რა იგულისხმა ივანიშვილმა კოსოვოს მოდელში (ექსკლუზივი)
20-05-2013
რა იგულისხმა ივანიშვილმა კოსოვოს მოდელში  (ექსკლუზივი)
"ჩიხიდან ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გამოვიდეთ, სხვა გზა არ არის"

საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის მთავარ გამოწვევად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტები რჩება. ბიძინა ივანიშვილის მთავრობა გამუდმებით მსჯელობს მათი მოგვარების გზებზე, ეძებს მოდელს, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ქართულმა მხარემ ოცწლიანი დაპირისპირების მოსაგვარებლად. რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა "ევრონიუსთან" ინტერვიუში კოსოვოს მოდელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში ამ მოდელის გამოყენება შესაძლებელია. თუმცა კოსოვოს მოდელი მისაღები იქნება თუ არა რუსეთისთვის, ამაზე ჯერჯერობით არაფერს ამბობენ. რუსეთის გავლებულ
"წითელ" ხაზებზე გვესაუბრება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში ზურაბ აბაშიძე.


- პრემიერ-მინისტრმა საქართველოში კონფლიქტების დარეგულირების საუკეთესო მაგალითად კოსოვოსა და სერბეთის მოდელი დაასახელა. რა იგულისხმა ივანიშვილმა?
- საუკეთესო მაგალითიაო, არ უთქვამს. მიესალმა სერბეთსა და კოსოვოს შორის პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების პერსპექტივას და აღნიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.„კოსოვოს მოდელი მართლაც საინტერესოა. 1999 წელს, ნატოს სამხედრო აქციის შემდეგ, კოსოვოში შეიყვანეს საერთაშორისო სამშვიდობო ძალები. ამ აქციაში ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა. თითქმის 10 წელი ამ ტერიტორიას გაეროს მანდატი იცავდა. ამ ხნის მანძილზე ყველა დევნილი დაბრუნდა საკუთარ სახლში. კოსოვოში აქტიურად მუშაობდნენ საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიები. განხორციელდა არაერთი ჰუმანიტარული პროექტი... მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის შესახებ... ასეთი მოდელის მისადაგება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისათვის, ჩემი აზრით, მისაღები იქნებოდა. კოსოვოს მოდელთან დაკავშირებით ამ თვალსაზრისით სადავო ბევრი არაფერია. რა თქმა უნდა, არავინ აყენებს საკითხს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. თუმცა, თუკი ზემოხსენებული ქმედებები ამ რეგიონშიც განხორციელდება, მაშინ რეფერენდუმის ჩატარება მართებული და დემოკრატიული პროცესი იქნებოდა.

- შესაძლებელია, რომ რუსეთმა ასე აქტიურად ჩართოს საერთაშორისო მისიები საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში და, რაც მთავარია, დევნილები დააბრუნოს?

- სამწუხაროდ, ასეთი პერსპექტივა დღეს არ ჩანს. რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა და ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ეს თემა მოსკოვმა„წითელ ხაზად გამოაცხადა, რომელზე საუბარიც არ სურს.

- კოსოვოში მილოშევიჩის ნაციონალისტური მთავრობის შეცდომებმა და კოსოვოს გენოციდმა შეუქმნა პლაცდარმი მის დამოუკიდებლობას. ჩვენთანაც საუბრობენ იმაზე, რომ დაიწყოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება. თუ ქართული მხარის დანაშაული განსაკუთრებით წარმოჩნდა, ხომ არ მივიღებთ იმას, რაც მიიღო სერბეთმა, როცა კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება მოუხდა?
