მიხეილ სააკაშვილი: "რამდენი კაცი მოკალი?!"
10-06-2013
მიხეილ სააკაშვილი: "რამდენი კაცი მოკალი?!"
"ვიწყებთ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" მხილებას!"

"კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის"  ხელმძღვანელი ზაალ კასრელიშვილი:
- როცა სააკაშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გამართა ავღანეთში, მაშინვე ვთქვი, რომ ეს ამბავი კარგად არ დასრულდებოდა. აღარაფერს ვამბობ ისეთ გამომწვევ და დაუშვებელ შეკითხვებზე, პრეზიდენტმა რომ დასვა (რამდენი კაცი მოკალი და ა.შ.). ბოლოს ტრაბახზე გადავიდა, ქართველი ქვედანაყოფები მისიაში ყველაზე გმირი მებრძოლები და კარგად მომზადებული არიანო. ბუნებრივია, ამას აუცილებლად მოჰყვებოდა საშინელი შედეგი, რამაც არ დააყოვნა. არაერთხელ გვითქვამს და
ახლაც ვიმეორებთ, რომ საკმარისი მიზეზები აქვთ რადიკალ ისლამისტებს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას საფრთხე შეუქმნან. ამას ვამბობთ 2012 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული. ადრეც ჰქონდათ საუბარი, რომ საქართველო შავ სიაში შეეტანათ. ამას რამდენიმე რადიკალი ისლამისტი შეიხი მოითხოვდა, თუმცა სხვები ეწინააღმდეგებოდნენ, - საქართველო კი მონაწილეობს  IშAF-ის მისიაში, მაგრამ იმავდროულად,
საკუთარ ტერიტორიაზე მიმოსვლის საშუალებას აძლევს ჩვენს მეომრებსო. ლაფანყურის ოპერაციამ კი ჩვენთვის სასარგებლო ამ არგუმენტსაც გადაუსვა ხაზი, რასაც დაემატა ავღანეთში პრეზიდენტის გაუთავებელი ვიზიტები და ტრაბახი. ასე რომ, ვიდეოფირის გავრცელებას არ გავუკვირვებივარ, მეტიც, ვიფიქრე, რომ ის საქართველოდან შეიძლებოდა ყოფილიყო ატვირთული, თუმცა გაკეთებული არაქართველის მიერ (არ ვგულისხმობ მის ეთნიკურ წარმომავლობას).

- მაინც რატომ გაგიჩნდათ ასეთი აზრი?
- იმიტომ, რომ ქართველად ვერ მივიჩნევ იმას, ვისაც საქართველო ასე ეზიზღება. მეტსაც გეტყვით, სააკაშვილის ხელისუფლებას შესანიშნავი კავშირი ჰქონდა საქართველოში მცხოვრებ ვაჰაბიტებთან, რომლებსაც წინასაარჩევნოდ პიარისთვის იყენებდნენ. არ გამოვრიცხავ, რომელიმე მათგანის ხელი ერიოს ამ საქმეში.
ვფიქრობ, ამ ვიდეოფირის ამტვირთავიც და გამავრცელებელიც სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული პირია.

- მაგრამ ვიდეოფირში სააკაშვილსაც ემუქრებიან.
- სინამდვილეში ეს არაფერს ნიშნავს. ახლა სააკაშვილი ვა-ბანკზე მიდის, მხოლოდ მისთვისაა ხელსაყრელი ასეთი ტრაგედიების პროვოცირება. თუ ქართველი ხალხი აჯანყდება და ქართული ჯარის ავღანეთიდან გამოყვანას მოითხოვს, მას ეს ხელს აძლევს, რადგან ახლა საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ  პოლიტიკურ თვითგადარჩენასა და ხელშეუხებლობის გარანტიის მოპოვებაზე მუშაობს. ვიწყებთ "ნაციონალური მოძრაობის" მხილებას, - ისინი 2008 წლის ომის შემდეგ აქტიურად მუშაობდნენ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ინტერესების გასატარებლად საქართველოსა და კავკასიაში. დიახ, სააკაშვილი რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნებას ასრულებს და ამის დამადასტურებელ მასალასაც მალე იხილავთ.

- გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია "პიკის" თანამშრომელმა ვიდეოფირში გამოყენებული საკუთარი გადაღებული მასალა ამოიცნო.
-"თალიბანი" და სალაფიდური მოძრაობა კარგად ორგანიზებული, სამხედრო ოპერაციაზე ორიენტირებული რელიგიური მიმდინარეობაა. ისინი ISAF-ის მისიაში  მონაწილე ყველა საინფორმაციო საშუალებების მონიტორინგს ახორციელებენ, ჰყავთ აგენტურული ქსელიც, ყიდულობენ ინფორმაციას, ზოგჯერ კი მოსახლეობის გულუბრყვილობითა და მედიის არაპროფესიონალიზმით სარგებლობენ. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში "პიკის", "რუსთავი-2"-ისა და თუნდაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული მასალა ქართველ ჯარისკაცებზე შურისძიების საშუალებას ადვილად იძლეოდა. ასეთი მასალების გავრცელება, სამწუხაროდ, თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც დაუშვა...

ეს მსხვერპლი გათვლილია იმისთვის, რომ ხალხი აჯანყდეს და ავღანეთიდან მებრძოლების გამოყვანა მოითხოვოს, საქართველოს პოლიტიკური ელიტა კი რუსეთს "დაუწვეს"... ეს ჩემი აზრია, მაგრამ თუკი ვერაფერს მივიღებთ ვილნიუსის სამიტზე, სადაც ნატოსთან ჩვენი მომავალი ურთიერთობა უნდა გაირკვეს, ყველაფერი ნათელი გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთთან პოზიციის დათმობას გვაიძულებენ, რადგან დასავლეთსა და რუსეთს შორის არის გარიგება, რომლის ფარგლებშიც სააკაშვილი რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობს.

ღმერთმა ქნას, ეს პროგნოზი არ გამართლდეს, ვილნიუსის სამიტზეც კარგი შედეგი მივიღოთ და უახლოეს მომავალში ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივაც რეალური გახდეს. ამჯერად კი ისღა დაგვრჩენია, არ წამოვეგოთ პროვოკაციებს. იქნებ მომავალში მაინც ავირიდოთ მსხვერპლი და მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხეც აღვკვეთოთ. ეს მხოლოდ სწორი პროპაგანდით არის შესაძლებელი. ცალკეულ პერსონებზე თავდასხმისა და ტერაქტების მოწყობის ალბათობა არსებობს საქართველოს ტერიტორიაზეც, ამის პარალელურად გახშირდება თავდასხმები ISAF-ის მისიაში ჩვენს მებრძოლებზე. მინდა გამოვაცხადო, რომ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობა დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს თანამდებობიდან. მათ ვერ გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას, ვერ უზრუნველყვეს ჯარისკაცების უსაფრთხოება, ვერ მოხერხდა საომარი მოქმედებებისას მათი სათანადოდ დაზღვევა... გვითხრან, როგორ შეიჭრა თვითმკვლელი ტერორისტი პერიმეტრზე, რომელიც არ კონტროლდებოდა?! ეს როგორ დაუშვეს?! რამდენიმე ასეულ მეტრში უნდა ყოფილიყო უსაფრთხოების ზონა, რომლის გადმოლახვის შემთხვევაშიც გაიხსნებოდა ცეცხლი, რომელიც მოწინააღმდეგეს გაანადგურებდა(!). ნუთუ ნატოს პროგრამით ეს არავისთვის უსწავლებიათ, მაშინ როცა წერა-კითხვის უცოდინარმა კავკასიელმა ბოევიკმაც კი ფრიადზე იცის ამ დროს როგორ იმოქმედოს?

მომხდარზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ სააკაშვილს, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს, უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას და საგარეო დაზვერვის შეფს გელა ბეჟუაშვილს. მათ ვერ დაიცვეს ჩვენი ჯარისკაცები.…
elllllll
29 ივნისი 2013 04:45
თბილისელს
გაანალიზე სააკას საქმიანობა და თუ მანდ ვერ იპოვი რუსეთისთვის სასარგებლო მოქმედებას,მე ბოდიში და ისე ისე ვინ დალოცა მიშიკო საქართველოს პრეზიდენტად თუ Gახსოვე
თუ არა შეგახსენებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორია ივანოვმა.აწი გააგრძელე და სხვა დანარჩენსაც გეტყვი
griin-s
13 ივნისი 2013 08:47
შენისთანებისთვის პრესა.გე არსებობს და იქ იპოვი სულიერ საზრდოს!
ნაირა
11 ივნისი 2013 16:47
უშისროების საბჭო ვერ მუშაობს.ბოკერიას სად მიაქვს ამდენი მილიონები.მარტო ჩორგოლეიშვილს აფინანსებს. კარგათ რომ იტლიკინოს.

რედაქტორის რჩევით