ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
22-04-2013
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
ირანული საინფორმაციო სივრცე საქართველოში

ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებულ ირანელთა რაოდენობა უკვე 6000-ს აღწევს

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ირანის აქტივობაზე ორი ძალზე დამაფიქრებელი ინფორმაცია გავრცელდა: საქართველოში მაუწყებლობა დაიწყო ირანის სახელმწიფო რადიოს ქართულენოვანმა ფილიალმა და საიტმა დამაინტრიგებელი თემებით და სათაურებით, მაგ.: "ისლამი",„"ანტისიონისტური იარაღი" და სხვა, სადაც ფართოდ მიმოიხილება ამერიკის ხელისუფლების შეცდომები როგორც საგარეო, ასევე შიდა პოლიტიკაში, რუსეთის აქტივობები ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით და ა.შ. მოკლედ, ანალიტიკოსებისა და შესაბამისი პროფილის სამსახურებისთვის ფიქრისა და
განსჯის დიდი საბადოა. პარალელურად, ბი-ბი-სიმ გამოაქვეყნა საკმაოდ ინფორმაციული სტატია საქართველოთი ირანელების განსაკუთრებული დაინტერესების შესახებ.

სტატია გვაუწყებს, რომ საქართველოში ირანელებისთვის ყოველკვირეული ჟურნალიც კი იბეჭდება, რომელიც ირანელებს საქართველოს კულტურას, ტრადიციებს და სამართალს აცნობს, ხოლო ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებულ ირანელთა რაოდენობა უკვე 6000-ს აღწევს. ბი-ბი-სი არაფერს გვატყობინებს განსაკუთრებულად
საინტერესო თემაზე: რომელი რეგიონის მიმართ იჩენენ განსაკუთრებულ დაინტერესებას ანუ სად უფრო კომპაქტურად სახლდებიან ირანელები საქართველოში? და უვიზო რეჟიმის და საქართველოში ირანელთა ასეთი მოძალების პირობებში, არის თუ არა  რადიკალური ისლამისტური მიმდინარეობების მომხრეთა მასობრივი შემოდინების საშიშროება და გააქტიურება განსაკუთრებით ქვემო ქართლის რეგიონში?

ირანთან, როგორც რეგიონში ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ და ძლიერ მოთამაშესთან, საქართველოს, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა მართებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირანს რეგიონში და მათ შორის, საქართველოშიც, თავისი ინტერესები აქვს, რომელიც შეიძლება არ თანხვდებოდეს არც საქართველოს და არც დასავლეთის ინტერესებს. მეორე მხრივ, ირანში ხელისუფლებისგან ნაკლებად კონტროლირებადი რადიკალური ისლამისტური ჯგუფებიც არსებობს, რომელთაც შეიძლება სურდეთ საქართველოში, კერძოდ, მის აზერბაიჯანელი მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში - ქვემო ქართლში -„საგანმანათლებლო“ მოღვაწეობის გააქტიურება. რას უქადის ეს საქართველოს?! საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული მიზნებისადმი აქამდე ყოველთვის ლოიალურად განწყობილი აზერბაიჯანელი მოსახლეობის ნაწილის გარადიკალებასა და სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელი ქცევის წესის დამკვიდრებას ხომ არა?! ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვემო ქართლში ირანული მასტის რადიკალური ისლამის გააქტიურება საფრთხეს შეუქმნის აზერბაიჯანის სახელმწიფო ინტერესებსაც, რაც ასევე უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლებამ. საინტერესოა, ახალი ხელისუფლების რომელი სტრუქტურაა დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხების შესწავლა-გამოკვლევით?!
Iengichari
26 აპრილი 2013 05:46
ბათუმზე რატომ არ წერ 20000 ოსმალო რომ შესევია და აზიზეს მეჩეთზე ოცნებობს. თურქები დაგვასვეს თავზე, ახმედის მეჩეთი ხომ აღვუდგინეთ ახალციხეში, თურქეთის ჰარამხანა ხომ მარაგდება გურჯი ხათუნებით?
yuriburi
25 აპრილი 2013 18:26
ყველას ვეთანხმები ვინც ასეთი სტატიების ფაქტობრივად, ასევე ობიექტურად შესწავლისა თუ პროფესიული ჟურნალისტური გამოძიების გარეშე აქვეყნებს!
მაშინ როდესაც ზვიად გამსახურდია დიდი სირთხილით აცხადებდა საქართველოში ქართველი არ უნდა იჩაგრებოდესო! კგბ-ს (იგივე რუსული სუკ-ის ფილიალი) მამაშინდელმა სპეცსამსახურებმა არაქართველი (ასევე ნაძირალა ქართველი აგენტების) აგენტური მეშვეობით შეაბრუნა ეს "ლოზონგი", ზვიადმა თქვაო: საქართველო ქართველებისთვისო! არსად ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ზვიადს ან მერაბს მსგავსი რამ არ უთქვამთ! თუმცა თავი კარგად უნდა დავიცვათ სხვადასხვა ქვეყნების სპეც სამსახურების აგენტებისაგან. საქართველო ედვარდ "გიორგიმ" და მისმა სულიერმა შვილმა სააკოვმა უცხო ქვეყნების სპეც-სამსახურების საჯირითო ასპარეზად გადააქცია, ამ ნაღმების გაუვნებელყოფას თუ პროფესიულად არ მიხედავს თვით ბ. ივანიშვილი მალე კატასტროფის წინაშე დავდგებით! აშკარაა რომ მის წინააღმდეგაც დიდი მუშაობა მიდის, ამაში შპიონი სააკოვი მაგრად ჯობნის!
giorgi
24 აპრილი 2013 20:56
ქალბატონო ხათუნა

პოლიტიკური ექსპერტი ბრძანდებით და არ გეკადრებათ ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს. ირანის ქართულენოვანი რადიოს ფილიალი საქართველოში არც გახსნილა და საბედნიეროდ არც არასოდეს გაიხსნება. ეს რადიო დაარსდა 90–იანი წლების მიწურულს და როგორც მითხრეს უკვე შეწყვიტა მაუწყებლობა. ჰქონდათ რარაც ბლოგის მაგვარი საიტი, სადაც ანტიამერიკული და ანტიისრაელური ხასიათის მდარე მასალები ქვეყნდებოდა. თავისუფლად შეგეძლოთ გადაგემოწმებინათ ეს ინფორმაცია.

სხვათაშორის მსგავსი ქართულენოვანი რადიოსადგურები მოქმედებს სამ მეზობელ სახელმწიფოში, რუსეთის გარდა. მოუსმინეთ სომხეთის ქართულენოვან რადიოს ან თურქეთის და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები

რედაქტორის რჩევით