რატომ არ შევასრულეთ ვალდებულება, რათა აგვისტოს ომი საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი არ გამხდარიყო?
16-10-2015
რატომ არ შევასრულეთ ვალდებულება, რათა აგვისტოს ომი  საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი არ გამხდარიყო?
რა დაგვაკლდა? რა ვაკეთეთ? რას ვშვრებოდით?

,,აგვისტოს ომის გამოძიება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა. საქართველო რომის სტატუტის მონაწილე მხარეა და როდესაც ჩვენ მხარე გავხდით, გარკვეული ვალდებულებები ავიღეთ. ჰააგის სასამართლოში პროკურორთან შესულია არაერთი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩივიან მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნიდან და ამბობენ, რომ აგვისტოს ომის დროს სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა თუ თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს სავარაუდოდ, ან კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ან ის დანაშაული, რომელიც შეიძლება, ომის დანაშაულად კვალიფიცირდებოდეს.
ჩვენი ვალდებულებაა, ეს საქმე
საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი არ გავხადოთ და ჩვენს პრობლემებს ჩვენ თვითონ მოვუაროთ იმ ვალდებულებების ფარგლებში, რომელიც გვაქვს. ჩემი და მთავარი პროკურორის მიზანია, რომ აგვისტოს ომი გამოვიძიოთ ჩვენ თვითონ, თუ ჩვენ ეს ვერ შევძელით და ვერ აღმოვჩნდით, ან საკმარისი პროფესიონალები, ან საკმარისი პოლტიკური ნება არ გვექნა ამისთვის
მაშინ, ჩვენ იძულებულები ვიქნებით ჰააგის პროცესს დავემორჩილოთ და ეს საქმე წავიდეს ჰააგის საერთაშორისო დონეზე განხილვის რეჟიმში.
ეს ჩემი მიზანი არ არის და არ მგონია, რომ ეს ქართველი ხალხისთვის სასურველი რამ იყოს. ჩვენ მთავარ პროკურატურაში ყველა ის მასალა მოვიძიეთ, რომელიც გამოძიების პროცესში წინა ხელისუფლებამ აწარმოა. თუ რომელიმე სტრუქტურა დამატებით მასალებს ფლობს, ამასწინათ ბატონმა დავითაიამ გააკეთა დამატებითი განცხადებები, ჩვენ ამ მასალებს გამოვითხოვთ, ან თვითონ მოგვაწოდონ, რომ დაიდოს სრული სურათი, თუ რა გააკეთა წინა ხელისუფლებამ. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს სურათი სახეზე, წინა ხელისუფლების მიერ ნაწარმოები მრავალი ათეული ტომი, მაგრამ გარკვეული კითხვის ნიშნებით -რატომ წარიმართა გამოძიება რამდენიმე მიმართულებით და არა ყველა მიმართულებით. ჩემი მიზანია, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით წარიმართოს, მაგრამ საქართველოში. ეს თავისთავში მოიაზრებს დაკითხვას არა მხოლოდ დღევანდელი პრეზიდენტის, რომელიც დაკითხვის მომენტში შესაძლოა, პრეზიდენტი აღარც იყოს და არა მხოლოდ მისი -ძალიან ბევრი მაღალჩინოსნის, მიუხედავად ეთნიკური წარმოშობისა და მოქალაქეობისა. ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს თავდაცვის სამინისტროსთან, რადგან აგვისტოს ომში არაერთი სამხედრო პირი იყო ჩართული, რომელთა დაკავშირებით ჰააგაში გარკვეული კითხვები არსებობს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 2013 წლის 8 აპრილს, ანუ 2 წლისა და 6 თვის წინათ.
ფატუ ბანსუდა

"ბოლო პერიოდამდე, რუსეთის და საქართველოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები აწარმოებდნენ გამოძიებას ამ დანაშაულების ჩადენაში ყველაზე მეტად პასუხისმგებელი პირების მიმართ. თუმცა, მოგვიანებით სამართალწარმოება საქართველოში შეფერხდა. იმის გამო, რომ არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ გამოძიება კვლავ განახლდება ეროვნულ დონეზე და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე სხვა სახელმწიფოში არ მიმდინარეობს გამოძიება, და აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე, პროკურორი მიიჩნევს, რომ ეთნიკური ქართველების იძულებით გადაადგილების საქმე, დასაშვები იქნება პროკურორის ოფისისთვის გამოძიების ჩასატარებლად. მშვიდობისმყოფელებზე და მათ ობიექტებზე განზრახ თავდასხმის შემთხვევები ამ ეტაპზე ნაწილობრივ იქნება დასაშვები გამოძიების ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე გამოძიების გათვალისწინებით", - ნათქვამია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინათ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში. ამ სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით თხოვნით უკვე მიმართა და 15 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა.

თეა წულუკიანის სიტყვებით რომ ვთქვა, იძულებულები გავხვდით დავმორჩილებოდით ჰააგის პროცესს და ეს საქმე უკვე წავიდა ჰააგის საერთაშორისო დონეზე განხილვის რეჟიმში. მოხდა ის, რაზედაც ქ-ნი თეა ამბობდა, რომ ,,ეს ჩემი მიზანი არ არის და არ მგონია, რომ ეს ქართველი ხალხისთვის სასურველი რამ იყოს". ისმის კითხვები: რატომ არ შევასრულეთ ჩვენი ვალდებულება, რომ ეს საქმე საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი არ გამხდარიყო? რატომ ვერ მოვუარეთ ჩვენს პრობლემებს ჩვენ თვითონ იმ ვალდებულებების ფარგლებში, რომელიც გვქონდა და გვაქვს? რატომ მოხდა ეს? საკმარისი პროფესიონალები არ აღმოვჩნდით, თუ საკმარისი პოლიტიკური ნება არ აღმოგვაჩნდა ამისათვის?

"ეს არ არის ჩემი სიტყვები", - ასე უპასუხა მინისტრმა წულუკიანმა "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტის შეკითხვას, რომელმაც 15 ოქტომბერს შეახსენა მას ჩემს მიერ ციტირებული მისი განცხადება და კომენტარი სთხოვა. არადა, ქალბატონმა თეამ 2013 წლის 8 აპრილის შემდეგ მსგავსი შინაარსის განცხადება კიდევ რამდენჯერმე გააკეთა. აღსანიშნავია" ინტერპრესნიუსის" პროფესიონალიზმი: ამის შემდეგ საიტზე დაიდო არა მარტო შესაბამისი ტექსტი, არამედ მაშინდელი ვიდეოჩანაწერიც და ყველა მსურველს შეუძლია დარწმუნდეს, რომ ,,ეს ქ-ნი თეას სიტყვებია".

2013 წლის 10 აპრილს, წულუკიანის განცხადებიდან ორი დღის შემდეგ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:
,,ომის თემა ბურუსით არის მოცული დღემდე. ობიექტური ფაქტებით, სიმართლით უნდა ვიცხოვროთ. რეალობაზე უნდა იყოს დაფუძნებული ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. მე პირადად ბევრი შეკითხვები მაქვს. მეც ვთვლი, რომ ჩვენი ხელისუფლება, პრეზიდენტის მეთაურობით არაადეკვატურად მოიქცა იმ სიტუაციაში. გაუმართლებლად მიმაჩნია, რომ საჯარისო ნაწილები მზადყოფნაში მოვიდა და დაიწყეს საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთმა გადმოლახა საზღვარი ".

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის ეს განცხადება, აგვისტოს ომის თემაზე მისი სხვა განცხადებების მსგავსად, ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული რეზოლუციები და შეფასებები. მაგალითისათვის მოვიყვან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2008 წლის 2 ოქტომბერს (აგვისტოს კატასტროფიდან თვენახევარში!) მიღებული რეეზოლუციის მე-5 პუნქტს:

,,5. მიუხედავად ამისა, 2008 წლის 7 აგვისტოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის დაწყებამ, აღნიშნა ესკალაციის ახალი დონე, კერძოდ ღია და სრულად ჩამოყალიბებული საომარი მოქმედებების დონე. საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდან ძალის არაპროპორციული გამოყენება მდგომარეობდა მძიმე იარაღის და კლასტერული ჭურვების ხმარებაში, რაც სერიოზულ რისკს უქმნიდა მშვიდობიან მოსახლეობას და, თუმცა ეს საკუთარ ტერიტორიაზე ხორციელდებოდა, წარმოადგენდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალის დარღვევას და საქართველოს მხრიდან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ნაკისრი ვალდებულების უგულებელყოფას".

ამავე რეზოლუციით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოითხოვა მხარეებისაგან გამოეძიათ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები და ამ პროცესში მჭიდროდ ეთანამშრომლათ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. ჩვენს პრესაშიც მაშინ ატყდა აჟიოტაჟი, რომ სააკაშვილი შეიძლება გაასამართლონ ჰააგაში.

საგულისხმოა, რომ ციტირებული რეზოლუცია, სხვა ანალოგიურ რეზოლუციების მიღებულია სააკაშვილის მორჩილი პარლამენტის დელეგაციების მონაწილეობით, ხოლო სააკაშვილი და მისი თანამზრახველები ყოველ ასეთ რეზოლუციას ქართული დიპლომატიის პუტინის რუსეთზე მორიგ დიდ გამარჯვებად აფასებდნენ. მაგრამ საკმარისი იყო ივანიშვილს, ან სხვა ვინმეს, თუნდაც რბილი ფორმით მოეყვანა ციტატა ამ რეზოლუციებიდან ან ტალიავინის კომისიის დასკვნიდან, რომ ნაცისტები მათ სამშობლოს ღალატს, მეხუთეკოლონობას და ა.შ. აბრალებდნენ და ეს ცინიზმი, ცილისწამება და მარაზმი, განაცებული ქოცების დიდი ხელშეწყობით დღესაც გრძელდება!

2008-2012 წლებში პარლამენტის წევრი ვიყავი და უნდა აღვნიშნო, რომ უცხოელი ჟურნალისტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატები, სახელმწიფო მოღვაწეები და პარლამენტარები გვეუბნებოდნენ (და ხშირ შემთხვევაში წერდნენ) ერთსა და იგივეს: რომ კლასტერული იარაღის (კასეტური ბომბების) და ,,გრადის" სისტემების გამოყენება ცხინვალის დასაბომბად დიდი დანაშაული იყო, ვინაიდან ასეთი იარაღით შეუძლებელია ზუსტი დამიზნება; რომ იმის მომიზეზება, თითქოს ცხინვალში უკვე შესული იყვნენ რუსეთის შეიარაღებული ძალები აბსურდი იყო: იმის გამო, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობდა და სააკაშვილმა 2008 წლის 9 (!) აგვისტოს გამოქვეყნებულ ბრძანებულებაში თვითონ დააფიქსირა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა როკის გვირაბში შესვლა დაიწყეს მხოლოდ 8 აგვისტოს დილით; ხოლო თუ სააკაშვილს მართლა ეგონა, რომ ცხინვალში უკვე იყვნენ რუსეთის არმიის ნაწილები, მაშინ ცხინვალის დაბომბვა სიგიჟე იყო - მას მაშინათვე უნდა მიემართა შესაბამისი განცხადებით მთელი მსოფლიოსათვის და მოეთხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევა. არადა სწორედ რუსეთმა მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა დააბომბინა ცხინვალი ჩვენს არმიას და რუსეთის სამშვიდობო ძალების წევრები დახოცა და მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცა.

პრემიერ ივანიშვილის 2013 წლის 10 აპრილის განცხადებას პრეზიდენტ სააკაშვილის ისტერიკული განცხადებები მოჰყვა და 12 აპრილს ივანიშვილმა გამოაქვეყნა წერილობითი განცხადება, რომელშიც კიდევ ერთელ აღნიშნა, რომ "სიმართლე" 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებების შესახებ უნდა დადგინდეს და ამ პროცესში "ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, იმდენჯერ მოუწევს დაკითხვაზე მისვლა, რამდენჯერაც საჭირო იქნება". ივანიშვილის განცხადებას მოჰყვა სააკაშვილის უბინძურესი თანამზრახველის, ამჟამად ვირის აბანოში მყოფი თბილისის სტრიპტიზმერის გიგი უგულავას განცხადედბა-მუქარა. უგულავას აზრით გამოძიების ჩატარება ნიშნავდა იმას, რომ ,,აღარასდროს ჩვენ არ გვეყოლება ქმედითი ჯარი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვეღარასდროს შევძლებთ იმას, რომ მტერს გავუმკლავდეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საერთოდ ქვეყანა არ გვექნება და ვერავინ ქვეყანას ვეღარ უხელმძღვანელებს, ვერც ერთი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მათ შორის, თუ საჭირო გახდება საომარ მოქმედებებში. ამიტომ ეს ხალხი უნდა დაფიქრდეს, რას აკეთებს. ეს არ არის ჩვეულებრივი გამოძიება, რაღაცეებს, რომ ატარებენ, თუნდაც ჩემს წინააღმდეგ და ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ... ასევე მინდა კონკრეტული გამომძიებლების მისამართით ვთქვა, რომლებიც თუ დაიწყო, მონაწილეობას მიიღებენ ამ გამოძიებაში, რომ ეს არ არის "რა ვქნა, დამავალეს". ამ შემთხვევაში ნებისმიერი გამომძიებელი მიიღებს ღალატში მონაწილეობას და, შესაბამისად, დაისჯება, როდესაც ამის დრო დადგება", თქვა უგულავამ 14 აპრილს.

,,ვა­დას­ტუ­რებ, რომ გი­გი უგუ­ლა­ვა ერე­­და სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში. თვი­თონ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მი­უშ­ვა თა­ვის უწყ­ე­ბას­თან ახ­ლოს ამა თუ იმ სამ­სა­ხუ­რე­ბის უფ­რო­სე­ბი, დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბით იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც ეს ყვე­ლა­ფე­რი. პო­ლი­ტი­კო­სებ­მა რა­ტომ­ღაც ისე აღიქ­ვეს, რომ სამ­ხედ­რო­ებ­ზე მაღ­ლა იდ­გნენ. უგუ­ლა­ვა მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბის დროს ქა­ლა­ქის მე­რი, ომი­ა­ნო­ბისას კი სა­ა­კაშ­ვი­ლის კონ­სერ­ვე­ბის გამ­ხსნე­ლი იყო’’, თქვა გენერალმა მამუკა ყურაშვილმა 2013 წლის ივლისში თავის საინტერესო და მნიშვნელოვან ინტერვიუში.

უნდა დავაზუსტო: თავდაცვის მინისტრმა კეზერაშვილმა მიუშვა უგულავა თავის უწყებასთან ახლოს სააკაშვილის დავალებით! ომიანობის დროს უგულავა მხოლოდ კონსერვების გამხსნელი არ ყოფილა. მას სხვა ფუნქციაც ჰქონდა - სწორედ სააკაშვილის დაავალებით 8 აგვისტოს დილით თბილისიდან წითელი ფიანდაზებით, დროშებით და გადასატანი ტრიბუნებით დატვირთული კორტეჟი დაიძრა და ამ კორტეჟის სარდალი სააკაშვილის დავალებით უგულავა იყო; სწორედ სააკაშვილის დავალებით უკავშირდებოდა უგულავა ცხინვალში სასტიკ ბრძოლაში ჩართულ ჩვენს სამხედროებს და უყვიროდა, რომ დღის 2 საათმდე დაესრულებინათ ყველაფერი, ვინაიდან გამარჯვებისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი უნდა დაწყებულიყო და სააკაშვილი და დიმიტრი სანაკოევი სიტყვით უნდა გამოსულიყვნენ. ეს ყველაფერი შესანიშნავად იციან უცხოელებმა. სამწუხაროდ ჩვენში საკმაოდ ბევრი ვერ აცნობიერებს იმას, რა არ გამოიძია ქოცების ხელისუფლებამ და რატომ გადავედით ჰააგის ტრიბუნალის რეჟიმში. ვთხოვ მკითხველს ყურადღებით წაიკითხოს ქვემოთ მოყვანილი მნიშვნელოვანი ტექსტი:
,,შეკითხვა მაქვს ხელისუფლებასთან: ოსებმა რომ ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია მოახდინეს, ქართველებმა რატომ არ გამოიყვანეს ხალხი ხეობიდან?! ვინ იძლეოდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ამა და ამ სოფელს ვაკონტროლებთო, მაშინ, როდესაც ომი 8 აგვისტოს უკვე დასრულებული იყო. ვინ იყო იმ პერიოდში პრესსამსახურში? (ვინ და გოკა გაბაშვილი, რომელსაც ნასვამი კარბელაშვილი ხელითაც კი შეეხო, როდესაც დარწმუნდა, რომ გაბაშვილი შეგნებულად ატყუებდა გაბწირულ ადამიანებს, - პ.მ.) ამის გამო იქ ხალხი ჩაიხოცა, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ ტერიტორიები ჩვენ მიერ კონტროლდებოდა და სახლებს არ ტოვებდნენ!

პასუხი ომისდროინდელ ხელისუფლებას ბევრ რამეზე აქვს გასაცემი. ჩამოვიდნენ სამნი - თავთუხაშვილი და ახალაიები, სამასი კაცით შეიაღარებულნი, და მიდიოდნენ დმენისში, როტაცია უნდა ჩავატაროთ, წუხელის ჩვენ ვაკონტროლებდით ამ ტერიტორიასო. რას ვაკონტროლებდით, როდის ვაკონტროლებდით?! ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით - ცოტნიაშვილი, მე და კიდევ რამდენიმე ადგილობრივი, იმ სამას ვაჟკაცს იქ ჩაახოცინებდნენ. მე ჩემი ჯიპით რომ წამოვიყვანე თავთუხაშვილი და ახალაიები, უკან მაგათი პიკაპი ააფეთქეს და ხალხი დაუხოცეს. სწორედ მაშინ ჩამოაგდეს მანქანიდან "მასტერა" (განა არ არის საინტერესო, ვინ ჩამოაგდო ,,მასტერა" გულმკერდის არეში მიყენებული ძლიერი წიხლის მეშვეობით? პ.მ.), რომელიც სხვა მანქანისკენ გაიქცა, ის მანქანა აფეთქებას გადაურჩა. გენშტაბში რომ ვიღაც იჯდა და ნახაზებს ადგენდა, იმას არ უნდა სცოდნოდა, ამ სამას კაცს ცხვრებივით სად აგზავნიდა?! სრულიად მოუმზადებელი და დაუგეგმავი იყო ყველაფერი. რომ ამბობენ, ჯარი გაწვრთნილი იყოო (მე ჯარისკაცებთან პრეტენზია არ მაქვს, ბიჭები ვაჟკაცურად დაიხოცნენ), დღისით, 8 აგვისტოს ხეობაში ოფიცერს ვეღარ იპოვიდით. ტყვია-წამლით დატვირთული მანქანები დატოვეს და გაიქცნენ, ისიც ჩვენი თავში სახლელი გახდა, იმის გვეშინოდა, არ აფეთქებულიყო. ქუჩებში რომ ჯარიკაცებს ვხვდებოდით და ვეკითხებოდით, სად არის თქვენი ხელმძღვანელი-თქო, გვპასუხობდნენ, გაიქცნენო. მაინტერესებს, ერედვის მიმართულებით რომ საჯარისო ნაწილები იყო, ვინ იყვნენ მათი ხელმძღვანელები, სარდლები, ოფიცრები, ვინ დაყარა ჯავშანჟილეტები, ტყვია-წამალი, იარაღი. ჯავშანჟილეტებს იმიტომ იხდიდნენ, რომ თავისუფლად გაქცეულიყვნენ. მრცხვენია ამას რომ ვამბობ. ამბობდნენ, ამერიკელებმა გაწვრთნეს ჯარიო, ამერიკელებმა ჩვენი ჯარი სამშვიდობო მისიისთვის გაწვრთნეს და არა საომრად.

8-ში საღამოს რამდენიმე ადამიანი სოფელ ბერულაში ვიდექით. 15 ჯარისკაცი მოდიოდა, გადავუდექი და შევაგინე, - სად მიდიხართ, ხეობას ტოვებთ-მეთქი? ერთ-ერთმა ბიჭმა მიცნო და მითხრა, - ბატონო გურამ, ნუ მაგინებთ, დიცელი ვარ, ოქროპირიძე ზვიადიო. მოძებნეთ ეს ოქროპორიძე ალაპარაკეთ, იქ რა ხდებოდა. მან მითხრა, დილით ქურთაში სანაკოევის მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ თქვენს თავს მიხედეთ, აქ რუსები და ოსები უნდა შემოვიდნენო, თავად კი სახლებიდან ყველაფერი უკვე გამოტანილი და მანქანებში ჩაწყობილი ჰქონდათო. მაინტერესებს, თუ 8 აგვისტოს, დილის ათ საათზე უკვე იცოდნენ, რომ რუსი და ოსი უნდა შემოსულიყო, რატომ არ შეიყვანეს ავტობუსები და რატომ არ გამოიყვანეს მოსახლეობა?! რატომ არ მუშაობდა კავშირგაბმულობა? ზუსტად ვიცი, რომ თავდაცვის სამინისტროს უახლესი კავშირგაბმულობის ტექნიკა ჰქონდა და ჯარისკაცებს არ დაურიგეს. მერე გავიგე და ესეც ზუსტი ინფორმაციაა, რომ მეზობელ სახელმწიფოს - სომხეთს ეხვეწებოდნენ, კავშირგაბმულობის ტექნიკა გვათხოვეთო და იმათ უთხრეს, რომ საწყობში მაგის მეტი რა გაქვთო.

ვსვამ კითხვას: ვინ სთხოვა სომხეთს კავშირგაბმულობის ტექნიკა?! მაინტერესებს, გოგი თავთუხაშვილი რომ ჩამოვიდა, საბჭოთა კავშირის რუკა დამიდო წინ და მკითხა, დმენისი რომელ მხარეს არისო, 2008 წელს საბჭოთა კავშირის რუკით უნდა ეხელმძღვანელათ?!
გამოძიება უნდა დაიწყოს, თანაც ძალიან დეტალური, აუცილებლად დავსვამ ამ შეკითხვებს. ყველამ პასუხი უნდა აგოს. მაინტერესებს, ვინ გასცა უკანდახევის, უფრო ზუსტად, გაქცევის ბრძანება?!


სასჯელამდე თუ მივიდა საქმე, რა ფორმით უნდა დაისაჯონ ეს ადამიანები, წარმოდგენა არ მაქვს, ან რა უნდა ელაპარაკო ადამიანებს, თავდაცვის სამინისტროს იმ მაღალჩინოსნებს, რომელთაც 2008 წლის 8 აგვისტოს წავკისში ჰექტრობით მიწები აქვთ შეძენილი. 8 აგვისტოს რომ მიწის საყიდლად ეცალა, იმ ადამიანს რა სასჯელი უნდა მოუძებნო?", - ამბობს ცნობილ ინტერვიუში, 1999–2004 წლებში პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ლიახვის ხეობის საარჩევნო ოლქიდან, გურამ ვახტანგიშვილი. ვახტანგიშვილი არასოდეს ყოფილა ოპოზიციაში ნაცმოძრაობასთან, მაგრამ ,,ავანტიურა 080808-ს" შემდეგ სააკაშვილის და მისი თანამზრახველების დანაშაულის გამოძიებას ითხოვს.
ახლა გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს 15 ოქტომბრის ქართული პრესიდან:
,,ჰააგის სასამართლოს პროკურორი ფიქრობს, რომ 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის და ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს";

,,რუსული შეიარაღებული ძალები ერთვებოდნენ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, - ამის შესახებ ნათქვამია ჰააგის პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების თაობაზე შუამდგომლობის მოკლე შინაარსში, რომლის ქართულ თარგმანსაც თავად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) აქვეყნებს";

,,ჰააგის პროკურორი: რუსული შეიარაღებული ძალების წევრები არ არიან მთავარი პასუხისმგებელი პირები ომის დანაშაულში"
. - ეს ამონარიდები ზუსტად გადმოსცემს ჰააგის სასამართლოს პროკურორის გამონათქვამებს და ამ სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს და იმასაც ნათლად გვიჩვენებს, რას მიაღწიეს მოცემულ სფეროში ქოცებმა ხელისუფლებაში ყოფნის სამი წლის შედეგად.
საქართველო ვერ შედგება სახელმწიფოდ, მანამ სანამ ჩვენ თვითონ ობიექტურად, პირუთვნელად არ შევაფასებთ სააკაშვილის ავტორიტარული კლეპტოკრატიის რეჟიმს, არ გამოვიძიებთ სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების მრავალ დანაშაულს და კანონის მთელი სიმკაცრით არ დავსჯით დამნაშავეებს.

ეს ჩვენი პოლიტიკურ ერად და ეროვნულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ერთერთი აუცილებელი, თუმცა, ცხადია, არასაკმარისი პირობაა.

პეტრე მამრაძე, 16 ოქტომბერი, 2015 წელი
პატრიოტარა
02 აპრილი 2016 22:42
=ყველანაირად ვეთანხმები AKA–ს და გელა–ს!
მათ ყვველაფერი თქვეს სწორად, სამართლიანად და გააზრებულად, საიდანაც ნათლად ჩანს რუსული იმპერიის წარსული და მომავალი განზრახვები!!!
და თუ ასეთ ფაქტებს ვერ ხედავს ქართველი ადამიანი, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ გაყიდველ–ბოლშევიკურ მონაზე, როგორებიცაა მ ა მ რ ა ძე და ძმანი მისნი ი ვ ა ნ იშვილის “ოცნებიდან“, ისინი სწორედ რომ არიან საქართველოს ყველაზე დიდი და დაუძინებელი მტრები და უნდა გასამართლდნენ როგორც საქართველოს მოღალატეები და არა ის, რომ რლმ, ადამიანმა, რომელმაც შექმნა და მთელ მსოფლიოს გააცნო დამოუკიდებელი საქართველო, გამოვიყევანოთ ქვეყნის მტრად(თუმცა მის მიერ დაშვებულ შეცდომებსა და გადაცდომებსაც კარგად ვხედავთ, რა თქმა უნდა), 21–ე საუკუნის ტირანის სასიამოვნებლად და საკუთარი მილიარდების გადასარჩენად!
თუკი საქართველოს გადარჩენა და განდიდება უნდა, პირველ რიგში უნდა დავამარხოთ საქართველოს ყველაზე დიდი მტერი–ერის და ქვეყნის ინტერესების გამყიდველი “შადიმნების“ ხროვა და რუსეთიც აღარ იქნება ისეთი საშიში საქართველოსათვის, როგორც ეხლაა, რამეთუ ჩვენივე გამყიდველობით უნდა ჩვენი დამორჩილება!!!!!!
უძველესი ახალზელანდიური ანდაზა
21 ოქტომბერი 2015 15:52
პეტრემ თხარა, თხარაო და ... ფსბ-ს აუსვაისი გამოეთხარაო!!!
AKA
21 ოქტომბერი 2015 10:10
ბატონო პეტრე ამხელა სტატია იმისთვის დაწერეთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის კიდევ გეკბინა ერთ ადგილზე, სტატიაში საეჭვოდ არის გამოკვეთილი რუსული კგბ-ს სტილი და მანერა.

დასკვნაც გაგიკეთებიათ: ,,საქართველო ვერ შედგება სახელმწიფოდ, მანამ სანამ ჩვენ თვითონ ობიექტურად, პირუთვნელად არ შევაფასებთ სააკაშვილის ავტორიტარული კლეპტოკრატიის რეჟიმს, არ გამოვიძიებთ სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების მრავალ დანაშაულს და კანონის მთელი სიმკაცრით არ დავსჯით დამნაშავეებს“.- ეს ხომ ქართველების სისხლით გაჟღენთილი პუტინის ოცნებაა, რომ თითონ ქართველებს ყვერებით დაკიდებინოს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი). მაგრა გიხარია პუტინის მლოკველო, ფუი შენ.... პუტინის ფერი გაქვს....

,, ,, 1921 02. წლიდან საქართველოს სსრ-ს პოლიტიკური ცხოვრება რუსეთის კგბ-ს მუდმივ კონტროლქვეშ იყო. 1991-92 წლიდან ეს კონტროლი გაათმაგდა.
,,საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს 90-იანი წლებიდან პერმანენტულად ებრძვის ვერაგი, ,,ერთმორწმუნე“ რუსეთი (ელცინი, მედვედევი, პუტინი) მისი უმძლავრესი იარაღით , ე.წ. უშიშროების სამსახურით რომელმაც 70 წლის განმავლობაში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
2003 წლიდან დაიწყო კარგად განათლებული ახალგაზრდა ენერგიული პრეზიდენტის, ბატონ მიხეილ სააკაშვილისა და ნიჭიერ პატრიოტ ახალგაზრდებით დაკომპლექტებული მთავრობის ხანა... ,, ამ ,,სატანა ნაციონალებმა“, რომლებსაც ,,ქართული ოცნების“ გადამღრძვალი (წითელი ინტელიგენტები) მეხოტბეები უწოდებენ, საიდანღაც გააჩინეს ელექტროენერგია, გაანათეს ქალაქები და სოფლები. ჩართეს გაზი, შემოიტანეს საკვები პროდუტები, დაიწყეს ინტენსიური აღმშენებლობა მთელ ქვეყნის მასშტაბით. დააგეს თანამედროვე გზები, აღადგინეს რესპუბლიკური მნიშვნელობის სარაიონო გზები.. , ჩაატარეს რეფორმები. ქალაქი ქალაქს დაამსგავსეს და ქვეყანას სახელმწიფოს სახე მისცეს. და მრავალი სიკეთე.
საქართველოს დაუძინებელი მტერი რუსეთი, და პოლოიუტიკური ელიტა, მედვედევი , ლავროვი, პირსისხლიანი დიქტატორი პუტინი და კ გ ბ ფხიზლად იყვნენ.
დაიწყო სააკაშვილის წინააღმდეგ, ისეთივე ძირგამომთხრელი მოძრაობა, როგორც ბატონი ზვიადის დროს, (კგბ-ში დაწერილი და აპრობირებული სცენარით). საქართველოში სასწრაფოდ დააბრუნეს ინტერპოლით ძებნილი რუსი მილიარდერი არკადი პატარკაციშვილი. . მისი პუტინისადმი დაპირება იყო, პრეზიდენტ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება. , . არეულობას ხელს უწყობდა პრორუსული, დიდი ფულის მოყვარული კორუმპირებული ქართველები.. პუტინისა და ოლიგარქის მცდელობაც ჩაიშალა. (7ნოემბერი 2007) კგბ (პუტინი) არ აპატიებს დაპირებული ოპერაციის ბოლომდე შეუსრულებლობას.
პატარკაციშვილი არკადი, ლონდონის გარეუბანში ერთერთ ვილაში, რუს ოლიგარქ ბერეზოვსკისთან შეხვედრაზე უცნაურად გარდაიცვალა ?!?!?!. ( კგბ-ს ხელი) ა მჯერად, პუტინს ხელიდან გაუსხლტა საქართველოს პრეზიდენტი, რომელსც დიდხანს უპირებდა ყ ვ ე რ ე ბ ი თ დაკიდებას......
თქვენი კუმირი პუტინი, ისევ არ ისვენებდა;
2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების წინ გაძლიერდა პროვოკაციები, ლიახვის ხეობის სოფლები თითქმის ყოველდღე იბომბებოდა. თავს დაესხნენ ქართულ პოლიციას და ამოხოცეს...
ომის პროვოცირება, რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ, ქართულ მხარეს უსინდისოდ დააბრალა. უთანასწორო ომი დამთავრდებოდა თბილისის აღებით, რომ არა ევროკავშირის პრეზიდენტების აქტიური ჩარევა, -ამჯერადაც ვერ დ ა კ ი დ ა სააკაშვილი,
სააკაშვილის დევნა რუსებისა და მოღალატე ქართველების მიერ ყოველდღე გრძელდება
პუტინი (კგბ) იმედს არ კარგავს... ისე, რომ საქართველოს უბედურებაში ყოველთვის ეძბეთ რუსეთის კგ ბ .
.
200 წლიანი ოკუპაციის შემდეგ საქართველო უკვე 25 წელია დამოუკიდებელი, შ ე მ დ გ ა რ ი სახელმწიფოა: თავისი დროშით, ჰიმნით, საკუთარი ვალუტითა და ხალხის მიერ არჩეული მთავრობებით... საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა ამ ბოლო დროს ეკონომიკურად დაგვისუსტდა, მაგრამ იმედს ნუ დავკარგავთ; - ერთადერთი გამოსავალია, - 2016 წელს ავირჩიოთ არა პრორუსული, არამედ პროევროპული -პროქართული პარლამენტი და პროფესიონალი პატიოსანი ახალგაზრდა მთავრობა, რომელმაც უნდა აღადგინოს საქართველოს ეკონომიკა. უნდა აღდგეს კავკაციის ხალხებს შოის მეგობრული ურთიერთობა, რაზეც ოცნებობდა საქართველოს ეროვნული გმირი, პირველი პრეზიდენტი, ბატონი ზვიად გამსახურდია.

სასწრაფოდ უნდა შეიქმნას თანამედროვე, თავის საქმის მცოდნე უშიშროების სამსახური, რომელიც დაკომპლექტდება, ღირსების მქონე პატრიოტი ქართველებით და არა კგბ საიდუმლო აგენტებით, რომლებიც სამწუხაროდ მომრავლებულია დღევანდელ საქართველოში.

რედაქტორის რჩევით