"ბიზნესმენები შვებით ამოისუნთქავენ ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე" - კვირის პალიტრა

"ბიზნესმენები შვებით ამოისუნთქავენ ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე"

საქართველოს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი: - ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ მინიმალურად ჩავერევით ბიზნესში, რომ ბიზნესგარემოში ნებისმიერი ცვლილება კარგა ხნით ადრე გამოცხადდება იმისათვის, რომ მოესწროს ახალ პირობებზე რეპოზიციონირება, გადაწყობა.

გადასახადებზე ადმინისტრირება მკაცრი იქნება და არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით კონტროლი შესუსტდება.

იმედია, ბიზნესმენები შვებით ამოისუნთქავენ ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე.

- სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ, აიკრძალოს თუ არა კაზინოები, საზოგადოდ, სათამაშო ბიზნესი. რას აპირებთ ამ მიმართულებით?

- ჩემი პოზიცია ასეთია, - ბიზნესისთვის ნებისმიერი ცვლილება წინასწარ უნდა იყოს ცნობილი. სათამაშო ბიზნესიც ისეთივეა, როგორიც სხვა. ამიტომაც თუ ასეთი რამ დაიგეგმა, მათ დრო უნდა მივცეთ, რომ შეძლონ გადაწყობა...

...საქართველოში ძალიან ბევრი ინიციატივიანი ადამიანია, ვისაც შეუძლია აკეთოს ბიზნესი, მაგრამ ისეთი გარემო იყო შექმნილი, ყველა სახელმწიფო სამსახურს ეძებდა. მას მერე, რაც ეკონომიკის მინისტრად დამასახელეს, აფეთქდა ჩემი ტელეფონები. ყველას ვერ დავეხმარები და შევეგუე ამ ამბავს. ამ თანამდებობაზე წასვლისას ჩემთვის ყველაზე დიდი დისკომფორტი ეს არის. უნდა შევეგუო, რომ ამას შეეწირება იმ პირთა კეთილგანწყობა, რომელთაც წლების განმავლობაში ვაშენებდი და ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი მსხვერპლი. სამინისტროში, სადაც მივდივარ, ადამიანები მუშაობენ და მათ უკან ოჯახები დგანან. ბანკის მმართველობისას ჩემთვის ტრაგედია იყო თანამშრომლის დათხოვნა და ახლაც ეს განცდა მაქვს. არ მინდა სწრაფი ცვლილებები. ყველა თანამშრომლის პოტენციალი უნდა შევაფასო და ისე მივიღო გადაწყვეტილება.

- ახალი ხელისუფლება ლაპარაკობს კომუნალური გადასახადების ტარიფების დაწევაზე. თუ ეს შესაძლებელი იყო, რატომ იკავებდა ამაზე თავს წინა ხელისუფლება?

-  მათთვის მეტის და მალე ამოღების სურვილი იყო მთავარი.

კომუნალური გადასახადების ტარიფების დათვლა უფრო გამჭვირვალე უნდა იყოს და შეკითხვებიც ნაკლები გაჩნდება.

ჯერჯერობით პარლამენტის გადაწყვეტილებას ველოდები და თუ მისი ნება იქნება, შევუდგები ამ საქმეს. ღმერთს ვთხოვ, დამეხმაროს მუშაობაში.

იხილეთ ვრცლად