, რომელიც უსათოუდ უნდა იცოდეს ყველა მოქალაქემ.
,,რუსთავი 2
,,ესენი მეუბნებიან ,,იმედი" დავხუროთო. ეგ რომ გავაკეთო, ესენი როგორღა გავაკონტროლო?", ამბობდა ვიწრო წრეში მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის დაღუპვის შემდეგ და ,,ესენი"-ს ქვეშ პირველ რიგში ხერხემალ ვანო მერაბიშვილს და ჰარი პოტერ ზურაბ ადეიშვილს გულისხმობდა.
23-10-2015
დაწვრილებით...
რატომ არ შევასრულეთ ვალდებულება, რათა აგვისტოს ომი  საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი არ გამხდარიყო?
რა დაგვაკლდა? რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?

,,აგვისტოს ომის გამოძიება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა. საქართველო რომის სტატუტის მონაწილე მხარეა და როდესაც ჩვენ მხარე გავხდით, გარკვეული ვალდებულებები ავიღეთ".
16-10-2015
დაწვრილებით...
ნოდარ დუმბაძე, მედროვეები და ნეოკომები
32 წლის წინათ, 1983 წლის 1 სექტემბერს შემზარავი ტრაგედია დატრიალდა - საბჭოთა გამანდგურებელმა ჩამოაგდო სახალინთან სსრკ-ს საჰაერო სივრცეში შემთხვევით შესული სამგზავრო თვითმფრინავი ბოინგი 747. თვითმფრინავი სამხრეთ კორეის ავიაკომპანიას ეკუთვნოდა და ნიუ-იორკიდან სეულში მიფრინავდა. ბორტზე იმყოფებოდა 246 მგზავრი და ეკიპაჟის 23 წევრი - დაიღუპა ყველა.
15-09-2015
დაწვრილებით...
საქართველოა ახლა მეტი ნატო-ში, თუ ნატო საქართველოში?
,,საქართველო კვლავ ერთი-ერთზე მიატოვეს რუსეთის რისხვის წინაშე. ეს იმის გამო მოხდა, რომ საქართველომ განაცხადა, რომ ნატოში შესვლა მისი სანუკვარი მიზანია, ხოლო აშშ-ს მთავარსარდალმა (ანუ პრეზიდენტმა ობამამ - პ.მ.) საჯაროდ და უკმეხად გააქარწყლა ქართველების იმედები. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ათ წელიწადზე მეტია, რაც აშშ დადებით სიგნალებს უგზავნის თბილისს მაშინ, როდესაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა მომგებიანია აშშ-სთვის და უმალ უკან მიაქვს თავისი მოპატიჟება, როდესაც მას ეს აღარ აწყობს გეოპოლიტიკური ვითარების გამო. ქართველმა ხალხმა გამოავლინა ჭეშმარიტად საოცარი მოთმინება და სიმტკიცე ნატოსკენ სწრაფვაში. მაგრამ თუ მოვლენები ახლანდელი ტემპით განვითარდება, აშშ მალე დაკარგავს თავის თავდადებულ მოკავშირეს სამხრეთ კავკასიაში და წვდომას საქართველოს სტრატეგიულ დერეფანზე, რომელიც აზერბაიჯანთან ერთად აერთებს კასპიის ზღვას და მის ნავთობის მარაგებს შავ ზღვასთან და ევროპასთან"
29-08-2015
დაწვრილებით...
წილი ბრალისა (7 წლის წინათ)
,,ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი წილი ბრალი მიუძღვის რუსეთ-საქართველოს კრიზისში. ამერიკის უხეშმა შეცდომებმა ხელი შეუწყო ვითარების გამწვავებას და ახლა აშშ-ს მოუწევს მაღალი საფასურის გადახდა გლობალური მასშტაბით", -  წერდა ცნობილი ამერიკელი მეცნიერი პოლ სანდერსი 2008 წლის 12 აგვისტოს. 2003-2005 წლებში სანდერსი მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში გლობალური ურთიერთობების საკითხებზე. მან ღრმად შეისწავლა საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების პრობლემები და მისი წერილი დღესაც უაღრესად საინტერესოა. ქვევით გამუქებული შრიფტით მომყავს მისი წერილის ტექსტი, ჩვეულებრივი შრიფტით კი ჩემს კომენტარებს და დამატებით ინფორმაციას ვურთავ.
07-08-2015
დაწვრილებით...
კომედიანტები, სახელმწიფო ინტერესები და პიარის გაკეთების დრო
ეს ყველაფერი შესანიშნავად იციან სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა და ასეთი რეალობის ფონზე ცდილობენ ორი მიზნის მიღწევას.
პირველი: ცდილობენ დააბრალონ ქოცების უსუსურ ხელისუფლებას რუსეთისათვის საქართველოს ,,მცოცავ ოკუპაციაში" და ,,ანექსიაში" ხელშეწყობა და თვითონ ამ დროს პატრიოტებად წარმოჩნდნენ შინ და გარეთ. ქოცების უსუსურობა ამ შემთხვევაში იმაში მდგომარეობს, რომ დღემდე ვერ გამოათრიეს ნაცები ნაძირალების უკანასკნელი ,,ცრუპატრიოტული" თავშესაფრიდან.
21-07-2015
დაწვრილებით...
რითი ,,კაიფობდა
2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, როდესაც არავინ იცოდა, შემოვიდოდა თუ არა რუსეთის ჯარი თბილისში, ცაგერის ქუჩაზე მდებარე სახლის ზოგიერთი მაცხოვრებელი საოცარი სურათის მოწმე გახდა. ცაგერის (ამჟამად დები იშხნელების) ქუჩა იოსებიძის და შარტავას ქუჩებს აერთებს და ხსენებულ სახლში ჰქონდა ბინა იუსტიციის მაშინდელ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს. ადეიშვილი და მისი ოჯახის წევრები იმ სახლში კარგა ხანია არავის ენახა.
07-07-2015
დაწვრილებით...
მბრძანებლები და შემსრულებლები
,,Каждый народ имеет то правительство, которого он заслуживает," წერდა ჟოზეფ დე მესტრი 1811 წელს. ,,Каждый народ имеет то правительство, которое его имеет," - ეს ხალხური სიბრძნე ჩვენს დროში მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეშია პოპულარული. საგულისხმოა, რომ ეს აზრი რუსეთის იმპერიის ღრმა მცოდნემ, გამოჩენილმა ფრანგმა ფილოსოფოსმა და პოლიტიკოსმა, დე მესტრმა, რუსეთის თვითმპყრობელი იმპერატორის ალექსანდრე I-ის მიერ იმხანად გამოცემულ კანონების კომენტირებისას, ხალხისა და მთავრობის მიმართებაზე გამოთქვა.
25-06-2015
დაწვრილებით...
,,აღმშენებლობა,
სააკაშვილის დროს რომ მომხდარიყო ეს უბედურება მიშა იმ ადგილას თავის პატარა კათედრას დააყენებდა, თვითონ მაშველის კომბინიზონში და თავზე კასკით მოგვევლინებოდა და ასე მიმართავდა ერს. გულანთებული განაცხადებდა, რომ ახალმა გზამ და გვირაბებმა ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა - გავიფიქრე, როდესაც მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი უბედურების ფონზე ,,რუსთავი 2""-ის სტუდიის ფერად პოდიუმზე შემდგარი წამყვანები დავინახე.
17-06-2015
დაწვრილებით...
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები