როცა დუმილი ოქრო არ არის, ანუ 26 მაისი FBI-მ "გააპრავა"?!
29-07-2013
როცა დუმილი ოქრო არ არის, ანუ 26 მაისი FBI-მ "გააპრავა"?!
დუმილი ზოგჯერ ოქროა, ზოგჯერ თანხმობის ნიშანი, ხანდახან კი - მრავლისმეტყველი. საინტერესოა, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მხრიდან დუმილის რომელ კატეგორიასთან გვაქვს საქმე.

"მინდა გითხრათ, რომ 26 მაისს FBI-ს ჯგუფი იჯდა ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მიტინგის დაშლის ყველა ეტაპს თვალყურს ადევნებდა მონიტორებზე და ბოლოს დაწერა დასკვნა, რომ ყველაფერი იყო კანონიერი", - განაცხადა სააკაშვილმა 21 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას.

სიმართლე გითხრათ, თქვენს მონა-მორჩილს ეგონა, რომ ამ განცხადების შემდეგ მოვლენები შემდეგნაირი სცენარით განვითარდებოდა
- თავად FBI, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ან ამერიკის საელჩო კატეგორიულად უარყოფდა სააკაშვილის განცხადებას. თუმცა 21 ივლისიდან საკმაოდ ბევრი დღე გავიდა და ამერიკული მხარე საეჭვოდ დუმს. არადა, სააკაშვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, დანაშაულის თანამონაწილედ დაასახელა. 2011 წლის 26 მაისის მოვლენები ოფიციალურად აღიარებულია, როგორც სადამსჯელო ოპერაცია საკუთარი
მოქალაქეების წინააღმდეგ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით გასამართლდება ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი.
თუმცა 2 წლის წინათაც ყველაფერი ნათელი იყო.

იმ დღეს, ათეულობით ჟურნალისტის თვალწინ, ადამიანები კი არ დაშალეს, სპეციალურად ალყაში მოაქციეს, სასტიკად დაარბიეს, ორი ადამიანის ცხედარი მაღაზიის სახურავზე გადამალეს და  ვითომდა მას შემდეგ "აღმოაჩინეს", რაც სააკაშვილმა ცხედრებიან რუსთაველზე აღლუმი ჩაიბარა. შემდეგ გარდაცვლილების ოჯახები დააშინეს და ლაპარაკი აუკრძალეს. მსოფლიო შემოიარა კადრებმა, სადაც სპეცრაზმელები გამეტებით ურტყამენ იმ ადამიანებს, რომლებიც წინააღმდეგობას არ უწევენ, გასისხლიანებულებს უკრავენ ხელებს და ცხვრებივით ყრიან მიწაზე. შემდეგ კი, ჟურნალისტებზეც დაიწყეს ნადირობა.

ნუთუ, FBI-ს წარმომადგენლები ამ ყველაფერს მონიტორებზე მართლა უყურებდნენ და დაწერეს დასკვნა - ყველაფერი კანონიერი იყოო?! ან რა სტატუსით იმყოფებოდნენ ერთი ქვეყნის (თუმდაც სტრატეგიული მოკავშირის) სპეცსამსახურის წარმომადგენლები მეორე სახელმწიფოს შს სამინისტროში?!

თუ სააკაშვილი ცრუობს, მაგრამ ამერიკული მხარე არ უარყოფს მის განცხადებას იმ მოტივით, რომ საქართველოს პრეზიდენტს იმიჯი კიდევ უფრო არ შეერყეს, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. გამოდის, ჩვენი კი არა, მხოლოდ ერთი კაცის მეგობრები ყოფილან და მზად არიან, დანაშაულის თანამონაწილეობაც კი იტვირთონ.
იმ შემთხვევაში კი, თუ სააკაშვილი არ ცრუობს, ალბათ, ბევრი რამის გადაფასება მოგვიწევს... მაინც არ მინდა დავიჯერო, რომ FBI-ს წარმომადგენლები 26 მაისის დარბევას მერაბიშვილთან ერთად გეგმავდნენ და შემდეგ დანაშაული დასკვნით "გაუპრავეს".

სხვათა შორის, ერთხელ FBI-ს დუმილმა არაჯანსაღი მითქმა-მოთქმა უკვე გამოიწვია - როდესაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე  FBI-ს ექსპერტიზის დასკვნა სააკაშვილის თანაგუნდელებმა გადააკეთეს და ყალბი სახით გაავრცელეს, ყველა ელოდა, რომ ამ ამბავს ნათელს FBI-ს ოფიციალური განცხადება მოჰფენდა. თუმცა ამერიკელებმა აქაც დუმილის ტაქტიკა აირჩიეს...

FBI ამჯერადაც დუმს. არადა, ალბათ, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, რომ ჩვენმა მეგობრებმა გაგვცენ მკაფიო და დასაბუთებული პასუხი - ასრულებდა თუ არა რაიმე როლს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო 26 მაისის მოვლენებში... და თუ ასრულებდა, რა დოზით. 

ეს ის შემთხვევაა, როდესაც დუმილი ოქრო არ არის. რაც უფრო გაგრძელდება სიჩუმე, მით მეტი ადამიანი იტყვის, რომ ეს თანხმობის ნიშანია.
konsiliumi gaudzgveba shemdeg sxdomas
05 აგვისტო 2013 00:47
datiko48-ს

ყოჩაღ დათიკო, ძაან ძლიერი ისტორიული წიაღსვლები იყო, მარა, შე დალოცვლილო, ბოლო ორი წინადადება თავიდანვე გეთქვა და ისედაც გასაგები იქნებოდა ყველაფერი :) არ გეწყინოს რა, კაი სურვილებით ვამბობ..
.
02 აგვისტო 2013 18:18
ყველაზე უარესი ის არის, რომ კაციშვილი არაა ამ მთავრობაში, ამერიკელ ”სტრატეგიულ” პარტნიორებთან რომ ურთიერთობა გადააფასოს და კარისკენ მიუთითოს.
datiko48
02 აგვისტო 2013 03:05
მოვიტან რამოდენიმე ამონარდს ისტორიიდან,რომელიც არის დაკავშირებული გუშინდელ და დღევანდელ დღეს მომხდარ ბოროტებასთან.მე-12 საუკუნის დასაწყისში,ჯვაროსნებმა ხელთ იგდეს ფასდაუდებელი საიდუმლო ცოდნის ნაწილი.ამის გამო 1118 წ.დაარსდა იერუსალიმში ტამპლერთა საძმოს საიდუმლო ორდენი.შეუპოვარი ძებნის შედეგად მათ გაიგეს რომ საიდუმლო ცოდნის ნაწილი გაიტანეს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ბერებმა უცნობი მიმართულებით.ტამპლერებში იქმნება რჩეული საძმო-როზენკრეიზერები.მათ დაუყოვნებლივ გამართეს მოლაპარაკება დავით აღმაშენებელთან-რადგან ჯვრის მონასტერი ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნოდა.1121 წლის ივლისში როზენკრეიზერები საქართველოში ჩადიან,მათ შორისაა იერუსალიმის მეფე ბოლდუინ 2-ც;საერთო ჯამში 75-ტი რაინდი.ისინი მართავდნენ საიდუმლო მოლაპარაკებას დავით აღმაშენებელთან.მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა,რომ მოხდებოდა საიდუმლო ცოდნის გაერთიანება.დავით 4-ეს გაუჭირდა დაპირების შესრულება,რადგან რამოდენიმე ბერი გაუდგა ყველას და ყველაფერს და გაუჩინარდნენ!...ვარდისა და ჯვრის საძმოს მიზანი იყო რომ საქართველოს თავი დაეღწია სსრკ-დან,რაც საშუალებას მისცემდა თავისუფლად ეძებნათ დარჩენილი ნაწილი.ამისათვის უნდა დაშლილიყო კომუნისტური სახელმწიფო.ხანგრძლივი მუშაობის შედეგად მალტის ორდენის დიდმა მაგისტრმა ანდრე ბერტიმ შეძლო საქმის ბოლომდე მიყვანა.მისი ორდენის ორმა რაინდმა:რონალდ რეიგანმა და მიხეილ გორბაჩოვმა ხელი მოაჭერეს შეთანხმებას მალტის კუნძულთან გემზე უცხო თვალისაგან დაფარულ მდგომარეობაში,რაც კიდევაც აღსრულდა.საძმო საქმეში რთავს ედუარდ შევარდნაძეს,მაგრამ მალე ხვდება,რომ მისი დახმარებით საწადელს ვერ მიაღწევს....საძმოს არჩევანი შეჩერდა ახალგაზრდა სტუდენტზე,რომელიც საფრანგეთის ადამიანთა დაცვის ინსტიტუტში სწავლობდა,ხოლო სტრასბურგი მათი ქალაქია.ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილის ფიგურა დადებითათ შეფასდა და მასთან გაწეული სპეციალური გაწეული სამუშაოს შედეგად[ა.შ.შ.-ში],საძმოს რაინდებს დაევალათ მისთვის ხელის შეწყობა.სააკაშვილის მეუღლედ შეირჩა ვარდისა და ჯვრის საძმოს დამსახურებული მაგისტრის შვილიშვილი-სანდრა.კალიფორნიის ფონდი Templar House Ltd ყველა ხარჯს საკუთარ თავზე იღებს.რაინდმა შევარდნაძემ დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულა და მისიის შესრულების შემდეგ სცენიდან გავიდა.დააკვირდით "ვარდების"რევოლუცია,და ყველა შემდეგი პროცესი საიდან იმართებოდა,და ნუ გგონიათ რომ ამ პროცესში არ იყო შეთანხმება ა.შ.შ.-ბსა და რუსეთს შორის.ერთს შეგახსენებთ,2008 წლის შეხვედრას ოლიმპიადამდე სოჭში:ბუში+პუტინი.გამოტანეთ დასკვნა.დანარჩენებზე შემდეგ ვისაუბროთ.

რედაქტორის რჩევით