სააკაშვილის ჰიჩკოკისეული სცენარი?!
სააკაშვილის ჰიჩკოკისეული სცენარი?!
"ქართული ოცნებისთვის" ხელისუფლების გადაბარებიდან სულ რაღაც 20 დღეში სოციალურ ქსელებში გაჩნდა ფრთხილი მოსაზრებები შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირებაზე "ნაციონალური მოძრაობის" ავტორ-ინსპირატორობით. საინტერესოა ისიც, რომ კონსტიტუცია სააკაშვილს აძლევს უფლებას, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე დაითხოვოს მთავრობა ან მისი ძალოვანი ბლოკი: თავდაცვის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრის შემადგენლობით და ახალი მთავრობა წარუდგინოს პარლამენტს; ხოლო პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობის ზედიზედ სამჯერ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში სულაც თავად ნიშნავს მთავრობას და დაითხოვს პარლამენტს. პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს
You must have Flash Player installed in order to see this player.
დათხოვნიდან 60 დღეში. ჰოდა, ამ 60 დღის განმავლობაში, მინიმუმ საპარლამენტო არჩევნებამდე, სააკაშვილისა და მისი მთავრობის არის ეს ქვეყანა. რა შეიძლება დაუდოს საფუძვლად სააკაშვილმა ამ ჭეშმარიტად ჰიჩკოკისეული სცენარის ამოქმედებას? მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტს მთავრობის გადასაყენებლად დასაბუთებას არ სთხოვს, ის მაინც„ქმნის "საჭირო არგუმენტებს", რომლის "გაყიდვასაც", მისი აზრით, წარმატებით შეძლებს დასავლეთში. რა იცი, როდის გამოადგება?!

მივყვეთ თანამიმდევრობით: 1. დევნილების თემა, რომელიც თავისთავად პრობლემაა, მაგრამ ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე ამ საკითხის უეცარ გამწვავებაში აშკარად "ნაციონალების" ხელწერა იგრძნობა. როგორც ახალდანიშნული მინისტრი აცხადებს, თუ დევნილები არ დატოვებენ
უკანონოდ დაკავებულ საცხოვრებლებს, საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთვება. თავს აღარ შეგაწყენთ იმაზე ლაპარაკით, როგორი იქნება ამ შემთხვევაში„"ნაციონალთა" რეაქცია; 2. ყბადაღებული სოციალური დახმარებების გაუქმება, რომელიც რეალურად ნაციონალთა მიერ საბიუჯეტო თანხების საარჩევნოდ უკანონო გადახარჯვის გამოძახილია, მაგრამ ისინი ხელს ფინანსთა სამინისტროსკენ იშვერენ; 3. საზოგადოებრივი ტელევიზიის ფინანსური შემოწმება, რომელიც კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და მე თუ მკითხავთ, ერთგვარად ობიექტურობის აღდგენასაც ემსახურება, რადგან აღარ უნდა არსებობდეს ხელისუფლების მიერ ხელდადებული მედიასაშუალებები და ბიზნესები. რა დააშავეს სხვა ბიზნესებმა, რომლებიც 9 წლის განმავლობაში არბიეს, ისინი ხომ დღემდე არა
თანაბარ მდგომარეობაში არიან? რატომ არ უნდა ჩაუტარდეს გეგმური შემოწმება იმ ბიზნესებს, რომლებიც პოლიტიკური მფარველობის გამო არასოდეს შემოწმებულან?

ყველა ბიზნესი უნდა იყოს თანაბარ მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ შემოსავლების სამსახურმა შეამოწმოს ისინი, ვისაც პოლიტიკური ინტერესების გამო არ ამოწმებდნენ და დარწმუნებული ვარ, ასობით მილიონია დამალული.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს "ნაციონალთა" სახით უმცირესობაში სწორედ ის ხალხია, ვინც იხეირა იმით, რომ თავის დროზე "რუსთავი 2"-ში“შევარდნაძის ხელისუფლება შევიდა. უფრო მეტიც, ბევრი მათგანის პოლიტიკური აღზევების ათვლის წერტილად იქცა სწორედ "რუსთავი 2"-ის, ანუ მედიაორგანიზაციის ავბედითი შემოწმება, რაც მაშინაც კანონიერი იყო, რადგან საქმე ეხებოდა არაერთი მილიონის გაფლანგვა-მიტაცებას. თუმცა, გავიხსენოთ, რა მოჰყვა საჯარო მოხელეთა მიერ ამ ერთი შეხედვით რუტინული ფუნქციის - ფინანსური შემოწმების მცდელობას პოლიტიკურად მიზანშეუწონელ დროსა და ვითარებაში. და დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად სხვა დრო და სხვა გარემოებაა, ნაციონალები შეეცდებიან ეს ვითარება სათავისოდ გამოიყენონ ისევ და ისევ დასავლეთში "გასაყიდად" (თუმცა, დასავლეთს სცალია თუ არა დღეს მათთვის, სხვა თემაა);

4. მსვლელობები, რომლებიც იმართება "ქართველი გმირების": ახალაია-კალანდაძის დასაცავად. ქუჩებში ამ თუ სხვა მიზეზით გამოვა "კოლექტიური ახალაია", რომელიც ცხრაწლიანი იდეოლოგიური წნეხის შედეგად არცთუ მცირე რაოდენობით გამოზარდა "ნაციონალურმა" ხელისუფლებამ და, ადრე თუ გვიან, შეეცდება სამართალდამცავ ორგანოებთან შეტაკების ინსპირირებას; 5. ადგილობრივ მართვის ორგანოებში პოზიციის გამყარების "ქართული ოცნების" მცდელობა, რაც "ნაციონალთაგან" ფასდება როგორც ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა. აკი თქვა კიდეც ზესტაფონში "ნაციონალური" საკრებულოს გადარჩენის მისიით ჩასულმა უგულავამ: ჩვენ "ქართულ ოცნებას" პარლამენტი დავუთმეთ, ადგილობრივი ორგანოებისგან კი თავი შორს დაიჭიროსო.

ჰოდა, ანალოგიური საბაბების დესტრუქციული მიზნით გამოყენების დიდოსტატმა სააკაშვილმა რომ გამოაცხადოს: მე სრული კარტ-ბლანში მივეცი პრემიერ ივანიშვილის მთავრობას, მაგრამ მან ქვეყნის მართვას თავი ვერ გაართვაო და გადააყენოს თავისი ხუშტურისამებრ ეს ჩვენი სიმწრით არჩეული ხელისუფლება, მერე?!

რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ანალოგიური სცენარის დადგმის ალბათობა მაღალია, მაგრამ როდესაც მსგავს ინსინუაციებში„გამობრძმედილი ოპოზიცია გყავს, ივანიშვილი ვალდებულია მაქსიმალურად დააზღვიოს ხელისუფლება და ქვეყანა რისკებისგან. წესით, მსგავსი რისკების ანალიზსა და პრევენციას უშიშროების საბჭო უნდა ახდენდეს. მაგრამ, რადგან დღეს ისიც "ნაციონალური" რგოლის ერთი ჯაჭვია, პრემიერს ესაჭიროება სტრუქტურა, რომელიც სახელმწიფოს სტაბილურობისთვის შიდა და გარე რისკების ანალიზით დაკავდება...

სამართლის ძიებაში, ანუ "ფრთხილად, უკან საქართველოა!"

ერთი, რისი თქმაც შეიძლება ამ ეტაპზე, არის ის, რომ რაც აკლია დღევანდელ ხელისუფლებას და რაც მომეტებულად ჰქონდა წინას, ეს არის პიარი. იმდენად რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევს ახალ ხელისუფლებას, რომ სრულად უნდა იყოს საზოგადოებისთვის ახსნილი ყველა ნაბიჯი, რომელსაც გადადგამს.

"ნაციონალური მოძრაობის" კავშირი მის ფანატებთანაც კი მაშინ გაწყდა, როდესაც საჭიროდ აღარ ჩათვალეს თავისი გადაწყვეტილებების ახსნა მოსახლეობისთვის. მსგავსი რამ რომ არ მოხდეს, ხელისუფლებას სჭირდება სწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, თავისი ნაბიჯების არგუმენტირება, რაც ივანიშვილს განვლილი საარჩევნო წლის განმავლობაში არ შეშლია. სწორედ ამიტომ გადაწყვეტილებების მიღებისას ზუსტად უნდა შეჯერდეს პოლიტიკური და სამართლებრივი მიზანშეწონილობის საკითხი და შეირჩეს მისი აღსრულებისთვის ოპტიმალური დრო და საშუალება; ანუ ის, რაც სამართლებრივად სწორია, კონკრეტულ დროსა და მონაკვეთში შეიძლება პოლიტიკურად რისკის შემცველი იყოს და პირიქით.

და მე ვფიქრობ, რომ ახალი ხელისუფლების მთავარი რისკ-ფაქტორი არა მორალურად გაცვეთილი "ნაციონალური მოძრაობაა", არამედ სწორედ ბალანსის დაცვა გადაწყვეტილებების მიღებისას პოლიტიკურ და სამართლებრივ  მიზანშეწონილობას შორის, მით უფრო, როცა მისი დეკლარირებული მისია სამართლის მიმართ ქვეყანაში ნდობის აღდგენაა. რითი შეძლებს "ქართული ოცნება" პოლიტიკური ქულების დაგროვებას: 1. სამართლის აღდგენით და 2. რამდენად ეფექტურ ფორმას შეარჩევს ამისთვის - ეს განსაზღვრავს, როგორც მის, ასევე ქვეყნის პოლიტიკურ ბედს ახლო მომავალში.

ხათუნა ლაგაზიძე
xeviscklispireli
18 ნოემბერი 2012 16:19
ფრთხილად თორემ ხალხი თუ გამოვიდა მოთმინებიდან წალეკავენ ამ უბედურებს.
lalo
17 ნოემბერი 2012 14:18
სააკაშვილები, ახალაიები, მინაშვილები... თუთბერიძის ქალები ყოველთვის არსებობდნენ და ეს ნორმალურია, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ახალი ხელისუფლება გავაფეტიშოთ, ოსანა და ალილუია ვუმღეროთ. როგორც ვიქცეოდით, ისე გვექცეოდნენ ზემოჩამოთვლილები, ახლაც თუ შიშით ხმას არ ამოვიღებთ, ახლაც თუ თავს დავხრით ,,ოცნების,, შეცდომებზე, მივიღებთ ახალ ნაცმოძრაობას თუ ჯანდაბას და ბრძენ პოლიტიკოსს ბრძნულად უთქვამს, ნებისმიერ ქვეყანას ან ხალხას ჰყავს ისეთი მთავრობა, როგორსაც იგი იმსახურებსო.
zvio
16 ნოემბერი 2012 19:41
ფრთხილად ნაციონალებო რამე არ მოგელანდოთ, თორემ თქვენ ნარჩენებსაც ვეგარ იპოვნიან ისეთ დგეში გაგატარებთ ხალხი
babu
14 ნოემბერი 2012 02:06
აი ეს ბოლო კომენტარი მომეწონაააააა
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გაუქმება (ე.წ. ბუნებრივი ბარიერის – დაახლოებით 1%-ის დაწესება)?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა