რას ერჩოდნენ "გლობალ-TV"-ს ამერიკელ მეწილეს?!
რას ერჩოდნენ "გლობალ-TV"-ს ამერიკელ მეწილეს?!
ფინანსური მონიტორინგის სამსახურს იაღლიში მოუვიდა?

"კვირის პალიტრა" ჯერ კიდევ გასულ კვირას წერდა, რომ "გლობალ-TV"-ს  ერთ-ერთი ამერიკელი მეწილე ალექსანდრე რონჟესი შეშფოთებულია იმ პრობლემებით, რომლებიც შეექმნა კომპანიას, სადაც ის 17%-იანი წილის მფლობელია. როგორც  უკვე ვიცით, "გლობალ-TV"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი  ბიძინა ივანიშვილის ძმაა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, ამ კომპანიას მომხმარებლებისთვის  გრძელვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე დაყენებული ანტენების დემონტაჟი დაევალა. ჩვენი ინფორმაციით, რონჟესი ამ საკითხის განხილვას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც აპირებდა, მაგრამ გასულ კვირას ისეთი ამბები დატრიალდა, რომ ანტენები
მასაც (სავარაუდოდ, აშშ-ის საელჩოსაც და ქართველ საზოგადოებასაც) ლამის გადაავიწყდა - მოულოდნელად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "გლობალ-თV"-ს ამერიკელი მეწილე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას 7-8 პირი მიუახლოვდა და დასაკითხად გაყოლა სთხოვა. ამერიკის მოქალაქემ უარი განაცხადა, მაგრამ აიძულეს, აეროპორტის პირველ სართულზე ჩასულიყო. რონჟესმა ეს ძალადობად შეაფასა, ყოველ შემთხვევაში, ასეთი
ტექსტი მისწერა ქართველ მეგობარს. არც ადვოკატებს მიეცათ დროულად მასთან გასაუბრების საშუალება, ამერიკელმა სტუმარმა კი მოგვიანებით განაცხადა, დაკითხვისას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მომაყენესო(!).

ლილი გელაშვილი, ალექსანდრე რონჟესის ადვოკატი:
"ალექსანდრე რონჟესი მოწმის სტატუსით დაიკითხა. მას კანონით დადგენილი წესით უნდა მიეღო შეტყობინება, რომ მის დაკითხვას აპირებდნენ. ამიტომაც ეს იყო იძულებით მოწმის დაკითხვა. მას უკვე რეგისტრაცია გავლილი ჰქონდა, როცა დასაკითხად "სტაფში" გაიყვანეს. როგორც ბატონი რონჟესი ამბობს, სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართული არ იცის, მნიშვნელობა გაიგო. ადვოკატებს მოგვიანებით მოგვეცა დაკითხვაზე დასწრების საშუალება.
როცა დაკითხვა მიმდინარეობდა, აშშ-ის საელჩოს სამი წარმომადგენელიც მოვიდა, მაგრამ ამ პროცესს არ დასწრებიან. მოგვიანებით ესაუბრნენ რონჟესს, თუმცა საუბრის შინაარსი ჩემთვის უცნობია. როგორც ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდიდან შევიტყვეთ, ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. ვერ გეტყვით, გამოძიების დაწყების საფუძველს რა წარმოადგენდა. ბატონმა რონჟესმა 2004 წელს 180 ათას ლარად შეძენილი ქონება 2012 წლის 8 ივნისს შპს "ლიზინგი 21"-ს 3 მილიონ ასი ათას ლარად მიჰყიდა. ეს მისი საკუთრება იყო და გაუგებარია, რა გახდა საეჭვო. როგორც ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით ირკვევა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ეგონა, რონჟესმა თანხა ბანკიდან გამოიტანა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მას ფული საზღვარზე არ გადაჰქონდა, შესაბამისად, მისი დეკლარირების ვალდებულებაც არ ჰქონდა.

- როგორ მიიღო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ასეთი მცდარი ინფორმაცია?
- ვერაფერს გეტყვით, ეს ფინანსთა სამინისტროს უნდა ჰკითხოთ.
როგორც ჩანს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს იაღლიში მოუვიდა, ჩათვალა, რომ მას ნაღდი ფული ჰქონდა გამოტანილი და საზღვრის გადაკვეთას მისი დეკლარირების გარეშე აპირებდა...
"ფულით ქვეყნიდან გასვლას ნამდვილად არ აპირებდა, მისი კუთვნილი თანხა ისევ ანგარიშზე იქნებოდა, სეიფში თუ მეგობართან, ეს ჩვენი საკითხავი არ არის. რონჟესმა ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას სრულყოფილად უპასუხა, ამიტომაც პრეტენზია მისთვის აღარავის წაუყენებია. ამერიკის მოქალაქემ საქართველო ყოველგვარი ხელწერილის ან სხვა პირობის გარეშე დატოვა. დაგვპირდა, რომ მალე ჩამოვა და "გლობალ-თV"-ს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება", - განაცხადა "გლობალ-TV"-ს განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორმა ზურაბ ბაზლიძემ.

ამავე თემაზე:

- "გლობალ ტვ"-ის ამერიკელი მეწილე 5 საათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს
- "გლობალ ტვ"-ის მეწილე ალექსანდრე რონჟესი საქართველოდან გაემგზავრა
- ჩხუბი ზესტაფონში "გლობალ ტვ"-ის ანტენების დამონტაჟების გამო
tvalsazrisi
18 ივნისი 2012 22:35
სულაც იაღლიში არ არის მონიტორინგის სამსახური თავიდან ბოლომდე?
ეგ კაცი არამარტო "გლობალ ტვ"-ზე, არამედ ღირსების შეურაცხყოფაზეც გააკეთებს აქცენტს სადაც საჭიროა და სირცხვილია, სააკაშვილო!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები