ტყუპის ცალი, სასარგებლო იდიოტი და საცოდავი იმიტატორი - კვირის პალიტრა

ტყუპის ცალი, სასარგებლო იდიოტი და საცოდავი იმიტატორი

კრემლის კედლებიდან ორასიოდე მეტრში მოკლული ბორის ნემცოვი პოლიტიკოსების იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც ამბობენ იმას, რაც ჭეშმარიტებად მიაჩნიათ და ამას მაშინაც აკეთებენ, როცა იციან, რომ მათი განცხადება საზიანოა მათთვის.

2008 წლის აგვისტოს შემდეგ გამოქვეყნდა ნემცოვის რამდენიმე ინტერვიუ და განცხადება სააკაშვილისა და პუტინის დანაშაულებზე. ნემცოვის ზოგიერთი გამონათქვამი პრესაში იმდენად დაამახინჯეს, რომ მან საჯარო პროტესტი გამოხატა და შეახსენა საზოგადოებას თავის ბლოგზე ჯერ კიდევ 2008 წლის 12 აგვისტოს გამოქვეყნებული ტექსტი:

1. У обоих руки по локоть в крови. Саакашвили варварски наводил конституционный порядок в Цхинвали с тысячами убитых женщин, детей и стариков, и Путин примерно так же наводил конституционный порядок, только в Грозном. К тому же еще на его совести стрельба по Бесланской школе из гранатометов и танков, гибель 130 заложников в Норд-Осте и циничное и бесчеловечное поведение в момент гибели подводной лодки "Курск".

2. Оба одинаково ненавидят оппозицию, Путин её уничтожил лет так 5 назад и продолжает жестоко подавлять (разгон маршей несогласных, недопущение оппозиции к выборам, гнусная геббельсовская пропаганда в прессе). И Саакашвили – разгоны с помощью дубинок и полицейских маршей оппозиции, примерно такой же черный пиар в прессе.

3. Оба преуспели в восстановлении цензуры на ТВ. Про наше ТВ вообще говорить не буду – всё ясно, а у Саакашвили было своё НТВ, вспомним историю с телекомпанией "Имеди".

4. У обоих есть сильный враг. У Саакашвили – Россия, у Путина - Америка и Запад в целом.

5. Как известно по Дарвину, самая жестокая борьба – внутривидовая, именно поэтому Саакашвили и Путин относятся друг к другу примерно с одинаковой степенью ненависти.

Поэтому, когда наши деятели от Лаврова до Грызлова и прочих требуют отставки Саакашвили и предания его Гаагскому трибуналу, то все эти требования должны в равной степени относиться и к Путину. Так что пусть оба уходят. И тогда, убежден, мир на Кавказе, включая Южную Осетию и Абхазию, будет установлен.

2008 წლის 1 ნოემბერს კობა ლიკლიკაძესთან ინტერვიუში ნემცოვმა განაცხადა:

,,იცით, მე მაქვს პოზიცია, რომელიც, ალბათ გაგიკვირდებათ, არც დასავლეთშია პოპულარული და არც მოსკოვში. მე ვფიქრობ, რომ პუტინი და სააკაშვილი ერთმანეთს ჰგვანან. ცხადია, ამერიკას, რომელიც მთელ მსოფლიოს უნდა დააკვირდეს, როგორც ერთადერთი ზესახელწმიფო, ოკეანის გაღმიდან უჭირს ამ ნიუანსებში გარკვევა. აი, ნახეთ, ცხინვალის წინააღმდეგ ქართველებმა გამოიყენეს მძიმე იარაღი. მანამდე კი ვლადიმირ პუტინმა მშვიდობიანი გროზნოს წინააღმდეგ გამოიყენა "გრადები". განსხვავებას ხედავთ? მე, მაგალითად, ვერ ვხედავ. ანდა ტელევიზიები ავიღოთ. პუტინმა ხელთ იგდო "ენ-ტე-ვე" და "ტვ -6". სააკაშვილმა კი კონტროლი დაამყარა "რუსთავსა" და "იმედზე". ან პარლამენტებს დავაკვირდეთ. პუტინი აკონტროლებს პარლამენტს. იქ ორი მესამედი "ედინაია როსიას" აქვს. იგივე ხდება საქართველოს პარლამენტში. ან ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულება: პუტინი ძალის გამოყენებით შლის "დაუმორჩილებელთა მარშს", სააკაშვილი ამასვე სჩადის ოპოზიციის მიტინგების მიმართ. თუმცა, პუტინამდე მას კიდევ ბევრი უკლია. მოკლედ, ისინი, შეიძლება ტყუპები არ იყვნენ, მაგრამ გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთამენთს. ამიტომ, მე არ მაქვს დამოკიდებულება, რომ აი, ეს ბიჭი კარგია, ის კი - ცუდი. შესაძლოა, მათ ვაშინგტონიდან ასე ეჩვენებათ, მე კი მოსკოვიდან სხვაგვარად ვხედავ.

დიდი მადლია, რომ ილია მეორე თქვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და გავლენიანი ადამიანია. და მადლობა ღმერთს, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ ჩაიდინა სისულელე და კანონიკურ ტერიტორიებად არ აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი"" (ციტატის ბოლო).

ბორის ნემცოვმა, ბუნებრივია, არ იცოდა ის, რაც კარგად იცოდა სააკაშვილის გარემოცვამ. არასრულფასოვნების ღრმა კომპლექსით და,

შესაბამისად, განდიდების მანიით დაავადებული სააკაშვილი საცოდავად ბაძავდა ჯორჯ ბუშს და ვლადიმერ პუტინს. დროთა განმავლობაში პუტინის მაგალითი მისთვის ბევრად უფრო ახლო და მიმზიდველი გახდა. სააკაშვილი ვარჯიშობდა ტრენაჟორებით, იმისათვის, რომ მერე, პუტინის მსგავსად, შიშველი ტორსით გამოჩენილიყო მას-მედიაში. აგროვებდა ძვირფას საათებს, დაჰყავდა სპორტული ავტომობილები, ვერტმფრენები და თვითმფრინავები. მოკლედ რას არ აკეთებდა, მაგრამ პუტინისათვის ის პირველი შეხვედრიდანვე ,,სასარგებლო იდიოტი"" იყო და ამ რანგს ვერ გასცდა. შეგახსენებთ, რომ მთელ მსოფლიოში სპეცსამსახურები სასარგებლო იდიოტებს უწოდებენ გავლენის იმ აგენტებს, რომლებიც ვერც კი ხვდებიან იმას, რომ მანიპულირებულები არიან და სხვა სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებიან...

"სააკაშვილმა მითხრა - "მისმინე, ჩვენ რუსეთთან საქმის დაჭერა შეგვიძლია, პრეზიდენტ პუტინთანაც, ის მართლაც მაგარი კაცია. აი ასე უნდა მართო ნებისმიერი ქვეყანა, რუსეთი იქნება, თუ საქართველო. შეხედე, როგორ ეპყრობა პრესას და ოპოზიციას", უთხრა თედო ჯაფარიძემ ,,ნიუ-იორკ თაიმსის"" კორესპონდენტს კლიფორდ ლევის. 2004 წლის თებერვალში თედო ჯაფარიძე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ახლდა სააკაშვილს მოსკოვში. სააკაშვილმა ეს ფრაზა ჯაფარიძეს სწორედ პუტინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ უთხრა. მინდა აღვნიშნო, რომ შემდგომ პერიოდში სააკაშვილმა სხვებსაც უთხრა იგივე და საჯაროდაც არაერთხელ აღტაცებით ილაპარაკა პუტინზე, როგორც ძლიერ მმართველზე. 2004 წლის აპრილში გაზეთ ,,იზვესტიისათვის"" მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა თქვა:

,,Я понял, что Путина всегда обманывал Шеварднадзе, поэтому он так подозрителен! Понимаете? Путин не мог найти общего языка с Шеварднадзе, потому что Шеварднадзе никогда ничего не выполнял по отношению ни к кому! Когда я с ним согласился в оценках, беседа резко потеплела, мы быстро начали понимать друг друга. Я увидел, что Путин видит ситуацию намного шире, чем его окружение. И я поверил ему. У него глаза честного человека - именно так. Я поверил ему - и не ошибся. Он сделал все, что обещал. Поэтому я чувствую сейчас себя в России более комфортно, чем в других странах! Путин более прагматичен, более современен по стилю мышления, чем многие политики Запада. Он хорошо понимает, что по-старому вести дела с Грузией уже нельзя. То есть нельзя уже вообще так ставить вопрос: выбирайте - Россия или Запад?

(კორესპონდეტი) - А военные? Будете ли вы придерживаться идеи Колина Пауэлла - "чтобы последний русский солдат покинул землю Грузии"?

- Ну, это было, когда военные базы России помогали клану Абашидзе. Но после нашего разговора с Путиным эта помощь прекратилась - мгновенно! И у нас теперь есть твердая уверенность в том, что оставшиеся в Грузии российские военные базы будут поддерживать законное правительство Грузии или в крайнем случае соблюдать твердый нейтралитет. Путин поддержал концепцию "территориальной целостности Грузии" и тем самым заставил лидера Аджарии согласиться на более конструктивный диалог с Грузией.

პუტინის სასარგებლო იდიოტის ეს ინტერვიუ უაღრესად საინტერესო და ინფორმატულია. ყველას ვურჩევდი გადაიკითხოს ამ ინტერვიუს სრული ტექსტი ინტერნეტში. მინდა, აგრეთვე, ყველამ წარმოიდგინოს, რას უზამდნენ სააკაშვილი და მისი ნაცისტები ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც იტყოდა, რომ ,,პუტინს პატიოსანი თვალები აქვს""; რომ რუსეთში თავის თავს უკეთ გრძნობს, ვიდრე სხვა ქვეყნებში; რომ პუტინი უფრო თანამედროვეა, ვიდრე დასავლეთელი პოლიტიკოსები და ა.შ.

,,მე ვუთხარი, რომ მას ციხეზე მეტად მოწამვლის უნდა შინებოდა, მაგალითად, წითელი ღვინის ბოკალში საწამლავის ჩასხმის, რომელიც იმ წუთას ხელში ეჭირა. როდესაც ამაზე მისი რეაქცია და სახის გამომეტყველება დავინახე, მივხვდი, რომ უადგილოდ ვიხუმრე. ამის შემდეგ ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, თუ როგორ დაასრულებს პუტინი მოღვაწეობას. ჩვენ ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ პუტინი მილოშევიჩის პროტოტიპია, რომელიც გმირად ომმა აქცია და ომმა დაღუპა. დღეს კი, როდესაც ბორისის სიკვდილის შესახებ შევიტყვე, გამახსენდა, თუ როგორ კლავდნენ მილოშევიჩის დროს ოპოზიციონერებს"", ასე გაიხსენა სააკაშვილმა თავისი ბოლო შეხვედრა კიევში ნემცოვთან, რომელიც მას პუტინის ტყუპის ცალს უწოდებდა. არ ვიცი, მართლა შედგა ეს შეხვედრა და საუბარი, თუ სააკაშვილი ამას თხზავს ჩვეულ მანერაში,

იმისათვის, რომ მისი სახელი თავისუფლებისა და დემოკრატიისაათვის მებრძოლ ადამიანის სახელთან ერთად გამოჩნდეს, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ,,იზვესტიასთან"" პუტინის პატიოსან მზერაზე საუბრისას მან აშშ-ს პრეზიდენტ ბუშს მიბაძა.

ბუში შეხვდა პუტინს ლიუბლანაში 2001 წელს. შეხვედრის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში მან უაღრესად დადებითდ ისაუბრა პუტინზე და აღნიშნა:

,,მე ჩავხედე მას თვალებში და დავინახე, რომ იგი უაღრესად პირდაპირი და პატიოსანი ადამიანია"", რაზედაც პუტინს უთქვამს, რომ მანაც ჩახედა ბუშს თვალებში და ,,დაინახა, რომ ბუში იყო იდიოტი, რომელიც საერთოდ ვერ ერკვეოდა ადამიანებში"".

ბუშის ცნობილი ფრაზა ზუსტად მაქვს ციტირებული, პუტინის რეპლიკა კი იმხანად რუსულ ინტელიგენციაში პოპულარული ანეკდოტიდან ავიღე.

პეტრე მამრაძე, 3 მარტი, 2015 წელი

(სტატიის მთავარ ფოტოზე ჯორჯ ბუშის (უმცროსი) მიერ დახატული პუტინის პორტრეტი)