რატომ დუმდა კა-გე-ბეს ჯარების ეფრეიტორი და რა თქვა ბოლოს ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ?!
რატომ დუმდა კა-გე-ბეს ჯარების ეფრეიტორი და რა თქვა ბოლოს ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ?!
უკრაინის მედიაში გავრცელდა ,,ოდესელი ებრაელების წერილი პოროშენკოსადმი", რომლის ავტორია ენაკვიმატობით ცნობილი უკრაინის რადის დეპუტატი ვასილი ვოლგინი:

,,Петр Алексеевич, и шо Вы делаете? Вы не понимаете, шо сегодня о Вас будут говорить на Привозе?

Зохен вэй! Шо делается под небесами? Это давно такое бывает, шобы грузин евреями командовал?!

Вы там шо, в своем Киеве, совсем почву под ногами потеряли? Или может Вы, как главный украинский еврей, чем обижен на нас?

Так
за шо? Петя, и шо мы тебе сделали? В умах ли ты? Возьми себе это чудо, нам не надо. Шо мы с этой "читой-маргаритой" делать будем? Он же совсем больной и за ним Губ ЧК бегает. Его не сегодня-завтра грузины к стенке поставлят и шо
тада?

Петя, какой раввин тебя обрезал? Побойся Бога.

Оставь народ свой в спокойствии и не мучай нас грузинами. Живи себе спокойно и нам проблемы не делай."


მკითხველს შევახსენებ, რომ პოროშენკოს მშობლები ებრაელები იყვნენ და მამამისი გვარად ვალცმანი იყო. სწორედ ამიტომ უწოდებენ პრეზიდენტ პოროშენკოს მთავარ ებრაელს უკრაინაში.

როგორ მოხდა, რომ ,,совсем больной" და საქართველოს სამართალდამცველების მიერ ძებნილი ,,ჩიტი-მარგალიტი" დაინიშნა ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარედ? რა მოჰყვება ამას? რა ბედი ელის მის მიერ აშკარად მიტოვებულ ნაცებს საქართველოში?
ადამიანები, რომლებიც პირადად კარგად იცნობენ სააკაშვილს, ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ დანიშნვნის ცერემონიის დროს და ,,იმედისათვის" ინტერვიუს მიცემისას სააკაშვილი აშკარად დათრგუნული იყო. ვიცნობ რა ახლოს სააკაშვილს და მის ფსიქიკას, დარწმუნებული ვარ, რომ პსიქოპათ-ლაჩარ სააკაშვილს აქვს ციხეში მოხვედრის აკვიატებული შიში. გაიხსენეთ, როგორ ლაპარაკობდა ინტერვიუში, რომ საქართველოში ,,მატროსოვის 6 კვმ-იან საკანში" მოუწევს ჯდომა. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს პერსპექტივა კოშმარულ სიზმრად იქცა მისთვის. ცხადია სააკაშვილი დღე და ღამე არწმუნებს თავის თავს, რომ ეს არასოდეს მოხდება, რომ პირიქით, გმირად დაბრუნდება საქართველოში, მაგრამ ქვეცნობიერება ღრღნის და არ ასვენებს მას. ყველაზე კარგად მან იცის, თუ რამდენი და როგორი სიმძიმის დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოში; იცის, როგორ აწამებდნენ და კლავდნენ მისი დავალებით, ან მასთან შეთანხმებით უდანაშაულო ადამიანებს; იცის, ჩადენილის ნაწილიც რომ დაუმტკიცდეს, უვადო პატიმრობა არ ასცდება; ქვეცნობიერად ისიც იცის, რომ დააპატიმრებენ თუ არა, თვითონ დაფქვავს ყველაფერს ისტერიკული ტირილის თანხლებით. აი ამ ფონზე მას ჰგონია, რომ უკრაინის მოქალაქეობა მას საიმედოდ იცავს საქართველოში ექსტრადიციისაგან.
ვფიქრობ, სააკაშვილი იმასაც ხვდება, რომ ივანიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოდან მან გაასწრო, მაგრამ უკრაინიდან გაქცევა შეიძლება ვეღარ შეძლოს და ოდესის ოლქის გუბერნატორობა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს მისთვის.

,,იმედისათვის" მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილი უტიფრად ტყუოდა, როცა ამბობდა, რომ ,,თუ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ მოქალაქეობა ჩამომართვას, დარწმუნებული ვარ, ესეც არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ..."
საქართველოს კონსტიტუციით და შესაბამისი ორგანული კანონით საქართველოს მოქალაქე მაშინათვე კარგავს თავის მოქალაქეობას, როდესაც მტკიცდება, რომ რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდება. საქართველოს პრეზიდენტს აქ არავითარი არჩევანი არ აქვს. სხვა საქმეა, რომ ამის შემდეგ ყოფილმა მოქალაქემ შეიძლება დადგენილი წესით მიმართოს პრეზიდენტს და სთხოვოს ხელახლა მიანიჭოს მას საქართველოს მოქალაქეობა. ასე მოიქცა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, მაგრამ მიუხედავად დასავლეთის დაჟინებული რჩევებისა და თხოვნისა, სააკაშვილმა აღარ მიანიჭა მოქალაქეობა საქართველოს ისტორიაში უდიდეს ქველმოქმედს და ამის ნაცვლად შეცვალა კანონმდებლობა ისე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეძლებოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება და პრემიერის თანამდებობის დაკავებაც. ჯერჯერობით სააკაშვილს მარგველაშვილისათვის მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით არ მიუმართავს. საქართველოს პრეზიდენტს აქვს აგრეთვე უფლება თვითონ მიანიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა, ამ პიროვნების საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის. მსოფლიო პრაქტიკით, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეობის მინიჭებას წინასწარ უთანხმებენ მოქალაქეობის პოტენციურ მიმღებს. ვფიქრობ ბევრს ახსოვს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის და მისი თნაშემწის ფილიპ გორდონის გაოგნებული სახეები, როდესაც სააკაშვილმა ქ-ნ ჰილარის საქართველოში 2012 წლის არჩევნების წინ, ქართული პასპორტი გადასცა. აშკარა იყო, რომ სააკაშვილმა მას სიურპრიზი მოუწყო. მაშინ ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი წერდა, რომ ქ-ნი ჰილარი დაჟინებით ურჩევდა სააკაშვილს ივანიშვილისათვის მოქალაქეობის მინიჭებას, სააკაშვილმა კი პასუხად ასეთი სიურპრიზი მოუწყო და ეს დაცინვისა და შეურაცხყოფის ტოლფასი იყო. (გაიხსენეთ ისევ სააკაშვილის კოშმარული სიზმრებიდან ამოფრქვეული ფრაზა: ,, ჰილარი კლინტონი ჩამოვიდა და ორი თვე იძახდით - ჰილარი კლინტონი ჩამოდის, რომ სააკაშვილი წაიყვანოს. გეგონება გუდიანი კაცია ან ქალია, რომელიც ჩამოვა, მოიკიდებს ზურგზე დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს და წაიყვანს სადღაც ვაშინგტონის რომელიღაც გარეუბანში და გადამალავს კონსპირაციულ ბინაში." - აი რა ეზმანებოდა მაშინ ,,совсем больной" პსიქოპათს. მინდა დავაზუსტო. სააკაშვილს ცხადია ესმოდა, რომ კლინტონი მას არსად არ წაიყვანდა, მაგრამ ქ-ნი ჰილარი და აშშ-ს სხვა წარმომადგენლები უწყვეტ რეჟიმში ეუბნებოდნენ მას, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაცების ,,გამარჯვება" აშშ-ში და მთლიანად დასავლეთში ძალაუფლების საბოლოო უზურპაციად იქნება აღქმული და სააკაშვილს შესაბამისად მოექცევიან. სწორედ 2012 წლის 2 ოქტომბერს აშშ-ს სენატორებთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა აღიარა დამარცხება...

საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმით სააკაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოში მყოფი საკუთარი გუნდის (თანამზრახველების) იმედი აღარ აქვს. ჩვენს მედიაში ბევრჯერ დაიწერა, როგორ იძაბებოდა ურთიერთობა სააკაშვილსა და თბილისში მოქმედ ნაცისტებს შორის. როგორ ღიზიანდებოდა სააკაშვილი თანამზრახველების ,,უნიათობის" გამო, მათ კი სააკაშვილის სრულიად არაადექვატური ბრძანებები და მოთხოვნები აბრაზებდა. ნაცები არასოდეს ყოფილან შეკრული პოლიტიკური მრწამსით ან/და თუნდაც პირადი ურთიერთპატივისცემით და მეგობრობით. მათი ძალაუფლება ტყუილზე, სიძულვილზე და ძალადობაზე იყო დამყარებული და ასეთივე ატმოსფერო სუფევდა ხროვის შიგნითაც. თბილისში ბევრ ადამიანს ახსოვს, როგორ უწოდებდნენ სააკაშვილს გიჟს და იდიოტს სწორედ ისინი, ვინც შემდეგ ნაცების ცნობად სახეებად იქცნენ და დღესაც ინარჩუნებენ სააკაშვილისადმი ერთგული სამსახურით მოხვეჭილ დიდძალ ფულს, ქონებას და გარკვეულ პოლიტიკურ კაპიტალსაც. მერაბიშვილ-ადეიშვილის მეშვეობით გუნდი შეკრული იყო ერთად ჩადენილი დანაშაულით და ,,შოლტისა და ნუგბარის" მექანიზმის მოქმედებით. ბოლო დროს ორივე ფაქტორი მოდუნდა და სწორედ ამიტომ მიატოვა ,,შესანიშნავმა ოთხეულმა" ნაცების რიგები. მათ აღარ ეშინიათ შოლტისა და აღარ ღებულობენ საკმარის ნუგბარს, ნაცების რიგებში დარჩენის პერსპექტივა კი ბნელ ფერებში ესახებათ. საგულისხმოა, რომ კიევის ბორისპოლის აეროპორტიდან გაუსვლელად სსრკ-ს კგბ-ს სასაზღვრო ჯარებში ნამსახურები ეფრეიტორი სააკაშვილი დუმდა, არაფერს ამბობდა ,,თანაგუნდელების" დეზერტირობაზე. კიდევ უფრო საგულისხმოა, რომ ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ცნობილ ინტერვიუში არ გალანძღა და არ შერაცხა წასულები; სხვა ნაცებისაგან განსხვავებით არ თქვა, რომ დეზერტირებმა ,,ოლიგარქის წნეხს ვერ გაუძლეს" (წარმოიდგინეთ, როგორ გააწბილა მან ამით ,,ოთხეულის" კრიტიკოსები) და იმით შემოიფარგლა, რომ გააკრიტიკა წასულების მხრიდან ,,ახალი სახეების" გამოჩენის მოთხოვნა. (ბევრ მკითხველს ემახსოვრება, რამდენჯერ ისაუბრა თავად სააკაშვილმა ,,ახალი სახეების" საჭიროებაზე და ამ მხრივ ნაცების დიდ რეზერვზე 2012 წლის დამარცხების შემდეგ).

დასავლეთში პოლიტოლოგები სააკაშვილს ხშირად პუტინის ,,სასარგებლო იდიოტს" უწოდებენ. ეს დამკვიდრებული ტერმინია - ასე უწოდებენ ,,გავლენის" ისეთ აგენტებს, რომლებიც თვითონ ვერ ხვდებიან, რომ სწორედ იმ ძალას ემსახურებიან, რომელსაც თავის ჭკუაში ებრძვიან. ცხადია, პუტინის სასარგებლო იდიოტმა სააკაშვილმა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსად ყოფნის პერიოდში შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ოდესის ოლქს და მთელ უკრაინასაც. მაშ რატომ დანიშნა პოროშენკომ სააკაშვილი და მის მიერ რეკომენდირებული ადამიანები მაღალ თანამდებობებზე? პოროშენკოს ბევრი აფრთხილებდა სააკაშვილთან დაკავშირებით, ჯორჯ სოროსმა საჯაროდ განაცხადა, რომ სააკაშვილს საქართველოში კორუფცია არ დაუმარცხებია, არამედ კორუფციის პრივატიზება მოახდინა. თავდაპირველად უკრაინაშიც ბევრს ეგონა, რომ პოროშენკომ ეს დასავლეთის და, პირველ რიგში, აშშ-ს გავლენიანი პირების რჩევით გააკეთა. მე ამას თვიდანვე გამოვრიცხავდი. გავიდა დრო და უკრაინელი კოლეგებისაგან გავიგე, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა და პოროშენკომ თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება. აქ რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი. პოროშენკო მართლაც მეგობრობს სააკაშვილთან მათი საერთო სტუდენტური წლებიდან მოყოლებული. ორივე მეგობრობს უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ იუშკენკოსთან, რომელმაც მონათლა პოროშენკის ორი ქალიშვილი და სააკაშვილის ვაჟი ნიკოლოზი. სააკაშვილის და მისი თანამებრძოლი-რეფორმატორების უკრაინაში მიწვევით მილიარდერი პოროშენკო ცდილობს უკრაინელებს და დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ თვითონ დისტანცირებულია სხვა ოლიგარქებისაგან და მართლა უნდა ბრძოლა კორუფციასთნ. აღსანიშნავია, რომ იანუკოვიჩის და მისი ყაჩაღი მთავრობის გაქცევის შემდეგ უკრაინაში კვლავ მოქმედებს ოლიგარქიული მმართველობის სისტემა და ხალხის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ოლიგარქები უკრაინის ძარცვით გამდიდრდნენ და არა წარმატებული მეწარმეობის შედეგად. ამავდროულად პოროშენკოს აქვს სერიოზული დაპირისპირება პრემიერ იაცენიუკთან და მისი ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდულია როგორც უკრაინის კანონმდებლობით, ასევე ძალთა ფაქტობრივი განაწილებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: განაცებულმა ქოცებმა ან, როგორც ახლა ხშირად უწოდებენ მათ, ქოციონალებმა, პრაქტიკულად არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დასავლეთს გაეგო, რა ჩაიდინეს სააკაშვილმა და მისმა ნაცებმა. ეს რომ დროულად, ეფექტიანად და სამართლიანად გაეკეთებინათ, მაშინ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის მომენტისათვის მას უკვე ექნებოდა დასავლეთში სადისტური სისტემისა და უპასუხისმგებლო ავტორიტარული კლეპტოკრატიის შემქნელის სახელი. ასეთ შემთხვევაში მას საჯაროდ არავინ გაეკარებოდა, ისინიც კი, ვისთან მეგობრობისა და ვისი მხარდაჭერისათვის სააკაშვილმა ჩვენი ხაზინიდან მრავალი მილიონი დოლარი გადაიხადა. აი ასეთმა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ სააკაშვილი ხან უმდიდრესი იახტით დაცურავს, ხან საერთაშორისო ფორუმებს ესწრება, ხან უკრაინაში რეფორმების ჩატარებისათვის იღწვის.
,,ჩიტი-მარგალიტის" ,,რეფორმატორობა" ოდესის ოლქში კრახით დასრულდება, სამაგიეროდ ოდესური ანეკდოტების საგანძურს შეიძლება არერთი შედევრი შეემატოს. ოდესაში უკვე ხუმრობენ, რომ ყველაზე ძლიერი ოდესური ანეკდოტი ის არის, რომ სააკაშვილი დაინიშნა მათ გუბერნატორად. ვიმედოვნოთ, რომ სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენონ უკრაინელ ხალხს და ქართველი და უკრაინელი ხალხების ურთიერთობას.

პეტრე მამრაძე, 4 ივნისი, 2015 წელი
მკითხველის კომენტარი (56)
დომნა
09 ივნისი 2015 20:52
ებრაელებს სტალინის ქართველობა ხომ არ დაავიწყდათ, ა ნ ვინ დაეხმარა სახელმწიფოს შექმნაში.
vaja 17-ს-ს
09 ივნისი 2015 11:24
გამომდინარე ,,მსოფლმხედველობიდან,, ,,კრემლის,, სამსახურში ხართ ალბათ!თუ გამოხვალთ ,,კრემლიდან,,და იქვე მოსკოვის ქუჩებში ფეხით გაისერნებთ,ნახავთ რუსებს,რომლებიც სანაგვეში იქექებიან,ხოლო იმ რუსებს,რომლებმაც მაგრად გაძარცვეს რუსეთი,,,ნაშებიც,,კი ლონდონში ყავთ...
-თვით განათლებული რუსების დიდი ნაწილი(განსაკუთრებით საშუალო ფენა)ევროპაში გადადის საცხოვრებლად და უკვე რუსი ,,სანტეხნიკიც,,კი ტაჯიკებმა და ყირგიზებმა ჩაანაცვლეს...თქვენს გარშემო,თუნდაც ერთი პროდუქტი თუ არსებობს რუსეთის წარმოების(თუნდაც წინდა)?ალბათ ერთადერთი გაზია,რომლითაც ცივ მოსკოვში თბებით,მაგრამ გაზის ამოღებასას რუსეთი დასავლეთის ტექნოლოგიებს იყენებს.
-არ ვიცი ფიზოოლოგიურად თქვენ როგორ გამოიყურებით,მაგრამ დიდი ალბათობით ,,ობივატელი,,რუსისთვის ,,ჩორნაჟოპი,,და ,,ხაჩიკი,,ბრძანდებით და რას გიხდიან ამდენს,რომ იტანთ,იზიარებთ მათ შეხედულებებს ..
ვაჟა 17-ს
08 ივნისი 2015 23:01
1. “თქვენ ვერავინ დაგარწმუნებთ იმაში, რო რუსეთის მოსახლეობის 85% რეალურად უჭერს მხარს პუტინს ძირითადად წარმატებული საგარეო პოლიტიკის ხარჯზე, თუმცა საყოფაცხოვრებო პრობლემები თავსაყრელია!"
---------------------------------------------------------
სხვათა მიერ ჩემი დარწმუნება რა საჭიროა, როცა ამ მხარდაჭერის ნამდვილად მ ჯ ე რ ა (ერთი ჩასწორებით, მიმაჩნია - სიტყვა წარმატებული ჩასმული უნდა იყოს ბრჭყალებში. აქვე ისიც ვთქვათ - ჩრდილო კორეას მაინც ჩამორჩებიან!).
და ეს მხარდაჭერა, ეს პროცენტი არის სწორედ რუსი ხალხის დიდი უბედურება!!!
გვქონდეს მისი უკეთესი მომავლის იმედი! მრავალტანჯული რუსი ხალხი ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ხელისუფლებას!

2. ორი წელი ზედიზედ პუტინი მსოფლიოს წლის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად რო გამოაცხადეს!
---------------------------------------------------------
ვიკი-დან:
Обычно человеком года становится тот или та, чье имя постоянно в течение года было на устах у всего мира, и абсолютно неважно, какими поступками запомнилась общественности та или иная личность.

В 2007 году Человеком года стал Президент России Владимир Путин.

Дважды Человеком года становились 15 человек (в хронологическом порядке): Франклин Рузвельт, Иосиф Сталин, Джордж Маршалл, Гарри Трумэн, Уинстон Черчилль, Дуайт Эйзенхауэр, Линдон Джонсон, Ричард Никсон, Рональд Рейган, Дэн Сяопин, Михаил Горбачёв, Билл Клинтон, Американский солдат (абстрактное понятие), Джордж Буш-младший, Барак Обама.

Трижды Человеком года становился пока только 1 человек — Франклин Рузвельт.

Представители СССР / России признавались Человеком года 7 раз: Иосиф Сталин (дважды), Никита Хрущёв, Юрий Андропов, Михаил Горбачёв (дважды), Владимир Путин.

ისე, თავის დროზე ასეთივე შედეგს მიაღწია ემინემმაც კი.

დამეთანხმებით, რომ ამ სიაში ფრიად ოდიოზური ფიგურებიც გვხვდებიან!

3. "მაშ БРИКС,СОШ და სხვა გაერთიანებები წყლის ნაყვა ყოფილა"?
---------------------------------------------------------
СОШ გაუგებარია რას წარმოადგენს, БРИКС კი არის განვითარების გზაზე შემდგარი ქვეყნების ჯგუფი (მერი არაფერი) და რა შუაშია აქ წყლის ნაყვა? ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს!
ამრიგად, ეს არაა არავითარი გაერთიანება. რომ იყოს კიდეც, იქ არავინ მოითმენს იქ რუსეთის მბრძანებლობას! რესურსებით მდიდარი ქვეყნები რომაა (მაგალითად, ჩინეთი ადამიანური რესურსებით), მერე რა?! ცოტას წაგეხმარებით კიდეც - სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ რუსეთის ერთ სულ მოსახლეზე (ყველაფრის ფულზე გადაყვანით) 36-ჯერ მეტი სიმდიდრე მოდის, ვიდრე დანარჩენი მსოფლიოს ასევე ერთ სულ მოსახლეზე (იაპონიაში ალბათ პირიქით - 36-ჯერ ნაკლები!) და ს წ ო რ ე დ ეს რიცხვები მეტყველებენ დღევანდელი რუსული ხელისუფლების სრულ უნიათობაზე, საკუთარი მოსახლეობების მოთხოვნილებათა იგნორირებაზე (ამის თაობაზე თქვენც წერდით).


სხვა რამეების შესახებ აღარ განვმეორდები, შევჩერდები მხოლოდ ბოლო აბზაცზე:

"რაც შეეხება ერთი კუბური მიწის ამოთხრა 40 კაპიკი ღირდაო, ეგ 40 კაპიკი 40 მანეთად როგორ გექცია დამხმარე სამუშაოების დამატებით, თუ გინდათ მოგწერთ, "სმეტა-პროცენტოვკების" წერის მეტი კი არაფერი მიკეთებია!"
---------------------------------------------------------

ზუსტად ამის შესახებ გწერდით - საბჭოთა ხელისუფლება, ადამიანები მონება-მორჩილებაში რო ჰყოლოდა, ყველას აძლევდა „ჩალიჩის“ საშუალებას (ერთი მიზნით -ყურებით რომ ჰყოლოდა დაჭერილი), მეტიც - ა ი ძ ულ ე ბ დ ა ამის კეთებას, რაც დარწმუნებული ვარ, თავის დროზე არც თქვენ მოგწონდათ! ხომ გერჩივნათ ამის გარეშე, რაც გეკუთვნოდათ, (და გეკუთვნოდათ გაცილებით მეტი თუნდაც ვიდრე ამ გზებით იღებდით!) ის შეგეტანათ სახლში?!!

ასე რომ, სსრკ მარტო ამის გამოც არ იყო საოცნებო წყობა!

მადლობა კამათში პარტიორობისათვის,
გელა


დათო#
08 ივნისი 2015 15:42
" უკვე ეს ფრაზა ნიშნავს შეპყრობილობას რუსული პროპაგანდით".

სამაგიეროდ უკვე ეგ ფრაზა ნიშნავს იმ რუსოფობიას, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ემაგ ”ანგლო-საქსების მუხანათური პოლიტიკ”-ის შედეგი.
წრეზე დავდივართ ქართველები.
თბილისელი
08 ივნისი 2015 14:18
”ანგლო-საქსების მუხანათური პოლიტიკა” - უკვე ეს ფრაზა ნიშნავს შეპყრობილობას რუსული პროპაგანდით. შეიძლება ითქვას, სანქციაა.
--
08 ივნისი 2015 11:48
დავიღალეეეტ უკევ რას წერდა პაპჩემი, რას წერდა ბებიჩემი, ქვეყანას მიხედეთ ქვეყნას!!!!, მაგარამ ნარმანიას რომ მერად აირჩევ იმ ქვეყნას რა მოვლი აქვს , ბოლო გაცერება კოხშIც არ გევღირსება
vaja 17
07 ივნისი 2015 22:09
vaja 17-ს-ს

მადლობელი ვარ პასუხისა, ჩემო ბატონო! აშკარაა, ჩვენი მსოფლმხედველობა ერთმანეთისაგან კარდინალურად განსხვავდება! თქვენ ვერავინ დაგარწმუნებთ იმაში, რო რუსეთის მოსახლეობის 85% რეალურად უჭერს მხარს პუტინს ძირითადად წარმატებული საგარეო პოლიტიკის ხარჯზე, თუმცა საყოფაცხოვრებო პრობლემები თავსაყრელია! ამ ფაქტის მიჩქმალვას, რო პუტინი თავისი ქვეყნისათვის სასარგებლო პოლიტიკას ატარებს, დასავლეთიც კი აღარა ცდილობს, რასაც მათი სარეიტინგო სამსახურების გამოკვლევებიც ადასტურებს, ორი წელი ზედიზედ პუტინი მსოფლიოს წლის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად რო გამოაცხადეს! მაშ БРИКС,СОШ და სხვა გაერთიანებები წყლის ნაყვა ყოფილა? ეს არის 4 მილიარდი მოსახლეობა, მსოფლიო სასარგებლო წიაღისეულისა და მტკნარი წყლის სამ მეოთხედზე მეტის მარაგით, რომლის მაღალტექნოლოგიური განვითარების წინააღმდეგ გამოდიოდა და გამოდის ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა შტაბით ვაშინგტონში, ე.წ. ოქროს მილიარდი, მაგრამ თანამედროვე პირობებში ანგლო-საქსების მუხანათური პოლიტიკა ნელნელა შევიდა ჩიხში და თავდასხმა კი არა,მალე თავის დაცვა ექნება საზრუნავი!
თქვენი შეხედულების გამზიარებლებს უყვართ ფრაზის გამოყენება:-"თავისუფალი საქართველო დასავლურ ფასეულობებს ამჯობინებს"!
ერთი მაგალითი! საქართველო თავს ოკრაინის მოკავშირედ და თანამებრძოლად აცხადებს, ზოგი ოკრაინელ ფაშისტ ბანდერებს ძმებს ეძახის! ეს ოკრაინა, თავისი ნაცისტური პრეზიდენტით და მთავრობით ჯერ თავშესაფარს აძლევს, შემდეგ მოქალაქეობას ანიჭებს და მაღალ თანამდებობაზე ნიშნავს პირებს, ვისზედაც საქართველოში საყოველთაო ძებნაა გამოცხადებული და რამოდენიმეს დაუსწრებლად აქვს ციხე მისჯილი! მსგავს სიტუაციაში როგორ იქცევიან "ძმები"? ან ერთი ხსნის ძებნას, ან მეორე იკავებს თავს ამ "მაღალკვალიფიციური" კადრის მიღებისაგან! მაგრამ... საქართველოს მთავრობა ძებნას ვერ მოხსნის, ხალხს რას ეტყვის? ოკრაინის მთავრობას არ შეუძლია ეს "პოლიტემიგრანტები" არ მიიღოს და არ დანიშნოს, ვაშინგტონის ობკომს რას ეტყვის?... მაგარი თავისუფლებაა, ქართველებსაც და ხახოლებსაც ყურებიდან გადმოსდით, არა? თავისუფლება და სუვერენიტეტი = 0 , პოლიტიკური წონა = -10 ! მინუსი ნიშანი იმისია, ზედაც რო გაფურთხებენ!
რაც შეეხება დასავლურ "ფასეულობებს" !
დანარჩენი მსოფლიოს ხარჯზე გამდიდრებული და გაქსუებული ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა, დაწყებული ინდიელების მუსრის გავლებით, ზანგი მონების პლანტაციებში გამოყენებით დაწყებული და აფრიკისა და აზიის ბუნებრივი წიაღისეულის ძარცვით დამთავრებული, ამჟამად წარმოადგენს უზნეო მომხმარებელთა მასას, რომლისთვისაც არ არსებობს ტერმინი "ტრადიციული ოჯახი"! ერთსქესიანთა კავშირი ამ ქვეყნებში კანონიერად არის დაშვებული და თუ ვინმეს მათს "ძმურ" ოჯახში უნდა შესვლა, პირველი პირობაა ასევე კანონიერად აღიარონ თავის ქვეყნებში მსგავსი "ფასეულობა", წინააღმდეგ შემთხვევაში გოიმი ხარ და არა ხარ მათი ღირსი! თუმცა არსებობს "ბედნიერი" გამონაკლისებიც, მაგალითად საუდის არაბეთი, რომელსაც აშშ შენიშვნასაც არ აძლევს, ქალები ჩადრებით რად დადიანო! ალბათ იმიტომ, რო საუდის არაბეთი არ აცხადებს პრეტენზიას ევროკავშირში შესვლაზე! მაღლა თქვენ "მამლუქი" ახსენეთ, მე კი "ჩარი-რამა" მახსენდება, შორტებიანი ფრანგის დანახვაზე ეშხში შესული ქართული ქორწილი რო გახევდა! საწყლები, რა ბნელები იყვნენ, ჰა? ეხლა რო ისინი წამოაყენა და ეს ჭიპმოღეღილი ქალები დაანახა, რა დაემართებათ? იტყვიან, აი, შვილებიც ჩვენ დაგვიზრდია, თანაც ევროპელებიო! მე მესმის, მამათა და შვილთა ბრძოლა იყო, არის და იქნება, დრო მიდის, ყველაფერი იცვლება, მაგრამ ვაჟკაცობიდან ლგბტ-მდე ასეთ მოკლე დროში ამხელა ნაბიჯი? საოცარია, ნუთუ აქაც ყველას ვაჯობეთ?
(რაც შეეხება ერთი კუბური მიწის ამოთხრა 40 კაპიკი ღირდაო, ეგ 40 კაპიკი 40 მანეთად როგორ გექცია დამხმარე სამუშაოების დამატებით, თუ გინდათ მოგწერთ, "სმეტა-პროცენტოვკების" წერის მეტი კი არაფერი მიკეთებია!)
მინდია
07 ივნისი 2015 12:41
vaja 17-ს

ეს რუსეთუმეები ყველანი ასეთი პრიმიტიულები როგორ ხართ? დააყენე ერთი ადგილი იქ სადაც ხარ და მორალს ნუ წაგვიკითხავ...
vaja 17-ს (გაგრძელება და დასრულება)
07 ივნისი 2015 10:15
4. "რატომაა, რო ადრე ქართველ ქალს იტაცებდნენ და ძალით ყიდიდნენ თურქეთში, ახლა ეს უბედურები თავისი ფეხით მიდიან! რამდენი ბავშვი იზრდება საქართველოში უდედოდ, თუ ხარ აზრზე? რატომ?"
---------------------------------------------------------
ქართველებს გმირული წარსული გვაქვს, მაგრამ გარემოებათა გამო - არა იდეალური!
მართლაც, ქართველ ქალებს (და არა მარტო ქალებს) თვითონ ქართველებიც ჰყიდდენ თურქეთში და სხვაგანაც (უიარაღოს „მამელუკი“ ხომ გაქვთ წაკითხული, ან ფილმი "მამლუქი" ნანახი)!
რაც შეეხება საზღვარგარეთ ნებით გამგზავრებას და იქ მუშაობას, ამას აქვს თავისი როგორც დადებითი, ასევე - უარყოფითი მხარეები (მომყავდა მაგალითები ყოფილი სოცბანაკის და ირლანდიის სინამდვილიდან, პეტრე I-საც კი გადავწვდი).

საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ვიცი, ვინც სწავლობს და მუშაობს კიდეც განვითარებულ ქვეყნებში.
ამასთან, რაც ძალიან კარგია, ზოგი ახერხებს და აქ ხსნის ჯგუფებს, რომლის წევრებიც იქიდან მიღებულ შეკვეთებს ასრულებენ (დაპროგრამებაში და სხვ.)
და ეს ტენდენცია მისასალმებელია!!!
მაგალითად, 25-30 წლის ახალგაზრდების ჯგუფი სტუ-ში ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოებს ცერნისათვის, თსუ-ს ფიზიკოსების ჯგუფი აქტიურად მონაწილეობს ამ დიდ საქმეში. ვიცნობ სპეციალისტებს, რომელთაც NASA-სთან მჭიდრო კონტაქტები აქვთ. აღარაფერს ვიტყვი სპორტსმენებზე, ხელოვან ადამიანებზე.

ასე რომ, ი ქ ყველას შეუძლია თავისი შესაძლებლობების გამოვლენა, ოღონდ, ცხადია, ვის - როგორ! ზოგს ბანდიტობაში (ესევ, ნიჭია, სხვათაშორის, ოღონდ ცუდად მიმართული).
და რაც უმთავრესია - ქვეყნებს შორის სწორედ კედლების აღმართვა და შიგ ჩაკეტვაა საშიში! აი, ამან შეაფერხა დიდი ხნით უდიდესი ცივილიზაციის მქონე ჩინეთის განვითარება, ჩამორჩა იაპონიაც, სხვები და ჩვენც, ჩვენ - რუსეთის გამოისობით. მართლაც, სსრკ-ში ყოფნისას ჩვენში წარმოებული რომელი სამრეწველო პროდუქცია გაუძლებდა მსოფლიო ბაზარზე კონკურენციას?!! და ვერც გაუძლო!

საჭიროა ახალი მიდგომები, ახალ რელსებზე გადასვლა. უნდოდა "ბოინგის" კომპანიას 31-ე ქარხნის ბაზაზე საქართველოში პირველი ნაბიჯები გადაედგა, მაგრამ თუ ამ დროს თუ შენ თვითონ აცხადებ, ამერიკა მტერიაო, ასე არაფერი გამოვა და ჯერჯერობით არც გამოდის ისე, როგორც სასურველია.

არც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების წინააღმდეგი ვართ, მაგრამ მას სურს ეს?!

ხოლო მარტო რუსეთზე დამოკიდებულებამ - მასთან "ჩახუტებამ" - სომხეთს რა სიკეთე მოუტანა?!! იქ გაცილებით არასახარბიელო სიტუაციაა, ვიდრე საქართველოში და უარესი იმ მხრივ, რომ პერსპექტივაც არ უჩანთ.

5. "მე რაც ჩამოვთვალე, იმაში მე დუგინის სტატიები მჭირდება? არა, რა თქმა უნდა! მაგრამ თქვენ რო ნავალნისა და ლარიონოვის ბლოგებიდან იღებთ ინფორმაციას, სხვაც იგივე გგონიათ!"
------------------------------------------------------
ინფორმაცია უნდა მიიღო ყ ვ ე ლ ა ს ა გ ა ნ (თვით ჰიტლერისაგანაც კი, კერძოდ, გაეცნო მის "მაინ კამპფ"-ს)! ეს საბჭოთა პრაქტიკაა - დაისწავლო "ანტიდიურინგი", როცა თვის დიურინგის წაკითხვა აკრძალული გაქვს! სამწუხაროდ, ასეთი პრაქტიკა მკვიდრდება დღეს რუსეთში (უბრუნდებიან ასეთ პრაქტიკას)!
მარტივი მაგალითი - მათ პოპულარულ საიტებზე მოიხსნა ყველა ნ ო რ მ ა ლ უ რ ი, ფრიად ზრდილობიან ფორმაში მოპაექრე ქართველის, ფაქტებით გაჯერებული კომენტარები (საინტერესო ისაა, რომ დატოვეს უშვერი სიტყვებით რუსეთის და რუსების მლანძღველთა კომენტები! სხვათა შორის, წერის თავისებურებებიდან გამომდინარე, მათი ქართველობაც საეჭვოა!).
და შედეგი თვალსაჩინოა - დღევანდელი რუსების მნიშვნელოვანი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ქართველები ფაშიზმის წინააღმდეგ ომში არ მონაწილეობდნენ - მათ სტალინი და ბერია აფარებდნენ ხელს (?!!)

6. "გარყვნილება ადამიანის მოდგმას თან მოსდევს,მაგრამ ეს არ უნდა იყოს მიზეზი ქართული, თანამედროვე სოდომ-გომორისა! თუ ვინმე ეგეთი ტემპერამენტიანია, ჩაიკეტოს ოჯახობით სახლში, შემოისხას თავისი შვილები გარშემო და თავში ქვა უხლია, ნუ აუმზეურებს თავის უზნეობას! მაგრამ დორბლიანი პრეზიდენტი რო ბავშვებს პირდაპირი ტექსტით ბუჩქებში აგზავნის, იმის მხარდამჭერს რა უნდა ველაპარაკო?"
------------------------------------------------------

ვერ გავიგე, რა ღია კარს ამტვრევთ! მაგრამ ესეცაა, ზნეობის შენარჩუნებას სახლში ჩაკეტვა ვერ შველის!
ათასნაირი ყაიდის ხალხთან მქონია ურთიერთობა (მაგალითად, კრიმინალებთან, დავაზუსტებ, ნათესავ კრიმინალებთან, საპატიმროებშიც ვაკითხავდი, ვგულშემატკივრობდი), მაგრამ ეს მე კი არ გადავდიოდი მათ "იდეოლოგიაზე", ვცდილობდი, პირიქით ყოფილიყო - (რა დოზით გამომდიოდა, ეს სხვა საქმეა)!

უშუალოდ გარყვნილებას რაც შეეხება - საერთოდ, ქართველებს ათასნაირ ჭრელ ხალხთან უხდებოდათ ურთიერთობა, მათ შორის ამ მხრივ "გამორჩეულებთანაც", მაგრამ მთლიანობაში ერი თავის ზნეობას ყოველთვის ინარჩუნებდა! გამონაკლისები, ცხადია, იყო, არის და ალბათ, იქნება, მაგრამ ჩაკეტვა ამას ვერ უშველის, ხოლო პატარა "გამოცდები" ამ მიმართულებით თავისებური "აცრების" როლს ასრულებს, ანუ დადებით ეფექტს იწვევს - მაგალითად, რომელი ნორმალური ადამიანი (ნებისმიერი ეროვნების!) ისურვებს, შვილად ჰყოლოდა კონჩიტას მაგვარი არსება?!!

ჰო, საინტერესოა, რომ რუსეთის მეხოტბეებს ტერმინოლოგიაშიც ერთი ხელწერა აქვთ - "დორბლიან" სააკაშვილს ყველაფერი შეიძლება დააბრალო, მაგრამ სოდომ-გომორობისა კი რა მოგახსენოთ (ამას თვით ჟირინოვსკის დონის კადრებიც კი არ კადრულობენ!)

7. "გახსოვდეთ აკაკის "ღამურა" ! თქვენგან ევროპელები, როგორც სტაფილოსაგან სალამური, ნუ აფურთხებთ ტრადიციებს, კავკასიელობას ბევრი ნატრულობს!"
------------------------------------------------------
ქართველები იმითაც ვართ, ასე ვთქვათ, საინტერესო ხალხი, რომ ფრიად მრავალფეროვანი არა მარტო ბუნება, არამედ, ხასიათი, ხელოვნება და ტრადიციები გაგვაჩნია!
უმეტესობა კარგია, მეტიც - დიდებული! ზოგი (უფრო ზუსტად, არცთუ ცოტა) - რა მოგახსენოთ!
ზუსტად იგივე ითქმის კავკასიურ ფენომენზეც:
კარგია კავკასიური სტუმართმოყვარეობა, უფროსი თაობის დაფასება, მეგობრობა, სტუმარ-მასპინძლობა და ა.შ., მაგრამ ის თუ მოგწონთ, 17 წლის გოგო 50 წლის კაცს რომ მიათხოვეს, ან კავკასიელ მუსულმან მამაკაცს 4 ქალის თხოვის უფლება რომ აქვს! დაწმუნებული ვარ, რომ - არა!

ასე რომ, ზოგი რამ ჩვენ ვისწავლოთ სხვებიასგან კარგი, ზოგი სხვამ - ქართველებისაგან, კავკასიელებისაგან! ცუდზე კი უარი ვთქვათ!

ანუ ამ ევროპელობასაც მთლად ნუ მოვისვრით სანაგვეში!
არა მგონია, ევროპელი მუშა, გლეხი (მონარქებზე რომ არაფერი ვთქვათ), ინტერნეტით საქვეყნოდ აცხადებდეს:

"ქართველებო, თქვენგან ევროპელები, როგორც სტაფილოსაგან სალამური".


vaja 17-s
06 ივნისი 2015 23:12
თქვენი შეპასუხება პუნქტობრივად გავარჩიოთ:

1. „ფინეთის შემთხვევაში კამათს არ დავიწყებ, დიდი, მდიდარი ტერიტორია, განსაკუთრებით ხეტყით და შრომისმოყვარე ხალხით!“
---------------------------------------------------------
ზუსტად ასეთივე ხალხი ასეთივე ბუნებრივ პირობებში ცხოვრობდა კარელია-ფინეთში. ახლა აღარც მიტაცებული კარელია-ფინეთი არსებობს - ასსრ-ც კი გაუუქმეს (ისევე, როგორც საქართველოს სამეფოები რუსეთის ორ რიგით გუბერნიად აქციეს) და თქვენ წარმოიდგინეთ, აღარც ეს ხალხი - მათი ნაწილი გაანადგურეს, ნაწილი ციმბირში გადაასახლეს, ნაწილი აიძულებს - რუსად დაწერილიყო (პირადად ვიცნობ ასეთ ადამიანებს!).
ტერიტორიებს, ხე-ტყეს და საერთოდ, ბუნებრივ სიმდიდრეებს რაც შეეხება, რუსებს ნაკლები აქვთ?! მაგრამ, მათივე ინფორმაციით, მოჭრილი და მდინარეებში დაცურებული მორების ნახევარი წყალში ულპებათ, ხოლო მსოფლიო მარგალიტი - ბაიკალის ტბა სანაგვედ აქციეს!

2. „რახან ჰოლანდიელებმა თავისი ტერიტორიის დიდი ნაწილი ზღვას გამოსტაცეს, რაღა კურტუმის ქნევა უნდა გადაიღო იმათგან და არა ტერიტორიის გაფართოება, რომელი ციმბირის ტაიგების მფლობელი შენა ხარ, ჰა“?
-------------------------------------------------------
ზუსტად ამაზეა ნათქვამი - „ჩემი შენ გითხარიო“! ნუ დაიზარებთ და ხელახლა გადაიკითხეთ, რაც მიწერია.

3. „რას მივაწეროთ, საბჭოთა "მონობის" დროინდელი რესპუბლიკის ცხოვრების ყველაზე მაღალი დონე და 25 წლიანი "თავისუფლების" დროის მათხოვრული პერიოდი, როცა საწყალი პენსიონერები საჭმელს ნაგვის ყუთში ეძებენ“?
-----------------------------------------------------
ყველაფერი შედარებითია - თუ ზ ო გ ი ე რ თ რესპუბლიკასთან (თუნდაც რუსეთთან) შედარებით რამდენადმე უკეთესად ვცხოვრობდით, ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა:
ნაკლები ლოთობა, უკეთესი კლიმატური პირობები (ნაკლები დანახარჯები გათბობაზე, თბილად ჩაცმაზე, ხილის და ბოსტნეულის ანუ ვიტამინების ხელმისაწვდომობა). მაგრამ მასწავლებელი, ინჟინერი, მილიციელი, მუშა და ა.შ. თითქმის ყველა ერთნაირ, მიზერულ ხელფასს იღებდა მთელს კავშირში (120 -180 მანეთის ფარგლებში).
იცით კი მუშას რამდენი ერგებოდა, ვთქვათ 1 კუბ. მ. მიწის ამოღებაში? – 40 კაპიკი, ან რა ღირდა ერთი „პლანი“ ჩაის პლანტაციის ეკალ-ბარდიდან გაწმენდა (კატორღული შრომაა)? – 1.20 მან., ლექტორს ლექციის წაკითხვაში ეძლეოდა 2 მან და ა.შ. და ყველა ი პ ა რ ა ვ დ ა, რაც, მაგალითად, ბრეჟნევს ნორმალურ მოვლენად მიაჩნდა!

ჰოდა, ასეთ გარემოში ცხოვრებას, ქურდობას მიჩვეული ადამიანებისათვის ახალი პირობები მძიმე აღმოჩნდა, მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია (თუნდაც ისევ ფინეთი გავიხსენოთ!), სწორედ ეს აგიჟებს რუსეთს და ყველას, განსაკუთრებით კი უკრაინას და საქართველოს ხელს ყველაფერში ხელს უშლის! გაცილებით უარესსაც უკეთებს - თავს ესხმის!

ახლა ფეხბურთს ვუყურებ და დანარჩენი შემდეგისთვის გადავდოთ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?