სკანდალური გადაც-ემა: "ეს გადაცემა არ გაუშვა ეთერში, თორემ გიჩივლებო" - კვირის პალიტრა

სკანდალური გადაც-ემა: "ეს გადაცემა არ გაუშვა ეთერში, თორემ გიჩივლებო"

რატომ დაემუქრა ბენდუქიძე palitra tv-ის ჟურნალისტს სასამართლოში ჩივილით

"ეს გადაცემა არ გაუშვა ეთერში, თორემ გიჩივლებო"

გადაცემის დაწყებისას ვთქვი, რომ ბენდუქიძე, ვინც არ მოსწონს, იმას შორს და მშვიდობით ისტუმრებს-მეთქი და თვითონ არ ამიხდა ჩემივე ნათქვამი...

კახა ბენდუქიძე: "ყ(ტუუუუუ)ობას რატომ მეკითხებით?!

"ბენდუქიძემ დამიბარა, ზეგ მოდი ნახევარსაათიან ინსტრუქტაჟზეო..."

გასულ კვირას სოციალურ ქსელებსა და მედიაში აქტიური განხილვის საგანი გახდა "Palitra TV"-ის გადაცემა "ემას შოუში" კახა ბენდუქიძის უცენზურო პასუხები ჟურნალისტის კითხვებზე და ბოლოს მიკროფონის დემონსტრაციულად მოგლეჯა. რა მოხდა "ემას შოუს" ჩაწერის დროს და ტელეკამერებს მიღმა, რამ გააღიზიანა ასე მწარედ კახა ბენდუქიძე, ამის შესახებ ჩემს კოლეგას, "ემას შოუს" წამყვან ემა ტუხიაშვილს ვესაუბრეთ:

- მიმაჩნია, რომ ბენდუქიძე ჭკვიანი და აზრის საკითხავი ადამიანია, ამიტომაც მივედი მასთან. ბიზნესისა და ეკონომიკის თემაზე კითხვები წინასწარ მქონდა მომზადებული. ასევე მქონდა პოლიტიკური და პირადული კითხვები. მაინტერესებდა, გაიზარდა თუ შემცირდა მისი ქონება ბოლო 9 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც ბიზნესს თავი დაანება და ჩინოვნიკი გახდა.

12 წელია ჟურნალისტი ვარ და არ მახსოვს პირველივე წუთებიდან იმდენად ნეგატიურად განწყობილი რესპონდენტი, რომ გამარჯობაც კი არ ეთქვა.

- მანამდე გქონია ბენდუქიძესთან ინტერვიუ?

- არასოდეს. პირველად შევხვდი.

- ჩემთან მას არაერთხელ უთქვამს, რომ ის "კვირის პალიტრის" მკითხველია, არ უთქვამს, რომ როგორც ავტორს, გიცნობდა?

- არაფერი უთქვამს ჩემს სტატიებზე. მხოლოდ ის იკითხა, - "Palitra TV"-ს ნაგინები ვყავარ თუ არაო... გადაცემის დაწყებისას ვთქვი, რომ ბენდუქიძე იყო ბიზნესმენიც და მოხელეც, ამბობს, რომ ყველაფერი იყიდება, სინდისის გარდა. ბოლოს დავძინე, ვინც არ მოსწონს, იმას შორს და მშვიდობით ისტუმრებს-მეთქი და თავად ამიხდა ჩემივე ნათქვამი.

- არ მოეწონე და შორს გაგისტუმრა... რატომ?

- ამაზე მეც ბევრს ვფიქრობ. ბატონი კახა პირველივე კითხვამ გააღიზიანა.

- ასეთი რა ჰკითხე?

- ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაცია შეინიშნება და ამაზე სულ მიუთითებს "ნაციონალური მოძრაობა"-მეთქი და უცებ შემაწყვეტინა, ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაციაა და ვინმე სხვანაირად ფიქრობსო? Kკი, არსებობს სხვა აზრიც, "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ბიზნესი პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდა-მეთქი. ისევ შემაწყვეტინა, უვიცი ხარ, რატომ არ გაეცანი სტატისტიკურ მონაცემებსო? სტატისტიკის დეპარტამენტმა სწორედ ამ ინტერვიუს ჩაწერის დროს გამოაქვეყნა მონაცემები და მართლა არ მენახა... კვირაში ორი გადაცემა მაქვს, სადაც მოდიან ბიზნესმენები და ამბობენ, რომ არ მუშაობენ. ნუთუ ხელისუფლების ცვლილებამ ასე იმოქმედა ბიზნესზე-მეთქი? თავიდანვე ეგრე გეთქვაო. ამის თქმა მინდოდა და არ მაცალეთ-მეთქი. ამ კითხვაზე ბენდუქიძემ საინტერესო პასუხი გამცა დაN ნაწილობრივ ვიზიარებ კიდეც მის მოსაზრებას.

ბატონმა კახამ თავიდანვე თქვა, უხასიათოდ ვარო და როდესაც გაღიზიანება შევატყვე (ნანახი მქონდა მისი გამოსვლა დიანა ტრაპაიძისა და ინგა გრიგოლიას გადაცემებში), ყველაფრისთვის მოვემზადე. შევეცადე ნაკლებად გამაღიზიანებელი კითხვები დამესვა. როცა მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაბიჯებზე ვეკითხებოდი, მპასუხობდა. Yყოფილ ხელისუფლებაზეც რომ გადავედი და ვუთხარი, წინა ხელისუფლების დროს ერთ ლარად ქონების ჩუქების ბევრი შემთხვევა გამოვლინდა-მეთქი, აზრის დასრულება არ მაცალა, ისე მომახალა, სისულელეაო(!). ინტერვიუს განმავლობაში რამდენჯერმე უცენზურო სიტყვა თქვა. ჩემს ბევრ კითხვაზე თქვა, ეს კითხვა ყ...ობააო.

ბევრჯერ მოვუწოდე კორექტულობისაკენ და ვუთხარი, რომ ჩემი კითხვები ასეთად სულაც არ მიმაჩნდა.

ისიც სისულელეა, რომ ხელისუფლებიდან ადამიანები ბიზნესში მიდიან და უცებ მდიდრდებიან-მეთქი და კეზერაშვილის მაგალითი მოვუყვანე. ყველამ იცის, რომ კეზერაშვილის მოულოდნელი გამდიდრების მიზეზი მისი ბიზნესალღო არ გამხდარა. აბა, რით გამდიდრდა კეზერაშვილიო? სარეკლამო ბიზნესითა და ნავთობიმპორტით-მეთქი. აბა, რამდენი ფული აქვს კეზერაშვილს? ჩამჭრელი კითხვების დასმა ბენდუქიძის ჩვეული სტილია. ამ დროს ის ლექტორს ჰგავს, გამოცდაზე სტუდენტის ჩაჭრას რომ ცდილობს. Mკეზერაშვილის ქონებაზე ზუსტი ცნობა არა მაქვს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მან 250 მლნ გადაუხადა ისრაელის მთავრობას ხელშეუხებლობისათვის. ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა და დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწორედ იმის დადგენაზე მუშაობს, რამდენი აქვს წაღებული კეზერაშვილს ბიუჯეტიდან და ხელისუფლებაში ყოფნისას რამდენი იშოვა-მეთქი. რადგან კეზერაშვილის ქონებაზე ზუსტი პასუხი ვერ გავეცი, კახა ბენდუქიძემ ეს დაიხვია ხელზე. მოიგლიჯა მიკროფონი და მითხრა, ყ...ობას მეკითხები და ასეთ კითხვებს არ ვუპასუხებო. რატომ გეკითხებით ყ...ობას-მეთქი? ალბათ,არ უნდა გამემეორებინა ეს სიტყვა. ამის გამო ბოდიშს ვუხდი ყველას,

მაგრამ იმ დროს ძალიან გავბრაზდი და აღარც მახსოვდა, რომ ამ ყველაფერს ვიდეოკამერა იღებდა.

(ამონარიდი "ემას შოუდან", სტილი დაცულია):

"ბიზნესის ადგილას თავს შევიკავებდი უზარმაზარი ინვესტიციების განხორციელებისგან. მე ეს არ მაშინებს, რადგან მიმაჩნია, რომ რასაც აკეთებ, უნდა გააკეთო, მაგრამ ბიზნესმენები ხომ სხვადასხვაგვარად არიან მოწყობილები.

- ივანიშვილი იყო წარმატებული ბიზნესმენი?!

- კი ცხადია, ძალიან წარმატებული...

- წარმატებული სახელმწიფოს შექმნა იქნება მისი კიდევ ერთი წარმატებული პროექტი?

- მგონი, გაუჭირდება... აქ უფრო დიდი პრობლემებია ეკონომიკური თვალსაზრისით, ვიდრე პოლიტიკური. საქართველოსთვის არსებობს განვითარების მხოლოდ ერთი გზა - ეკონომიკის განვითარება ბიზნესის საფუძველზე. თუ ბიზნესს არ უნდა განვითარება და გაფართოება, მაშინ ეკონომიკა ვერ განვითარდება ვერასდროს.

- წინა ხელისუფლების პერიოდში არაერთი მაგალითი გვქონდა იმისა, რომ ხდებოდა სახელმწიფოსთვის ერთ ლარად ქონების გადაცემა...

- ეგ ფაქტები არაფერს ნიშნავს...

- ის, რომ ყოფილი მინისტრები მიდიოდნენ ბიზნესში და მოულოდნელად მდიდრდებოდნენ? კეზერაშვილის მაგალითს გაგახსენებთ.

- რამდენი ფული აქვს კეზერაშვილს?

- რამდენიმე ასეულ მილიონზეა ლაპარაკი. შეგვიძლია "გალფის" მაგალითი მოვიყვანოთ, "აუთდორჯი"...

- "გალფი" ხომ მისი არ არის...

- ახლა არ არის, როცა წილები დავით იაკობაშვილს გადაუფორმა, მანამდე ხომ იყო...

- მანამდეც იაკობაშვილის იყო, კეზერაშვილი უმცროსი პარტნიორი იყო.

- რამდენად სწორია, როცა საჯარო მოხელეები ბიზნესში მიდიან?

- რატომ არ უნდა წავიდნენ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. აბა, რა უნდა გააკეთონ, როცა აღარ არიან საჯარო მოხელეები?

- შესაძლოა პედაგოგიურ საქმიანობას მიჰყონ ხელი...

- ადამიანი ხომ თავის არჩევნებში თავისუფალია. მე, მაგალითად, "გალფის" მაგალითში ცუდს ვერაფერს ვხედავ...

- რამდენიმე ასეულ მილიონზეა საუბარი კეზერაშვილის ქონების შემთხვევაში...

- სად არის ეს ასეულობით მილიონი, ხომ უნდა ჩანდეს სადღაც?

- ოფშორებში...

- სად გაკეთდა ეს ფული? სად არის საქართველოში ბიზნესები, რომელმაც ასეულობით მილიონი დოლარი წარმოქმნა?

- ნავთობიმპორტი და ნავთობპროდუქტების რეალიზაცია არ არის მომგებიანი ბიზნესი?

- და რამდენი კეთდება მანდ დაახლოებით, თქვენი აზრით?

- ბატონო კახა, მე არა ვარ ამ ბიზნესში და ვერ გეტყვით, რა მოგებაზე მუშაობენ...

- და ისწავლეთ მერე! არ მინდა მე ეს იდიოტობა! (იხსნის მიკროფონს). ასე არაფერი გამოვა, უნდა ივარჯიშოთ და მერე მოხვიდეთ ჩემთან!

-  კეზერაშვილისა და "გალფის" ფინანსური ანგარიშები რატომ უნდა ვიცოდე, ნუ გადამრიეთ!

- აბა ყ...ბას რატომ მეკითხებით, კაცო!

- კადრს მიღმა როგორ განვითარდა მოვლენები, ისევ აგრესიული იყო ბენდუქიძე?

- დამშვიდობებისას გულში ჩამიხუტა და მაკოცა, მაგრამ მანამდე გარჩევა გვქონდა. როდესაც მიკროფონი მოიხსნა, მომაძახა, ეს გადაცემა არ გაუშვა ეთერში, თორემ გიჩივლებო. 40-წუთიანი ჩანაწერი მაქვს, ძალით ხომ არ მოგაცემინეთ ინტერვიუ-მეთქი. იმიტომ, რომ შენი პირველივე კითხვა სი...ობა იყოო(!). თუ ჩემი პირველივე კითხვა ასეთი იყო, მერე დაახლოებით 10 კითხვას ხომ უპასუხეთ-მეთქი და მაშინ მითხრა, ჩემთან ასე არ ხდება ინტერვიუს ჩაწერა. სხვა ჟურნალისტებსაც ხშირად წამოვხტომივარ. წინასწარ მოდი, ნახევარსაათიან ინსტრუქტაჟს ჩაგიტარებ და მეცადინეობის მერე ჩავწეროთ ინტერვიუო. ეს ხომ პირველი ინტერვიუ არ არის "კვირის პალიტრასთან"-მეთქი. მიპასუხა, იზო რიკაძე ჩემთან მომზადებული მოდის, მაგრამ პირველად მასაც წამოვუხტიო...

- წამოხტომა არ ყოფილა. უსათუოდ გავარკვევ ბატონ კახასთან, რატომ დასჭირდა ამის თქმა. შემინიშნავს, რომ პრესასთან (ჩემთან) ბენდუქიძე მშვიდი და მომთმენი რესპონდენტია, ტელევიზიაში კი იმპულსური. ერთხელ ვუთხარი კიდეც, ალბათ, იმიტომ, რომ სკანდალური პერსონის იმიჯი გხიბლავთ-მეთქი.

- ჩემი აზრით, ბენდუქიძეს უნდა, მაყურებლის წინაშე ყოველთვის დომინანტი იყოს. რომ ეს ჟურნალისტის კი არა, მისი შოუა. მისი ამოცანაა, გადაცემის მერე თქვან, ბენდუქიძე რა მაგარია და ჟურნალისტები რა სულელები არიან. როდესაც მისი ტოლი და სწორი არ არიან, რას მიდიან მასთან ინტერვიუზეო. მე ვსვამდი იმ კითხვებს, რაც საზოგადოებას აინტერესებს, რაც ახლოა რეალობასთან და აქტუალურია.

მგონი, კახა ბენდუქიძის ბავშვობის ოცნება ჟურნალისტობაა. ის შედის ამ როლში და ვეღარ ხვდება, რომ თვითონ რესპონდენტია. ჩვენი საუბრისB ბოლოს ბენდუქიძემ დამიბარა, ზეგ მოდი ნახევარსაათიან ინსტრუქტაჟზეო(?!).

- ინსტრუქტაჟზე წასვლას, ალბათ, არ აპირებ, მაგრამ ინტერვიუზე კიდევ წახვალ მასთან?

- წავალ, თუ მექნება გარანტია, რომ უცენზურო სიტყვებს არ გამოიყენებს. ქალისთვის ძალიან დამთრგუნველია ამის მოსმენა.

ბევრი მაკრიტიკებს სოციალურ ქსელებში იმის გამო, რომ მეც უცენზურო სიტყვა ვთქვი. ვწუხვარ, მაგრამ ის ადამიანები, ვინც მსაყვედურობენ, ბენდუქიძესთან რომ დასხდნენ, ვნახავ, რამდენსართულიან მამაპაპურ გინებას დაალაგებენ.

ეს ინტერვიუ ჩემთვის დიდი გამოცდილებაა. სხვადასხვა საიტზე წერდნენ: აქამდე ვინ იცოდა "ემას შოუ", ეტყობა, ფული გადაუხადეს ბენდუქიძეს, რომ ამ გადაცემისთვის ასეთი პიარი გაეკეთებინაო. ჩემთვის კომპლიმენტი იყო ბენდუქიძის ნათქვამი, რედაქტორის დაწერილ კითხვებს მისვამო. რეალურად ეს ჩემი მომზადებული თემები და კითხვები იყო.

P. S. ემა ტუხიაშვილთან გასაუბრების შემდეგ კახა ბედუქიძეს რამდენიმე კითხვა მივწერე: 1. რამ გაგაცხარათ ინტერვიუს დროს?  2. რთულ კითხვებს ხომ არ გაექეცით? 3. მიუხედავად თქვენი მოთხოვნისა, ეს ინტერვიუ მაინც გავიდა ეთერში. ამის გამო "palitra TV"-სთვის ჩივილს ხომ არ აპირებთ? 4. გიბრძანებიათ, რომ ინტერვიუს დროს მეც წამომიხტით... ასეთი რამ არ ყოფილა და რატომ დაგჭირდათ ამის თქმა?

კახა ბენდუქიძე: "წერის დრო და სურვილი არა მაქვს, მაგრამ ემა, სამწუხაროდ, ტყუის. მე მხოლოდ ვუთხარი, რომ ორჯერ გვქონდა შეხვედრა და თქვენ მე დამთანხმდით, გაგეყოთ ინტერვიუ"(?!).

ასევე იხილეთ:

"ყ...ობას რატომ მეკითხებით?" - ბენდუქიძის სკანდალური ეთერი "ემას შოუში", 11 მაისს

"ემას შოუ" - სტუმარი: კახა ბენდუქიძე