"მჯერა, იმ დღეს ჩემს ქვეყანას ათასობით სხვა ოთარ ასათიანიც ჰყავდა და სწორედ ამან დაასამარა სააკაშვილის რეჟიმი"
27-05-2013
"მჯერა, იმ დღეს ჩემს ქვეყანას ათასობით სხვა ოთარ ასათიანიც ჰყავდა და სწორედ ამან დაასამარა სააკაშვილის რეჟიმი"
ნუგზარ ჟორდანია, რომელიც "აჭარა PS"-ის ჟურნალისტია, იმ ჯოჯოხეთურ ღამეს დარბევას ერთმა თბილისურმა ოჯახმა გადაარჩინა.

- იმ ღამეს ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მანამდე კი აქციაზე ასობით ბათუმელი შევნიშნე, ყველას ერთი სატკივარი ჰქონდა, თუმცა გაოცება ვერ დავფარე, როცა აჭარის საგვარეულო კავშირის თავკაცი, მწერალი და ფილოსოფოსი ნიაზ ბოლქვაძე სიცხისგან გათანგული ვნახე. კაცი ფეხზე ძლივს იდგა, სიცხე  ჰქონდა და იქაურობის მიტოვებაზე ვერავინ დაიყოლია. ვუთხარი, აფთიაქში მაინც წავიდეთ-მეთქი. დამყვა. ნაშუადღევი იყო, ქაშუეთის ეკლესიაში შევედით, ვილოცეთ და გავენდე:
რედაქტორმა ბერი გაბრიელის საფლავის ზეთი და მიწა გამომატანა, გიწილადებ-მეთქი. იქვე, ეკლესიის ეზოში ვიცხეთ ზეთი. ჩვენს გადარჩენას ამ სიწმინდეს ვუმადლით...

მიტინგზე ვითარება გვიან საღამოს დაიძაბა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პერიმეტრი სპეცრაზმელებით იყო ალყაშემორტყმული, თუმცა ფეხის მოცვლას არავინ აპირებდა. ის იყო, რედაქტორს მორიგი ინფორმაცია მივაწოდე, რომ ჯოჯოხეთიც დაიწყო...
ძალა აღმართს ხნავსო, - ნათქვამია და იმ ძალას, რომელიც სისხლსა და ძალის დემონსტრირებას მოწყურებულმა "მაგარმა მიშამ" და "ყოვლისშემძლე ვანომ" რუსთაველზე გამოიყვანეს, წინ ვერავინ აღუდგებოდა...

როცა ნიღბიანმა ხელკეტით ჩემკენაც გამოიწია, ქაშუეთთან დავეშვი, მანქანებს შუა გავძვერი და ოდნავ შეღებულ ალაყაფის კარში შევვარდი. ეზოში მიმოვიხედე, არც ერთ ბინაში შუქი არ ენთო. მხოლოდ სიღრმეში შემინული კარიდან გამოდიოდა სინათლე. ფიქრის დრო არ იყო და კარზე დავაკაკუნე. უმალ გამიღეს. ჩემ წინ საშუალო ხნის მამაკაცი იდგა. არც დაფიქრებულა, ისე შემიშვა შინ. წყალი წურწურით ჩამომდიოდა და თავისი ტანსაცმელი მომაწოდა. 

ცოტა ხანში ეზოში სპეცრაზმელები შემოცვივდნენ. ეტყობა, სინათლე რომ დაინახეს, კარზე დააკაკუნეს და ოჯახის უფროსს ჰკითხეს, ვინმე ეზოში შემოსული ხომ არ დაგინახავთო. მასპინძელმა დაარწმუნა, რომ უცხო არავინ შეუნიშნავს. შიშმა ამიტანა, ვაითუ ბინა გაჩხრიკონ, მაშინ ხომ საკუთარ თავსაც და ამ ღვთისნიერ კაცსაც საფრთხეში ჩავაგდებ-მეთქი, მაგრამ მასპინძელი იმდენად მშვიდად იქცეოდა, რომ სპეცრაზმელები უკან გაბრუნდნენ. მერეღა გამეცნენ ჩემი გადამრჩენელი და მისი მეუღლე - პროფესორი ოთარ ასათიანი და ქალბატონი ლეილა. ალბათ, სიცოცხლე იმისთვისაც ღირს, რომ ასეთი ადამიანები გაიცნო. მჯერა, იმ დღეს ჩემს ქვეყანას ათასობით სხვა ოთარ ასათიანიც ჰყავდა და სწორედ ამან დაასამარა სააკაშვილის რეჟიმი.

ცოტა ხანში ეზოში ორი ტალახში მოსვრილი ახალგაზრდა შემოვარდა. ბატონი ოთარი ეზოში გავიდა, დაბრუნებულმა მეუღლეს უთხრა: ორი ბიჭია, საკუჭნაოში დავმალე, მშრალ ტანსაცმელს გავუტან, შენ ჩაი და რამე საჭმელი მომიმზადეო... დილით სააკაშვილის სამარცხვინო აღლუმის ხმამ გამოგვაღვიძა. ბიჭები წასულიყვნენ, ქალბატონ ლეილას ჩემი ტანსაცმელი გაეშრო და დაეუთოებინა...

P.S. ტირანიისგან თავის დაღწევა, მიშა-ვანოსა და მათნაირთაგან გათავისუფლება 2 ოქტომბერს პირველად ჩემთვის უძვირფასეს ადამიანს, ოთარ ასათიანს მივულოცე...

უტა ბიწაძე
nika
29 მაისი 2013 13:31
დაწერეთ ნაცებო მოგონილია, პოლიტიკური დეევნაათქოოო ვაი თქვენს პატრონს .ისტორიაში იწერება ყველაფერი და მერე თქვენი შვილები წაიკითხავენ. თქვენ კიდევ სიბერეში აცმაცუნეთ ტუჩები და ერთმანეთს დააბრალეთ , შვილებთან თავის გასამართლებლად, მაგრამ თქვენ 30 ვერცხლი უფრო გიყვართ........
deme
29 მაისი 2013 01:45
ეს სად ვცხოვრობდით,ხალხო?!!!!!!!!!!!!!
)))))))))))))))))))))))))))
28 მაისი 2013 16:18
ეგ ოჯახი რომ ქების და მადლობის ღირსია, ჰო, მაგრამ მე სხვას ვფიქრობ: ასეთი წერილი რომ დაბეჭდილიყო თუნდაც ოქტომრამდე, მეორე დღესვე თავს დაადგებოდნენ "ვანოს ბიჭები" ბ-ნ დავითს და სად წაიყვანდნენ, ვერვინ გაიგებდა!

მადლობა ღმერთს, რომ ის კოშმარი დასრულდა და ადამიანებს კეთილი საქმისთვის სამადლობელის თქმის აღარ ეშინიათ!!!
ღმერთო ჩემო, რა ჯოჯოხეთი დაატრიალეს მავნე ავკაცებმა ქვეყანაში: ადამიანს სიკეთის ჩადენის კი არა, მადლობის თქმისაც ეშინოდა!!!!


ავოიეეე ნოდიას ქალო, ნემცოვა, გაახილე ეგ დახუჭული თვალებიიიიიი და ნუ იცავ ფაშისტებს!

რედაქტორის რჩევით