"ნაცმოძრაობის" სიაში? - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობის" სიაში?

მმართველი პარტია რომ ახალი საპარლამენტო სიის გვარიან გადახალისებას შეეცდება, ალბათ, ახალი ამბავი არავისთვისაა. როგორც წინა საპარლამენტო არჩევნებისას, სავარაუდოდ, ამ სიაში მოხვდებიან რიგი ბიზნესმენები და სახელოვნებო სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებიც აქამდეც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებად აღიქმებოდნენ.

არ წყდება ლაპარაკი, რომ "ნაცმოძრაობის" სიის პირველ ათეულში შეიძლება მოხვდნენ კომპანია "ავერსის" დამფუძნებელი პაატა კურტანიძე და "ვისოლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე. იმასაც ამბობენ, რომ სოსო ფხაკაძეს ქალაქ ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატობასაც  სთავაზობენ. შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს, ამის გარკვევა პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიგი წერეთელთან ვცადეთ:

- წინასაარჩევენო პროცესს ამგვარი მითქმა-მოთქმა ყოველთვის თან სდევს. ადამიანები, ვინც წარმატებულია და მუდმივად საზოგადოების თვალსაწიერშია, შესაძლოა, ხან ერთი და ხან მეორე პარტიის სიაში შეიყვანონ, თუმცა გარწმუნებთ, ეს მხოლოდ ჭორებია. შესაძლოა, სადღაც, რომელიმე კაბინეტში ვიღაცამ მართლა ახსენა ესა თუ ის გვარი და იმ კაბინეტიდან გაჟონა ამგვარმა ინფორმაციამ, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ საარჩევნო სიაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

გაზეთი "ყველა სიახლე"

ნათია დოლიძე