მიხეილ-გელა სალუაშვილი: "ზვიად ღვთითცხებულისა და შევარდნაძის შესახებ ბიბლიაში ყველაფერი წერია"
მიხეილ-გელა სალუაშვილი: "ზვიად ღვთითცხებულისა და შევარდნაძის შესახებ ბიბლიაში ყველაფერი წერია"
საპრეზიდენტო არჩევნები ნელ-ნელა გვიახლოვდება. კანდიდატებმაც დაიწყეს თავინთი საპრეზიდენტო პროგრამის გაცნობა ამომრჩევლებისთვის. ჩვენ ვესაუბრეთ ერთ-ერთ კანდიდატს, კოალიცია ”ერთსულოვნების” ერთ-ერთ ლიდერს, მიხეილ-გელა სალუაშვილს.

- ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამა ორი ნაწილისგან შედგება: ეს არის ეროვნულ-რელიგიური და ეროვნულ-პოლიტიკური. ეროვნულ-რელიგიური ნაწილი დამყარებულია საქართველოს სულიერ მისიაზე, ანუ მასში გაანალიზებულია ჩვენი როლი მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში. ერთ-ერთ უდიდეს ქართულ ძეგლში - "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი", განსაზღვრულია ქართული ენის მისია. ამიტომ ჩვენი საპრეზიდენტო პროგრამა სწორედ იმ პრინციპების გამომზეურებას ემყარება, რასაც
საქართველოს სულიერი მისიის არსი შეიცავს ბოლო ჟამთან
დაკავშირებით.

- ანუ თქვენ თვლით, რომ ბოლო ჟამი მოახლოებულია და თქვენი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ამას მომზადებული შევხდებით?

- საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე ხშირად იმეორებს, რომ ჩვენ გვიწევს ბოლო ჟამის ეპოქაში ცხოვრება. ზვიად გამსახურდიას ეპოქიდან დღემდე, საქართველოში არ მომხდარა
მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ბიბლიაში არ იყო ასახული.
მაცხოვრის პასუხებზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, მეორედ მოსვლის ადგილი იქნება საქართველო და ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ამას ღირსეულად დავხვდებით. ზვიად გამსახურდიას აქვს ნათქვამი: "ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდუვალი აღდგომისა". ჩვენი აზრით, ეკლიანი გზა უკვე გავიარეთ და ახლა ვუახლოვდებით იმ ეტაპს, რასაც საქართველოს გაბრწყინების ეტაპი ქვია. დეტალურად გვაქვს გაწერილი, ესა თუ ის ბიბლიური წყარო რომელ ეტაპს შეესაბამება (საბჭოთა მმართველობას, ზვიად გამსახურდიას მოსვლას და წასვლას. რამდენ ხანს უნდა ყოფილიყო შევარდნაძე და სხვ).

პრეზიდენტად იყრით კენჭს, საპატრიარქოსგან თუ გაქვთ კურთხევა?

-დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. მიმაჩნია, რომ ეკლესიის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში არ შეიძლება.

- თქვენს საარჩევნო პროგრამაში აპროტესტებთ მარკირებას და აცხადებთ, რომ ეს
ეშმაკის ნიშანი...

-მარკირების გაუქმების შესახებ შემუშავებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია. მარკირების ნაცვლად ვითხოვთ  ფოტორეგისტრაციას.

- პარლამენტმა უარი თქვა მარკირების გაუქმებაზე, მაინც მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში და თქვენს ამომრჩეველს აიძულებთ ეშმაკის ნიშნით დაიტვიფროს?

- წლევანდელი არჩევნები იქნება ბოლო, რომელიც მარკირებით გაიმართება. თუ პარლამენტი არ გაითვალისწინებს ამ ანტიღვთიური მექანიზმის გაუქმებას, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, იძულებული ვიქნებით, მაინც მივიღოთ მონაწილეობა და შემდეგ, ოდეს ღვთის ნებით გავიმარჯვებთ, აუცილებლად გავაუქმებთ მარკირებას.

- თუ გაიმარჯვეთ, რა ბედი ელის აიდი ბარათებს? გააუქმებთ?

-ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ საპატრიარქოს პოზიციას აიდი ბარათებთან დაკავშირებით. გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ალტერნატიული პირადობის მოწმობაც შეიქმნას იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ სურს სატანის დაღი ატაროს.

- თქვენ გაქვთ ზვიად გამსახურდიას ხატი. ეს ერთგვარი კერპთაყვანისმცემლობა ხომ არ ?

- 2004 წელს სინოდის კრებაზე გამოვთქვით სურვილი, რომ ზვიად გამსახურდია შერაცხლიყო წმინდანად. 2012 წლის დასაწყისში ხელახლა მივმართეთ სინოდს. რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს არის ზვიადის სურათი, რომელზეც ის წარმოდგენილია, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის მანტიით შებურვილი, თავზე კი შარავანდედი ადგას. ეს არის მხატვრული კომპოზიცია. თუ ბატონი ზვიადი წმინდანად შეირაცხება, ამ სურათს ხატად გარდავქმნით. ეს იქნება წმინდა ზვიად ღვთითცხებული.

- თქვენ შეხვდით ე.წ. "უეინ ენტერპრაიზის" და რას ალ გულის წარმომადგენლებს, რა განიხილებოდა ამ შეხვედრაზე?

- როგორც მოგახსენეთ, განვიხილავთ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ხოლო ამ ორგანიზაციის წარმომადგენლების პოზიცია ემყარება თეოკრატიის პრინციპების განხილვასსაკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო, საინტერესო ჯგუფია და საინტერესო ხედვები აქვთ.

- რას ალ გული ამერიკული კომიქსის - "ბეტმენის" ერთ-ერთი პერსონაჟია, "უეინ ენტერპრაიზი" კი კომპანია. ეს ხუმრობა?

- თუ გსურთ, მოიძიეთ მათ შესახებ ინფორმაცია. შემიძლია გითხრათ, რა თემაზე გვქონდა საუბარი - ეს იყო მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და ამაში არაფერია სახუმარო.

- თქვენ ტელეფონის ნომერ სამ ექვსიან, ეს ნეგატიურ ფონს ხომ არ შეგიქმნით?

- სამი ექვსიანის თემატიკა მაშინ საინტერესო, როდესაც ექვსიანები ერთმანეთის გვერდითაა, სხვანაირად სახიფათო არ არის. ღმერთმა თავის ხატი და მსგავსი მეექვსე დღეს შექმნა. იქვე მითითებულია, რომ ღმერთმა ადამიანი დედაკაცად და მამაკაცად შექმნა, მაშასადამე, თუ ავიღებთ მეექვსე დღეს (ეს ერთი ექვსი) და დედაკაცს და მამაკაცს - თითოეული ხომ თავისი ექვსიანის მატარებელია, გამოდის, მეექვსე დღეს შექმნილი ადამიანი, ციფრების სახით სამი ექვსიანით გამოისახება. გარდა ამისა, ქართულ ანბანში მეექვსე ასო-ბგეაა "ვინ", კითხვა ვინ კი დაესმის მხოლოდ ადამიანს. ძველ აღთქმაში სოლომონ ბრძენს დაწესებული აქვს 666 დინარი ოქრო ყოველწლიურ შემოსავლად. გამოცხადებაში წერია, რომ ეს არის რიცხვი კაცისა და შემდეგ ეშმაკი ეპოტინება ამ სიწმინდეს.

- თქვენმა ერთ-ერთმა კონკურენტმა, ბატონმა გორგიჯანიძემ განაცხადა, რომ მისი ერთადერთი კონკურენტი სატანაა. როგორ ფიქრობთ, არსებული კანდიდატებიდან ვინ გაგიწევთ ღირსეულ წინააღმდეგობას?

- ის ვინც წაიკითხავს ჩვენს საპრეზიდენტო პროგრამას, დარწმუნებული ვარ, ჩვენ დაგვიჭერს მხარს, რადგან ჩვენს პროგრამას ვერავინ გაუწევს კონკურენციას. არავითარი ალტერნატივა ჩვენს პროგრამას არ გააჩნია.

- მოხდა სასწაული და ვერ გაიმარჯვეთ, როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯი?


ჩვენ ღმერთს მინდობილი პოზიციიდან წარვსდექით საქართველოს მოსახლეობის წინაშე მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი არჩევანი, რასაც ქართველი ერი გააკეთებს, ჩვენთვის მისაღები იქნება. თუ ღმერთმა ინება და მოსახლეობამ აგვირჩია, ეს იქნება დავალება ჩემი და ჩემი გუნდის მიმართ, რათა ყველაფერი შევასრულოთ, რასაც ხალხს ვპირდებით. რადგან არჩევნის თავისუფლება ღმერთმა მოგვცა, ვალდებული ვიყავი, შემეთავაზებინა ხალხისთვის ჩემი კანდიდატურა.


ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)
Eagle
22 ივლისი 2013 02:07
იარაღის გაფორმებაზე და ჯარში წაყვანის დროს თუ ითხოვენ ფსიხოს პრეზიდენტობის კანდიდატებს არ ეხებათ ეგ?დაცურებული აქ თან ძაან სერიოზულად ამ კაცს და მიხედეთ ტოო მადლი ქენით ვინმემ :D:D:D:D:D:D:D
მიხო პაპა
21 ივლისი 2013 09:45
მაიტა რა მეც უნდა ვიყარო კენჭი,უნდა ვიყარო მარააააააააააააა
მარიკო
21 ივლისი 2013 05:13
მარგველაშვილი თუ შეიძლება იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი , ამან რა დააშავა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, პირველ რიგში რა არის გასაკეთებელი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, პირველ რიგში რა არის გასაკეთებელი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად?