"მონობას მიჩვეულ მოსამართლეებს თავისუფლების სურვილიც კი არ გასჩენიათ"
"მონობას მიჩვეულ მოსამართლეებს თავისუფლების სურვილიც კი არ გასჩენიათ"
"მერწმუნეთ, ოქტომბრის შემდეგ სხვა რეალობა იქნება"

რა მივიღეთ მოსამართლეთა კონფერენციისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევის შედეგად - გამჭვირვალე ორგანო, რომელიც შეძლებს სამართლიანობის აღდგენას, თუ დეფექტური მექანიზმი, რომელიც კვლავ წინა ხელისუფლების ინტერესებს მოემსახურება და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის გავლენას გააძლიერებს? პროკურატურის გავლენას თავდაღწეული მოსამართლეები მონური მორჩილების ვექტორს კვლავ კუბლაშვილისკენ მიმართავენ, თუ დასამარდება უსამართლო სასამართლოს პრაქტიკა? "კვირის პალიტრას" სამართალმცოდნეობის დოქტორი მინდია უგრეხელიძე ესაუბრა.


- როგორც ცნობილია, წინა ხელისუფლების დროს მოსამართლე, როგორი
უსამართლო განაჩენიც უნდა გამოეტანა, არ ისჯებოდა. როგორ ხერხდებოდა ეს, კანონის რაიმე მექანიზმით?

- ეს იყო "ნაციონალების" ქცევის წესებით დარეგულირებული მექანიზმი, რომელსაც ძალიან კარგად გაწვრთნილი გაიძვერები ამუშავებდნენ. იმ ხელისუფლების მთელი ეშმაკობა ის იყო, რომ არ მიიღებდა კანონს, რომელსაც დაუწუნებდა ვენეციის კომისია და "პოლიტიკური შორეთი". ამიტომ ახერხებდნენ,
მხოლოდ დემოკრატიული რიტორიკით აეხვიათ თვალი ევროპისა და დასავლეთისთვის. მათი ხელწერით, კანონი უნდა ყოფილიყო რაც შეიძლება ბუნდოვანი, პრაქტიკულად კი ემოქმედა კარგად აწყობილ მექანიზმს, რომლის ნებას წინ ვერავინ აღუდგებოდა, ვერც ერთი მოსამართლე. ან ვინ გაბედავდა, როდესაც პროკურორის წინაშე მოსამართლეები შიშით ძრწოდნენ.
იმის სათქმელად, ჩვენთან მოსამართლეს დიდი უფლებები და ფუნქციები აქვსო, ყველანაირი უფლებით კოტე კუბლაშვილი აღჭურვეს.

გარდა იმისა, რომ კუბლაშვილი იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გახლდათ იუსტიციის უზენაესი საბჭოსა და თითქმის ყველანაირი კომისიის თავმჯდომარე, მოსამართლეთა ერთპიროვნული მმართველი... თუმცა თვითონ კუბლაშვილს სააკაშვილი მართავდა. აი, ამ მახინჯ მოვლენას ერქვა მოსამართლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობა.
ანუ კი მიანიჭეს უფლებები უცხოეთის დასანახად, მაგრამ უცხოეთმა ვერ წარმოიდგინა, რომ ამდენი უფლებით აღჭურვილი თავმოყვარე მოსამართლე პრეზიდენტის ხუშტურებზე ივლიდა. ამიტომაც იქმნებოდა ილუზია, რომ საქართველოში არსებობდა დამოუკიდებელი სასამართლო.

- მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და ახალი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევის შედეგად რა მივიღეთ?
- ცვლილებები, რომელიც კანონში შევიდა, დემოკრატიულ გარდაქმნებს გულისხმობდა. თუმცა იუსტიციის სამინისტროს მოწოდებული კანონი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ის, რაც მისგან დარჩა. კოაბიტაციისა და არაერთი სხვა მიზეზის გამო პარლამენტმა შეკვეცა ცვლილებების პროექტი. უმრავლესობა ჩემთვის გაუგებარ დათმობებზე წავიდა და შედეგად რა მივიღეთ? მოსამართლეთა კონფერენციამ (რომელმაც, რა თქმა უნდა, უფრო დემოკრატიულად უნდა აირჩიოს თავისი წევრები) კუბლაშვილის წარდგენილი მოსამართლეები შეიყვანა საბჭოში. 15 კაციდან 9 - ანუ უმრავლესობა - კუბლაშვილი და მისი დამქაშები არიან. სამარცხვინოა, რომ ამ 9 კაცს შორის ცოდვაში ფეხჩადგმულებიც აღმოჩნდნენ. ანუ კონფერენციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აირჩია ის ხალხი, რომელთაც ბიძინა ივანიშვილს უკანონოდ ჩამოართვეს მოქალაქეობა. აირჩიეს მოსამართლე, რომელიც მოლაშვილის თუ მსგავსი სკანდალური საქმეების ხელისუფლების ინტერესების შესაბამისად მოკვარახჭინების გამო დააწინაურეს.

მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდა იმით, რომ ბოლოს აირჩიეს ოთხი კაცი, რომელთაც უსინდისობას ვერ დასწამებ, მაგრამ შეძლებს კი ეს ოთხი კაცი, ხელი შეუშალოს კუბლაშვილს ათასგვარი უბედურების ჩადენაში? 

- ოპონენტები ქირქილებენ, რომ წულუკიანს აჯობა კუბლაშვილმა...
- წულუკიანის ჯობნა ცოდნით, შემართებით, უმწიკვლობით კუბლაშვილს კი არა, ბევრს არ შეუძლია. თუ საკითხს ისე დავაყენებთ, რომ მან თავისი გაიტანა, მერწმუნეთ, ეს ძალიან ძვირი დაუჯდება. ჯობნა იქნებოდა, წულუკიანს იმაზე რომ ემუშავა, კუბლაშვილს ვაჯობოო, მაგრამ მისთვის მოწინააღმდეგე არის არა კაცი, არამედ იდეა... მისაღები იყო უფრო დემოკრატიული მექანიზმი, რომლისთვისაც იბრძოლა. მართალია, ისე ვერ გაიტანა, როგორც უნდოდა, მაგრამ ეს დამოკიდებულია პარლამენტში ძალთა თანაფარდობაზე. რას წარმოიდგენდა, რომ კუბლაშვილი ამ პირობებშიც ვერ მოეგებოდა გონს და მოსამართლეების გადაბირებას დაიწყებდა.
უბირმა მოსამართლეებმაც ვერ გათვალეს მომავალი და ვერ დაძლიეს თანამდებობების დაკარგვის შიში.

- მოსამართლეებს კიდევ უნდა შეშინებოდათ? იუსტიციის მინისტრი ხომ ამხნევებდა მათ, მოსამართლეთა კონფერენცია ისტორიულ შანსს გაძლევთ, გათავისუფლდეთო.
- არ მოინდომეს, რადგან თავისუფლება ცოდნას, გამოცდილებას მოითხოვს. მონობას მიჩვეულ მოსამართლეებს თავისუფლების სურვილიც არ გასჩენიათ.

- იმედგაცრუებული ჩანხართ.
- ჯერჯერობით ასეა, მაგრამ ცოტა ხანში სოციალურ-პოლიტიკური ვითარება შეიცვლება. კუბლაშვილის არითმეტიკული უმრავლესობა საბჭოში პოზიციურ უპირატესობას ვერ მოიპოვებს. ჭადრაკში არის მატერიალური უპირატესობა, როდესაც ერთი ფიგურით მეტი მაქვს, მაგრამ არის პოზიციური უპირატესობაც, რომელიც ზოგჯერ უპირისპირდება მატერიალურს. ამ დროს ზედმეტი ქულა, ზედმეტი ეტლი, შესაძლოა, შეგრჩეს და მაინც დამარცხდე. ვფიქრობ, ასე მოხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც. არ ვიცი, უახლოეს მომავალში რა იქნება, მაგრამ ვეჭვობ, მიღებული შედეგი ცოტა გააჭიანურებს სხვადასხვა საქმის გამოძიებას. გაჭიანურდება სამართლიანობის აღდგენის პროცესიც, მაგრამ მერწმუნეთ, ოქტომბრის შემდეგ სხვა რეალობა იქნება. ახლა კუბლაშვილის მოქმედება ძალიან ჰგავს იმ ბავშვის საქციელს, რომელიც უღრან ტყეში თავდაჯერებისთვის შიშით იწყებს ხმამაღლა სიმღერას. სამწუხაროდ, ის ისე გაიტაცა ჯიბრმა და ძალაუფლებით ტკბობამ, რომ უღრანი ტყიდან გამოსვლა ძალიან გაუჭირდება და ვშიშობ, იქვე არ დაიკარგოს.
მკითხველის კომენტარი (19)
nanuka
17 ივნისი 2013 22:15
მონობას მიჩვეული მარტლაც ვერასდროს განტავისუპლდება,შეიძლება იურიდიულად მაგრამ შინაგანად ყოველტვის მონად დარჩება.ესეა ქარტველი მოსამარტლეების საქმეც.ტუ ვინმემ არ უბრძანატ ტავისიტ ვერაფერს წყვიტავენ ზუსტად ეგ არის მონობა და სკამის დაკარგვის შიში რასც უზნეობა ქვია.
გიორგი
17 ივნისი 2013 21:51
მინდა გამოვხატო პირადი პატივისცემა ბატონი მინდია უგრეხელიძის მიმართ!
გიორგი
17 ივნისი 2013 21:49
ყოველ სყტყვას ვეთანხმები და ამიტომაც ვიმეორებ მეასედ:
ამათ თავხედობას ხომ ზღვარი მართლაც არა აქვს! რელიგიებში ღმერთებიც კი არ არიან ისეთი ხელშეუხებელნი, როგორებიც უნდათ გახდნენ "ახლადარჩეული", მთელი ქვეყნის დამანგრეველი, უსამართლობის ნოტარიუსი, ძველი მოსამართლეები კუბლაშვილის თამადობით.
ახლა უკვე მასხრადაც გვიგდებენ კუბლაშვილები! 9 კაცი ხომ უკვე ჰყავთ იუსტიციის საბჭოში, ახლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძვიან, მეათე რომ დაიმატონ პარლამენტიდან. 10 ადგილი სჭირდებათ! ახლა მოთხოვნები ნახეთ: უვადო დანიშვნა, პასუხისგებაში მიუცემლობა, ძველი კადრების შენარჩუნება.
ახლა კი ვამბობთ, მთავარია დემოკრატიულად ჩატარდაო! ამას ჰქვია: Сохранять лицо при плохой игре! უკაცრავად და "დაგვაგოიმეს!"
სასამართლოს რეფორმამ, შეიძლება ითქვას, კრახი განიცადა! ამაზე წინასწარ უნდა ეფიქრათ თეა წულუკიანსაც, პარლამენტსაც და ივანიშვილსაც. ფეხი ფეხზე რომ გადაიდეთ და კუბლაშვილს მიანდეთ პროცესის მიმდინარეობა, აგერ შედეგიც ასეთი მივიღეთ! ისეთი მწარე გემო მაქვს, თითქოს ჩვენმა მორაგბეებმა რუსებთან წააგეს 0:50-ზე!
ფუი! გული მერეოდა როცა ვუყურებდი იქ მსხდომი "პუბლიკის" საქციელს(მათში, ნაწილი მართლაც მოსამართლე იყო). თქვენს განაჩენს როგორ უნდა ენდოს ადამიანი, როდესაც თქვენ თვითონა ხართ გასასამართლებელი მორჩილი მონები. ბევრი იმეორებს ამ სიტყვას და რა ვქნათ, ხართ მონები და რა გიყოთ?! ეზოპესავით უფსკრულში გადაჩეხვას ხომ არავინ გთავაზობდათ? უბრალოდ შეგეძლოთ აგერჩიათ თავისუფლება და არჩიეთ პირუტყვული მონობა! თქვენ ხალხი ხართ?!
zaza
17 ივნისი 2013 21:17
" დავბადებულვარ რომ ვიყო მონა და კუბლაშვილის მედგას უღელი!"--ეს არის ამ ე. წ.მოსამართლეების სლოგანი! ვაზელინზე ჯერ კიდევ დიდი მოთხოვნაა!!!
15
17 ივნისი 2013 20:33
მკვლელების და ქვეყნის დამაქცევლების ყურმოჭრილ მონა კუბლაშვილს ყველა აჯობებს!!!! მაგ ადამიანს ყველაზე მეტი დანაშაული მიუძღვის საქართველოს საზოგადოების წინაში და ამას ბოლო მოვლენებიც ადასტურებს!
ქაქუცა
17 ივნისი 2013 18:24
ბატონო მინდია, თქვენ პირადად ხართ მონობას მიჩვეული და არც არასდროს გქონიათ განთავისუფლების სურვილი.
kote
17 ივნისი 2013 16:14
უშიშროების(კაგებეს) ხაზით იყო მაშინდელ გეპეიში,ბ-ნი მინდია.სტუდენტების აქტურობის კონტროლი ებარა.დზააან თბილად მახსოვს :))
მიღებული გამოცდილება ხომ უნდა გაგვიზიაროს
viqtor
17 ივნისი 2013 12:15
მინდია უგრეხელიძის ობიექტურობა და სამართლიანობა ეჭვგარეშეა-ნაცებისათღვის ყველა "დასვრილია", რადგან ასეთები თვითვე არიან ....და სუფთა ხალხისა შურთ!
gocha
17 ივნისი 2013 10:39
შენ ხომ იყავი ყველაზე დამოუკიდებელი და სამართლიანი ედიკას დროს

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?