ბლოგერები
პეტრე მამრაძის ბლოგი
20 წელიწადზე მეტია რაც ახლოდან (როგორც იტყვიან ,,შიგნიდან"") ვაკვირდები და ვაანალიზებ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და საქართველოს საგარეო პოლიტიკას. რიგი მიზეზებისა გამო ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს თავიდანვე არ ჰქონდა და ახლაც არ აქვს ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე, ჩვენში განვითარებული მოვლენების მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე. ეს ფართო ასპარეზს უტოვებს ჭორებს და მითებს, შეთქმულების თეორიებს, ირაციონალურ ემოციებს. არაადექვატური საზოგადოებრივი აზრი კი, თავის მხრივ, ართულებს ეროვნული სახელმწიფოს აღმშენებლობას. ჩემი მიზანია მივაწოდო ჩვენს მკითხველს ის სიმართლე, რომელიც უსათოუდ უნდა იცოდეს ყველა მოქალაქემ.
მიშიკოს თავი დავანებოთ და დავიცადოთ?
"სააკაშვილის ფრაზა აბსურდისა და ცინიზმის კულმინაციაა. წარმოიდგინეთ, სერიულ მკვლელს რომ ჰკითხონ მის მიერ ჩადენილ მკვლელობეზე და მან თქვას, რომ საკმარისზე მეტად იყო ჩართული ეროვნულ პოლიტიკაში და სთხოვოს ინტერვიუერს აღარ ჩარიოს ის პოლიტიკაში და ,,თავი დაანებოს ამ საკითხზე მაინც"

"ტეხასში საკონცერტო დარბაზში ეკიდა პლაკატი წარწერით: ,,ჯენტლმენებო, ნუ ესვრით პიანისტს! ის უკრავს ისე, როგორც შეუძლია"". ირაკლი ღარიბაშვილიც ისე უკრავს, როგორც შეუძლია და აზრადაც არ მოსდის, რომ მისი განცხადებების დიდი ნაწილი შეუთავსებელია მის სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობასთან და მხოლოდ კომიკურ იერს მატებს მას."
04-02-2014
დაწვრილებით...
მიშიკოს თავი დავანებოთ და დავიცადოთ?
”სააკაშვილის ფრაზა აბსურდისა და ცინიზმის კულმინაციაა. წარმოიდგინეთ, სერიულ მკვლელს რომ ჰკითხონ მის მიერ ჩადენილ მკვლელობეზე და მან თქვას, რომ საკმარისზე მეტად იყო ჩართული ეროვნულ პოლიტიკაში და სთხოვოს ინტერვიუერს აღარ ჩარიოს ის პოლიტიკაში და ,,თავი დაანებოს ამ საკითხზე მაინც"

”ტეხასში საკონცერტო დარბაზში ეკიდა პლაკატი წარწერით: ,,ჯენტლმენებო, ნუ ესვრით პიანისტს! ის უკრავს ისე, როგორც შეუძლია"". ირაკლი ღარიბაშვილიც ისე უკრავს, როგორც შეუძლია და აზრადაც არ მოსდის, რომ მისი განცხადებების დიდი ნაწილი შეუთავსებელია მის სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობასთან და მხოლოდ კომიკურ იერს მატებს მას.”
04-02-2014
დაწვრილებით...
დომხალი, პოპური და ვასიკო ოდიშვილის ავტორიტარიზმი (ნაწილი პირველი)
მანქანების თემა კი საინტერესოა იმით, რომ მკვეთრად, რელიეფურად წარმოაჩენს, როგორი ადამიანები არიან მოსული ხელისუფლებაში და რისთვის უნდათ ძალაუფლება. ის რად ღირს, რომ იციან, რომ მანქანების შეძენას ხმაური მოჰყვება, რომ მოუწევთ უსუსური, აბსურდული და სამარცხვინო თავის მართლება და მაინც მიდიან ამაზე, ვინადან იმდენად სწყურიათ ფუფუნებით და ,,სტატუსით"" ტკბობა, რომ ეს მათ თავდაცვის ინსტინქტსაც თრგუნავს.
21-01-2014
დაწვრილებით...
,,მცირე შეცდომა
ქოცებმა, იდიოტიზმთან მიახლოებული თავისი მოქმედებით, მაშინვე დაასაბუთეს, რომ მერაბიშვილი და უგულავა სიმართლეს ამბობდნენ და ლანგარზე მიართვეს მათ პოლიტიკური ნიშნით დევნილების იმიჯი. ეს მძიმე დარტყმაა საქართველოს იმიჯისათვის და ამ დარტყმის შედეგები მალე წინ დაგვხდება. მაგრამ ყველაზე მძიმე ის არის, რომ ამ კრიზისმა გამოაშკარავა, რომ ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას არ შეუძლია ოპერატიულად ეროვნული ინტერესებისათვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღება და მათი დაუყოვნებლივ აღსრულება.

მარაზმისათვის წერტილის დასმა შეეძლო ჩვენს ,,ხათრით არჩეულ" ,,პლასტელინ" პრეზიდენტსაც. მისი უფლებამოსილება სავსებით საკმარისია ამისათვის. უფრო მეტიც, სასჯელაღსრულების მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად ის ვალდებულიც იყო ეს გაეკეთებინა.
28-12-2013
დაწვრილებით...
განგაში!!!
მერაბიშვილი ციხიდან უკანონოდ რომ არ გაეყვანათ, თვით მინისტრი სოზარ სუბარი მაშინვე კატეგორიულად განაცხადებდა, რომ მერაბიშვილის განცხადება არის ტყუილი, აბსურდი და ბინძური პროვოკაცია; რომ მსგავსი რამ სასჯელაღსრულების სისტემაში პრინციპულად გამორიცხულია; რომ კანონით დადგენილი წესის გვერდის ავლით ვერავინ ვერ შეძლებს ამ სისტემაში შეღწევას და, მითუმეტეს, პატიმრის გაყვანას და მერე მის დაბრუნებას და ა.შ. მინისტრს ეს არ გაუკეთებია!
18-12-2013
დაწვრილებით...
იდიოტი ბავშვი და მისი კლოუნები კიევში

”სააკაშვილი ახლოს გავიცანი ჯერ კიდევ 1992 წელს და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ,,იდიოტ ბავშვს"" და სადისტური ავტორიტარული კლეპტოკრატიის ერთერთ მთავარ შემქმნელსა და სამშობლოს მოღალატეს გულწრფელად სწამს, რომ დიდი მოღვაწეა, გამოჩენილი რეფორმატორია, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქნელია, საქართველოს მტრებთან შეუპოვარი და უშიშარი მებრძოლია და რომ ამ ეტაპზე ისტორიული მისია აღასრულა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში და მსოფლიოში. სწამს აგრეთვე, რომ მთავარი გასაკეთებელი ჯერ წინ არის.

13-12-2013
დაწვრილებით...
აურზაური პარაფირების გამო
მოზარდობაში რამდენიმე ადამიანს ვიცნობდი, რომელსაც კარგად ახსოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის (1918-1921) წლები და ხშირად იხსენებდა მაშინდელ ამბებს. ამ დღეებში, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე პოლიტიკურ წრეებსა და მას-მედიაში ატეხილი აურზაური მახსენებდა მათ მონაყოლს.

ნოე ჟორდანიამ ჩვეულებისამებრ მოკლე სიტყვა წარმოთქვა. მან განაცხადა, ამიერიდან ქართველი ერი დიდი ევროპელი ერების ოჯახში შევიდა, არა რაიმე მოწყალების სათხოვნელად, არამედ თანასწორი თანასწორთა შორისო. საქართველოს ბედი დასავლეთის ბედს გადაეჯაჭვა და ამ კავშირის გაწყვეტა არავითარ ძალას არ შეუძლიაო. ჩვენი გზები (რუსეთთან) ერთმანეთს დაშორდნენ. ისინი აღმოსავლეთისაკენ მიდიან, ჩვენ - დასავლეთისაკენ ...", იხსენებს გერონტი ქიქოძე.
03-12-2013
დაწვრილებით...
კოაბიტაცია, ინაუგურაცია, ემიგრაცია....
ერთხელ, 2004 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესჩივლა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, რომ მას (სააკაშვილს) დიდხანს სიცოცხლე არ ეწერა; რომ ისეთ საქმეებს ჩაეჭიდა, რომ ჯონ კენედივით დიდხანს არ აცლიდნენ და მალე მოკლავდნენ. ამაზე ზურაბ ჟვანიამ უთხრა: ,,არა მიშა, შენ ძალიან დიდხანს იცოცხლებ. არავინ არ მოგკლავს და ჯანმრთელობაც არ გიმტყუნებს. გავა ბევრი, ძალიან ბევრი წელი და ბოლოს, ინდოჩინეთის რომელიმე ქვეყნის პატარა ქალაქის გარეუბანში, კოკაინ-ბარში აღმოაჩენენ 120 წლის ჩამომხმარი მოხუცის ცხედარს და ტრაგედია ის იქნება მხოლოდ, რომ აღარავის ემახსოვრება, რომ ეს კაცი ოდესღაც ერთი პატარა, ბედკრული ქვეყნის, საქართველოს, პრეზიდენტი იყო"". ამაზე გულიანად იცინა ორივემ.
19-11-2013
დაწვრილებით...
კოაბიტაცია, ინაუგურაცია, ემიგრაცია....
"ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება... მაგრამ,რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო. დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება - აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა. . ."
გიორგი მარგველაშვილი, ,,ნიჩურტა - მე ქართველი ვარ"", 2001
19-11-2013
დაწვრილებით...
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები