რატომ დუმდა კა-გე-ბეს ჯარების ეფრეიტორი და რა თქვა ბოლოს ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ?!
რატომ დუმდა კა-გე-ბეს ჯარების ეფრეიტორი და რა თქვა ბოლოს ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ?!
უკრაინის მედიაში გავრცელდა ,,ოდესელი ებრაელების წერილი პოროშენკოსადმი", რომლის ავტორია ენაკვიმატობით ცნობილი უკრაინის რადის დეპუტატი ვასილი ვოლგინი:

,,Петр Алексеевич, и шо Вы делаете? Вы не понимаете, шо сегодня о Вас будут говорить на Привозе?

Зохен вэй! Шо делается под небесами? Это давно такое бывает, шобы грузин евреями командовал?!

Вы там шо, в своем Киеве, совсем почву под ногами потеряли? Или может Вы, как главный украинский еврей, чем обижен на нас?

Так
за шо? Петя, и шо мы тебе сделали? В умах ли ты? Возьми себе это чудо, нам не надо. Шо мы с этой "читой-маргаритой" делать будем? Он же совсем больной и за ним Губ ЧК бегает. Его не сегодня-завтра грузины к стенке поставлят и шо
тада?

Петя, какой раввин тебя обрезал? Побойся Бога.

Оставь народ свой в спокойствии и не мучай нас грузинами. Живи себе спокойно и нам проблемы не делай."


მკითხველს შევახსენებ, რომ პოროშენკოს მშობლები ებრაელები იყვნენ და მამამისი გვარად ვალცმანი იყო. სწორედ ამიტომ უწოდებენ პრეზიდენტ პოროშენკოს მთავარ ებრაელს უკრაინაში.

როგორ მოხდა, რომ ,,совсем больной" და საქართველოს სამართალდამცველების მიერ ძებნილი ,,ჩიტი-მარგალიტი" დაინიშნა ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარედ? რა მოჰყვება ამას? რა ბედი ელის მის მიერ აშკარად მიტოვებულ ნაცებს საქართველოში?
ადამიანები, რომლებიც პირადად კარგად იცნობენ სააკაშვილს, ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ დანიშნვნის ცერემონიის დროს და ,,იმედისათვის" ინტერვიუს მიცემისას სააკაშვილი აშკარად დათრგუნული იყო. ვიცნობ რა ახლოს სააკაშვილს და მის ფსიქიკას, დარწმუნებული ვარ, რომ პსიქოპათ-ლაჩარ სააკაშვილს აქვს ციხეში მოხვედრის აკვიატებული შიში. გაიხსენეთ, როგორ ლაპარაკობდა ინტერვიუში, რომ საქართველოში ,,მატროსოვის 6 კვმ-იან საკანში" მოუწევს ჯდომა. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს პერსპექტივა კოშმარულ სიზმრად იქცა მისთვის. ცხადია სააკაშვილი დღე და ღამე არწმუნებს თავის თავს, რომ ეს არასოდეს მოხდება, რომ პირიქით, გმირად დაბრუნდება საქართველოში, მაგრამ ქვეცნობიერება ღრღნის და არ ასვენებს მას. ყველაზე კარგად მან იცის, თუ რამდენი და როგორი სიმძიმის დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოში; იცის, როგორ აწამებდნენ და კლავდნენ მისი დავალებით, ან მასთან შეთანხმებით უდანაშაულო ადამიანებს; იცის, ჩადენილის ნაწილიც რომ დაუმტკიცდეს, უვადო პატიმრობა არ ასცდება; ქვეცნობიერად ისიც იცის, რომ დააპატიმრებენ თუ არა, თვითონ დაფქვავს ყველაფერს ისტერიკული ტირილის თანხლებით. აი ამ ფონზე მას ჰგონია, რომ უკრაინის მოქალაქეობა მას საიმედოდ იცავს საქართველოში ექსტრადიციისაგან.
ვფიქრობ, სააკაშვილი იმასაც ხვდება, რომ ივანიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოდან მან გაასწრო, მაგრამ უკრაინიდან გაქცევა შეიძლება ვეღარ შეძლოს და ოდესის ოლქის გუბერნატორობა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს მისთვის.

,,იმედისათვის" მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილი უტიფრად ტყუოდა, როცა ამბობდა, რომ ,,თუ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ მოქალაქეობა ჩამომართვას, დარწმუნებული ვარ, ესეც არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ..."
საქართველოს კონსტიტუციით და შესაბამისი ორგანული კანონით საქართველოს მოქალაქე მაშინათვე კარგავს თავის მოქალაქეობას, როდესაც მტკიცდება, რომ რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდება. საქართველოს პრეზიდენტს აქ არავითარი არჩევანი არ აქვს. სხვა საქმეა, რომ ამის შემდეგ ყოფილმა მოქალაქემ შეიძლება დადგენილი წესით მიმართოს პრეზიდენტს და სთხოვოს ხელახლა მიანიჭოს მას საქართველოს მოქალაქეობა. ასე მოიქცა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, მაგრამ მიუხედავად დასავლეთის დაჟინებული რჩევებისა და თხოვნისა, სააკაშვილმა აღარ მიანიჭა მოქალაქეობა საქართველოს ისტორიაში უდიდეს ქველმოქმედს და ამის ნაცვლად შეცვალა კანონმდებლობა ისე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეძლებოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება და პრემიერის თანამდებობის დაკავებაც. ჯერჯერობით სააკაშვილს მარგველაშვილისათვის მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით არ მიუმართავს. საქართველოს პრეზიდენტს აქვს აგრეთვე უფლება თვითონ მიანიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა, ამ პიროვნების საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის. მსოფლიო პრაქტიკით, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეობის მინიჭებას წინასწარ უთანხმებენ მოქალაქეობის პოტენციურ მიმღებს. ვფიქრობ ბევრს ახსოვს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის და მისი თნაშემწის ფილიპ გორდონის გაოგნებული სახეები, როდესაც სააკაშვილმა ქ-ნ ჰილარის საქართველოში 2012 წლის არჩევნების წინ, ქართული პასპორტი გადასცა. აშკარა იყო, რომ სააკაშვილმა მას სიურპრიზი მოუწყო. მაშინ ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი წერდა, რომ ქ-ნი ჰილარი დაჟინებით ურჩევდა სააკაშვილს ივანიშვილისათვის მოქალაქეობის მინიჭებას, სააკაშვილმა კი პასუხად ასეთი სიურპრიზი მოუწყო და ეს დაცინვისა და შეურაცხყოფის ტოლფასი იყო. (გაიხსენეთ ისევ სააკაშვილის კოშმარული სიზმრებიდან ამოფრქვეული ფრაზა: ,, ჰილარი კლინტონი ჩამოვიდა და ორი თვე იძახდით - ჰილარი კლინტონი ჩამოდის, რომ სააკაშვილი წაიყვანოს. გეგონება გუდიანი კაცია ან ქალია, რომელიც ჩამოვა, მოიკიდებს ზურგზე დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს და წაიყვანს სადღაც ვაშინგტონის რომელიღაც გარეუბანში და გადამალავს კონსპირაციულ ბინაში." - აი რა ეზმანებოდა მაშინ ,,совсем больной" პსიქოპათს. მინდა დავაზუსტო. სააკაშვილს ცხადია ესმოდა, რომ კლინტონი მას არსად არ წაიყვანდა, მაგრამ ქ-ნი ჰილარი და აშშ-ს სხვა წარმომადგენლები უწყვეტ რეჟიმში ეუბნებოდნენ მას, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაცების ,,გამარჯვება" აშშ-ში და მთლიანად დასავლეთში ძალაუფლების საბოლოო უზურპაციად იქნება აღქმული და სააკაშვილს შესაბამისად მოექცევიან. სწორედ 2012 წლის 2 ოქტომბერს აშშ-ს სენატორებთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა აღიარა დამარცხება...

საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმით სააკაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოში მყოფი საკუთარი გუნდის (თანამზრახველების) იმედი აღარ აქვს. ჩვენს მედიაში ბევრჯერ დაიწერა, როგორ იძაბებოდა ურთიერთობა სააკაშვილსა და თბილისში მოქმედ ნაცისტებს შორის. როგორ ღიზიანდებოდა სააკაშვილი თანამზრახველების ,,უნიათობის" გამო, მათ კი სააკაშვილის სრულიად არაადექვატური ბრძანებები და მოთხოვნები აბრაზებდა. ნაცები არასოდეს ყოფილან შეკრული პოლიტიკური მრწამსით ან/და თუნდაც პირადი ურთიერთპატივისცემით და მეგობრობით. მათი ძალაუფლება ტყუილზე, სიძულვილზე და ძალადობაზე იყო დამყარებული და ასეთივე ატმოსფერო სუფევდა ხროვის შიგნითაც. თბილისში ბევრ ადამიანს ახსოვს, როგორ უწოდებდნენ სააკაშვილს გიჟს და იდიოტს სწორედ ისინი, ვინც შემდეგ ნაცების ცნობად სახეებად იქცნენ და დღესაც ინარჩუნებენ სააკაშვილისადმი ერთგული სამსახურით მოხვეჭილ დიდძალ ფულს, ქონებას და გარკვეულ პოლიტიკურ კაპიტალსაც. მერაბიშვილ-ადეიშვილის მეშვეობით გუნდი შეკრული იყო ერთად ჩადენილი დანაშაულით და ,,შოლტისა და ნუგბარის" მექანიზმის მოქმედებით. ბოლო დროს ორივე ფაქტორი მოდუნდა და სწორედ ამიტომ მიატოვა ,,შესანიშნავმა ოთხეულმა" ნაცების რიგები. მათ აღარ ეშინიათ შოლტისა და აღარ ღებულობენ საკმარის ნუგბარს, ნაცების რიგებში დარჩენის პერსპექტივა კი ბნელ ფერებში ესახებათ. საგულისხმოა, რომ კიევის ბორისპოლის აეროპორტიდან გაუსვლელად სსრკ-ს კგბ-ს სასაზღვრო ჯარებში ნამსახურები ეფრეიტორი სააკაშვილი დუმდა, არაფერს ამბობდა ,,თანაგუნდელების" დეზერტირობაზე. კიდევ უფრო საგულისხმოა, რომ ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ცნობილ ინტერვიუში არ გალანძღა და არ შერაცხა წასულები; სხვა ნაცებისაგან განსხვავებით არ თქვა, რომ დეზერტირებმა ,,ოლიგარქის წნეხს ვერ გაუძლეს" (წარმოიდგინეთ, როგორ გააწბილა მან ამით ,,ოთხეულის" კრიტიკოსები) და იმით შემოიფარგლა, რომ გააკრიტიკა წასულების მხრიდან ,,ახალი სახეების" გამოჩენის მოთხოვნა. (ბევრ მკითხველს ემახსოვრება, რამდენჯერ ისაუბრა თავად სააკაშვილმა ,,ახალი სახეების" საჭიროებაზე და ამ მხრივ ნაცების დიდ რეზერვზე 2012 წლის დამარცხების შემდეგ).

დასავლეთში პოლიტოლოგები სააკაშვილს ხშირად პუტინის ,,სასარგებლო იდიოტს" უწოდებენ. ეს დამკვიდრებული ტერმინია - ასე უწოდებენ ,,გავლენის" ისეთ აგენტებს, რომლებიც თვითონ ვერ ხვდებიან, რომ სწორედ იმ ძალას ემსახურებიან, რომელსაც თავის ჭკუაში ებრძვიან. ცხადია, პუტინის სასარგებლო იდიოტმა სააკაშვილმა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსად ყოფნის პერიოდში შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ოდესის ოლქს და მთელ უკრაინასაც. მაშ რატომ დანიშნა პოროშენკომ სააკაშვილი და მის მიერ რეკომენდირებული ადამიანები მაღალ თანამდებობებზე? პოროშენკოს ბევრი აფრთხილებდა სააკაშვილთან დაკავშირებით, ჯორჯ სოროსმა საჯაროდ განაცხადა, რომ სააკაშვილს საქართველოში კორუფცია არ დაუმარცხებია, არამედ კორუფციის პრივატიზება მოახდინა. თავდაპირველად უკრაინაშიც ბევრს ეგონა, რომ პოროშენკომ ეს დასავლეთის და, პირველ რიგში, აშშ-ს გავლენიანი პირების რჩევით გააკეთა. მე ამას თვიდანვე გამოვრიცხავდი. გავიდა დრო და უკრაინელი კოლეგებისაგან გავიგე, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა და პოროშენკომ თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება. აქ რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი. პოროშენკო მართლაც მეგობრობს სააკაშვილთან მათი საერთო სტუდენტური წლებიდან მოყოლებული. ორივე მეგობრობს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ იუშკენკოსთან, რომელმაც მონათლა პოროშენკის ორი ქალიშვილი და სააკაშვილის ვაჟი ნიკოლოზი. სააკაშვილის და მისი თანამებრძოლი-რეფორმატორების უკრაინაში მიწვევით მილიარდერი პოროშენკო ცდილობს უკრაინელებს და დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ თვითონ დისტანცირებულია სხვა ოლიგარქებისაგან და მართლა უნდა ბრძოლა კორუფციასთნ. აღსანიშნავია, რომ იანუკოვიჩის და მისი ყაჩაღი მთავრობის გაქცევის შემდეგ უკრაინაში კვლავ მოქმედებს ოლიგარქიული მმართველობის სისტემა და ხალხის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ოლიგარქები უკრაინის ძარცვით გამდიდრდნენ და არა წარმატებული მეწარმეობის შედეგად. ამავდროულად პოროშენკოს აქვს სერიოზული დაპირისპირება პრემიერ იაცენიუკთან და მისი ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდულია როგორც უკრაინის კანონმდებლობით, ასევე ძალთა ფაქტობრივი განაწილებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: განაცებულმა ქოცებმა ან, როგორც ახლა ხშირად უწოდებენ მათ, ქოციონალებმა, პრაქტიკულად არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დასავლეთს გაეგო, რა ჩაიდინეს სააკაშვილმა და მისმა ნაცებმა. ეს რომ დროულად, ეფექტიანად და სამართლიანად გაეკეთებინათ, მაშინ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის მომენტისათვის მას უკვე ექნებოდა დასავლეთში სადისტური სისტემისა და უპასუხისმგებლო ავტორიტარული კლეპტოკრატიის შემქნელის სახელი. ასეთ შემთხვევაში მას საჯაროდ არავინ გაეკარებოდა, ისინიც კი, ვისთან მეგობრობისა და ვისი მხარდაჭერისათვის სააკაშვილმა ჩვენი ხაზინიდან მრავალი მილიონი დოლარი გადაიხადა. აი ასეთმა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ სააკაშვილი ხან უმდიდრესი იახტით დაცურავს, ხან საერთაშორისო ფორუმებს ესწრება, ხან უკრაინაში რეფორმების ჩატარებისათვის იღწვის.
,,ჩიტი-მარგალიტის" ,,რეფორმატორობა" ოდესის ოლქში კრახით დასრულდება, სამაგიეროდ ოდესური ანეკდოტების საგანძურს შეიძლება არერთი შედევრი შეემატოს. ოდესაში უკვე ხუმრობენ, რომ ყველაზე ძლიერი ოდესური ანეკდოტი ის არის, რომ სააკაშვილი დაინიშნა მათ გუბერნატორად. ვიმედოვნოთ, რომ სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენონ უკრაინელ ხალხს და ქართველი და უკრაინელი ხალხების ურთიერთობას.

პეტრე მამრაძე, 4 ივნისი, 2015 წელი
მკითხველის კომენტარი (56)
otari
29 ივნისი 2015 08:01
საქართველოს სახელმწიფოებრიობა ჰქონდა და მომავალში მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების შემთხვევაშI,სხვა დანარჩენ შემთხვევაში,მე-19 საუკუნემდე და საბჭოთა კავშIრის დაშლის მერე რეალურად საქართველო არ არსებობს,არც რყკაზე,ესაა რეალობა და აღარ უნდა ლაი-ლაი.ევროპისა და ამერიკელების იმედად,მალე არა თუ სახელმწიფო გვექნება,არამედ თითით საძებარი იქნება ქართველი საქართველოში.
თბილისელი
13 ივნისი 2015 22:00
დათო#-ს
აქანდაზი თუ ვიყავი, გეთაყვა, საკუთარი თავის საჭიროებებისთვის. როცა მივიხედ-მოვიხედე და დავინახე, რასაც ადრე ვერ ვამჩნევდი, მიფიქრე, რომ გატანა უნდოდა ამ ყველაფერს.
ტვინის ჭანჭიკებით აწყობა-გადაჭერაზე "გჯერას" თქმა არასერიოზულია, ჩემი ჭკუით მეტაფორა ვცადე და თუ უხეირო გამოვიდა, არც მაგაზე ვიდარდებ.
ცხადია, მხოლოდ რუსული პროპაგანდა არ აზიანებს ჭანჭიკებს, პროპაგანდაც ძალიან ბევრი არსებობს... აკი კონსპიროლოგიაზეც მივანიშნე, რომ რუსებმა გამოიყენეს, თორემ სულაც არ არის მაინცდამაინც რუსული მოვლენა-მეთქი.
თუმცა მხოლოდ იმის გამო, რომ ყველას თავისი ტარაკნები ჰყავს, რუსული ტარაკნების მიმართ დამოკიდებულებას ვერ შევიცვლი.
ტარაკანა ყველა ტარაკანაა, მაგრამ გააჩნია - ზომებს, აგრესიულობის ხარისხს, მიზნებსა და მეთოდებს. ყველაფერი შედარებითია.



mikluxo maklai-ს
თუ ნაცებში მე მგულისხმობთ, ან დაზეპირებულ ტექსტებში, კეკეს მიმართეთ.
თუ არ მგულისხმობთ და მაშინ უკაცრავად.
mikluxo maklai
12 ივნისი 2015 02:15
არ დაბლოკოთ..ეს .ჩემი დაწერილი არააა


ეს რუსეთის ,,ნომერ პირველი აგენტის,, დაწერილია


.....და ერთი რამაც გულწრფელად უნდა ვაღიაროთ: არ ვიცით სურდა თუ არ სურდა იმპერიის მთავრობას, მაგრამ ქართველობამ, მიუხედავად ენობრივ-სახელმწიფოებრივი უფლებების დაკარგვისა თუმცა ფარულად, მაგრამ მხოლოდ რუსეთთან შეერთების შემდეგ იგრძნო თავი ისეთ ერთიან ორგანიზმად, დავით აღმაშენებელისა და თამარის ეპოქაში რომ ჰქონდა ადგილი. ერთიან ორგანიზმად მეთქი, რომ ვამბობ, როდი გულისხმობს იმდროინდელ დამოუკიდებლობასა და ძალმოსილებას. ვინმე რუსთაგანს ღრმად რომ სცოდნოდა, მაშინ საქართველოს წარსული და იმჟამინდელ დონემდე ჩამოქვეითების მიზეზი, შესაძლოა ქართველთა პრეტენზიებზე ასე ეპასუხა: ,,განა ერთმა საქართველომ მოაწერა ხელი გიორგიევსკის ხელშეკრულებას? არსებობდა იმჟამად ერთიანი საქართველო? რად იდგნენ ცალ-ცალკე ქართლ – კახეთისა და იმერეთის სამეფონი, აფხაზეთის, სამეგრელოს და გურიის სამთავროები? ჩვენ გვისაყვედურებთ, სიტყვა რომ გავტეხეთ და ერეკლე მეორეს არ მივეშველეთ კრწანისის ომში განა იმერთა სამეფო და სამთავროები მოეშველნენ? სად იყო კრწანისზე ის ორმოცდაათათასიანი მხედრობა, თელავიდან მცხეთისკენ რომ მოაცილებდა უკანასკნელ გზაზე ერეკლეს ცხედარს? სად იყო დანარჩენი საქართველო, სამცხე-საათაბაგო და აჭარა რომ შთანთქა თურქეთმა? ჩვენ გვიკიჟინებთ, საქართველოსათვის იმჟამად სავსებით უცხოსა და უცნობ ერს: სიტყვა რად გატეხეთ, ტრაქტატით დადებული ხელშეკრულება რად დაარღვიეთო! განა მათი, ივანე მრისხანის, პეტრე დიდისა და ეკატერინე მეორის წინაშე დადებული ფიცი დავარღვიეთ: ვიბრძოლოთ და ვიღვაწოთ რუსეთის იმპერიის გასაფართოებლად და საკეთილდღეოდ! ასევე არ შევიერთეთ ვოლგისპირეთის, ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ხალხები? ჩვენ რომ გვიკიჟინებთ, მაშინ რაღა ვთქვათ თქვენივე თავისთვის მიცემული სიტყვის არაერთგზის გატეხვაზე? განა ურთიერთის წინაშე დადებული ფიცის დარღვევა საკუთარი თავისათვის მიცემული სიტყვის გატეხვას არ ნიშნავს? თუ ასე არ არის, მაშ გიორგი ბრწყინვალის დროიდან დღევანდლამდე კვლავ ერთიან სამეფოდ გაერთიანება რად ვერ შესძელით? რად ვერ შესწირეს თქვენმა მეფეებმა და მთავრებმა საკუთარი სიამაყისა და პრიორიტეტის გრძნობა ერთიანი საქართველოს იდეას? გაჭირვებამ რატომ გაგთიშათ უფრო და არ შეგკრათ? შეკავშირებასა და ურთიერთდახმარებას ვიღა დაეძებს: რატომ მტრობდით და ასუსტებდით ურთიერთს? ჩვენს მოსვლამდე განა დაკარგული არ იყო ქართლ – კახეთისათვის სამეგრელო, აფხაზეთისათვის გურია და იმერეთი და ა. შ.? განა ჩვენი მეოხებით არ ჰპოვეს კვლავაც ერთმანეთი საქართველოს კუთხეებმა? შესძლებდით უჩვენოდ კვლავ ერთიან ორგანიზმად შენივთებას? და ბოლოს, დაიბრუნებდით ოდესმე ჩვენს გარეშე თურქთაგან მიტაცებულ მესხეთ - ჯავახეთსა და აჭარას? ვინ მოგანიჭათ საუკუნეების მანძილზე ნანატრი მშვიდობა, ჭრილობათა მოშუშების, დასვენების, შრომისა და სწავლა – განათლების საშუალება? გეყოლებოდათ მე-19-ე საუკუნის პირველ ნახევარში იმგვარად განათლებული პიროვნებები, როგორიც იყვნენ პლატონ იოსელიანი, სოლომონ დოდაშვილი, დიმიტრი ყიფიანი და ა. შ. ჩვენ რომ არ შეგვექმნა თქვენთვის პირობები ევროპულ კულტურასთან ზიარებისა? სად აღიჭურვნენ ცოდნის იარაღით თერგდალეულები, თუ არა რუსეთში? მადლიერების გრძნობას თავი რომ დავანებოთ, სადაა თქვენი ობიექტურობა?!
- არა, -ვუპასუხებდით ჩვენ,- ქართველებს არც ობიექტურობა და არც ცოდვა - მადლის გრძნობა დაგვიკარგავს. ჩვენ კარგად ვიცით იმ დადებითის ფასი, რუსეთთან ურთიერთობამ რომ მოგვიტანა, რაც თავის დროზე დაინახეს და აღნიშნეს კიდეც თავიანთ შემოქმედებაში ნიკოლოზ ბარათაშვილმა და გრიგოლ ორბელიანმა.
ვიცით, რომ მესხეთ-ჯავახეთსა და აჭარას რუსეთის გარეშე ვერ დავიბრუნებდით, მაგრამ მათი დაბრუნების მოტივი საქართველოში როდი იყო, არამედ რუსეთის იმპერიის გაფართოება. მაგრამ ამისთვისაც გმადლობთ! ვიცით, რომ რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სამეფო - სამთავროების გაუქმების შემდეგ საქართველოს ცალკეულმა კუთხეებმა შესწყვიტეს შუღლი და მტრობა და ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში მოქცეულნი, მჭიდროდ დაუახლოვდნენ ურთიერთს. გვახსოვს წარსულში ჩვენი მთავრებისა და ფეოდალების მზვაობრობა და გადაჭარბებული ინდივიდუალიზმი, არგონავტების მითისა არ იყოს, ვეშაპის კბილებიდან აღმოცენებული დევ-გმირებივით რომ ებრძოდნენ ურთიერთს და ხშირად პირადულს ერთიანი საქართველოს იდეაზე მაღლა აყენებდნენ, გვახსოვს, რომ ჩვენი ისტორიის მანძილზე მხოლოდ ისეთი ზებუნებრივი ძალის მეფეებმა შესძლეს ქართული ინდივიდუალიზმის დაძლევით ქვეყნის გაერთიანება, როგორიც იყვნენ: ვახტანგ გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, თამარი და გიორგი ბრწყინვალე.
პირველობისათვის ბრძოლა და შინათგამცემლობა აქუცმაცებდა ქვეყანას, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ჩვენა გვაქვს უფლება თავს ვუსაყვედუროთ, რადგან ჩვენსავე თავს ვაზიანებდით და არა სხვას; და მისი ზემოხსენებული არგუმენტები ვერ გამოდგება რუსეთისათვის იურიდიულ გამართლებად გიორგიევსკის ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით. ვიცით ისიც, რომ მიუხედავად გათიშულობისა, საქართველო ნიადაგ მთლიანი იყო სულიერად, რადგან ქართული ეკლესია არასოდეს გათიშულა. და ბოლოს, ისიც ვიცით, რომ სხვა ჩვენს ადგილას არათუ სამეფოს, ალბათ, არსებობასაც ვერ შეინარჩუნებდა. ბიზანტიის იმპერიის ზურგს უკან, თურქებმა რომ იარვარჰყვეს, განა მთელი ევროპა არ იდგა?
დიახ! უდავოდ გვჭირდებოდა მშვიდობა და დასვენება, რადგან სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენდა საქრთველოსათვის ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის უკანასკნელ მიღწევებთან ზიარება, რაც მხოლოდ ისლამური გარემოცვის გამო ვერ მოახერხა თავის დროზე ქვეყანამ......და ერთი რამაც გულწრფელად უნდა ვაღიაროთ: არ ვიცით სურდა თუ არ სურდა იმპერიის მთავრობას, მაგრამ ქართველობამ, მიუხედავად ენობრივ-სახელმწიფოებრივი უფლებების დაკარგვისა თუმცა ფარულად, მაგრამ მხოლოდ რუსეთთან შეერთების შემდეგ იგრძნო თავი ისეთ ერთიან ორგანიზმად, დავით აღმაშენებელისა და თამარის ეპოქაში რომ ჰქონდა ადგილი. ერთიან ორგანიზმად მეთქი, რომ ვამბობ, როდი გულისხმობს იმდროინდელ დამოუკიდებლობასა და ძალმოსილებას. ვინმე რუსთაგანს ღრმად რომ სცოდნოდა, მაშინ საქართველოს წარსული და იმჟამინდელ დონემდე ჩამოქვეითების მიზეზი, შესაძლოა ქართველთა პრეტენზიებზე ასე ეპასუხა: ,,განა ერთმა საქართველომ მოაწერა ხელი გიორგიევსკის ხელშეკრულებას? არსებობდა იმჟამად ერთიანი საქართველო? რად იდგნენ ცალ-ცალკე ქართლ – კახეთისა და იმერეთის სამეფონი, აფხაზეთის, სამეგრელოს და გურიის სამთავროები? ჩვენ გვისაყვედურებთ, სიტყვა რომ გავტეხეთ და ერეკლე მეორეს არ მივეშველეთ კრწანისის ომში განა იმერთა სამეფო და სამთავროები მოეშველნენ? სად იყო კრწანისზე ის ორმოცდაათათასიანი მხედრობა, თელავიდან მცხეთისკენ რომ მოაცილებდა უკანასკნელ გზაზე ერეკლეს ცხედარს? სად იყო დანარჩენი საქართველო, სამცხე-საათაბაგო და აჭარა რომ შთანთქა თურქეთმა? ჩვენ გვიკიჟინებთ, საქართველოსათვის იმჟამად სავსებით უცხოსა და უცნობ ერს: სიტყვა რად გატეხეთ, ტრაქტატით დადებული ხელშეკრულება რად დაარღვიეთო! განა მათი, ივანე მრისხანის, პეტრე დიდისა და ეკატერინე მეორის წინაშე დადებული ფიცი დავარღვიეთ: ვიბრძოლოთ და ვიღვაწოთ რუსეთის იმპერიის გასაფართოებლად და საკეთილდღეოდ! ასევე არ შევიერთეთ ვოლგისპირეთის, ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ხალხები? ჩვენ რომ გვიკიჟინებთ, მაშინ რაღა ვთქვათ თქვენივე თავისთვის მიცემული სიტყვის არაერთგზის გატეხვაზე? განა ურთიერთის წინაშე დადებული ფიცის დარღვევა საკუთარი თავისათვის მიცემული სიტყვის გატეხვას არ ნიშნავს? თუ ასე არ არის, მაშ გიორგი ბრწყინვალის დროიდან დღევანდლამდე კვლავ ერთიან სამეფოდ გაერთიანება რად ვერ შესძელით? რად ვერ შესწირეს თქვენმა მეფეებმა და მთავრებმა საკუთარი სიამაყისა და პრიორიტეტის გრძნობა ერთიანი საქართველოს იდეას? გაჭირვებამ რატომ გაგთიშათ უფრო და არ შეგკრათ? შეკავშირებასა და ურთიერთდახმარებას ვიღა დაეძებს: რატომ მტრობდით და ასუსტებდით ურთიერთს? ჩვენს მოსვლამდე განა დაკარგული არ იყო ქართლ – კახეთისათვის სამეგრელო, აფხაზეთისათვის გურია და იმერეთი და ა. შ.? განა ჩვენი მეოხებით არ ჰპოვეს კვლავაც ერთმანეთი საქართველოს კუთხეებმა? შესძლებდით უჩვენოდ კვლავ ერთიან ორგანიზმად შენივთებას? და ბოლოს, დაიბრუნებდით ოდესმე ჩვენს გარეშე თურქთაგან მიტაცებულ მესხეთ - ჯავახეთსა და აჭარას? ვინ მოგანიჭათ საუკუნეების მანძილზე ნანატრი მშვიდობა, ჭრილობათა მოშუშების, დასვენების, შრომისა და სწავლა – განათლების საშუალება? გეყოლებოდათ მე-19-ე საუკუნის პირველ ნახევარში იმგვარად განათლებული პიროვნებები, როგორიც იყვნენ პლატონ იოსელიანი, სოლომონ დოდაშვილი, დიმიტრი ყიფიანი და ა. შ. ჩვენ რომ არ შეგვექმნა თქვენთვის პირობები ევროპულ კულტურასთან ზიარებისა? სად აღიჭურვნენ ცოდნის იარაღით თერგდალეულები, თუ არა რუსეთში? მადლიერების გრძნობას თავი რომ დავანებოთ, სადაა თქვენი ობიექტურობა?!
- არა, -ვუპასუხებდით ჩვენ,- ქართველებს არც ობიექტურობა და არც ცოდვა - მადლის გრძნობა დაგვიკარგავს. ჩვენ კარგად ვიცით იმ დადებითის ფასი, რუსეთთან ურთიერთობამ რომ მოგვიტანა, რაც თავის დროზე დაინახეს და აღნიშნეს კიდეც თავიანთ შემოქმედებაში ნიკოლოზ ბარათაშვილმა და გრიგოლ ორბელიანმა.
ვიცით, რომ მესხეთ-ჯავახეთსა და აჭარას რუსეთის გარეშე ვერ დავიბრუნებდით, მაგრამ მათი დაბრუნების მოტივი საქართველოში როდი იყო, არამედ რუსეთის იმპერიის გაფართოება. მაგრამ ამისთვისაც გმადლობთ! ვიცით, რომ რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სამეფო - სამთავროების გაუქმების შემდეგ საქართველოს ცალკეულმა კუთხეებმა შესწყვიტეს შუღლი და მტრობა და ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში მოქცეულნი, მჭიდროდ დაუახლოვდნენ ურთიერთს. გვახსოვს წარსულში ჩვენი მთავრებისა და ფეოდალების მზვაობრობა და გადაჭარბებული ინდივიდუალიზმი, არგონავტების მითისა არ იყოს, ვეშაპის კბილებიდან აღმოცენებული დევ-გმირებივით რომ ებრძოდნენ ურთიერთს და ხშირად პირადულს ერთიანი საქართველოს იდეაზე მაღლა აყენებდნენ, გვახსოვს, რომ ჩვენი ისტორიის მანძილზე მხოლოდ ისეთი ზებუნებრივი ძალის მეფეებმა შესძლეს ქართული ინდივიდუალიზმის დაძლევით ქვეყნის გაერთიანება, როგორიც იყვნენ: ვახტანგ გორგასლანი, დავით აღმაშენებელი, თამარი და გიორგი ბრწყინვალე.
პირველობისათვის ბრძოლა და შინათგამცემლობა აქუცმაცებდა ქვეყანას, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ჩვენა გვაქვს უფლება თავს ვუსაყვედუროთ, რადგან ჩვენსავე თავს ვაზიანებდით და არა სხვას; და მისი ზემოხსენებული არგუმენტები ვერ გამოდგება რუსეთისათვის იურიდიულ გამართლებად გიორგიევსკის ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით. ვიცით ისიც, რომ მიუხედავად გათიშულობისა, საქართველო ნიადაგ მთლიანი იყო სულიერად, რადგან ქართული ეკლესია არასოდეს გათიშულა. და ბოლოს, ისიც ვიცით, რომ სხვა ჩვენს ადგილას არათუ სამეფოს, ალბათ, არსებობასაც ვერ შეინარჩუნებდა. ბიზანტიის იმპერიის ზურგს უკან, თურქებმა რომ იარვარჰყვეს, განა მთელი ევროპა არ იდგა?
დიახ! უდავოდ გვჭირდებოდა მშვიდობა და დასვენება, რადგან სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენდა საქრთველოსათვის ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის უკანასკნელ მიღწევებთან ზიარება, რაც მხოლოდ ისლამური გარემოცვის გამო ვერ მოახერხა თავის დროზე ქვეყანამ.



ემანდ ვინმეს ცუდი არაფერი წამოგცდეთ.. ...შერცხვებით

mikluxo maklai
12 ივნისი 2015 02:08
დათო #

ყველაფერს ჯიგრით ამბობ, თანაცაა და ზუსტად!
იმიტომაც ვერ მოდიან .,,ნაცები,,..შენთან პოლემიკაში. ეგენი მხოლოდ დაწერილ დაზეპირებულ ტექსტებით გეპასუხებიან ... ეგაა და ეგ
რუსი.... მუსი და ეგეთი რაღაცეები, ტითქოს რუსი ვინააა გუსინ გავიცანით
რა, რატომ, საიდან, როგორ,.... ამაზე არ აწყობთ საუბარი--- პირდაპირ შეურაწყოფაზე გადადიან. არგუმენტირებული კამათი არ შეუძლიათ და აბა სხვა რას იზამენ??
ასე რომ სიმართლე ერთია და ...ყველაფერი ისე იქნება როგორც საქართველოს გაუხარდება(რა თქმა უნდა შენც)

ვაჟა 17
--------- .
.... შენ კიდევ ხომ ...... ვააფშე ....ძალიან მაგარი ხარ,თანაც ძალიან, ძალიან მაგარი!!!
მე აქ იშვიათად შემოვდივარ (სხვა,,უბნელი,,ვარ) და როცა კი მე აქ შემოვსულვარ, შენ სულ,,მარჯვედ იქნევ ხმალს,,
ჰოოდა.... სუ ეგრე მტკიცედ იდექი!!!


ისე კი .. .
ეს იანკიც და რუსიც(ერთმანეთზე უარესი ჩათლახები) გავიდნენ ,,აგერ გვერდზე,, წყნარ ოკეანეში და იქ გაურჩიონ ერთმანეთს საქმე ----მოს..ვნიათ ორივეს პატრონი
იქ კიდევ იმათი ... ვინც ეგენი გააშველოს
რამო მორანი vaja-ს
11 ივნისი 2015 19:03
ყოჩაღ! შესანიშნავია! მთელი სულითა და გულით თქვენთან ვარ. თუმც, რამდენიც არ უნდა აუხსნა ამ ყაიდის ხალხს მაინც ვერაფერს გააგებინებ; მათ ხომ სული ეშმაკს მიჰყიდეს–აშშ–ს სპეც აგენტები არიან.
დათო#
11 ივნისი 2015 18:11
დავუშვათ, რომ დანარჩენი ყველაფერი გავიგე, მაგრამ, თუ ღმერთი გწამს, ან აქანდაზი რატომ იყავი, ან, თუ მართლა გჯერა, რომ ადამიანის ტვინი ჭანჭიკებით არის აწყობილ-გადაჭერილი, მაშინ ისიც გეცოდინება - მხოლოდ რუსული პროპაგანდა აზიანებს მაგ ჭანჭიკებს?
თბილისელი
10 ივნისი 2015 20:17
დათო#-ს
რაც ვთქვი, პატივცემულო, ცხელ გულზე კი არ მითქვამს. პატარა აღარ ვარ, ინსტიტუტიც კი სსრკ-ში დავამთავრე და ჩვეულებრივი სავოკიც ვიყავი.
მე შემეძლო მეთქვა კრემლის რუსეთზე, რომ ხიხიაა და არა ისე მკვეთრად, მაგრამ საქმე ის არის, რომ რეალობაა ისეთი, როგორც დავახასიათე.
საერთოდ არ მძულს რუსები, შენ წარმოიდგინე, არც რუსეთი, რასაც ჰქვია Русь. მაგრამ მახინჯი მოსკოვიიდან ამოზრდილი მყრალი იმპერია არის ზუსტად ასეთი და არა სხვანაირი.
ხომ წინასწარ ვამბობდი, რომ ასეთი ლოგიკით მიპასუხებდნენ... მაგალითად, ვინმეს რომ საფრანგეთზე ჰქონდეს გართულება, მაგრამ ცდებოდეს და ამ დროს საფრანგეთი იყოს ჯოჯოხეთური საშინელება. მე თუ შევეცდები მის ობიექტურად დახასიათებას და ვიტყვი, რომ საფრანგეთი ჯოჯოხეთური საშინელებაა, პასუხად ყოველთვის მომიგებს, რომ ფრანკოფობი ვარ, მაგრამ ამას საერთო არაფერი ექნება მსჯელობასა და აწონ-დაწონასთან. გვერდიდან, ნეიტრალური პოზიციიდან თუ შეხედავ, დაინახავ, რომ მართალს ვამბობ.
მე რომ კრემლის რუსეთს ეგრე ვახასიათებ, მხოლოდ ამ სიტყვების გამო რუსოფობი არც ვხდები და არც არ ვხდები. მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, რამდენად მწვავედ და არაპოლიტკორექტულად ვამბობ, არამედ რამდენად ახლოს ვარ სიმართლესთან.
ჩემს სიტყვას დასაჭერი არაფერი სჭირს. კრემლის რუსეთი რომ აყროლებული საღორეა, მიკვირს კიდეც, ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი სად შეიძლება დაინახოს ადამიანმა.
რაც შეეხება ჩემს გადმოწვდომებს. საქმე ის არის, რაც კი ვთქვი ცოტა მწუთხედ ზემოთ, ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ჩვეულებრივი სავოკი ვიყავი დიდხანს, არც ელიტიდან ვყოფილვარ, რომ განსხვავებული ინფორმაციები მქონოდა. მხოლოდ 80-იანი წლების შუახანიდან დავიწყე ყველაფრის ხელახლა გააზრება და დავინახე, რამხელა სულიერი სიმახინჯის უფსკრულში ვყოფილვარ ჩაძირული ისე, რომ თურმე საერთოდ არ მქონია ამის აღქმა. როგორც ბრმა ვერ გაარჩევს წითელსა და მწვანეს, მეც არ მქონდა ორგანო, რომლითაც რეალობას დავინახავდი. ამიტომ დამეწყო გვიან თვალის ახელის მცდელობები...
მას შემდეგ ამდენი წელიწადი გავიდა და რას ვაკეთებ ახლა? რას და დღემდე წვეთ-წვეთ ვდენი ჩემი თავისგან სავოკს, თუმცა უკვე ვიცი, რომ ეს ბოლომდე ეს შეუძლებელია, რომ ეს სრულად არ იკურნება. როგორი შხამიც არის, პირველ რიგში, ეს საკუთარ მაგალითზე დავინახე. მე კი არ შევწყვეტ ბრძოლას, რაკი სრული არა, უკეთესი შესაძლო განკურნების დონის მისაღწევად, მაგრამ მტკიცედ მაქვს დასახული პროგრამა მაქსიმუმი - ჩემგან არ უნდა გადაედოს არავის მომავალთაგანს. პირველ რიგში ჩემიანებს, ცხადია, შემდეგ ცოტა შორებლებს და იდეალში, არც არავის.
ჩემს სიმკვეთრეს სხვა მიზეზიც აქვს - რუსული იდეოლოგიით (სულერთია, საბჭოთა თუ პოსტსაბჭოთა) ატანილი ხალხი ვერარ ისვენებს, აქტიურად, ტელეანძასავით, სულ ცდილობს გარშემო მყოფების გონებაში შეღწევასა და ზემოქმედებას. და შედეგსაც აღწევენ, იმიტომ რომ მოსკოვიის იმპერიულ დემაგოგიას ხუთსაუკუნოვანი გამოცდილება, ტრადიციები, ათასგზის აპრობირებული მეთოდები, ათეულობით მილიონი ადამიანის დაზომბებისა და მერე მათი ამ მდგომარეობაში შენარჩუნების უმდიდრესი პრაქტიკა აქვს. ერთ საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს ამ საინფორმაციო-იდეოლოგიური მონსტრის წინააღმდეგ მცირე შანსები აქვს.
მე ვინმეს წყენინება კი არ მინდა, ასეთ რამეებს რომ ვამბობ და მით უმეტეს, ღმერთმა დამიფაროს და დამცირება. მინდა, დაინახონ, რომ ასეთი წყლული სჭირთ, ძნელად განსაკურნებელი და რაც მთავარია, ძალიან გადამდები. და თუ საკუთარი თავი არ ეცოდებათ, თავისიანების გონება მაინც გაარიდონ ბომბარდირებას.
სხვათა შორის, 90-იანებში ღრმა კონსპიროლოგიაში გადავვარდი. მაგრამ კითხვა მიყვარს, ბევრი ეგეთი ლიტერატურა წავიკითხე, იმდენი, რომ მივხვდი, ვიგრძენი, რა სისულელეა ეს თეორიები. ხოლო როცა ობიექტურად დავაკვირდი, ცხადად დავინახე, რომ შეთქმულებების თეორიები ძალიან მნიშვნელობანი მდგენელია კრემლის ზომბირების მანქანისა. მეტიც - მათ გარეშე ამ მანქანას შესაძლოა საერთოდ ვერ ემუშავა.
დაკვირვებული ვარ - როგორც რუსული პროპაგანდის აღმსარებლები ვერ ისვენებენ და კრემლის იდეოლოგიის პროზელიტიზმში არ დაიღლებიან, ასევე არიან ზოგადად კონსპიროლოგებიც. ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ასე მგონია, რომ ტვინში მსგავსი ტიპის ჭანჭიკებს აზიანებენ.
დათო#
10 ივნისი 2015 18:38
თბილისელი-ს

ტყუილად გაისარჯე, ჩემო თბილისელო კაცო.
გაფრენილ სიტყვას ვეღარ დაიჭერ, დაწერილს მით უმეტეს. ძველს ახალი დაუმატე და ნახე, რა გიგანტური აზრი ჩამოაყალიბე - "დღესავით ნათელია, რომ კრემლის რუსეთი არის აყროლებული საღორე" - თუ ვინმემ გითხრა, რომ ეს რუსოფობია არ არის, იცოდე, ის კაცი მტერი იქნება შენი.
ისე, თუ გაინტერესებს, "გრეხი" არც პრორუსულობაა და არც რუსოფობია, ეგ უფრო ადამიანის ინტელექტსა და გონებრივ შესაძლებლობებზე მიუთითებს - როცა ორი უკიდურესობიდან ერთ-ერთი აუცილებლად გელანდება და შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ერთ შეკითხვაზე ალალად მოგიწევს პასუხის გაცემა - რატომ არის, რომ მე როგორღაც ვახერხებ და შენთან და შენისთანებთან კამათისას ვცდილობ, ზრდილობის ფარგლებში ჩავეტიო, თქვენ კი ჩეკას არქივებიდან მოულოდნელად სნეულებაზე, ოჯახის წევრებზე და შთამომავლობაზე გადახტებით ხოლმე?
ამ შეკითხვას ნუ მიაფუჩეჩებ. უპირველესად, თავადვე უნდა გაინტერესებდეს, თორემ მე მაგის პასუხი დიდი ხანია, ვიცი.
vaja 17
10 ივნისი 2015 12:31
ადამიანი, რომელიც თავს ასაღებს (!) უძველესი, კულტურა-ტრადიციებით და უმდიდრესი ისტორიული წარსულით გამორჩეული ქართული ეთნოსის წარმომადგენლად და ცხოველური აღტყნებით ყვება უისტორიო, უტერიტორიო, უენო, უდამწერლობო, ათასი ჯურის მეკობრე და კატორღელის უთვისტომო ურდოს " უპირატესობაზე",სამკურნალოა! თუმცა ავადობის სტადიასაც გააჩნია, ღირს კი მკურნალობა?
ეს ურდო, რომლის სახელიც ყველა ბრუნვაში "უ"-ზე რო იწყება, გრძნობს რა თავის ზღვარგადასულ სიმახინჯეს, ცეცხლითა და მახვილით ამოშანთვას უპირებს ყოველივე ისტორიულს და ტრადიციულს, კავკასიას, შუამდინარეთს, და ა.შ., სადაც ათასწლეულების წინ ცხოვრება ჩქეფდა და ცივილიზაცია ჰყვაოდა!
ამ ურდოს აშშ ჰქვია, რომელმაც თავი უკვე წარმოიდგინა პლანეტაზე საკუთარი წარმოების "დემოკრატიის" დამამკვიდრებლად და მიზნის მისაღწევდ მშვილდ-ისრიდან დაწყებული ატომური ბომბებით დამთავრებული ყველაფერს იყენებს!
ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევთ რუსებს, უნდათ თუ არა, ვაშინგტონში წითელი დროშის აფრიალება! ყველა ნაპოლეონ-ჰიტლერების განადგურება მაგათი ისტორიული მისია ყოფილა! ასეა ეს!
თბილისელი
09 ივნისი 2015 21:59
დათო#-ს

///სამაგიეროდ უკვე ეგ ფრაზა ნიშნავს იმ რუსოფობიას, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ემაგ ”ანგლო-საქსების მუხანათური პოლიტიკ”-ის შედეგი.
წრეზე დავდივართ ქართველები.///

ტერმინი რუსოფობია არის ჩეკისტური თავხედობითა და გამოღმა შედავების პრინციპით დამკვიდრებული ტერმინი, რომელსაც იმპერიის აღმსარებელი რუსები დიდი წარმატებით იყენებენ არცთუ ძლიერი ინტელექტის მქონე ადამიანების წინააღმდეგ. ასეთები კი, მოგეხსენებათ, დიდი უმრავლესობაა ყველგან.

საკმარისია რუსეთის ან რუსების მართლაც ცუდ ქმედებაზე უკმაყოფილება გამოთქვა, რომ კრემლის პროპაგანდისტების ლეგიონი (მათ შორის რუსები, ქართველები და სხვ.) სრულიად დაუმსახურებლად მოგაკრავენ რუსოფობის იარლიყს და ასე ცდილობენ პირში ბურთის ჩაჩრას.
ეს იგივეა, სკორეზე რომ თქვა მყრალიაო და სკორეფობია მოგაწერონ. არადა, უბრალოდ მყრალია.

ყოველგვარი ფობიის, მათ შორის, რუსოფობიის გარეშე დღესავით ნათელია, რომ კრემლის რუსეთი არის აყროლებული საღორე, და არც ერთ რუს პროპაგანდისტს, თუ მათ ქართველ თანამოაზრეს არ უნდა გავაჩუმებინოთ თავი ამ გამოღმა შედავებით.

რაც შეეხებათ ანგლოსაქსებს, ისინი სუფთად არ თამაშობენ, ოღონდ ეგ არის, რომ სუფთად საერთოდ არავინ თამაშობს და ესეც დღესავით ნათელია. მაგრამ აი მათი დემონიზაცია არის წმინდა ჩეკისტური ტენდენცია და ვინც ამას იზიარებს, კილომეტრში ეტყობა, რომ კრემლის ვირუსმა მისი ტვინი უკვე მოწამლა.

აქ უკვე ცუდი ამბავი უნდა ვთქვა - რუსულ-იმპერიული შხამით მოწამლული გონება არ იკურნება. მეტიც, ის როგორც კეთრი, აქტიურად ვრცელდება და ირგვლივ ყველას ასნებოვნებს, ვისაც ან განათლებაში უჭირს რამე ან აზროვნებაში. გამორჩეულად საფრთხის ქვეშ არიან სნეულის ოჯახის წევრები, უშუალო შთამომავლობა კი, ფაქტობრივად, განწირულია.
ვწუხვარ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?