ბლოგერები
პეტრე მამრაძის ბლოგი
20 წელიწადზე მეტია რაც ახლოდან (როგორც იტყვიან ,,შიგნიდან"") ვაკვირდები და ვაანალიზებ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და საქართველოს საგარეო პოლიტიკას. რიგი მიზეზებისა გამო ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს თავიდანვე არ ჰქონდა და ახლაც არ აქვს ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე, ჩვენში განვითარებული მოვლენების მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე. ეს ფართო ასპარეზს უტოვებს ჭორებს და მითებს, შეთქმულების თეორიებს, ირაციონალურ ემოციებს. არაადექვატური საზოგადოებრივი აზრი კი, თავის მხრივ, ართულებს ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობას. ჩემი მიზანია მივაწოდო ჩვენს მკითხველს ის სიმართლე, რომელიც უსათოუდ უნდა იცოდეს ყველა მოქალაქემ.
ტყუპის ცალი, სასარგებლო იდიოტი და საცოდავი იმიტატორი
კრემლის კედლებიდან ორასიოდე მეტრში მოკლული ბორის ნემცოვი პოლიტიკოსების იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც ამბობენ იმას, რაც ჭეშმარიტებად მიაჩნიათ და ამას მაშინაც აკეთებენ, როცა იციან, რომ მათი განცხადება საზიანოა მათთვის.
2008 წლის აგვისტოს შემდეგ გამოქვეყნდა ნემცოვის რამდენიმე ინტერვიუ და განცხადება სააკაშვილისა და პუტინის დანაშაულებზე. ნემცოვის ზოგიერთი გამონათქვამი პრესაში იმდენად დაამახინჯეს, რომ მან საჯარო პროტესტი გამოხატა და შეახსენა საზოგადოებას თავის ბლოგზე ჯერ კიდევ 2008 წლის 12 აგვისტოს გამოქვეყნებული ტექსტი:
04-03-2015
დაწვრილებით...
პატარა უსუფაშვილი, დიდი აკო, ერთი ადგილის კანკალი და ეროვნული უსაფრთხოება
"ირაკლი ალასანიას არსოდეს არ შეუფასებია ადექვატურად სააკაშვილის და მისი თანამზრახველების 2008 წლის აგვისტოს სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა და ღალატი...."

"ჩვენს განაცებულ ახლანდელ და ყოფილ ქოცებს კი მიაჩნიათ, რომ ნატოს საკითხში დოგმატისგან გადახვევა, გამოიწვევს რა ნაცებისგან ,,დარტყმებს"", საზიანო იქნება მათი პოპულარობისათვის. ამიტომ ურჩევნიათ ერისათვის საზიანო დოგმატური ტყუილები ერისათვის სასარგებლო სიმართლეს!"
24-02-2015
დაწვრილებით...
სიცრუის მორიგი ნიაღვარი ნატოზე
სიცრუის მორიგი ნიაღვარი ნატოზე
გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე-ფაქტო მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ ნატო საქართველოს ალიანსში "ჩათრევის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს.

დღეს გამოცდილმა დიპლომატმა ზურაბ აბაშიძემ თქვა, რომ მოსკოვსა და თბილსშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას (იხ. განცხადების სრული ტექსტი საიტებზე).

ზურაბ აბაშიძემ, როგორც ყოველთვის, ფრთხილი და მოზომილი განცხადება გააკეთა. მოსკოვსა და თბილისში კარგად იციან, რომ სააკაშვილის და მისი თანამზრახველების მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის შემდეგ, ნატოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, არასოდეს (ანუ ამ ისტორიულ ეტაპზე) არ მიიღოს საქართველო თავის რიგებში. დასავლეთის მოღვაწეებმა ეს არაერთხელ თქვეს კიდეც.

ზურაბ აბაშიძის ფრთხილ განცხადებას მოჰყვა განგაში თავისუფალი დემოკრატების მხრიდან: მაია ფანჯიკიძემ დღეს განაცხადა, რომ აბაშიძის განცხადება არის საგანგაშო, რადგან გამოავლინა მთავრობის რეალური პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგის პრიორიტეტი არ არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება; ალექსი პეტრიაშვილმა თქვა, რომ ,,ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს აშკარა და რეალური საფრთხე ექმნება"; ტელევიზიით მოვისმინე, რომ ნაცები პარლამენტში აპირებენ პრეს-კონფერენციის გამართვას აბაშიძის საგანგაშო განცხადებასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობამ კი ისევ თავის მართლება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს სემიუელ ჯონსონმა თქვა, რომ ,,პატრიოტიზმი არამზადების უკანასკნელი თავშესაფარია"

ამ შეხსენების შემდეგ ლავროვის განცხადების ანალიზზე გადავალ. რუსეთის მთავრობამ შესანიშნავად იცის, რომ ნატო საერთოდ არ აპირებს საქართველოს მიღებას თავის რიგებში და მით უფრო ჩათრევას. მაგრამ რუსეთში არსებული კატასტროფული ვითარების გამო, პუტინის რეჟიმს ჰაერივით სჭირდება ,,მტრის ხატი" და იმის მტკიცება საკუთარი ხალხისათვის, რომ მათ რუსეთი ფეხზე წამოაყენეს და ახლა აშშ-ს და ნატოს დაუპირისპირდნენ. ,,მორიგი გამარჯვების" იმიტაციისათვის მათთვის შეიძლება ნებისმიერი საბაბი საკმარისი აღმოჩნდეს. მაგალითად, ბევრი რომ ვიყვიროთ, რომ ნატოს ,,ინფრასტრუქტურა"" უკვე შემოდის საქართველოში, პუტინის რეჟიმმა ესეც კი შეიძლება საპასუხო მოქმედების საბაბად გამოიყენოს, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წარმომადგენლებმა ალასანიას ადრინდელი განცხადებების პასუხად თქვეს, რომ არავითარი ინფრასტრუქტურა საქართველოში არ შედის. უფრო ,,მსუქან"" საბაბად კი შეიძლება ნატოს მხრიდან საქართველოსთვის ე.წ. მაპის, ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემის დაპირება გახდეს. შეგახსენებთ, რომ მაპი არაფერს მატებს ქვეყნის უსაფრთხოებას, ნატო არ არის ვალდებული დაიცვას მაპის მქონე ქვეყანა.

მაინც როგორი იქნება რუსეთის მთავრობის შესაბამისი ზომები საკმარისი საბაბის მოპოვების შემთხვევაში. პაკეტი საკმაოდ დიდია. აქ მხოლოდ ორ ვარიანტს მოვიყვან:

1. შეიძლება გადაიყვანონ სამხედრო შენაერთები გიუმრის სამხედრო ბაზიდან ახალქალაქში ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. განაცხადებენ, რომ იძულებული არიან ეს გააკეთონ, ვინაიდან ნატო შემოდის, ვინაიდან ამას ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობა და ა.შ.;

2. ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა შეიძლება მიმართოს რუსეთის დუმას თხოვნით შეუერთდეს ჩრდილო ოსეთს (ამაზე არაერთი ,,რეფერენდუმი"" აქვთ ჩატარებული), ანუ შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში, რომ უფრო საიმედოდ იყოს დაცული საშინელი ნატოსგან (დილიით რომ მიმართონ, დღისით დუმა კენჭს უყრის ერთხმად ამ თხოვნას, საღამოს კი პუტინი ხელს მოაწერს შესაბამის დეკრეტს)
როგორი იქნება ასეთ შემთხვევაში დასავლეთის რეაქცია? ეს რიტორიკული შეკითვა არაერთ დასავლეთელ დიპლონმატს დავუსვი და ყველამ თქვა, რომ რაღაც განცხადებები გაკეთდება, მაგრამ მთლიანობაში რეაქცია ბევრად უფრო მცირე იქნება, ვიდრე ყირიმის ანექსიაზე ჰქონდათ.

პუტინის ჩეკისტური რეჟიმი პოლიტიკურ გვამად იქცა თავის ლიდერთან ერთად, მაგრამ სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით სახიფათო ახლა ჩვენთვის. მსოფლიოს წამყვანი პოლიტოლოგები იმაზეც მსჯელობენ, რომ პუტინის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ ვითარება, პირველ ეტაპზე მაინც, კიდევ უფრო სახიფათო იქნება.

თუ ამას გავითვალისწინებთ, არ გაგვიჭირდება ადექვატურად შევაფასოთ ჩვენი ზოგიერთი ვაი-პოლიტიკოსის ავანტიურისტული განცხადებები ზურაბ აბაშიძის საჭირო და სასარგებლო განცხადებასთან დაკავშიებით.
პეტრე მამრაძე
19-02-2015
ვინ არის ახლა ისტერიკაში?
,,დასანანია, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები პროვინციული ქალაქის გარეუბანში მდგარი სახლის სამზარეულოში ჭორაობის დონეზე დადის"" (სტილი დაცულია), თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ ერთ-ერთ თათბირზე, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე თავმჯდომარეობდა. პირად საუბრებში ზურაბი ხშირად იმასაც ამბობდა, რომ ჩვენი საზოგადოება მუდამ ახერხებს ფარსად აქციოს ნებისმიერი, თუნდაც მნიშვნელოვანი მოვლენა. ბედის ირონიით სწორედ ფარსად და ჭორაობის მასალად იქცა ბევრისათვის მისი დაღუპვის გარემოებები.
13-02-2015
დაწვრილებით...
სისტემის კრახი და მოჯადოებული წრე
,,ის, რაც დღეს ხდება, "მხედრიონის" დროს ხდებოდა" - ცნობილი უფლებადამცველის ლია მუხაშავრიას მიერ 2014 წლის 10 ნოემბერს ნათქვამი ეს ფრაზა გამახსენდა მაშინ, როდესაც იური ვაზაგაშვილის აფეთქების ამბავი გავიგე. ქალბატონმა ლიამ ეს თქვა ბიძინა ივანიშვილის მაშინდელი სატელევიზიო გამოსვლის იმ ნაწილის შეფასებისას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების გრიფით "საიდუმლო" საქმეს ეხებოდა.
27-01-2015
დაწვრილებით...
ნაძირლების თვითლუსტრაცია
"თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში."

"ქართველ ოფიცერს სხვა გამოსავალს არ უტოვებენ, თუ არა წავიდნენ და გააგრძელონ სამსახური მეგობრულ უკრაინაში, რომელიც იბრძვის იმ ომში, რომელიც საქართველოს მტრებთან ომია"

"ყველა რუსი ჯარისკაცი მისთვის უკვე გათხრილ საფლავში იპოვიდა თავის კუთვნილ ადგილს… ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით, ,,ვასილიჩი"" ფულს სთავაზობდა გენერალ ბორისოვს, რომ რუსებს აეფეთქებინათ სტალინის ძეგლი გორში"
23-12-2014
დაწვრილებით...
ახია თქვენზე!
პარლამენტის თავმჯდომარეს და/ან პარლამენტის წევრ ქოცებს, ან იმხანად ბიძინა მარგველაშვილად წოდებულ ,,ხათრით არჩეულ" ,,პლასტილინ"" პრეზიდენტს მაშინვე რომ ეთქვათ ღარიბაშვილისთვის, რომ თუ ის სასწრაფოდ არ მიღებდა კანონიერ ზომებს, ისინი საჯარო განცხადებებს გააკეთებდნენ, შექმნიდნენ საგამოძიებო კომისიას, გამოითხოვდნენ ვიდეომასალას და ა.შ., ღარიბაშვილი უკან დაიხევდა და ქვეყანას ასცდებოდა ის სირცხვილი და ზიანი, რომელიც სტრიპტიზმერის ინფორმაციის დადასტურებას მოჰყვა
10-12-2014
დაწვრილებით...
სად ისურვებს ნატო ჯარების განლაგებას?
"სიკორსკი: სრულ მძღ-ერში ვართ. გერმანიასაც გადავიკიდებთ და რუსეთსაც და გვგონია, რომ ყველაფერი არის სუპერ მხოლოდ იმის გამო, რომ ფრაერებივით ორალური სექსით ვემსახურებით ამერიკელებს"
11-10-2014
დაწვრილებით...
ვინ არის ახლა პამპულა?
”მარგველას” ადგილზე სხვა ადამიანი რომ ყოფილიყო, მაშინ ქვეყანაში სულ სხვა ვითარება იქნებოდა. ქოცები ვერ გაბედავდნენ ბევრ რამეს, სახელწიფო ,,რემენას" ტესტს ჩააბარებდა და ჰაკიმ ფაშას მართვის მანკიერ სისტემას მკვეთრი ჩარჩოები დაუწესდებოდა”

”მარგველაშვილს ვადა 2018 წლის ოქტომბერში ეწურება, პარლამენტს კი, და პარლამენტთან ერთად ღარიბაშვილს - ორი წლით ადრე, 2016 წლის ოქტომბერს. ”
13-09-2014
დაწვრილებით...
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თვის კითხვადი სტატიები