"კბილაშვილის მოადგილეებს შორის გავლენის სფეროებისთვის ბრძოლაა გაჩაღებული"
08-04-2013
"კბილაშვილის მოადგილეებს შორის გავლენის სფეროებისთვის ბრძოლაა გაჩაღებული"
"არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრები ვიღაცებს ლობირებდნენ და არა მგონია, ეს უანგაროდ ხდებოდეს"

"მთავარი პროკურორის მოადგილე ჩხატარაშვილი სათავეში ედგა ყველა ბინძურ საქმეს"

"თუ უგულავას დაიჭერენ, სასამართლო მაინც გამოუშვებს და 19 აპრილის აქციას მოევლინება როგორც გმირი"


"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დააანონსა, - 19 აპრილს ბევრი რამ მნიშვნელოვნად შეიცვლებაო. კულუარებში ვრცელდება ხმა, რომ საცხრამეტაპრილოდ შესაძლოა გიგი უგულავა და ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი
დააპატიმრონ. ამ და სხვა თემებზე არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორ კახა კახიშვილს ვესაუბრეთ:


- არა მგონია, 19 აპრილის აქციაზე განსაკუთრებული რამ მოხდეს. ეს აქცია "ნაციონალური მოძრაობისთვის" ძალის დემონსტრირების საშუალებაა. სურთ, მხარდამჭერებს გაუჩინონ იმედი, რომ კიდევ რაღაც შეუძლიათ. შესაძლოა, ამ დღისთვის "ნაცმოძრაობას" პროვოკაცია ჰქონდეს ჩაფიქრებული. შეეცდებიან პროცესების ესკალაციას, შეეცდებიან, აჩვენონ,
რომ ხელისუფლება პრობლემებს უქმნის ოპოზიციას, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. თუ პრევენციულ ღონისძიებებს უზრუნველყოფს, პროვოკაცია ვერ განხორციელდება. 19 აპრილი ხელისუფლებისთვის იქნება ტესტი, რამდენად მზად არის პროვოკაციების ასაცილებლად...
გიგი უგულავას ან სააკაშვილის ხელისუფლების რომელიმე მაღალჩინოსნის 19 აპრილამდე დაკავება ხელისუფლების დიდი პოლიტიკური შეცდომა იქნება.

ეს გაზრდის "ნაცმოძრაობის" მოტივაციას, რომ თავი ჩაგრულ ოპოზიციად წარმოაჩინოს და უფრო მკვეთრ პროვოკაციაზე გადავიდეს. დღეს რამდენად არსებობს უგულავას პასუხისგებაში მიცემის ახალი საფუძველი, არ ვიცი, მაგრამ წინა პროცესზე სასამართლომ პროკურატურას შეტყობინება გაუგზავნა, არ გაბედოთ გიგის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაო... დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდება - თუ უგულავას დაიჭერენ, სასამართლო მაინც გამოუშვებს და 19 აპრილის აქციას მოევლინება როგორც გმირი.


პროკურატურაში დღეს ეყრდნობიან იმ კადრებს, რომლებიც ადეიშვილის დროს მუშაობდნენ. მათ კი იმდენად დაკარგული აქვთ კვალიფიკაცია, ვერ უზრუნველყოფენ ბრალის ისეთ დასაბუთებას, რომ სასამართლოს არ მიეცეს პროკურატურის ლაფსუსების გამოყენების საშუალება. ეს კადრები ადეიშვილის დროს შეჩვეული იყვნენ, ცარიელი ფურცლები მიეტანათ სასამართლოში, რაც საკმარისი იყო, რომ ბრალდებულისთვის პატიმრობა შეეფარდებინათ. დღეს სასამართლოს აქვს დაკვეთა, რაც შეიძლება მეტი პრობლემა მოუნახოს პროკურატურას. პროკურატურის ცენტრალურ აპარატთან ვისაც შეხება აქვს, დაგიდასტურებთ, რომ კბილაშვილის მოადგილეებს შორის გავლენის სფეროებისთვის ბრძოლაა გაჩაღებული. გარდა ამისა, ბევრი კადრია, რომელთაც ადეიშვილის დროს გაიკეთეს კარიერა და მასთან ვალშია. არ არის გამორიცხული, ამ ხალხმა ისეთი პრობლემები შექმნას, რის გამოც ახალი ხელმძღვანელობა გაილანძღება.

- როგორც ვიცი, პროკურატურაში საკადრო ცვლილებები დაიწყო.

- მე ვიცი, რომ პროკურატურაში ბრუნდება ის ხალხი, რომელთაც ბევრი დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი და არჩევნების წაგების შემდეგ საქართველო დატოვეს. უმრავლესობა დაბრუნდა და არ ვიცი, რა ნაცნობობის წყალობით არა მარტო აღდგნენ სამსახურში, არამედ ზოგი დაწინაურდა კიდეც.

ერთი პროკურორი, რომელიც ადეიშვილის დროს მოწმეებს პირადად სცემდა კაბინეტში და არჩევნების შემდეგ საქართველოდან წასულიც იყო, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაინიშნა. იყვნენ პირები, რომლებიც მუშაობდნენ ფინანსური პოლიციის ზედამხედველობის სამმართველოში, რეალურად კი ფინანსურ პოლიციას "უპრავებდნენ" ბიზნესმენებისთვის თანხების წართმევას, აიძულებდნენ როგორც თეთრი, ისე შავი ფულის მოტანას და ეს ხალხიც დააბრუნეს პროკურატურაში. მთავარი პროკურორის მოადგილე ჩხატარაშვილი, რომელიც განსაზღვრავდა პროკურატურის პოლიტიკას და სათავეში ედგა ყველა ბინძურ საქმეს, დღეს საქართველოშია და მისი რეკომენდაციით ინიშნება პროკურატურაში ხალხი. თავად ჩხატარაშვილით კი რატომღაც პროკურატურა არ ინტერესდება. საზოგადოებას მივმართავ, დაინტერესდნენ იმ კაცის ვინაობით, ვინც იძიებს 26 მაისის მოვლენებს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში და ვინ არის მისი კურატორი. როგორც ვიცი, ამ საქმეს იძიებს ის, ვინც "აპრავებდა" 26 მაისს სპეცრაზმისა და პოლიციელების უკანონო მოქმედებას.

- საყვედურები გაისმა შს სამინისტროს საქმიანობაზე, რის შემდეგაც საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ ღარიბაშვილს მიზანმიმართულად ულახავენ ავტორიტეტს.

- ღარიბაშვილი ივანიშვილთან ყველაზე დაახლოებული ადამიანია და ვინც პრემიერის შესუსტებას შეეცდება, პირველად იერიშს ღარიბაშვილზე მიიტანს. მან ყველა ქმედება და გამონათქვამი იმდენად უნდა გააანალიზოს, რომ პრესასა და მისი სკამის შერყევით დაინტერესებულ პირებს არ მისცეს შეტევის საშუალება. დღევანდელი შს მინისტრის სავარძლის შერყევა ავტომატურად ნიშნავს ივანიშვილის შერყევას. შს სამინისტროშიც არის ხალხი, რომელიც ასრულებდა "ნაცმოძრაობის" დავალებებს.

ეს ხალხი დღეს რომ ერთგულებას ეფიცება ღარიბაშვილს, სულაც არ ნიშნავს, რომ რეალურად მისი ერთგულია.
სანამ ღარიბაშვილი მინისტრი გახდებოდა, ვიღაცები შს სამინისტროში მასზე ინფორმაციას აგროვებდნენ, აქვთ მონაცემები და იციან მისი სისუსტეები. შს სამინისტროში ბევრი ისეთი პირია, რომლებიც მერაბიშვილის დროს დაწინაურდნენ. ეს ადამიანები გარკვეულწილად ვალდებულებას გრძნობენ მერაბიშვილის წინაშე და თუ დღეს ყველას დასანახად არ ელაპარაკებიან მას, არ ნიშნავს, რომ ფარულად არ აწვდიან ინფორმაციას ან არ ხვდებიან...
რაღაც მასალა აუცილებლად ექნება გადამალული "ნაცმოძრაობას", რომ საჭირო დროს გამოიყენოს. შს სამინისტროში ყველა პოლიტიკოსზე არსებობდა ფაილები, სადაც შესწავლილი იყვნენ პოლიტიკოსები, მათი ოჯახის წევრები, მათი კავშირები და მაკომპრომეტირებელი მასალები... ხელისუფლებას ძალიან დიდი ავანსი აქვს. ეს არის ივანიშვილისადმი დიდი ნდობა და მეორე ის, რომ "ნაცმოძრაობა" საფრთხობელად არის ქცეული.

უკმაყოფილო ხალხი თავს ჯერჯერობით იმიტომ იკავებს, რომ "ნაცმოძრაობა" კიდევ ინარჩუნებს ბერკეტებს, მაგრამ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მკაცრად მოსთხოვენ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენას.
მაქვს განცდა, რომ გარემოცვა პრემიერს ეუბნება, რომ არ შეიძლება სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება. არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკან ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრთა პირადი ინტერესები იდგეს. ისინი ვიღაცებს ლობირებენ და არა მგონია, ეს უანგაროდ ხდებოდეს.
aka
10 აპრილი 2013 10:58
მაინტერესებს, რატომ ვერ უმტკიცებენ დანაშაულს, ამდენ წინასწარ გახმაურებულ ,,დამნაშავეებს,,..თუ დამნაშავეს ვერ უმტკიცებ დანაშაულს, უნდა გაუშვა. არ შეიძლება თვეების განმავლობაში ავრცელებდე ბრალდებებს, სხვადასხვა საშუალებებით, ვინმეს დანაშაულზე და მისი დაპატიმრების შემდეგ, ასევე თვეების განმავლობაში ვერ უმტკიცებდე დანაშაულს. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ეს პრეზიდენტია, ქალაქის მერია, თუ ვინმე რიგითი კაცის მკვლელი. მართლმსაჯულება უნდა ებრძოდეს ცილისმწამებლურ ბრალდებების გამავრცელებელ სუბიექტებაც, და არა მარტო ,,დასაჭერ,, პირებს. ცილისმწმებლებიც მკაცრად უნდა დასაჯონ. თუ ამას შეასრულებენ, მაშინ მკვეთრად შემცირდება იმ საჩივრების რაოდენობა, რომლითაც ასე ამაყობს ბატონი კბილაშვილი.
mm
09 აპრილი 2013 14:21
ამ კაცის არაფერი აღარ მჯერა, რაღაც მაგარ შრშინებულს გავს, მასე მთელ სქართველოს მიქარული ქონია და დამნაშავეები ვეღარ დაგვიჭერია საერთოდ, ხალხა რა ბათონო კბილაშვილო, მემგონი არც თქვენ გექნებათ კარგი ბოლო
ANTINACISTI
09 აპრილი 2013 04:19
ნაცებს მცირე მასშტაბის ნიურნბერგის პროცესი უნდა მოუწყონ ეგ იკნება სამარტლიანობა!რაც შეეხება მაგატ მომხრეებს რა არის ამ ტვინგაწყალებულ ამებებზე და მედროვეებზე ტუ უბრალოდ ყოვლად უტვინო არსებებზე სასაუბრო?ამის გირსადაც არ გტვლით!აი მაგ აკციაზე კი გაიფარტხალონ ბოლოჯერ ამ მეცოცხე პარტიის ნაშთებმა და მაგატმა მხარდამჭერებმა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები