ვალერი ხაბურძანია - საქართველოში რუსულ კურსს 15-20%-იანი ელექტორატი ჰყავს - კვირის პალიტრა

ვალერი ხაბურძანია - საქართველოში რუსულ კურსს 15-20%-იანი ელექტორატი ჰყავს

საქართველოში დაბრუნებული უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია დღეს ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ შეხვდა. როგორც ხაბურძანიამ განაცხადა, იგი აპირებს პრორუსული პარტიის შექმნას. მისი თქმით, საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს სამი მიმართულების პარტიები: პრორუსული, ეროვნული და პროდასავლური.

ხაბურძანიას განცხადებით, პოლიტიკურ პარტნიორებად მოიაზრებს კახა კუკავას, მინდია გულუას, ნინო ბურჯანაძეს და ზურან ნოღაიდელს.

"მე ვფიქრობ, რომ რუსულ კურსს 15-20 პროცენტიანი ელექტორატი ჰყავს. საქართველოს პოლიტიკურ სისტემას გაუჭირდება პრორუსული ორიენტაციის გარეშე", - აცხადებს ხაბურძანია.

მისივე თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას ვერ ხედავს და საქართველომ უნდა იფიქროს კი სხვა ტიპის გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რომელიც შესაძლოა, მომავალში ჩამოყალიბდეს.

მისივე განცხადებით, პარტიის სახელწოდებაში აუცილებლად იქნება სიტყვა "თერგდალეულები". მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოში არის მხარდაჭერილი სეპარატიზმი და არა კლასიკური ოკუპაცია.

ხაბურძანიას ინფორმაციით, იგი რუსეთში დღეს მიემგზავრება და საქართველოში სააღდგომოდ დაბრუნდება.

"ინტერპრესნიუსი"