კოაბიტაცია, ინაუგურაცია, ემიგრაცია....
19-11-2013
კოაბიტაცია, ინაუგურაცია, ემიგრაცია....
ერთხელ, 2004 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესჩივლა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, რომ მას (სააკაშვილს) დიდხანს სიცოცხლე არ ეწერა; რომ ისეთ საქმეებს ჩაეჭიდა, რომ ჯონ კენედივით დიდხანს არ აცლიდნენ და მალე მოკლავდნენ. ამაზე ზურაბ ჟვანიამ უთხრა: ,,არა მიშა, შენ ძალიან დიდხანს იცოცხლებ. არავინ არ მოგკლავს და ჯანმრთელობაც არ გიმტყუნებს. გავა ბევრი, ძალიან ბევრი წელი და ბოლოს, ინდოჩინეთის რომელიმე ქვეყნის პატარა ქალაქის გარეუბანში, კოკაინ-ბარში აღმოაჩენენ 120 წლ
ის ჩამომხმარი მოხუცის ცხედარს და ტრაგედია ის იქნება მხოლოდ, რომ აღარავის ემახსოვრება, რომ ეს კაცი ოდესღაც ერთი პატარა, ბედკრული ქვეყნის, საქართველოს, პრეზიდენტი იყო"". ამაზე გულიანად იცინა ორივემ.

დააპატიმრებენ თუ არა სააკაშვილს მისი ვადის დასრულების შემდეგ? - აი ყველაზე ხშირი კითხვა, რომელსაც უკვე ერთი წელია მისვამენ დასავლეთელი დიპლომატები და ექსპერტები. კითხვის ფორმა
სხვადასხვაა. ზოგჯერ მეკითხებიან, აპირებს თუ არა ივანიშვილი სააკაშვილის დაჭერას, ან რა გეგმები აქვს ივანიშვილს სააკაშვილთან დაკავშირებით და ა.შ. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ივანიშვილი მართლაც მიდის პოლიტიკიდან, ასეთმა შეკითხვებმა იკლო, სამაგიეროდ გახშირდა კითხვა - აღძრავენ თუ არა სისხლის სამართლის საქმეს სააკაშვილის მიმართ?

ყოველთვის ვპასუხობ, რომ პოლიტიკურ დევნას სააკაშვილის მიმართ არავინ განახორციელებს, მაგრამ თუ გამოძიებას შეუგროვდება სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების დამამტკიცებელი მასალები, მაშინ ამ მასალებისათვის კანონით გათვალისწინებული მსვლელობის მიცემას ვერავინ შეაჩერებს: ვერც მინისტრთა კაბინეტი, ვერც პარლამენტი და ვერც ივანიშვილი. ვახსენებ დასავლეთელ კოლეგებს, რომ ასეთ დროს სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დანაშაულზე ხელის დაფარვა და საქმის აღძვრისათვის ხელის შეშლა მძიმე დანაშაულია და ამას ვერავინ გაბედავს. იმასაც ვუხსნი, რომ საქართველოში ყველასათვის აშკარაა, რომ სააკაშვილს და მის თანამზრახველებს იმდენი მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, სამშობლოს ღალატის ჩათვლით, რომ ჩადენილის ნაწილიც რომ დაუმტკიცდეს, უვადო პატიმრობა არ უნდა ასცდეს. ჩემი პასუხი და ახსნა აშკარად არ მოსწონთ. ფორმალურად მეთანხმებიან, სევდიანად მიქნევენ თავს და აფიქსირებენ იმას, რომ მხოლოდ პოლიტიკურ დევნას გულისხმობდნენ. მერე იწყებენ საუბარს იმაზე, რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც არიან გავლენიანი ადამიანები, ვისაც ეს არ აწყობს და არ უნდა; რომ სააკაშვილის დაპატიმრების შემთხვევაში ევროკავშირი აღარ მოაწერს ხელს საქართველოსთან ვაჭრობისა და ასოციაციის ხელშეკრულებაზე (ამ ხელშეკრულების პარაფირებას ვილნიუსის სამიტზე წინ ვეღარაფერი დაუდგება, მაგრამ მისი ხელმოწერა გაისად იგეგმება); ხოლო თუ სააკაშვილს დააპატიმრებენ გაისად, ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მაშინ ევროპარლამენტი დაბლოკავს მის ამოქმედებას. მე ვახსენებ, რომ ა.წ. 12 სექტემბერს შესრულდა 50 წელი (!), მას შემდეგ, რაც თურქეთმა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ანალოგიურ ხელშეკრულებას და ახლა თურქეთი ისევე შორსაა ევროკავშირში გაწევრიანებისაგან, როგორც ნახევარი საუკუნის წინათ. ესეც არ მოსწონთ.
დასავლეთელ ექსპერტებს შორის ისეთებიც არიან, რომლებმაც შესანიშნავად იციან სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ და კერძო საუბრებში აქეთ მეუბნებიან, რომ ამ კრიმინალის ადგილი ნამდვილად ციხეშია. მაგრამ ეს ადამიანებიც ხაზს უსვამენ იმას, რომ სააკაშვილის დაპატიმრებამ შეიძლება დიდი პრობლემები შეუქმნას საქართველოს.

იხ. სრულად
giga
21 ნოემბერი 2013 22:16
იმავე ევროპელები არასოდეს ხუჭავენ თვალს თუნდავ მცირე დანაშაულზე. რატომღაც ზერელედ გვიყურებენ და იმის გამო რომ გავითარებული ქვეყანა არ ვართ ვიღაცეების დანაშაულზე თვალი უნდა დავხუჭოთ??? ესაა მათი ლოგიგა სულ.ზოგადად დამნასავეს პასუხი უნდა მოეთხოვოს ვინც არ უნდა იყოს. უბედურება ისაა რო მიშას 9 წლიანი მმართველობის დროს ყველა გაისვარა. გინდ პროკურატურაში, გინდ სასამართლოში და პოლიციაში.ეხლა ისეა რომ ყველას ვერ გაყრი და მიშას საქმის გამოძიება დზალიან გაჭირდება
valeri
21 ნოემბერი 2013 19:55
alaxsandre
მომეწონა თქვენი კომენტარი.


nodari
21 ნოემბერი 2013 19:53
aka-ს

რაც ჩამოვთვალე, რეალობით არის დადასტურებული ჩემო კარგო!


ახლა რის თქმა მინდა:
პრეზიდენტმა ობამამ და სხვა პრეზიდენტმა ტრიბუნიდან იმ სიტყვებით მიმართოს მოსახლეობას, რა სიტყვებითაც სააკაშვილი მოგვმართავდა და ტრიბუნიდან თუ არ გადმოიღეს, ფეხსაცმელს მაინც გაუქანებენ , მერე კი სამართალი იტყვის სიტყვას ამერიკაში (ან სხვაგან)

ჩვენ კი რა, ხალიჩები გავუფინოთ ქართველთმოძულეობისთვის სააკაშვილს?!

თვითონ უდანაშაულოებს იჭერდა და სულს ხდიდა წამებით(დააფიქსირეთ ეს სიტყვა, სამართალდამცველებო, დოკუმენტებში, თორემ ამ სიტყვის არხსენება თავდაძვრენის საშუალებას აEძლევს დამნაშავე სააკაშვილს!)
შერჩეს?
ეგრე სადაა?

მეორეც, ეგ თუ გარეთ დარჩა, მუდმივი არეულობა იქნება ქვეყანაში, რადგან არეულობის დიდოსტატები არიან მოიშა და მისი დამქაშები!

ახლა, მეძავი რომ იძახის, პატიოსანი ვარო, ისე არიან ნაცები: ფაფხურობენ უშნოდ, აბა ხომ არ იტყვიან, დამნაშავეები ვართ და ციხეში ჩვენი ფეხით წავალთო?
თავისთავი მაგრად უყვართ საიმისოდ, რომ ეს არ თქვან.

რედაქტორის რჩევით