ეფრეიტორ სააკაშვილის "პროპაგანდონი "რუსთავი 2" და "ხაზეინ-მსახურთა სისტემის" მორიგი მარცხი
ეფრეიტორ სააკაშვილის "პროპაგანდონი "რუსთავი 2" და "ხაზეინ-მსახურთა სისტემის" მორიგი მარცხი
დაიკარგება თუ განმტკიცდება თავისუფლება საქართველოში?

5 ნოემბერს მიღებულ ცნობილ განჩინებაზე ხელის მოწერით მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გააკეთა ის, რასაც ვერც კი ინატრებდა "რუსთავი 2"-ის ფაქტობრივი მფლობელი - კა-გე-ბე-ს ჯარების ეფრეიტორი სააკაშვილი თავის თანამზრახველებთან ერთად.

ცნობილმა რუსმა მეცნიერმა და პუბლიცისტმა ანდრეი პიონტკოვსკიმ კა-გე-ბე-ს პოლკოვნიკ პუტინის პროპაგანდისტული მედიის მსახურებს პუტინის "პროპაგანდონები" უწოდა. წლების განმავლობაში არაერთხელ ვამხილე ეფრეიტორ სააკაშვილის პროპაგანდონი "რუსთავი 2". (აქვე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც წაიკითხა 23 ოქტომბერს ჩემს ბლოგზე და
"ფეისბუკგვერდზე" განთავსებული ჩემი წერილი "რუსთავი 2"- "ნაცების" რუპორი და "ქოცების მამხილებელი"). დღეს კი სრული მორალური უფლება მაქვს ვთქვა, რომ ურთმელიძის "განჩინებით" "ქოცებმა" სააკაშვილის "სასარგებლო იდიოტების" როლი შეასრულეს. მე ვერ გამოვრიცხავ, რომ ურთმელიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ დედამისი არ არის მისი ოჯახის წევრი და "განჩინებასაც" იმიტომ მოაწერა
ხელი, რომ 75 წლის დედა გადაარჩინოს მკაცრ სასჯელს, მაგრამ შედეგი სახეზეა.


ხსენებულ განჩინებაზე უკვე ბევრი ითქვა, მაგრამ მსჯელობის სისრულისათვის მოვიყვან ნაწყვეტებს მისი ტექსტიდან:

"არსებობს საფრთხე, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომელთა კონცენტრაცია და საქმიანობის მიმართულება ძირითადად გადატანილი იქნეს მხოლოდ და მხოლოდ არსებული დავის გარშემო საკითხების გაშუქებაზე. ეს არა მხოლოდ უარყოფითად აისახება საწარმოს რეიტინგზე და მის ფინანსურ საკითხებზე, არამედ შექმნის სერიოზულ საფრთხეს, რომ მედიამ დაკარგოს თავისი ძირითადი როლი და დანიშულება - იდგეს საზოგადოებრივი ინტერესის სადარაჯოზე";
"გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გაშუქებისას გამოყენებული უნდა იქნეს ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი. მოპასუხის მმართველობის პირობებში ეს საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. მითითებული მიზნების უგულებელყოფა კი საბოლოო ჯამში საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის ძირითად დანიშნულებას", - აი რა წერია ურთმელიძის მარაზმატულ განჩინებაში, რომელიც შევა საქართველოს სამართლის ისტორიაში და სახელმძღვანელოებშიც ციტირებული იქნება, როგორც ანტიკონსტიტუციური, კანონსაწინააღმდეგო სასამართლო გადაწყვეტილების მაგალითი.

თავის კორექტულ და, ამავდროულად, პრინციპულ განცხადებაში სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლის 5 ნოემბრის განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ არის გამოკვეთილი, რა ახალ, დამატებით გარანტიებს ქმნის მოსარჩელის ინტერესების დაცვისათვის დროებითი მმართველების დანიშვნა.
"ერთადერთი და განსხვავებული საკითხი, რაზეც სასამართლომ დროებითი მმართველობის დანიშვნის შესახებ განჩინებაში იმსჯელა და განსხვავდება ყადაღის დადების შესახებ განჩინებისაგან არის, არხის სარედაქციო პოლიტიკა, როგორ უნდა იმაუწყებლოს არხმა და რა სახის სიუჟეტების მომზადება არის მნიშვნელოვანი საზოგადოების ინტერესების დასაცავად. აღნიშნულს სახალხო დამცველი აფასებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად სასამართლო ხელისუფლების მხრიდან და ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს. სასამართლოს განხილვის საგანი არ შეიძლება გამხდარიყო ის თუ რა ფორმით უნდა გააგრძელოს მაუწყებლობა "რუსთავი 2-მა" და ამგვარი გადაწყვეტილება საგანგაშო კითხვებს აჩენს, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს დროებითი მმართველისათვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭების პირობებში".

არ მეგულება საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც არ ესმის, თუ რა ინტერესი აქვს "ქოცების ხელისუფლებას" (და არა სასამართლოს, როგორც ეს აღნიშნულია სახალხო დამცველის კორექტულ განცხადებაში) დროებითი მმართველისათვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭების პირობებში. იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ საკმაოდ მალე (ცხადია "მალე"-ში წლებს ვგულისხმობ და არა თვეებს) ობიექტური გამოძიება დაადგენს, ვინ და როგორ ზეწოლას ახდენდა მოსამართლე ურთმელიძეზე; ვინ არის "ჰაკიმ ფაშა"; ვისი ინიციატივით დაიწყო ე.წ. "ტრაქტორების" სამარცხვინო საქმე; როგორ დაინიშნა მთავარ პროკურორად გერმანიაში შეიარაღებული ქურდობისათვის ნასამართლევი ფარცხალაძე; ვინ გააპარა კიევიდან ექსტრადირებული კანონიერი ქურდი "რემენა" თბილისის აეროპორტში ჩამოფრენილი თვითმფრინავის ტრაპიდან და მრავალი სხვა. მკითხველმა შეიძლება ბევრი სხვა შემთხვევა თვითონ გაიხსენოს, მე კი შეგახსენებთ, რომ "ქოცების" ყველა ეს ქმედება ოპერატიულად და მწვავედ იყო გაშუქებული "რუსთავი 2""-ის მიერ. ცხადია, სააკაშვილის პროპაგანდონები ამას "სიტყვის თავისუფლების" სიყვარულით კი არ აკეთებდნენ, არამედ იმიტომ, რომ "ქოცების" დისკრედიტაცია სააკაშვილის ინტერესებში შედის. მაგრამ სიტყვის თავისუფლებისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ და როგორი მოტივაციით ამბობს სიმართლეს.

"თავისუფლება, რაშიც არ უნდა მდგომარეობდეს ის, როგორც წესი თანდათან იკარგება", წერდა მე-18 საუკუნეში დიდი მოაზროვნე დევიდ ჰიუმი. ციხეში წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ "სისტემამ კრახი განიცადა". ოდესის მომავალი გუბერნატორი მაშინ ცდილობდა ყურადღება პენიტენციურ სისტემაზე გადაეტანა, მაგრამ ყველასათვის და თვითონ სააკაშვილისათვის ცხადი იყო, რომ კრახი განიცადა მთლიანად მისმა სადისტურმა სისტემამ - ხაზინის ქურდების ავტორიტარულმა რეჟიმმა.

"ურთმელიძის განჩინებამ" კი ჩვენში "ქოცების" მიერ შექმნილი პატრონ-კლიენტელური, ანუ ჩვენში დამკვიდრებული ტერმინებით რომ ვთქვათ, "ხაზეინ-მსახურთა" სისტემის არაადეკვატურობის დონე გამოავლინა. (ხაზგასმით აღვნიშნავ: ეს სისტემა მათ შექმნეს, ვისაც "ხაზეინის" გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენია და ვინც უღალატა საქართველოს ისტორიაში უდიდეს ქველმოქმედს ბიძინა ივანიშვილს). განჩინებამ უდიდესი საქმე გაუკეთა სააკაშვილის პროპაგანდონებს - სიტყვის თავისუფლების დასაცავ ბასტიონად აქცია ისინი! მაგრამ ამავდროულად განჩინებამ მოახდინა სრულიად განსხვავებული ძალების კონსოლიდაცია სიტყვის თავისუფლების დასაცავად (ისევ და ისევ, განურჩევლად მათი მოტივაციისა), გამოიწვია დასავლეთის მწვავე, და რაც მთავარია, ერთობლივად გაკეთებული განცხადებები და დიდი დარტყმა მიაყენა პატრონ-კლიენტელური მართვის მანკიერ, კონტრპროდუქტიულ სისტემას.
ეს ყველაფერი კი იმედს გვაძლევს, რომ ჩვენში თავისუფლება თანდათან განმტკიცდება თანდათან გაქრობის ნაცვლად.

პეტრე მამრაძე, 7 ნოემბერი, 2015 წელი
halagaji
12 ნოემბერი 2015 13:38
gindat davijerot rom kveynistvis brzolobt??gamebi ar gzinavt rom xval samhoblom uketesad icxovros??ara magas veravin daijerebs torem kibari rom gaamcares eg yvelam vicit.ise hveni biznesi matyura da yalbi romaa esec vicit ras gvahmeven da gvasmeven? daa amit milionebs houloben.
fika-s
11 ნოემბერი 2015 23:46
ქართველი ხალხის სახელით ზუსტად ისე ლაპარაკობთ ქოცები, როგორც ბოლშევიკები ლაპარაკობდნენ ქართველ ხალხის სახელით 1925 წლის 25 თებერვლის შემდეგ.
გიორგი
11 ნოემბერი 2015 14:53
გვარამიას და ძმანნი მისის საყურადღებოდ!!
დაჩვეულები იყავით რასაც გინდოდათ მოსამართლეებს იმას აკეთებინებდით და ახლა არ მოგწონთ, იმიტომ რომ თქვენს დაკრულზე არ იცეკვა?
მოსამართლეებო!! თანდათან ხალხში სასამართლოს ნდობა ღდგება და ეს ურთმელიძეებისნაირების დამსახურებაა

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?