"შესაძლოა, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო სააკაშვილი დაჰკითხონ"
03-06-2013
"შესაძლოა, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო სააკაშვილი დაჰკითხონ"
"გივი თარგამაძე უნდა გავაწბილო, ხელთ დოკუმენტები მაქვს!"

"44 ცხვარი ალბათ, თავიანთ კერპს შესწირეს"


ჯერ იყო და, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილმა ავსტრიის თუ ტაილანდის ძვირად ღირებულ კურორტებზე პრეზიდენტის მასაჟებისა და გასახდომი პროცედურების ხარჯები გამოააშკარავა, ახლა ბოტოქსისა და სხვა "წვრილმანი სიამოვნებისთვის" გადახდილი ფულიც კაპიკ-კაპიკ დაიანგარიშა. როგორც აცხადებს, ყველა ის ხარჯი რომ შეიკრიბოს, რაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად იხარჯებოდა, გაირკვევა, რომ პრეზიდენტის მიწიერი სიამოვნებისთვის არცთუ უმნიშვნელო თანხა
იფლანგებოდა.


ირინე იმერლიშვილი: - დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების გამოძიება მიმდინარეობს და ამ პროცესში კიდევ ახალი დოკუმენტები გამოჩნდა (ბოტოქსის ორი კოსმეტიკური პროცედურა; ამერიკელი მსახიობის მიერ სხეულით შექმნილი ნახატი და ამერიკელი მოდელის, ქსენია უსავას დაცვის სამსახურის ბიუჯეტის ფულით გამასპინძლება. სააკაშვილმა მისთვის ბოტასებიც შეიძინა). ამ ხარჯების შესახებ თქვენ
უკვე იცით... არ არის გამორიცხული, კიდევ არაერთი საინტერესო დოკუმენტი ჩამივარდეს ხელში. სრულიად შესაძლებელია, რომ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილი დაჰკითხოს. სახელმწიფოს სპეციალური დაცვის ბიუჯეტიდან ფული მხოლოდ ქვეყნისა და თანამდებობის პირთა უსაფრთხოებისთვის უნდა იხარჯებოდეს. ეს კარგად იცოდა წინა ხელისუფლებამ, ამიტომაც დაადო გრიფი "საიდუმლო" დოკუმენტებს.

- გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ თქვენი განცხადებები, დაკავშირებული დაცვის სამსახურის ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივ ხარჯვაზე, სიმართლე არ არის.

- გივი თარგამაძე უნდა გავაწბილო, ადრეც და ახლაც ხელთ დოკუმენტები მქონდა და ისე ვაკეთებდი განცხადებებს. 

- ბოტოქსზე დახარჯული ფულის გარდა, სასაცილო ხარჯებად კიდევ რას მიიჩნევთ?

- იმას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 44 ცხვარი საკმაოდ ძვირად შეისყიდა. არ ვიცი, ამ ცხვრების შეძენა რას მოხმარდა, ალბათ, რომელიმე თავიანთ კერპს შესწირეს ან მოქალაქეების გული მოიგეს (იცინის). მე უცნაურად მეჩვენება ისიც, რომ პრეზიდენტი და მისი გარემოცვის წევრები დელიკატესებით, ლობსტერებით იკვებებოდნენ, ფულს კი ამისთვისაც სპეციალური დაცვის სამსახური ხარჯავდა.

- თარგამაძემ თქვა, ახალმა ხელისუფლებამ შეირცხვინა თავი თბილისში იუშჩენკოს ბანაობისთვის გაღებული თანხების დაანგარიშებითო. სიტყვამ მოიტანა და, ხომ არ მიგიღიათ განაწყენებული უკრაინის ექსპრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი შამპუნი ან მურაბა?

- არა, ეს პიარსა და პოპულიზმზე აგებული ამბავი იყო. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა მიაწოდა იუშჩენკოს არასწორად ინფორმაცია. რასაკვირველია, საუბარი არ არის არც 400 დოლარზე, არც თაფლსა და მურაბაზე.…საუბარია იმაზე, რომ ეს ფული არასწორად დაიხარჯა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან.
Tatos da misTanebs
05 ივნისი 2013 13:31
წარსული ცალკე და მომავალი ცალკე --არ გამოვა, იმიტომ რომ ისინი ვინც წარსულსში აქცევდნენ ქვეყანას დღესაც ებღაუჭებიან სახელისუფლებო სკამებს და ისევ ამღვრევენ წყალს რომ მთელი ყურადღება რაღაცა "გომოსექსუალისტებზე " გადაიტანონ და კიდევ ბევრ რამეზე. როდესაც ნამდვილად შეჭამეს ქვეყნის ბიუჯეტი უნდა დააბრუნონ ეს ტანხები და აგონ პასუხი საქართველოს მოსახლეობის წინაშე!!!!!!!!!!!!!!
merabis
05 ივნისი 2013 03:16
ბატონო მერაბ, ბიუჯეტი არ არის დომინოს, ჯოკერის
და სხვა ამდაგვარი პროფესინალების საჯიჯგნი, მას სხვა
დანიშნულება აქვს. მშივრებს კი ვურჩევდი კითხონ სომხებს,
აზერბაიჯანლებს, ქურთებს და ა.შ ჩვენს თანამემამულეებს
რატომ არ აქვთ სამუშაოს პრობლემა???
თქვენ კი ის ავანტიურისტი ხართ (გეტყობათ) რომელთაც
სულ მალე მოეკითხებათ............
მეგზური--ლევანის
05 ივნისი 2013 03:04
ბატონო ლევან, თქვენ და თქვენისთანა ხალხი უკვე
გაშიფრულია, ეხლა ის დროა რამე გაკეთდეს თორემ
არ მიდის საქმე კარგად....................

რედაქტორის რჩევით