"ჩვენ ვგულშემატკივრობთ "ნაციონალებს"
15-04-2013
"ჩვენ ვგულშემატკივრობთ "ნაციონალებს"
"19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობა"  სასიკვდილო დარტყმას მიიღებს"

"პრეზიდენტი გაუბედურდა და თანამდებობისთვის მეტისმეტად  შეუფერებლად იქცევა!"


"ველოსიპედიდან ჩამოვარდა თუ ტრაილერს შეეჯახა?" - პრეზიდენტის "ფეისბუკის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით,  ის ველოსიპედით ვარჯიშის დროს დაშავდა და მკურნალობა სტამბოლის ამერიკულ ჰოსპიტალში ჩაუტარდა, სადაც მარჯვენა მხარის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინეს. ქირურგებმა სააკაშვილის მოტეხილი მხარი მეტალის ფირფიტების ჩადგმით დააფიქსირეს და  ნაჭრილობევზე 40 ნაკერი დაადეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ენაკვიმატობით გამორჩეულმა ლევან ბერძენიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ოდესმე მსოფლიოს რომელიმე მაღალი ხიდიდან
დაბლა არ დაენარცხება ფეხზე თოკგამობმული მიხეილ სააკაშვილი.


- ადამიანები ვართ და შემთხვევისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ აშკარად თვალში საცემია ის, რომ პრეზიდენტი ბოლო ხანებში მეტისმეტად თანამდებობისთვის შეუფერებლად იქცევა. ამაზე მეტყველებს დაცვაზე უარის თქმა, ელექტრომობილითა და ველოსიპედით მარტო სიარული... რაც დრო გადის, ის საკუთარ თავს აღარ
ეკუთვნის.

ამას თავისებური ფსიქოლოგიური ახსნა აქვს, - სააკაშვილი გაუბედურდა იმით, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა გამოეცალა ხელიდან. სამწუხაროდ, გამორიცხული არ არის, რომ პრეზიდენტი ტრაილერს შესჯახებოდა. მერე რა, თუ ეს არც ერთი სხვა ქვეყნის პრეზიდენტს არ დაემართება. რა თქმა უნდა, სხვები სპეციალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მაგრამ რა გითხრათ? ჯერჯერობით ისიც დადებით მოვლენად მიმაჩნია, რომ სააკაშვილი გაუხედნავი ცხენით არსად გარბის, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხიდიდან ფეხზე თოკგამობმული არ ხტება და პარაპლანით არ სარგებლობს. მისგან ესეც არ გამიკვირდება.

- რეზო ესაძემ თქვა, ეს ჩვენი პრეზიდენტი ისე ენერგიულად აქნევდა ხელებს, სულ არ ეტყობოდა, რომ სამგან მოტეხილ მხარზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებულიო.
- ალბათ, ბატონ რეზოს გიგი წერეთლის სიტყვებით უნდა ვუპასუხოთ - საქართველოს პრეზიდენტს კარგი რეგენერაციის უნარი აქვს.
სრულიად სოლიდარული ვარ დავით უსუფაშვილის მიმართ, რომელმაც პოლონეთის დელეგაციას მოუწოდა, ყურადღება მიაქციოს სააკაშვილს, რადგან ის ხიფათიანია და შესაძლოა, მათ ქვეყანაში ვიზიტის დროსაც  მის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს.

- ბატონო ლევან, 19 აპრილი მოდის და როგორ ფიქრობთ, "ნაციონალურ მოძრაობასაც" აქვს კარგი რეგენერაციის უნარი?

- ჩემი აზრით, 19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობა"  სასიკვდილო დარტყმას მიიღებს. იმიტომ, რომ მათ ძალიან დიდი მოლოდინი გააჩინეს თავიანთ მომხრეებში, შთააგონეს, რომ შეუძლიათ მთავრობის დათხოვნა, გადაყენება, დამხობა და ა.შ. ახლა ასეთი რამის მომლოდინე მხარდამჭერებს თუ გამოუცხადეს, დღეს არა, მაგრამ სამ თვეში აუცილებლად შევიკრიბებით იმისთვის, რომ მთავრობა გადავაყენოთო, ეს "ნაცმოძრაობისთვის"  ხარაკირის გაკეთების ტოლფასი იქნება. შეიძლება, ამ შეკრებაზე უთხრან ხალხს, ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ევროპულ გზას ირჩევსო. ეს ცუდი არ არის. თუმცა პრობლემაა ის, რომ ვანო მერაბიშვილი იტყვის ამას, რომელსაც არც გარეგნულად, არც ლაპარაკით და არც ენების ცოდნით ევროპელობის არაფერი ეტყობა. სიმართლე გითხრათ, ჩვენ ვგულშემატკივრობთ "ნაციონალებს", დაე, შეიკრიბონ, მიზნები დასახონ. ამ პროცესს ხელს არ შევუშლით.

- პრემიერიც ადასტურებს, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში საკვანძო თანამდებობები ისევ უჭირავთ პირებს, რომლებიც "ნაციონალების" დაკვეთების შემსრულებლებად ითვლებოდნენ.

- ვაღიარებთ, რომ ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ არ არის გადაუჭრელი. უბრალოდ, ჩვენ არა გვყავს პროკურორებისა და პოლიციელების სათადარიგო გუნდი, რომ  ერთიმეორე ადვილად ჩავანაცვლოთ. ეს არც იქნება სახარბიელო და  დადებითი შედეგის  მომტანი. უმჯობესია, თანდათან მოგვარდეს საკადრო პოლიტიკა.

- "ქართული ოცნების" აქტივისტები უკმაყოფილო არიან, რომ აჭარაშიც "ნაციონალები" ინიშნებიან საკვანძო თანამდებობებზე, მათ სახელებსა და გვარებსაც აზუსტებენ.

- არ გინდათ, ნუ დაასახელებთ ამ სახელებსა და გვარებს... მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელი ვარ, მაინც  არაფრის მთქმელი იქნება ჩემთვის ეს სახელ-გვარები. ერთ რამეს გეტყვით - თუ ვინმე სადმე დაინიშნა, ეს მოხდა არა იმიტომ, რომ ის "ნაციონალურ მოძრაობაში" იყო, არამედ იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურ გუნდში აღარ არის.  მესმის, რომ "ქართული ოცნების" აქტივისტები ამით კმაყოფილი ვერ იქნებიან, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ საზოგადოების რიგებიდან პოლიტიკური ნიშნით ვერავის მოვკვეთთ. პირიქით, შევეცდებით სამსახურებიდან არავინ გავუშვათ ისეთი, ვინც გასაშვები არ არის. ეს სრულიად ჯანსაღი პროცესია.
zaza
16 აპრილი 2013 20:15
ბატონო ლევან კარგათ მიიხედმოიხედეთ კადრების მეტი რაარის ,მართალია წინამთავრობამ დააკონსერვა 40 წელსგადაცილებული სპეციალისტები მაგრამ ისინი მაინც არსებობენ დაპროფესიონალებიც არიან თავისი საქმის .
giorgi
16 აპრილი 2013 12:47
ბატონო ლევან, ბათუმზე გამახსენდა, რას შვება პოლიციელი თელია? მოარჩინეს ისე, რომ ნარკოანალიზი ჩაუტარონ? დიდი ამბები ხდება საქართველოში, მაგრამ ამ პაწია დანაშაულსაც უპასუხოდ ნუ დავტოვებთ. ნუთუ ასეთი ძნელია, სთქვა, შემეშალა და ასე მეტად აღარ მოვიქცევიო?! მეც კმაყოფილი ვიქნები და ნაცისტებსაც ბურთს ჩავჩრით იმ მყრალ ხახაში! მინდა სამართლიან ქვეყანაში ცხოვრება!
muxrani
16 აპრილი 2013 07:56
კადრების მეტი რა არის? მაგრამ პატიოსანი ხალხი არ აწყობთ, თავიანთ ჭკუაზე ვერ ათამაშებენ. ასე იყვნენ ბოლშევიკები, ასე იყო მიშაც და ასე იქნება ახლაც

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები