რა ქნას ვოვამ უმიშიკოდ? - პეტრე მამრაძის ბლოგი
05-03-2014
რა ქნას ვოვამ უმიშიკოდ? - პეტრე მამრაძის ბლოგი
,,ბევრი ადამიანი ჯერაც იყენებს ფრაზას - ,,რუსეთი შეიჭრა საქართველოში" 2008 წლის აგვისტოში. მაგრამ ეს არ არის ის, რაც სინამდვილეში მოხდა. ოსები და ქართველები ჩათრეულები აღმოჩნდნენ ადგილობრივ შეტაკებებში. რუსეთის 58-ე არმია მზადყოფნაში იყო. საქართველოს ლიდერი პირველი დაესხა თავს და რუსეთის არმიამ რამდენიმე საათის შემდეგ უპასუხა"", - წერს ანალიტიკოსი თომას დე ვაალი ა.წ. 28 თებერვალს გამოქვეყნებულ წერილში ,,ყირიმის კრიზისი: კავკასიის სამი გაკვეთილი". ავტორი აანალიზებს ყირიმის ამჟამინდელ კრიზისს და ადარებს მას საქართველოში 2008
წლის აგვისტოში შექმნილ ვითარებას. დე ვაალის ციტირებული აზრი დაზუსტებას საჭიროებს - სააკაშვილი ფსიქოპათია და მას ახასიათებს მერყეობა სრული პანიკური განწყობისა და გამარჯვებულის ეიფორიას შორის. თანაც ერთი მდგომარეობიდან მეორეში ის საოცრად სწრაფად გადადის, რაშიც სპეციალური პრეპარატების მიღებაც ეხმარება. იმხანად ის მართლაც ხშირად ვარდებოდა პანიკაში. მაგალითად 2008
წლის მაისში, როდესაც პუტინის მთავრობამ განაცხადა, რომ აფხაზეთში საჰაერო დესანტს განათავსებდა, მან დაურეკა ლომაიას და უთხრა - ,,დაიწყო!". თუმცა მალე ისევ დაურეკა და აღიარა, რომ ყალბი განგაში ატეხა. სულ სხვა იყო სააკაშვილის განწყობა 2008 წლის 7 აგვისტოს. ,,ვის თავში დაიბადა მანიაკური იდეა, რომ ცხინვალში სასწრაფოდ დაედგათ ტრიბუნა, აღემართათ ორი ათასი ქართული დროშა და პირდაპირი სატელევიზიო ჩართვით მთელი მსოფლიოსათვის ეცნობებინათ კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა?" ასეთი შეკითხვა დასვა სამხედრო ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა შარშან ,,კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ წერილში. ამბავი თბილისიდან ტრიბუნების და დროშების წაღებისა დაწვრილებით აღვწერე ჩემს წიგნში ,,ავანტიურა 08.08.08" და ბლოგზე განთავსებულ წერილებში. იქ ისიც დავწერე, რატომ აღმოჩნდნენ ,,ოსები და ქართველები ჩათრეული ადგილობრივ შეტაკებებში". აქ ეს ამბავი მომყავს მხოლოდ იმის დასტურად, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს პუტინის ჩეკისტური რეჟიმის მიერ მართული ფსიქოპათი სააკაშვილი შეშინებული სულაც არ იყო. პირიქით - ის გამარჯვებულის ეიფორიაში იმყოფებოდა და თავის ჭკუაში დავით აღმაშენებლის გვერდით იკავებდა კუთვნილ ადგილს მრავალტანჯული საქართველოს ისტორიაში. სააკაშვილის ეიფორია შეიცვალა პანიკური შიშით 8 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში, მას შემდეგ, რაც რუსულმა ავიაციამ დაბომბა ცხინვალი და სხვა ქართული ქალაქები. 10 აგვისტოს მას არ ეყო ძალა გამოსულიყო ბუნკერიდან და პარლამენტში მოსულიყო. 11 აგვისტოს კი გორში გაიქცა გაოცებული კუშნერისა და მისი დელეგაციის თვალწინ.

,,2008 წელს სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების ყოფნა აბსოლუტურად ცხადს ხდიდა იმას, რომ მოსკოვი უსათუოდ გამოიყენებდა სამხედრო ძალას. (ორი წლის შემდეგ რუსეთი არ ჩაერია ოშის კრიზისში, ყირგიზეთში, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ თხოვნით მიმართავდნენ)", წერს დე ვაალი და სვამს კითხვას - ,,შეასრულებს თუ არა ვინმე კოკოითის როლს ყირიმში?".

აღსანიშნავია, რომ ყირიმში თავისი ,,კოკოითი" არ მოიძებნა. მიუხედავად მრავალი პროგნოზისა ყირიმი მშვიდ ადგილად რჩებოდა 1991 წლის დეკემბერში სსრკ-ს დაშლიდან დღემდე. მშვიდობა და სტაბილურობა ყირიმმა ,,ევრომაიდანის" დღეებშიც შეინარჩუნა. ჩეკისტებმა ვერ გადაიბირეს ადგილობრივი ელიტის წარმომადგენლები და, ამის გამო, უკრაინაში რევოლუციის გამარჯვებისა და იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგ პუტინის რეჟიმმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა: შეიარაღებულმა ,,უცნობმა" ნიღბიანმა ადამიანებმა (რომლებსაც სამხედრო ფორმებზე არავითარი ნიშნები არ ჰქონდათ) აიღეს სიმფეროპოლში პარლამენტის შენობა და იარაღის მუქარით აიძულეს ყირიმელ დეპუტატებს გადაერჩიათ და შემდეგ დაენიშნათ ხელმძღვანელი პირები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთ ხელმძღვანელ პირებად ჩეკისტებმა ის კრიმინალები შეარჩიეს, ვისაც ,,პახანი" იანუკოვიჩი მფარველობდა და ვინც იანუკოვიჩის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა ყირიმელებისაგან ნაძარცვი ფულით. სიმფეროპოლში ყველას ესმოდა, რომ იანუკოვიჩის გაქცევის შემდეგ პროკურატურა პასუხისგებაში მისცემდა ამ ადამიანებს, მათ კი პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერის თანამდებობები დაიკავეს - ჩეკისტებმა სხვები ვერ მონახეს ამ საქმისათვის! საერთაშორისო ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ პუტინის რეჟიმმა ვერ შეძლო ყირიმში ე.წ. ,,აფხაზეთის" სცენარის განხორციელება და მოუწია ,,ჩეხოსლოვაკიის"" სცენარით მოქმედება. ყირიმში სპეცოპერაციის დარწყებისთანავე ცნობილმა სამხედრო ექსპერტმა პავლე ფელგენგაუერმა განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში დამარცხდება ის, ვინც პირველად გაისვრის. აი, როგორ აღწერს ფელგენგაუერი ყირიმის ოკუპაციას:

იხ. სრულად
giorgika
09 მარტი 2014 19:47
ბატონი პეტრე ფელგენგაუერს რომ იშველიებს , ისიც წაიკითხოს, რას წერდა 2008 წლის ომზე, ვის აბრალებდა ამ ომის დაწყებას, რუსეთს თუ საქართველოს
giorgi
08 მარტი 2014 14:50
soso
05 მარტი 2014 16:19
kaxa, გეთანხმები. მხოლოდ ერთი განსხვავებაა აქ. მიშა პროვოკაციაზე წამოეგო, რადგან ომში ჩაითრიეს და ხალხი დაიხოცა, უკრაინა კი ვერ ჩაითრიეს.-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- soso დაწყნარდი,ყველაფერი წინ არის,საქართველოც არ ჩაუთრევიათ ერთ კვირაში,დრო უნდა PUტინს,ვერ ჩაითრევს და თვითონ დაიწყებს და უკრაინელებს დააბრალებს... არ მითხრათ ეხლა არ იკადრებსო, იქ რო უკრაინული ნაწილები ალყაში ყავთ "უცნობ"შეიარაღებულებს ვისზეც PUტინმა განაცხადა რუსებიი არ არიანო,გჯერავთ? რა შერცხვა?
datiko48
08 მარტი 2014 10:38
მოვიყვან მე-17 საუკუნის,ემანუელ კანტის გამონათქვამის ამონარდს-:"განმანათლებლობა-ესაა ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან,რომელიც მისივე ბრალია.უმწიფრობა უუნარობა,საკუთარი განსჯა სხვისი ხელმძღვანელობის გარეშე მოიხმარო.უმწიფრობა საკუთარი თავის ბრალია მაშინ,როცა მისი მიზეზი განსჯის ნაკლულობაში კი არა,გადაწყვეტილებისა და სიმამაცის არქონაში ძევს.გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება."...ამ უმწიფარმა სამწუხაროდ საქართველოში დაამკვიდრა გახრწნილი ზნეობა,გაბატონდა უსამართლობა და დაუნდობლობა,და სამწუხაროდ ქართველთა უმრავლესობამ დაკარგა ეროვნული თვითშეგნება.აქ უბრალო ხალხთან ვსაუბრობ,ისე ხანდახან კი ბჟუტურობს მამრაძე სიმართლის რაღაც ნაწილს.

რედაქტორის რჩევით