ღიმილიანი ამერიკა
15-04-2013
ღიმილიანი ამერიკა
ცნობილმა ამერიკელმა ექსპერტმა პოლ გობლმა ორი დღის წინ ეკა ბერიძის ეთერში საუკეთესო მასტერკლასი ჩაგვიტარა საქართველოს მთელ პოლიტიკურ ელიტას, საექსპერტო თუ ჟურნალისტურ თანამეგობრობას: საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პერსპექტივებზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკმაოდ რეალურ შანსებზე საქართველოს მიერ გათვლილი და აწონილ-დაწონილი პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში.

ვუსმენდი და ვფიქრობდი, სააკაშვილის 9-წლიანი საომარი რიტორიკით და ქმედებებით გაჯერებული მმართველობის პერიოდში, ხომ არსებობდა ასეთი ამერიკაც: პრაგმატული, გონიერი, კეთილგანწყობილი და საქართველოსთვის მოცემულ ისტორიულ მონაკვეთში ყველაზე ეფექტური და სწორი გეზის მომცემი.
ამერიკა, რომელიც ამბობდა და ამბობს, რომ საქართველოს გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ გადის არა სამეზობლოსთან კონფრონტაციაზე, არამედ თანამშრომლობაზე. ამერიკა, რომელსაც აინტერესებს არა რუსეთის სამიზნედ ქცეული საქართველო, არამედ საქართველო, რომელსაც შეუძლია და უნდა იკისროს კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. და ეს სწორედ ის ამოსავალი წერტილია, რომელმაც ბიძგი უნდა
მისცეს, ერთი მხრივ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მეორე მხრივ, რუსეთის  ერთიანი სხეულის შენარჩუნებას თუ დაშლის პროცესის შეკავებას. ეს კი საქართველოს ინტერესშიც შედის, რადგან თვალსაწიერ მომავალში რუსეთიდან ჩრდილო კავკასიის გამოყოფის ქაოსურმა და დამანგრეველმა პროცესმა შეიძლება წალეკოს ფაქტობრივად უსაფრთხოების ბარიერებმოშლილი საქართველო.

პოლ გობლი ამბობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი შეცდომა იყო ის, რომ 1989-91 წლებში მსოფლიოში არსებულ რეალობაში ჩარჩა და მთელი 9 წელი იქცეოდა ისე, თითქოს დარაბებს მიღმა 90-იანი წლების გარიჟრაჟი იდგაო, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა და დასავლეთი ნებისმიერი ფორმით მზად იყო დაეცვა ამ პროცესში თავისი აქტიური მოკავშირეები.

პოლ გობლს არ უთქვამს ის, რომ მის პარალელურად არსებობს სხვა ამერიკაც, უფრო ზუსტად ამერიკის პოლიტიკური ელიტის ის ნაწილი, რომელიც ასევე ჩარჩა არცთუ შორეულ 90-იან წლებში და რომელიც საქართველოს განიხილავს ძირითადად როგორც ფორპოსტს და უკაცრავად პასუხია და - წყლულს„რუსული დათვის“ ტანზე. სწორედ მათი ადეპტი იყო სააკაშვილი და ის, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, პოლ გობლის ანალიზის ლოგიკიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროვოკაცია იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რუსეთისთვისაც, რადგან მან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის სახით მიიღო ჩრდილო კავკასიაში ჩადებული უზარმაზარი ძალის მქონე ნაღმი: მარტივი ფორმულაა - ჩრდილო კავკასიაში ცენტრიდანული ტენდენციების გაფართოება პირდაპირპროპორციულია აფხაზეთის აღიარების პროცესის გაღრმავებისა.

ამერიკელ ანალიტიკოსს სულ რამდენიმე მონასმი დასჭირდა იმისათვის, რომ დაენახებინა ოპტიმალური გზა: 1. ნატოსა“ და „ევროკავშირისკენ“ და 2. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. ჩვენი სტრატეგიათმოძულე და ახლომხედველი პოლიტიკური კლასის საყურადღებოდ, თავს ნებას მივცემ და ამ ორი მიმართულებით შევაჯამებ გობლის თეზისებს.

ნანატრი ალიანსები

1. ქართველები ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა, რაც არა მხოლოდ უფლებები, არამედ მოვალეობებიც არის. ეს ითხოვს კანონების, მიდგომების, ქცევის ფუნდამენტური ნაბიჯების რევიზიას, რისთვისაც ხელისუფლებამ ხალხი უნდა ამზადოს და ემზადოს თვითონაც;

2. მეზობლებთან ურთიერთობის დარეგულირება -„ევროკავშირის“ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ნატოსა და ევროკავშირში უფრო მალე მოხდება რუსეთთან თანამშრომლობის და არა კონფრონტაციის რეჟიმში მყოფი საქართველოს გაწევრება;

3. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან საქართველოს ამ ათწლეულში ნატოსა“და ევროკავშირში“გაწევრების ყველაზე რეალური შანსი აქვს.

გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!

1. მოიხსენით რუსეთის კომპლექსი: კოზირები მხოლოდ რუსეთის ხელთ არ არის! დროა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს კეთილგანწყობა რუსეთს ისევე სჭირდება, როგორც ჩვენ მისი;

2. მუსლიმური ჯგუფებისგან მომავალი საფრთხე, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, ცენტრალური აზიისა და ჩრდილო კავკასიის რეგიონებიდან ემუქრება რუსეთს, მას აიძულებს დაინახოს, რომ სჭირდება ძლიერი მართლმადიდებელი მოკავშირე საქართველოს სახით;

3. მხოლოდ სომხეთზე დაყრდნობა რუსეთს ბევრს არაფერს აძლევს სამხრეთ კავკასიაში. საქართველო არის გზა და გასაღები აზერბაიჯანისკენ, ირანისა და სპარსეთის ყურისკენ;

4. ჩრდილო კავკასიაზე კონტროლი წარმოუდგენელია სამხრეთ კავკასიის გარეშე. ამ მიმართულებითაც საქართველომ შეიძლება შესთავაზოს რუსეთს ის, რაც მას სასიცოცხლოდ სჭირდება: ტერიტორიული მთლიანობა ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ!

5. უახლოეს 5 წელიწადში აფხაზეთი რუსეთისთვის შეიძლება ისეთ საშიშროებად იქცეს, რომელიც მას შავი ზღვისგანაც დააშორებს და ჩრდილო კავკასიის სახით უფრო დიდ ტერიტორიაზე დააკარგვინებს კონტროლს. წარმოიდგინეთ, რომ აფხაზეთის საერთაშორისო აღიარება მოხდა და ნატოს ყველა ქვეყნის საელჩო განლაგდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. რას შვრება ამ დროს სტიმულმიცემული და შეგულიანებული ჩრდილო კავკასია?! რუსეთი ხომ საერთოდ დაკარგავს კონტროლს კავკასიაზე?! ამიტომ, რუსეთისთვის აფხაზეთის საქართველოსთვის მიყიდვა შეიძლება ძალიანაც ხელსაყრელი გახდეს;

6. საქართველოს შეუძლია აფხაზეთთან დაკავშირებით „პროფკავშირების პრინციპით“ იმოქმედოს: პროფკავშირები ძლიერი მაშინაა, როცა იმუქრება და არა როცა გაფიცვას იწყებს. რატომ არ შეუძლია საქართველოს „დაემუქროს“ რუსეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, რაც რუსეთს ჩრდილოკავკასიურ კოშმარად ექცევა?!

და საერთოდ, ვიყოთ ოპტიმისტები და კრეატიულები, ქართველებო. არსებობს ამერიკა მაკკეინის და ამერიკა პოლ გობლის. და თუ შევიყვარებთ ჩვენს ქვეყანას, მივხვდებით, რომ საქართველო ის კოზირია, რომლის გაჭრაც 2500-წლიანმა ისტორიამ ვერ მოახერხა და მომავალსაც თავაწეული შევხვდებით.
ვაი ჭკუისაგან
24 აპრილი 2013 20:49
შევარდნაძის. დროს. გვარწმუნებდნენ,რომ. არსებობდა. ორი რუსეთი:კარგი. და. ცუდი.. ეხლა. ვგებულობთ, რომ. არსებულა .ორი. ამერიკა: კარგი (გობლი) და .ცუდი(მაკკეინი).. ხომ .არ .დავეკითხოთ.ქართველები.კარგი.ამერიკის.შესახებ.აშშ-ს.მეზობლებს,მაგ:მექსიკას.ან .თუნდაც.ვენესუელას,ერაყს,ავღანეთს,ვიეტნამის .გადამწვარი.სოფლების.მცხოვრებლებს,იუგოსლავიის(სერბეთის)დაბომბილ.მონასტრებს..ისე .არ.გამიგოთ,თითქოს.რუსეთუმე.ვიყო:ჩემთვის .სულერთია.ჩემ.შვილებთან.ერთად.მგელი.შემჭამს.თუ.მგლისფერი.ძაღლი-რუსი.მომსრავს.ბომბებით.თუ.ამერიკელი.პორნოგრაფიით.
ძალიან.მაინტერესებს.ამ.საკითხზე.ქ-ნ.ხათუნა.ლაგაზიძის აზრი,იქნებ.კარგი.ამერიკისგანაც.მხოლოდ.ამერიკის.ინტერესების.გატარებას.უნდა.ველოდეთ.და.ხვალ.ამერიკის.და.საქართველოს.ინტერესები.რომ.აღარ.დაემთხვეს.რას.უნდა.ველოდეთ.კეთილი.ძია.სემისაგან.ერაყულ-ავღანურ.ვარიანტს?
vep1963
19 აპრილი 2013 16:39
საქართველოს ყველაზე დიდი მტერი რუსეთი კი არა და თვითონ ქართველები არიან ,თავიანთი გაუკუღმართებული მეხსიერებითა და რეალობის გაუკუღმართებული ხედვით.თქვე დალოცვილებო რუსეთი ისე მართავდა და მართავს ჩრდილოეთ კავკასიას როგორც მას სურდა და სურს.ის ყველაფერი რაც ამ რეგიონში ხდება და ხდებოდა რუსეთის სცენარით მიმდინარეობდა და მის კონტროლს ექვემდებარებოდა.ვერცერთი ჩრდილოკავკასიური ერი თუ რუსეთს თვითონ არ უნდა ,მასთან კონფრონტაციაზე ვერ და არ წავა.ამიტომ მოეშვით უაზრო ლაპარაკს იმაზე, რომ თუ ჩვენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ ქვეყნებადა ვცნობთ ამით რუსეთს დიდი პრობლემები შეექმნება ეს მოსაზრება მინიმუმ მიამიტურია, მაქსიმუმ კი იდიოტური.თქვე დალოცვილებო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობას რუსეთის პასპორტები აქვთ,და თქვენ ფიქრობთ რომ მათ რუსეთისაგან დამოუკიდებლად უნდათ ცხოვრება?რომც უნდოდეთ კიდეც და რუსეთმაც რომ ნება დართოს რუსეთის გარეშე მაინც ვერ იცხოვრებენ.ამიტომაც ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო ,რომლებიც ამ აზრზე ხართ დროა აზრზე მოეგოთ,თორემ ორჯონიკიძესა და მის თანამოაზრეებს ამაზე მეტი კი არაფერი გაუკეთებიათ.აფხაზი და ოსი ჩემი ძმები ვერ იქნებიან მანამდე სანამ ,რუსების გარეშე ერთად არ დავსხდებით და ჩვენი შუღლის მიზეზებს მიუკერძოებლად არ განვიხილავთ.აი სწორედ მაშინ გამოჩნდება ვინ რა და როგორ გააკეთა,როგორც ქართველმა ასევე ოსმაც და აფხაზმაც და აგრეთვე ჩეჩენმა და სომეხმაც.ეს ასე თუ არ გაკეთდა ქართველები ,რომც დაბრუნდნენ თავიანთ კერაზე ისინი იქ ყოველთვის დენთის კასრზე მსხდომებივით იქნებიან.ვინაიდან რუსს როგორც კი დასჭირდება ეგრევე მოგვისევს აფხაზებსაც, ოსებსაც,ჩეჩნებსაც,სომხებსა და კაზაკ-ჩერქეზებს და კიდევ რა ვიცი რამდენ ურჯულოს თვითონ კი მათ ზურგს გაუმაგრებს და მერე იტყვის ჩემგან რა გინდათ ეს რუსეთი კი არა და აფხაზები და ოსები გებრძვიანო და ისევ მშვიდობის მყოფელ მანტიას მოისხამს.გამოსავალი ამ საქმიდან ერთია რუსეთი უნდა მოცილდეს რეგიონს ვიცი ეს სათქმელადაა ადვილი და ასევე დროც ქარტველების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მაგრამ ეს ასეა.ქართველებს მოთმინებით ერთმანეტის გატანისა და დაუღალავი შრომის და ბრძოლის ფასად შეუძლიათ მიზნის მიღწევა მითუმეტეს მაშინ როდესაც მსოფლიოს ცივილიზებური ქვეყნებისათვის აფხაზეთიცა და სამაჩაბლოც საქართველოს განუყოფელ ნაწილებად ითვლებიან.
yuriburi
16 აპრილი 2013 14:58
გეთანხმებით ქ-ონო Nუცი!
ქართული პოლიტიკა ჯერ ბოლშევიკმა ქართველებმა თუ არაქართველმა "კაცებმა" (უფრო სწორად არაკაც ღორებმა)
წაბილწეს, ხოლო ეშმაკის მოციქულმა შევარდნაძემ საერთოდ გარყვნა ქართული პოლიტიკა! აბა ერთი კაცი დამისახელოს ვინმემ ედიკას ან მიშას ირგვლივ მოთარეშე მამრებში!!!

სწორედ ქ-ონ ხ. ლაგაზიძის, თ.წულუკიანის, ნ.ლეჟავას და სხვა ერონული ზნეობისა და ღირსებების მატარებელმა ქალბატონებმა უნდა მოიყვანოს აზრზე ეს ჩვენი ვაიპოლიტიკოსი მედროვე მამაკაცები! ისე ბ.ივანიშვილი ხშირად უკითხავს ზოგიერთს ლექციებს მაგრამ მე მგონი უშედეგოდ!!! ნეტავ ვცდებოდე!

რედაქტორის რჩევით