რით ჰგავს 1-ლი ოქტომბრის არჩევნები 1990 წლის არჩევნებს - კვირის პალიტრა

რით ჰგავს 1-ლი ოქტომბრის არჩევნები 1990 წლის არჩევნებს

"მაშინ კომუნისტური პარტიის წევრების 1/3-მაც არ მისცა ხმა საკუთარ პარტიას"

მე გახლავართ თქვენი ერთგული მკითხველი და ამასთანავე ეროვნული მოძრაობის თითქმის ყველა აქციის მონაწილე. მქონდა ბედნიერება, პირადად გავცნობოდი ზვიად გამსახურდიას და იმდროინდელი "მრგვალი მაგიდის" სხვა ლიდერებს.

1-ლი ოქტომბრის არჩევნები მართლა ძალიან ჰგავს 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებს. მაშინ ეროვნული მოძრაობა არც კი ფიქრობდა, რომ უმრავლესობაში მოვიდოდა. მათი მიზანი გახლდათ 30%-ით უმაღლეს საბჭოში შესვლა და ეტაპობრივად, შიგნიდან კომუნისტური რეჟიმის რღვევა. კომუნისტები თითქმის ყველა ბერკეტს და გავლენას ფლობდნენ ქუჩის გარდა, მაგრამ ქართველმა ერმა მაშინ ძალიან წყნარად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე 50%-ზე მეტი მხარდაჭერა ეროვნულ მოძრაობას გამოუცხადა. თუ გადავხედავთ მაშინდელ შედეგებს, ნათლად დავინახავთ, რომ სიტუაცია ძალიან წააგავს დღევანდელს. 400.000 კომუნისტური პარტიის წევრიდან, 1/3-მაც არ მისცა საკუთარ პარტიას ხმა, რაც ცვლილებების აუცილებლობით იყო განპირობებული...

გიორგი ბაქრაძე