- გამოძიება ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო და ეს პროცესი მიმდინარეობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფონზე. ასეთი გამოძიება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა, თუმცა პროცესი ბოლო ორი წლის მანძილზე თითქმის შეჩერდა. ახლა დღის წესრიგში დადგა საკითხი მისი გაგრძელების შესახებ. თუკი გამოძიება ობიექტურად წარიმართება, ეს პროცესი საფრთხეს არ შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტს, მით უმეტეს, რომ არსებობს ევროკავშირის მიერ სპეციალურად შექმნილი ე.წ. ტალიავინის კომისიის ავტორიტეტული დასკვნა, ევროპის საბჭოს ორგანიზაციების დასკვნა და რეკომენდაციები, საქართველოს პარლამენტის მიერ ჩატარებული გამოკვლევა...

- შეუძლებელია არ გკითხოთ ქართველთა გატაცებების შესახებ. ბოლო დროს ძალიან გახშირდა ტყეში ჯონჯოლზე წასული მოსახლეობის საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავება. საქართველო ძალიან ფრთხილია რუსეთთან, ყველაფერს აკეთებს გაწყვეტილი კავშირის აღსადგენად, თუმცა იგივე არ იგრძნობა რუსეთის მხრიდან, რაზეც ეს გახშირებული გატაცებებიც მეტყველებს. ამ პროცესს XXI საუკუნის ლეკიანობაც კი უწოდეს.
- მსგავსი ფაქტები ყოვლად მიუღებელია. სამწუხაროდ, ჩვენ ბევრი ბერკეტი არ გაგვაჩნია. არსებობს ე.წ. ჟენევის ფორმატით შექმნილი კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებისა და პრევენციის მექანიზმი, რომელიც ოპერატიულად უნდა განიხილავდეს და აგვარებდეს ასეთ შემთხვევებს. ხშირად ასეც ხდება. თუმცა ვითარება არ არის იოლად სამართავი, გონივრულ ქმედებას მოითხოვს.

- ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, როგორია საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივა?
- ჩვენ დავიწყეთ იმ თემებზე საუბარი, რომელთა მოგვარებას განსაკუთრებული პოლიტიკური ნება არ სჭირდება - სავაჭრო ურთიერთობა, სატრანსპორტო კავშირი, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობა, სამეცნიერო თანამშრომლობა. გარკვეული წინსვლა ნამდვილად არის ამ სფეროებში. ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ღვინო და მინერალური წყლები, ალბათ, მალე დაბრუნდება რუსულ ბაზარზე. შესაძლებელია, გარკვეული კატეგორიის ჩვენი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმიც გამარტივდეს. შეინიშნება რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების აქტიურობაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით... ჩიხიდან ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გამოვიდეთ, სხვა გზა არ არის.

არის თემები, რომლებზეც რუსეთთან ამ ეტაპზე შეთანხმებას ვერ მივაღწევთ - ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და ჩვენი ევროინტეგრაციის კურსი. თუმცა მომავალს მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ.

უტა ბიწაძე
danieli
26 მაისი 2013 20:24
ბატონო ზურაბ..თქვენ კარგად იცით, რომ შეუძლებელს შეეჭიდეთ.. თქვენი მცდელობით ყველაზე დიდ მიღწევად და დამსახურებად ყბადაღებულ, ე. წ. რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება (რასაც მას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება და საქართველოს მხარდაჭერა ისედაც ავალდებულებს)და მოქალაქეებს შორის ურთიერთობათა დათბობა იქნება შესაძლებელი.. სხვა სიკეთე ამას არ მოჰვება..თუ სანაცვლოდ, კიდევ რაიმეს დათმობა არ მოგვთხოვა რუსეთმა ჩვენი სუვერენიტეტიდან..
თქვენ იცით და არ გვეუბნებით, რომ ერთად-ერთი იმედი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისათვის არის ჩვენი გაერთიანება, მოთმინება, სახელმწიფო ინსტიტუტების კიდევ უფრო გაძლიერება, ეკონომიკის განვითარება, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრირება და კიდევ ლოდინი, სანამ ჩვენს ჩრდილოეთ საზღვრის მიღმა ვითარება ჩვენს სასიკეთოდ არ შეიცვლება... ნუ დაიდებთ ცოდვას წინაპრების და მომავალი საქართველოს (ჩვენი შვილების) და ნუ გადადგამთ ისეთ ნაბიჯებს, რაც მეოცე საუკუნის 20-იან წლებში ავადსახსენებელმა ადამიანებმა დამართეს.
არჩილ სოხუმელი
26 მაისი 2013 18:42
1980 წელს სოხუმში, ჩვენს სამეზობლოში, ავღანეთში გმირულად დაღუპული ქართველი ჩამოასვენეს. გასვენებაში იყვნენ დიდი ჩინის ოფიცრები. ადგილობრივებთან გასაუბრების დროს ერთმა ოფიცერმა, ჩინით გენერალმა, ასეთი რაღაც თქვა - სსრკ დროებით დაიშლება, შემდეგ აღდგება რუსეთის იმპერიის სახითო. ეს სულ სხვა ქვეყანა იქნება, სადაც არც რესპუბლიკები იქნებიან და აღარც ეროვნებებიო, აშშ-სავით ქვეყანა ვიქნებითო და ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნებაო. ჩემი აზრით სსრკ-ს დაშლას რუსი პოლიტიკოსები ელოდნენ, მზად იყვნენ და ცდილობდნენ ყველაფერი თავინთი სცენარით წაეყვანათ. რასაც მგონია წარმატებით ახორციელებენ. რუსეთში ყავდათ ძალიან ბევრი აგენტები ყველა ერში. როცა სკოლაში ვსწავლობდი, მახსოვს რუსეთიდან ჩამოდიოდნენ სუკ-ის საწავლებლებიდან და მოითხოვდნენ, რომ მხოლოდ აფხაზი და ქართველი ბავშვები წასულიყვნენ იქ. მეტსაც გეტყვით, გამიგია, რომ რუსები ერთი ეროვნების ბავშვს ზრდიდნენ სხვა ეროვნების სახელითა და გვარით, ასწავლიდნენ იმ ერის ენას, ოღონ ამ ერისადმი სიძულვილით განმსჭვალულებს, უგონებდნენ ბიოგრაფიას. დღეს ასეთი პიროვნებები ბევრია ახვადასხვა ერის პოლიტელიტაში. ხოლო რაც შეეხება საქართველოს, აქაც ყველაფერი რუსული სცენარით მიმდინარეობდა და მიმდინარეობ. რუსეთმა დაუშვა გამსახურდიას მოსვლა საქართველოს სათავეში, რასაც მოყვა სამოქალაქო ომი, დარწმუნებული ვარ ორივე მხარეში რუსეთს ჩანერგილი ყავდა თავიანთი ხალხი, ვინც ნამდვილად პატრიოტები იყვნენ დიდი ნაწილი მოკლულ იქნა. სამოქალაქო ომმა ორად გაყო საქართველო. სცენარის მეორე ნაწილით შევარდნაძის მართველობის დროს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მოხდა ქართველთა ეთნიკური წმენდა და რუსეთისათვის სამშვიდობო მისიის დაკანონებით, მისთვის ამ რეგიონების კონტროლის გადაცემა. უბრალოდ შევარდნაძის ავტორიტეტის (მსოფლიო არენაზე) გათვალისწინებით რუსეთი არ ჩქარობდა ამ რეგიონების აღიარებას. ამისთვის სჭირდებოდა ისეთი პრეზიდენტი, როგორიც სააკაშვილი იყო. სააკაშვილის პარტიის სახელიც არ იყო შემთხევითი - ნაციონალები. სააკაშვილმა პირმნათლად შეუსრულა რუსებს ყველა დავალება, რისი შედეგია დღევანდელი მდგომარეობა. საქართველოს პრეზიდენტი თავისი მოქმედებებით (ჩემი აზრით მიზანმიმართული) და გამონათქვამებით რუსეთს აძლევდა საშუალებას გაემართლებინა თავისი მოქმედებები. ახლა როდესაც რუსეთმა მიიღო აფხაზეთი და ოსეთი სჭირდება ისეთი მართველი, რომელთანაც ვითომ მოლაპარაკებების სახით დაიწყებს საქართველოს შეთრევას თავის კავშირებში. იწყება მოსახლეობის შემზადება ამისთვის. რუსული ბაზრისთვის, რუსეთში სამუშაოდ გამგზავრებისათვის ქართველ მოსახლეობას ჩაუნერგავენ რუსეთის მიერ შექმნილ გაერთიანებებში გაწევრიანების აუცილებლობას. დღეს უკვე ვერავის ვერ ვენდობი. არცერთი პოლიტიკოსის არ მჯერა. ბევრი მოღალატე, რომ გვყავდა ჩანს თუ როგორ მიდიან რუსეთში საცხოვრებლად და ბიზნესისათვის ქართველი „პატრიოტები“ , საქართველოს პოლიტიკაში ადრე აქტიურად მოღვაწენი, ვთქვათ თენგიზ კიტოვანი, ასლან აბაშიძე, ლევან მამალაძე და ბევრი სხვა. ნაღდი პატრიოტები ან მოკლულ იქნენ ან ჩამოაშორეს პოლიტიკას და ბევრიც დევნილად აქციეს. რუსეთს არ სჭირდებოდა თბილისის აღება 2008 წლის ომის დროს, რადგანაც მაშინ თბილისში თავისი მარიონეტი ხელისუფლების დასმის შემდეგ ვერ აღიარებდა ჩვენი რეგიონების დამოუკიდებლობას და იქ ასეთი დიდი ბაზებისა და რუსული დასახლებების დაარსებას. რადგანაც მარონეტული ხელისუფლება თავისი მოსახლეობისათვის იძულებული იქნებოდა რუსეთის მოქმედებებზე განმარტებები მიეცა, იძულებული იქნებოდა მოეთხოვა ქართველი დევნილების დაბრუნება, რაც რუსეთს ცოცხალი თავით არ სურს. გარდა ამისა რუსეთი იძულებული იქნებოდა მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები დაემყარებინა საქართველოსთან, რაც საქართველოს ეკონომიკისათვის მომგებიანია. ესეც არ სურს რუსეთს. ნუ გვგონია, რომ ჩვენ ღვინოს და მინერალურ წყლებს ადვილად შეუშვებენ რუსულ ბაზარზე. ძალიან ბევრს გაგვაწვალებენ და მერე მოითხოვენ ამ ქარხნების გადაცემას, თქვა პუტინმა სააკაშვილთან ერთად, რომ ჩაატარა პრესკონფერენცია: რუსული ბაზარზე შემოვა ქართული ღვინო,რომელიც გაკონტროლებული იქნება რუსეთის ბიზნესისა და კაპიტალის მიერო. ამიტომ ჩემი აზრით რუსეთმა დროებით გადადო მთლიანად საქართველოს შემოერთება. არ სურს ეკონომიკურად ძლიერი საქართველო მოკავშირედ, არამედ დაშლილ-დაქუცმაცებული ჩვენი ტერიტორია რუსულ გუბერნიებად. არც დღეისათვის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება სურს, თორემ ამას მიაღწევდა კუბისგან, სირიისგან, ბელორუსისგან, სომხეთისგან, ... კიდევ ბევრი ქვეყნისგან. გახსოვთ, როგორ გაუკვირდა მედვედევს და დიდი აღრთოვანებაც არ გამოუხატავს როდესაც უგო ჩავესმა განაცხადა მასთან, რომ აღიარებდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. რუსეთს შესწევს იმის ძალა, რომ ზოგიერთი ქვეყანა აეძულებინა ამ რეგიონების აღიარებაზე... ეკონომიკური და სამხედრო შანტაჟით. ჯერ კარგად გააშენებს ბაზებს, ჩაიგდებს და გააკონტროლებს ყველაფერს და მერე იმოქმედებს როგორც მაშინდელ სიტუაციას დასჭირდება... სცენარის რომელი მოქმედებაც იქნება.
არჩილ სოხუმელი
26 მაისი 2013 17:33
რამაზი
26 მაისი 2013 11:40
ბატონო არჩილ სოხუმელი გთხოვთ შეხვიდეთ აქ "პრემიერის მიერ კოსოვოს მისაბაძ მაგალითად გამოცხადება სერიოზული დიპლომატიური შეცდომა იყო" http://www.kvirispalitra.ge/politic/17166-qpremieris-mier-kosovos-misabadz-magalithad-gamockhadeba-seriozuli-diplomatiuri-shecdoma-iyoq.html?add=1#comments და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. უპასუხოდ შეკითხვაზე, რომელიც ბატონ ანდრიას დავუსვი. ეს საკითხი ძაან მტკივნეულია ქართველი ერისათვის. მაინტერესებს თქვენი მოსაზრებაც.
პატივისცემით რამაზი
.............................................
ბატონო რამაზ, მესმის თქვენი გულისტკივილი და სურვილი, რომ ქართველებმა მეტი ყურადღება დავუთმოთ დღეისათვის თბილისის მიერ კონტროლ დაკარგულ ტერიტორიებზე. არ მინდა უბრალოდ მკითხველებს თავი მოვაბეზრო და ამიტომაც არ ვაპირებდი ჩემი მოსაზრების დაწერას. ჩემი აზრით დღეისათვის რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი რეგიონები საბოლოოდ დაკარგულია საქართველოსთვის და ვშიშობ რუსეთი ამით არ გაჩერდება. მისი სურვილია მთლიანად საქართველოს ჩაყლაპვა - ნაწილ-ნაწილ. რუსეთი არ დაუშვებს ჩვენი რეგიონების საქართველოს ფარგლებში ინტეგრაციას, ჩვენი მოსახლეობის ურთიერთობის გაუმჯობესებას. რუსეთმა აისრულა დიდი ხნის ოცნება აფხაზეთი გამოეყო საქართველოსაგან და როგორ ფიქრობთ აწი დაუშვებს ამ ტერიტორიების საქართველოსთვის დაბრუნებას? დღეს საქართველოს ადგილას თურქეთი, რომ იყოს, მასაც არავითარი შანსი არ ექნებოდა ამ ტერიტორიების დაბრუნების. რუსეთი თავის ქვეყანას მიიჩნევენ წმინდა ქვეყნად (Возникновение этого словосочетания тесно связано с представлением о Третьем Риме, с религиозной идеей освятости Руси как единственной хранительницы истинной христианской веры. Термин впервые прослеживается уМаксима Грека в середине XVI века. Начиная с XVII века понятие Святой Руси становится элементом народной культуры. Девиз «Боже, храни Святую Русь!» встречался на знамёнах ополчения Минина и Пожарского, а песня «За Царя, за Русь Святую!» была гимном московского ополчения 1812 года. К идее Святой Руси в XIX и XX векахактивно обращались российские славянофилы и галицкие русофилы. В наше время продолжает использоваться вРусской православной церкви. В частности, патриарх Московский и Всея Руси Кирилл в связи с концепцией Русского мира, не раз говорил, что «Россия, Украина и Беларусь — это и есть Святая Русь!» http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%B2%D1%8F%D1%82%D0%B0%D1%8F_%D0%A0%D1%83%D1%81%D1%8C და http://sviat-russia.narod.ru/ ). რუსების აზრით დღევანდელი წმინდა რუსეთის საზღვრები დარღვეულია და რუსები ვალდებულად თვლიან თავს „დაიბრუნონ“ „თავიანთი“ მიწები. დღევანდელი რუსეთის ფედერაციის გარდა ისინი „თავიანთ“ მიწებად მიიჩნევენ უკრაინას, ბელორუსს, მთლიანად ამიერკავკასიას, მოლდოვას და ყაზახეთს. შუა აზიის რესპუბლიკები კი გავლენის სფეროდ და ბუფერულ ზონად ავღანეთთან, ჩინეთთან, ინდოეთთან, ირანთან მიმართებაში. გეოპოლიტიკურად ყველაზე უფრო რუსეთს ჩვენ ვჭირდებით და რუსეთისგან საქართველოს შეერთების სურვილი არ მოიკლებს და ყოველთვის უნდა ველოდოთ მისგან ვერაგულად თავდასხმას და პროვოკაციებს. ამ ტერიტორიების სააბოლოდ მითვისებისათვის რუსეთი ყველაფრს აკეთებს. უკვე ყველაფერი შესყიდული აქვთ აფხაზეთში. ამისათვის რუსეთი არაფრის წინაშე არ დაიხევს. ჯერ არ დასჭირვებია, თორემ მზადაა საქართველოსთვის მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასა და ბლოკს დაუპირისპირდეს. 2008 წლის კონფლიქტის დროს რუსეთმა ფოთის, გორის, ვაზიანის აეროპორტის დაბომბვებით, მათ შორის ისკანდერისა და სხვა თანამედროვე რაკეტებით, რომელთაც შეუძლიათ ატომური ქობინების გადატანა, მსოფლიოს დაანახვა თუ რაზეა წამსვლელი. რუსეთი ვერ დათმობს ვერც სტრატეგიულ მდებარეობს, ვერც ეშერის ეგრეთ წოდებულ ლაბორატორიას, ვერც სხვა ობიექტებს. უნდა გითხრათ, რომ რუსები დარწმუნებული არიან თავიანთ „სამართლიან პრეტენზიებზე“ ამ ტერიტორიების მიმართ. რუსების აზრით რუსეთმა გეორგიევსკის ტრაქტატს ხელი მოაწერა და შემდეგ შეიერთა 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო, ხოლო აფხაზეთი სამეფო 1810 წელს შეიერთა დამოუკიდებლად. მათ ცნობიერებაში (ძალიან ბევრი ნაშრომი გამოდის რუსეთში ამაზე) აფხაზეთი მხოლოდ საბჭოთა დროს იყოს საქართველოს შემადგენლობაში, ქართველი სტალინისა და ბერიას მონდომებით, თორემ მანამდე არავითარი საერთო არ ქონდა საქართველოსთან (ცნობისათვის 1931 წლამდე აფხაზეთს რესპუბლიკის სტატუსი ქონდა, ბერიას დიდი ძალისხმევით მოხდა მისი საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სახით შეყვანა). რუსები სტალინის მართველობის დროსაც ცდილობდნენ აფხაზეთის გამოყოფას საქართველოს შემადგენლობიდან. ხოლო თამარ მეფის საქართველოს საზღვრებში აფხაზეთთან ერთად სომხეთიც, აზებაიჯანიც და სხვა რეგიონებიც იყოო. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ჩემი აზრით ამ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენა შეუძლებელი მგონია. ეს ტერიტორიები საბოლოოდ დაკარგულად მიმაჩნია. უკვე რუსეთმა ღრმად ჩანერგა აფხაზისა და ოსის ცნობიერებაში საქართველოსგან და ქართველისგან მტრის წარმოდგენა. თანაც ჩვენი დღევანდელი პოლიტიკოსების გამონათქვამებიც (საქართველომ ომი დაიწყო, ცხნვალს ჩვენ დავესხით, ბოდიში უნდა მოვიხადოთ და სხვა) უძლიერებთ მათ ამ წარმოდგენას. ბევრი იტყვის, რომ რუსეთი დაიშლება და მაინც დავიბრუნებთო. რუსეთიც, რომ დაიშალოს ამ ტერიტორიებს სხვები არ დაგვითმობენ. ახალი მოთამაშეები იქნებიან თურქეთი, ევროკავშირი, ადიღ-ჩერქეზები... ყველას თავისი ინტერესები აქვთ. ყველანაირად ანგარიშგასაწევი ძალა უნდო ვიყოთ, რომ ეს ქვეყნები არ შეეწინააღმდეგონ ჩვენს რეგიონებზე ჩვენი კონტროლის აღდგენას.

რედაქტორის რჩევით