"არის ზეწოლის ფაქტები"
04-06-2012
"არის ზეწოლის ფაქტები"
ამბოხი ეროვნული პრინციპების დასაცავად

განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია მაია მიმინოშვილის თანამოაზრეებზე ზეწოლის შესახებ. მათ, ვისაც სახელმწიფო სამსახურებში ჰყავს დასაქმებული ოჯახის წევრები ან უახლოესი ნათესავები, ჯერ სთხოვეს, რომ სამსახურში დაბრუნებულიყვნენ, შემდეგ მუქარაზე გადავიდნენ, - შვილის ჯანმრთელობას გაუფრთხილდი, ან გახსოვდეს, შენი ოჯახის წევრი სად მუშაობსო. დაშანტაჟებულები  ოფიციალურ საუბრებს ერიდებიან, მაგრამ ამბობენ, რომ ხელს არ მოაწერენ სიბინძურეს, რის დამკვიდრებასაც უკვე ერთი წელია ითხოვს დიმიტრი შაშკინი. "მან ისურვა ის,
რაც არც ერთ მინისტრს არ მოსვლია თავში, დაირღვეს საგამოცდო ნაშრომების ავტორების კონფიდენციალობის პრინციპი და თვითონ გადაწყვიტოს ვის მოუმატოს ან დააკლოს ქულა. ალბათ საგამოცდო შედეგებით მანიპულირება სურს, რომ ვიღაცას იოლად მისცეს ატესტატი ან სერტიფიკატი, ვიღაცას შედეგები გაუჭიანუროს და ა.შ. როგორც ჩანს, გამოცდებმაც პოლიტიკური ბერკეტის ფუნქცია უნდა
შეითავსოს. გამოდის, ტყუილად გვიშენებია ეს სისტემა. ”- აცხადებს მიმინოშვილთან ერთად გამოცდების ეროვნული ცენტრიდან წამოსული 60 ადამიანი. მათივე თქმით, ახლა მთავარი ის კი აღარ არის, რამდენი კაცი წამოვიდა და რამდენი შესაძლოა მიაბრუნონ უკან იძულების წესით, არამედ ის, რომ საზოგადოებამ გაიგო, რას აპირებს განათლების სამინისტრო, რომელიც მათივე თქმით, სადამსჯელო სპეცსამსახურს ემსგავსება. 

ივა მინდაძე, უცხო ენების საგამოცდო ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი: - არის ზეწოლის ფაქტები: ზოგი მეგობრული რჩევის ფორმით, ზოგიც - მუქარით. ვიმედოვნებთ, რომ მუქარა შეწყდება, საერთაშორისო ორგანიზაციებმა დახმარება აღგვითქვა. მიუღებელია სამინისტროს დებულების ცვლილების სადავო მუხლი, რადგან ნაშრომის ავტორის ანონიმურობა ობიექტურად გასწორების უმთავრესი გარანტიაა.

- მიმინოშვილის გათავისუფლებამდე ხომ არ ყოფილა მუქარა სამინისტროს მხრიდან?

- მათ ეს არ სჭირდებათ, რადგან სამინისტრო თუკი რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, მასზე დაქვემდებარებული ყველა სამსახური ვალდებულია, შეასრულოს.

- გამოდის, თუ მიმინოშვილს არ გაათავისუფლებდნენ, სამინისტრო კი თქვენთვის მიუღებელ მუხლს დებულებაში შეიტანდა, მისი აღსრულება მოგიწევდათ?

- ჩვენი გუნდი ასეთ საკითხებს პრინციპულად უდგება. ამ შემთხვევაში, ალბათ, ჩვენ თვითონ გადავდგებოდით.

კახა ჯამბურია, ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ჯგუფის ყოფილი წევრი:

- როგორც ცნობილია, რამდენიმე თანამშრომელი უკან დაბრუნდა, დააშინეს?

- არა. მათ წასვლის შესახებ განცხადებაზე ხელი არ მოუწერეს. ეროვნული გამოცდების ჩაშლის საფრთხის გამო ისინი გამოცდების დასრულებამდე დარჩებიან. მე იმიტომ წამოვედი ასე თავისუფლად, რომ ჩემი ჯგუფიდან სამი თანამშრომელი დარჩა და მოვიდა შემცვლელი, რომელმაც მეტ-ნაკლებად იცის ეს საქმე.

რამდენიმე ადამიანის სხვა ჯგუფებიდან წამოსვლის გამო, შესაძლოა, გამოცდები ჩაიშალოს.

- ეროვნული გამოცდები ობიექტურად ტარდებოდა?
- დიახ, ამას განაპირობებდა სისტემა, რომელიც ჩვენ არ მოგვიგონია, ევროპისგან ვისწავლეთ. ამ სისტემის შესწავლა 13 წლის წინ დავიწყეთ. ჩვენთვის მისაღები მოდელი გადმოვიღეთ. თუმცა, ამ პროცესშიც სხვადასხვა მინისტრის მოთხოვნით კომპრომისებზე წასვლა გვიწევდა. დღეს ამბობენ, რომ ცენტრი უარს ამბობდა გარკვეული სამუშაოს შესრულებაზე და თავისი პოლიტიკის გატარებას ცდილობდაო. ასე არ იყო. ჩვენ მათ ვეუბნებოდით, როგორ აჯობებდა, რადგან ეს საქმე სხვებზე უკეთ ვიცით. სახელმწიფომ ძალიან დიდი თანხა დახარჯა იმისთვის, რომ ეს საქმე კარგად გვესწავლა.
თითოეულ კაცთან უცხოელი სპეციალისტების კონსულტაცია დღეში 850 დოლარი ჯდებოდა. ეს არ ესმით სამინისტროში.
ძნელია, როდესაც არაპროფესიონალი გეკამათება და თავისი პოლიტიკური მოსაზრებების გამო საკითხის საღად განსჯა არ სურს.

- იქნებ დაასახელოთ  არაპროფესიონალები.

- ტელევიზიით ნახეთ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის (კოკა სეფერთელაძეს გულისხმობს - ავტ.) ინტერვიუ, როდესაც ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა დაუსრულებლად? ამის შემდეგ რაღა საჭიროა მათი დასახელება?
ეს სისტემა იმით სჯობდა წინამორბედს, რომ 80-ქულიანი ტესტი რამდენიმე ნაწილად იშლებოდა და სხვადასხვა სპეციალისტს გადაეცემოდა გასასწორებლად. არავინ იცოდა, ვის ნაშრომს ასწორებდა, არც სააპელაციო კომისიამ. ქართული ენისა და ლიტერატურის სააპელაციო კომისიაში არიან მზექალა შანიძე, ბაჩანა ბრეგვაძე, დავით წერედიანი და სხვ. უფრო კომპეტენტურმა ვინ უნდა გაასწოროს მათი გასწორებული? სამინისტრომ განაცხადა, მე შევქმნი საბჭოს და ის გადახედავს სააპელაციო კომისიის შედეგებს, ოღონდ ნაშრომებს სახელები და გვარები დაურთეთო. 20 წლის წინ ვიყავი საგამოცდო კომისიაში და მთელი ღამე არ მაძინებდნენ მთხოვნელები ჩემი ნათესავი აბარებს და დაეხმარეო. ეს უნდა აღდგეს?!

წინა მინისტრების დროსაც იყო პრობლემები. ერთხელ მაია მიმინოშვილი მოვიდა ცენტრში აკანკალებული, წარმოგიდგენიათ? მინისტრს უთქვამს, დამისახელე ერთი არგუმენტი მაინც, რატომ არის აუცილებელი ქართული ენის გამოცდის ჩატარებაო. "ვერაფერი ვუთხარი, - ამბობდა მაია, - გარდა იმისა, რომ ეს საქართველოა, მეტი რა არგუმენტია საჭირო-მეთქი?"

მიმინოშვილმა დაიცვა ის გამოცდები, ყველაფერი მან გადაიტანა, ამასთან, როდესაც არსებობს ჯგუფი, სადაც ყველა ერთნაირად იღებდა პასუხისმგებლობას და ერთი მსოფლმხედველობა ჰქონდა, არასწორი იქნებოდა, ჯოხი ერთ ადამიანზე გადატეხილიყო... მინისტრის ინტერვიუ მოვისმინე, სადაც ამბობს, რომ თურმე გამოცდის პრინციპი 8+1, რომელსაც მაია და მთელი გუნდი ვეწინააღმდეგებოდით, ამერიკული ყოფილა. არ არსებობს ასეთი მოდელი მსოფლიოში. რვა სასკოლო გამოცდითა და ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ზოგადი უნარების ჩაბარებით უმაღლესში არავინ ჩარიცხულა!

P.S. ამბოხებულები საზოგადოებას სთხოვენ, ნუ განიხილავენ მათ როგორც პოლიტიკურად ანგაჟირებულებს.

ამავე თემაზე:
- გამოცდების ცენტრის ყოფილი თანამაშრომლები მათ მიმართ ზეწოლასა და დაშინებაზე საუბრობენ
- სამწუხაროა რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სკამის გამო ცრუობენ - დიმიტრი შაშკინი
- მიმინოშვილის შემცვლელის "კომფორტის ფორმულა" - სეფერთელაძის ერთი პასუხი ყველა კითხვაზე
sislei
09 ივნისი 2012 10:19
აკანიანი!მე ვამაყობ შენით,აფერუმ შენს ადამიანობას.შენ ,რომ ძალაუფლება მოგცეს კაცმა ხელში,ალბად რამდენს დაჰკრავ არა?დუდუ!კარგი ადამიანი ხართ,მეც თქვენს გვერდით ვარ.
tvalsazrisi
07 ივნისი 2012 17:02
მთელ ამ უსამართლობაში კარგად გამოჩნდა ნაცბანდის, კონკრეტულად კი სააკაშვილის სწრაფვა "მათიანი" აბიტურიენტებისთვის სასათბურე პირობების შექმნისა.
და ეს გაიძვერები მსოფლიოს აჯერებენ, კორუფცია მოვსპეთო?!!!!!!!!!!!!


ვეთანხმები dudu-ს კომენტარს, რომ ყველა წესიერი ადამიანი(ასეთები კი, ღვთით, მრავალია საქართველოში) უყოყმანოდ იწონებს თქვენს პოზიციას.
თქვენი წყალი გადასხმოდეთ ჯამისთვის გაყიდულ მონებს "სახელმწიფო სამსახურებში"


შაშკინი რა ნამუსით იბრალებს "ვემსახურები ჩემ ქვეყანასო", თუკი ქართულ ენაში გამოცდების აკრძალვა სურდა?
ეს გამოიწვევდა არაქართველთა მოჭარბებას უმაღლეს სასწავლებელებში,-აქეთ უმიზნებდა ოხერი?!
ნაცვლად იმისა, რომ ქართული ენის ცოდნა სავალდებულო გაეხადა არაქართველეთათავის, პირიქით, დაიკიდეთ ქართული ენა, მთავარია ჯიბეში ფული ჩაგვიდეთო?


მაჰათმა განდიმ ინგლისელთა ბატონობას გამოუცხადა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი მთავრობა როგორ უნდა გიბიძგებდეს ამისკენ თავისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით?

ამ სტატიით ქ-ნი მაია წარმოჩინდა, როგორც საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი: აკანკალებული მოვიდა შაშკინისგან, რადგან მას ქართული ენის გამოცდის აუცილებლობა ეჭქვეშ დაუყენებიაო.
შაშკინ, შენი გეითის დრო მოსულაააა
baburcuna akaniani
06 ივნისი 2012 21:29
mogindat pingvinis fulebi ara?mishaaaaaaa....dahkar amatac magrad

რედაქტორის რჩევით