შევარდნაძე, რეიგანი და გეი-მოძრაობა, ანუ დრონი მეფობენ და არა მეფენი
შევარდნაძე, რეიგანი და გეი-მოძრაობა, ანუ დრონი მეფობენ და არა მეფენი
ერთხელ შევარდნაძესთან თათბირის დასრულების შემდეგ ერთმა მინისტრმა ისაუბრა დასავლეთში ჰომოსექსუალიზმისადმი დამოკიდებულების შეცვლის, კერძოდ კი ე.წ. ჰომოფილიის დამკვიდრების შესახებ. იმ დღეებში დასავლეთის დიდი სახელმწიფოს დედაქალაქის მერად გეი აირჩიეს, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს წარმატებით აფიშირებდა თავის სექსუალურ ორიენტაციას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დასავლეთში სახელმწიფო სტრუქტურებში და ზოგიერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში ხშირად დაწინაურდებიან ჰომოსექსუალები, ვინაიდან მათ ისე ექცევიან, როგორც პრივილეგირებულ ადამიანებს, რომლებიც ყოველნაირ ხელშეწყობას და შეღავათს იმსახურებენ. ხოლო ვინც ასე არ მოექცევა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს,
იმას მაშინათვე ჰომოფობიას დააბრალებენ და ეს ძვირად დაუჯდება. ჰომოფობიაში "მხილებულმა" შეიძლება იქეთ დაკარგოს თავისი სამუშაო ადგილი. საუბარში სხვები ჩაერთვნენ და ისიც აღინიშნა, რომ საკმარისია დასავლეთში სადმე ერთი ჰომოსექსუალი დაწინაურდეს, რომ მაშინათვე თავისი პარტნიორების სამსახურში მიღება-დაწინაურებაზე იწყებს ზრუნვას და ამასაც ვერავინ ეწინააღმდეგება.

არადა, "რეგულარულ", ანუ ჩვეულებრივ
მამაკაცს, რომ ჰყავდეს საყვარელი ქალი, ეს ძალიან დიდ სკანდალს გამოიწვევს და სამსახურიდან გაშვება არც იმ კაცს და არც მის საყვარელ ქალს არ ასცდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იმ წლებში ასეთ რამეებს ჩვენი დასავლეთელი კოლეგები გვიყვებოდნენ ხოლმე და, ხშირ შემთხვევაში, ზიზღს და გულისწყრომას არ მალავდნენ. ის მინისტრიც სწორედ უცხოელი კოლეგების მონაყოლს იმეორებდა. დასავლეთზე საუბარს რომ მოვრჩით, ჩვენთან მაშინ არასახელმწიფო სექტორში გაჩენილ მსგავს ტენდენციებზე ვისაუბრეთ. შევარდნაძე საუბარში არ მონაწილეობდა, ყურადღებით უსმენდა სხვებს. მერე კი თქვა: "ზნეობა საზოგადოებაში იმდენად დაეცა, რომ როდესაც შსს-ს ანგარიშებიდან ვგებულობ, რომ სადღაც ჩვეულებრივი გაუპატიურება მოხდა, მერიდება ვთქვა, მაგრამ ლამის გამიხარდეს ამ ხნის კაცს"! ყველამ გულიანად იცინა.

იმედს ვიტოვებ, რომ მკითხველს კარგად ესმის, რომ ედუარდ შევარდნაძემ იხუმრა, ხოლო გაუპატიურება, ცხადია, უმძიმეს და ამაზრზენ დანაშაულად მიაჩნდა. აი, ბატონ ედუარდის მეგობარს და ამერიკის ისტორიაში ერთერთ დიდ პრეზიდენტად აღიარებულ რონალდ რეიგანს კი ნამდვილად არ უხუმრია, როცა აშშ-ში შიდსის გავრცელების შემდეგ საჯაროდ და იმედიანად განაცხადა: "ეგებ უფალმა გამოგვიგზავნა ეს ჭირი (შიდსი), ვინაიდან უზნეო სექსი უფლის ათ მცნებას ეწინააღმდეგება".

მაშინ რეიგანს ვერაფერი გაუბედეს. ის ხომ ჯერ კიდევ 1980 წლის თავისი საარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა: "ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება განპირობებულია იმით, რომ გეი-მოძრაობა მხოლოდ სამოქალაქო უფლებების დაცვას კი არ მოითხოვს, არამედ მოითხოვს ცხოვრების ალტერნატიული წესის აღიარებას და მიღებას. არ მჯერა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ეს მიიღოს. პირადად ჩემთვის ეს მისაღები არ არის". იცვალნენ დრონი და ბოლო წლებში დიდი მოღვაწის ამ ფრაზებს მის მშობლიურ ამერიკაში ხშირად "სამარცხვინო" და "გენოციდურ" გამონათქვამებად მოიხსენიებენ.

დრონი მეფობენ და არა მეფენი.

პეტრე მამრაძე, 17 მაისი, 2016 წელი

ნათელა
22 მაისი 2016 11:58
გმადლობთ ბატონო პეტრე, დოკუმენტური მასალა რომ გაგვაცანით! ჩვენი გულისტკივილი აბსოლუტურად გასაგებია და გვსურს მივიტანოთ ყველა ახალგაზრდამდე, გაუფრთხილდნენ სინდისს, ნამუსს. ჩვენ პატარა ერი ვართ და "ექსპერიმენტების"(მსუბუქად რომ ვთქვათ) უფლება არ გვაქვს. ჩვენი ზნეობა, ჩვენი მეობა, ჩვენი ენა თუ არ შევინარჩუნეთ, აღარ იარსებებს ჩვენი სამშობლო. ეს პროცესი დაიწყო დედამიწაზე შობადობის დასაცემად. ჩვენ ეს პრობლემა არ გვაქვს, თავს მოგვახვიეს! ქართული გენი გაწყდება! იმიტომ ვრეკავთ განგაშის ზარებს ახალგაზრდებო, გაუფრთხილდით თქვენს ნამუსს და უფრთხილდით მონადირე გეებს. მშობლებო, ყურადღებით იყავით, ისინი ( გეები) ყველგან არიან ჩასაფრებულნი, როგორც ტურები ელიან მსხვერპლს, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს წასაბილწად!
სანდრო@
19 მაისი 2016 14:27
გაუმარჯოს მამრაძეს! მამათმავლებისაგან ჩვენ ერთგულ დამცველს! ის რომ არა,საქართველოში ჰომოსექსუალების რიცხვი მკვეთრად გაიზრდებოდა და ალბათ რუსეთსაც გავასწრებდით მათი რაოდენობით, რომ არაფერი არ ვთქვათ ევროპა-ამერიკაზე.
AKA
19 მაისი 2016 10:52

ბატონო პეტრე, მადლობა, ბატონი რ ე ი გ ა ნ ი , რომ შეგვახსენეთ...
"ეგებ უფალმა გამოგვიგზავნა ეს ჭირი (შიდსი), ვინაიდან უზნეო სექსი უფლის ათ მცნებას ეწინააღმდეგება".
ასეთი შინაარსის წინადადება ბევრ ცნობილ პიროვნებას აქვს გამოთქმული, რაც ჭეშმარიტებასთან ძალიან ახლოსაა.:..
რაც ცივილური კაცობრიობა არსებობს, თემა უკვდავია, მაგრამ ადვილად კონტროლირებადი...,
მამათმავლობა და ,,ლეზბოსელობა, ანტიკური ხანიდან მოსდევს კაცობრიობის განვითარებას. მას შემდეგ არა თუ გაიზარდა, არამედ გაცილებით შემცირდა, ადამიანის მიერ ცხოველური ვნებების გაადამიანურობის გამო.....ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი, ამ მოვლენებს იუმორით ხვდებოდნენ... და საფრთხედ არ აღიქვამდნენ .... რაც უფრო აიწევს ცხოვრების ეკონომიკური და კულტურული დონე, მით უფრო საამური გახდება ცხოვრება...დამოუკიდებელ ერთიან საქართველოში....
: ,, ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება განპირობებულია იმით, რომ გეი-მოძრაობა მხოლოდ სამოქალაქო უფლებების დაცვას კი არ მოითხოვს, არამედ მოითხოვს ცხოვრების ალტერნატიული წესის აღიარებას და მიღებას. არ მჯერა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ეს მიიღოს. პირადად ჩემთვის ეს მისაღები არ არის". რ. რ. პრეზიდენტობის კანდისატს, ვინც არ უნდა იყვეს, ასე უნდა ეთქვა, გასაგები მიზეზების გამო...
პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ რეიგანის უ დ ი დ ე ს ი გამარჯვებაა სოციალისტური ბანაკის - (რუსეთის) ,,ბოროტების იმპერიის“ უომრად დამარცხება.. მან მსოფლიო ,,წითელი ჭირი“ სგან გაანთავისუფლა... სოციალისტური ბანაკი დაიშალა და განთავისუფლდა: პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ჩეხო-სლოვაკია, ბულგარეთი იუგოსლავიის რესპუბლიკები და ბოლოს, სსრკ-ს თხუტმეტი რესპუბლიკა... რაც საქართველოს ერთმორწმუნე ,, მ ე გ ო ბ ა რ ს ‘’ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს ძალიან ს წ ყ ი ნ ს.... და იარაღით ებრძვის უკრაინის და საქართველოს დამოუკიდებლობას 25 წელია.........
P.S პრეზიდენტი რ ო ნ ა ლ დ რ ე ი გ ა ნ ი და მასთან ერთად დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ,,რკინის ლედი“ მ ა რ გ ა რ ე ტ ტ ე ტ ჩ ე რ ი.... უდიდეს პოლიტიკოსებად დარჩებიან კ ა ც ო ბ რ ი ო ბ ი ს ისტორიაში....
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები