”მოვითხოვ რა, ფარაონი ვარ?”
18-03-2013
”მოვითხოვ რა, ფარაონი ვარ?”
"თახსირმა გიგი უგულავამ თქვა, რომ "მარშრუტკებთან" რაღაც წილები მქონია

"თუ ხალხს მოლოდინი ძალიან გაუგრძელდა, პროტესტს გამოხატავს"


სოსო ჯაჭვლიანი კატეგორიულად უარყოფს ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ თითქოს "ქართული ოცნების" დატოვებას აპირებს.

- მე ვთქვი, რომ ჩემი ადგილი არ იქნება იმ სახელისუფლებო გუნდში, რომელიც საქართველოს, ქართველი ერის წინაშე ჩადენილი საშინელი დანაშაულების ავტორებს არ დასჯის. ვინც ცოცხებით აწამებდა, ქუჩაში ხვრეტდა ხალხს, ქონებას ართმევდა, სისხლის ტბები დააყენა და ტერიტორიები ჩააბარა მტერს,
უნდა დაისაჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რა მესაქმება იმ სახელისუფლებო გუნდში, ვინც ამას არ გააკეთებს?

- ჯაჭვლიანი ულტიმატუმის სახით მოითხოვს "ნაციონალების" დაჭერასო?

- მოვითხოვ რა, ფარაონი ვარ?! ხალხი მოითხოვს ფაქტებზე რეაგირებას. გასცა თუ არა პრეზიდენტმა აფრასიძეების ოჯახის ამოწყვეტის ბრძანება? სააკაშვილის რეჟიმის დროს არ ჩახოცეს გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე,
გამცემლიძე? პროფესორი გურამ შარაძე არ დახვრიტეს? არ უნდა დაისაჯონ ამის ჩამდენები? დღეში ათი ათასი ადამიანი მირეკავს და მეკითხება, რას აპირებთო? იოლი ასატანია ეს? ვერ ითმენს ხალხი. ისე გაამწარეს, რომ ძნელია უთხრა, მოითმინეო.

პარლამენტში პირველი სესია რომ ჩატარდა, მაშინ რომ ჩაგვეტარებინა რეფერენდუმი ერთი კითხვით, რა ვუყოთ ნაცებსო, მთელი საქართველო ერთ პასუხს იტყოდა, დედა უტირეთო. 90% ხომ მაინც იტყოდა ამას? მაგრამ ამას ხომ ვერ ვიზამთ? თუ მოძალადეებს ძალადობით დავუპირისპირდებით, რა განსხვავება იქნება ჩვენსა და "ნაციონალებს" შორის? არსებობს სამართალდამცავი ორგანოები, რომლებმაც უნდა გამოიძიონ ეს ყველაფერი. ახლა ავტომატიან ხალხს იჭერენ და სასამართლო 5.000 ლარად ათავისუფლებს, მაშინ, როდესაც ზურაბ ადეიშვილის მინისტრობისას, სასამართლო მშიერ ბავშვებს პურის მოპარვისთვის ციხეს უსჯიდა. კობა დავითაშვილის თქმისა არ იყოს, სანამ სასამართლოები არ გაიწმინდება, ქვეყანაში უტიფარი კაცების მეორე ხელისუფლება იარსებებს. თუ ხალხს მოლოდინი ძალიან გაუგრძელდა, პროტესტს გამოხატავს.

- გამოსავალს რაში ხედავთ?
- ხალხთან გულწრფელ ურთიერთობაში. ჩვენი ზრუნვა უნდა იგრძნონ. შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს და კითხვები ყოველთვის იქნება, მათი მოსმენა უნდა შეგვეძლოს, თუ შეცდომა ვერ დაინახე, ვერასოდეს გაიზრდები. 

- საზოგადოება ყოველთვის იმას ჩიოდა, რომ წინა ხელისუფლება კრიტიკას არ ცნობდაო, თქვენს გუნდში ამ მხრივ როგორ არის საქმე?

- თითოეულს ჩვენი მოსაზრება გვაქვს, ზოგჯერ ყველაფერს არ ვუწონებთ ერთმანეთს. "ნაციონალებივით" ერთ ყალიბში ჩამოსხმულები არ ვართ. სამწუხაროდ, ქართველები კრიტიკას არ ვართ შეჩვეული. სწორედ ამის დამკვიდრებას ცდილობს ბიძინა ივანიშვილი.

- ბატონო სოსო, "ყვითელი მარშრუტკების" ამბავში როგორ მოხვდით?
- თვითონ დამიძახეს მძღოლებმა. მანამდე ავტობუსების ამბავი იყო. გლდანის რაიონშია მათი ავტოფარეხი და როგორც დეპუტატს, მთხოვეს მედიატორობა. მერია ოთხი დღის განმავლობაში არაფრად აგდებდა მათ პროტესტს. მე კონტაქტის დამყარებაში, კომუნიკაციაში დავეხმარე. მერე "მარშრუტკების" ამბავი დაიწყო და ახლა იქ დამიძახეს.

- მძღოლები ამბობდნენ, ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, ხვიჩა მაქაცარია, ჯაჭვლიანის ოჯახის ნათესავია და გვეიმედებოდა, რომ მძღოლების სათქმელს გადასცემდაო.
- თახსირმა გიგი უგულავამ თქვა, რომ "მარშრუტკებთან" რაღაც წილები მქონია. სასაცილოა. ტენდერი ვინ ჩაატარა, ქალაქის მერიამ, არა? მერე ვის გაამარჯვებინებდა, იმას ნამდვილად არა, ვინც მათ არ უნდოდათ.

- ხვიჩა მაქაცარია "კანონიერი ქურდის", მერაბ ჯანგველაძის ნათესავია. უგულავამ კანონიერი ქურდის ნათესავს გაამარჯვებინა ტენდერში?

- ეგ თაღლითები ვითომ ქურდებს ებრძოდნენ, სინამდვილეში თავად აკონტროლებდნენ ყველაფერს. "ნაციონალები" რომ მოვიდნენ, მხარი არ დამიჭერია მათთვის, მაგრამ გამიხარდა, ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ რომ დაიწყეს ბრძოლა. მაგრამ რად გინდა, ცოტა ხანში თვითონ მოტრიალდნენ და რაც გახდნენ, კი იცის ხალხმა. უგულავა თვითონ რასაც აკეთებს, სხვას აბრალებს. "მარშრუტკების" ამბავში, მაქაცარია არის თუ სხვა, ყველანი ერთმანეთთან "ჩაშკა-ლოჟკასავით" არიან.

- თქვენი ძმის, ბადრის მეუღლე ეკა, ცნობილი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის, "სუხუმსკის" დაა?!
- მეგობარსა და ნათესავზე უარს არ ვამბობ, არც ვმალავ, მაგრამ თუ ვინმეს წინაშე დანაშაული მიუძღვით, უნდა დაისაჯონ.

შულერი სააკაშვილივით კი არ ვარ, ვებრძვიო, რომ გაიძახოდა და თან "რამკიან" ქურდებს ხვდებოდა. ახალ მთავრობაზეც ვამბობ და იმაზეც, ვინც შემდეგში მოვა, უნდა დამყარდეს ისეთი სამართალი, რომ კრიმინალური სამყაროსკენ ნაბიჯის გადამდგმელი უსასტიკესად დაისაჯოს. 

- 19 აპრილს რა იქნება? შეგიძლიათ პროგნოზი გააკეთოთ?
- მაგარი სასაცილო ამბავი იქნება. გამოვიდნენ და შეიკრიბონ, ეს იქნება პულსის გასინჯვა. ვინც იქ მივა, კარგად დაინახავს, ვისაც უჭერს მხარს.

"ვისთვისაც სიტყვა უქმია, მასთან ჯოხითაც ვერას გახდები"
სოკრატე
antibneleti
21 მარტი 2013 11:24
რა ბნელია ის ქვეყანა, სადაც არტისტები, რეჟისორები, მოჭიდავეები სხედან ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით და ისინი განაგებენ ხალხის ბედს (!) ვაი ჩვენს პატრონს!
ახალი
20 მარტი 2013 10:21
ჩემო სოსო ჯობია ხალხს რაც შევპირდით ის გაუკეთოთ, არჩევნების მერე მოკვდა ყველაფერი და საშინელი მდგომარეობაა. გამეფდა დიდი შიში ხელისუფლებისადმი და შიშმა რა ციცის 1 ოქტომბერმა გამოაჩინა. შეიძლება თქვენ არც არავინ გეუბნებათ მაგრამ შეგიძლიათ სხვისი საშუალებით გაიკითხოთ ხალხი რა განწყობაზეა.
jimi
19 მარტი 2013 16:44
lia -ნაცი ხარ გოგო?

რედაქტორის რჩევით