"სააკაშვილი თავისი ფსიქიკის მძევალია"
29-07-2013
"სააკაშვილი თავისი ფსიქიკის მძევალია"
ევროპის შვიდი ფსიქიატრიული კლინიკის სკანდალური დასკვნა გამართლდა?!

"ანგელა მერკელი სააკაშვილის ჭამამ გააოგნა"

როდის იკლავდა თავს სააკაშვილი?!

"პრეზიდენტის რეზიდენციას უცხოელები  "კალიგულას სასახლეს" უწოდებდნენ"


2006 წელს პოლიტიკურ წრეებში გავრცელდა და შემდეგ პრესაშიც დაიბეჭდა ევროპის შვიდი ავტორიტეტული ფსიქიატრიული კლინიკის დასკვნა სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ბევრგან დაიწერა, რომ ფსიქიატრებს ამ კვლევის ჩასატარებლად სოლიდური თანხა გადაუხადეს, თუმცა უცნობია, ვინ იყო დამკვეთი. დასკვნა, რომლის შემდგენლებადაც დასახელდნენ ტონსბერგის (ნორვეგია) ფსიქიატრიული ცენტრი, ოსლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი, ფინეთის ფსიქიატრიის
დეპარტამენტი, კიოლნის ნერვული დაავადებების ცენტრი, ჟენევის ფსიქიატრიის დეპარტამენტი, ვენის ფსიქოანალიზისა და ფსიქოთერაპიის დეპარტამენტი და ამსტერდამის კლინიკური ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, სკანდალურია და მას დამაჯერებლობას მატებს აგვისტოს ომამდე ორი წლით ადრე გაკეთებული პროგნოზი, რომელიც გამართლდა: "ძალაუფლებისაკენ ლტოლვამ სააკაშვილს შეიძლება დაუკარგოს სიფრთხილე და გადაწყვეტილებები სახიფათო აღმოჩნდეს. მისგან მოსალოდნელია პრობლემების
პროვოცირება. მათ შორის, პოლიტიკური და საომარი კონფლიქტიც".

ევროპელი ფსიქიატრების დასკვნაში არის დიაგნოზი: "ძლიერი პარანოიდული აშლილობა, ისტერიულობა და ნარცისიზმის კომპლექსი".

ევროპელმა ფსიქიატრებმა სააკაშვილის პიროვნების ფსიქოლოგიური კვლევა მისი ბავშვობითY დაიწყეს და სწორედ იქ იპოვეს იმ გადახრების მიზეზი, რაც დიაგნოზში აისახა. "რადგან სააკაშვილის მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ, ბავშვი დედას მიეჯაჭვა და პატარაობისას მიღებული ემოციური ტრავმის გამო, რომელიც მამას უკავშირდებოდა, აგრესიულ პიროვნებად ჩამოყალიბდა. მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მამინაცვალთან, თანატოლებისგანაც გარიყული აღმოჩნდა. ჩაკეტილი ბიჭი იყო და უჭირდა კლასელებთან ურთიერთობა. თუმცა მაღალ კლასებში ის სკოლის თეატრალურ წრეშიც იყო და წარმოდგენებშიც მონაწილეობდა. თეატრით გატაცებულმა მოზარდებმა სამოყვარულო ფილმების (მათ შორის პორნოგრაფიული შინაარსის) გადაღება დაიწყეს, რასაც სკანდალი მოჰყვა და მიხეილ სააკაშვილს თბილისის დატოვება მოუხდა. ის კიევში წავიდა სასწავლებლად, მაგრამ მორიგი სკანდალის (ინტიმური შეხვედრებისთვის თანაკურსელები მის ბინაში იკრიბებოდნენ) შემდეგ კომკავშირიდან გარიცხეს და ხმაური რომ ჩამცხრალიყო, ჯარში წავიდა...

...სააკაშვილი არის შინაგანად დაძაბული, ნევროზული, ეჭვიანი და ემოციურად გაუწონასწორებელი. მისი ჟესტიკულაცია, სიარულის მანერა და აღნაგობა ნორმებიდან ამოვარდნილია. უჭირს მობილიზება, თავისი გამოსვლების სწორად ორგანიზება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არასასურველ კითხვებს უსვამენ.A ამ დროს იბნევა, ვრცელ, არაფრისმთქმელ ფრაზებს იშველიებს, რომლებიც შორს არის პასუხისგან. ერთი თემიდან მეორეზე გადადის. ამით ცდილობს ოპონენტის მოგერიებას და დაბნევას. როგორც ისტერიულ ტიპს, ახასიათებს სპონტანურობა და აქვს შოუმენის ნიჭი.

სააკაშვილი იღებს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რისი გაგონებაც სურს. Aამან კი შეიძლება გამოიწვიოს განდიდების მანია, მანიაკალური სინდრომი და განცდა, რომ ერთადერთი და განუმეორებელია.
რადგან ბავშვობაში ჩამოყალიბებული არასრულფასოვნების კომპლექსისგან Gგათავისუფლებას ზრდასრულ ასაკში ცდილობდა, ამან გამოიწვია ძალაუფლებისაკენ ლტოლვა. იმდენად არის შეპყრობილი ერთადერთი სურვილით, თავი დაიმკვიდროს, რომ ანგარიშს არ უწევს იმ საზოგადოების შეხედულებებს, რომელმაც ის ერთხელ უკვე არ მიიღო და გარიყა. როდესაც ხედავს, რომ სათანადოდ არ აფასებენ, აგრესიული ხდება. ვვარაუდობთ, რომ მომავალში ეს გამოიწვევს კონფლიქტს საზოგადოებასთან".

პეტრე მამრაძე, პარლამენტის ყოფილი წევრი: - სააკაშვილი 1992 წლის ზაფხულში გავიცანი. კიევიდან ახალი ჩამოსული ვიცე-პრემიერ სანდრო კავსაძის აპარატში მოვიდა სამუშაოდ, რომლის თანაშემწეც მე გახლდით. მისგან პატივისცემისა და მეგობრული დამოკიდებულების გარდა, არაფერი მიგრძნია. მეტიც, 2008 წლის მაისში პარლამენტის წევრი სააკაშვილის ნებით გავხდი.

2006 წლის გაზაფხულზე დასავლეთ ევროპის რამდენიმე წამყვანი ქვეყნის ელჩმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მკითხა სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. მაჩვენებდნენ რუსულად ამობეჭდილ ტექსტს, რომელიც იწყებოდა იმით, რომ წამყვანმა შვიდმა ფსიქიატრიულმა კლინიკამ ევროპაში ვიღაცის დაკვეთით იმუშავა სააკაშვილის ფსიქოლოგიურ პორტრეტზე. ზოგადად, როდესაც ახალი ლიდერი მოდის ქვეყნის სათავეში, სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობენ ამ ადამიანის ფსიქო-ფიზიოლოგიურ პორტრეტზე, რაც, რა თქმა უნდა, გასაიდუმლოებულია. ცნობილი შემთხვევაა, რომ ერთმა გამოჩენილმა ფსიქიატრმა 40-იანი წლების დასაწყისში შეადგინა ჰიტლერის ფსიქოლოგიური პორტრეტი და ყველაფერი იწინასწარმეტყველა მისი ავანტიურისტული ქმედებებისა და თვითმკვლელობის ჩათვლით. ეს კვლევა მაშინ საიდუმლო დოკუმენტის სახით დაიდო მოკავშირეების მაგიდაზე, მაგრამ დღეს ის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს.

2008 წლის შემოდგომაზე საქართველოში ჩამოსული იყო ცნობილი დიპლომატი, რომელიც ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში იყო საქართველოში და კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას. მან მითხრა, როგორც გამსახურდიამ მიიმწყვდია თავი იმ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანი და პისტოლეტი ერთმანეთის შესახვედრად ამოძრავდნენ და ბოლოს შეხვდნენ, სააკაშვილის შემთხვევაშიც ამავეს ვხედავ. ეს მოძრაობა დაწყებულია. ვერ გეტყვით, რა დრო გავა, ვიდრე ეს მოხდება, მაგრამ დიდი ალბათობით თქვენი უბედური პრეზიდენტი და პისტოლეტი ერთმანეთს შეხვდებიანო.

- 2008 წლის ომის შემდეგ გავრცელდა ჭორი, რომ სააკაშვილმა სცადა თავის მოკვლა და დაცვამ ხელიდან გამოჰგლიჯა პისტოლეტი.

- ვიცნობ სააკაშვილს, შეიძლება ასეთი თეატრალური სცენა მართლაც გაეთამაშებინა ვიღაცების თანდასწრებით, ან რაღაც ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფს ეს მართლაც გაეკეთებინა. შეგახსენებთ გორში მის პანიკურ გაქცევას. არ ვიცი, რა მოელანდა, რა წარმოისახა მის ანთებულ ტვინში, რომ უცებ დაიძახა, უნდა წავიდეთო, ადგილს მოსწყდა და მერე მთელმა მსოფლიომ ნახა მუხლებზე მხოხავი სააკაშვილის შემზარავი ფოტოები, რომელიც შეძრწუნებული იყურება ცისკენ. რას ელოდა იქიდან? ასეთი შეურაცხადობის მომენტში სააკაშვილს შეეძლო პისტოლეტიც ამოეღო, მაგრამ ეს არ იქნებოდა მოფიქრებული და მერე აღსრულებული გადაწყვეტილება.

ამ დროს თურმე კუშნერი სხვებს მიუტრიალდა და ეკითხებოდა, ხომ არ იცით, მიშა რატომ გარბისო. შეწუხდა, როდესაც დაინახა გაქცეული უმაღლესი მთავარსარდალი და ქვეყნის პრეზიდენტი...

სააკაშვილი თავისი ფსიქიკის მძევალია და რაც ევროპელი ექიმების დასკვნაში წერია, ჩემს დაკვირვებასაც ემთხვევა. მას გაუწონასწორებლობა და უკიდურესი ნერვიულობა სჩვევია ყოვლად უწყინარ სიტუაციაშიც. შეიძლება რაღაც ეწყინოს, ამას გულში ჩაიდებს და მერე შურისძიებას ცდილობს. როდესაც გია ბარამიძემ 1992 წელს მიშას ზურაბ ჟვანია გააცნო, ზურა გავაფრთხილე, მგონი, ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ, არამდგრადი ფსიქიკის ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს-მეთქი, მაგრამ ზურა აღფრთოვანებული იყო მისი ამერიკული განათლებითა და ორატორობით.

არ დამავიწყდება, ევროპელი ფსიქიატრების დასკვნა უკვე გადადიოდა ხელიდან ხელში, რომ ერთმა ქართველმა ფსიქიატრმა მითხრა, არავითარი საბუთები არ მჭირდება, საკმარისი იყო, მენახა, საუბრისას მისი ხელის მოძრაობა და თვითმფრინავის ტრაპიდან როგორ ჩამოდის და დიაგნოზი დავსვი - სახეზეა მანიაკალურ-დეპრესიული სინდრომის გამოვლინებაო. უცხოელებისაგან მომისმენია, სააკაშვილს განდიდების მანია აქვს, ნარცისიზმი და მეგალომანია სჭირს, ამის უკან არასრულფასოვნების კომპლექსი იმალებაო. აქედან მოდის თვითდამკვიდრების დაუოკებელი სურვილი, რომ ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც მას სურს.

მაგალითად, პარლამენტის ქუთაისში გადატანა და მემორიალის აფეთქება სხვა არაფერია, თუ არა სიგიჟე.
როდესაც ჯო ბაიდენი საქართველოში ჩამოვიდა, გაოგნდა პრეზიდენტის სასახლის ნახვისას. მაშინაც და ამის  მერეც სულ მესმოდა, როგორ უწოდებდნენ უცხოელები პრეზიდენტის რეზიდენციას კალიგულას სასახლეს. სააკაშვილს იგივე დაემართა, რაც მუსოლინის ან ჩაუშესკუს. კორტის ადგილზე ასწლოვანი ხეების გაჩეხა და იუსტიციის სასახლის აშენებაც სააკაშვილის სნეული ფანტაზიის ნაყოფია.

ჩემზე განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებდა სააკაშვილის ჭამა. ეს ნორმალური ადამიანის კვება კი არა, სხვადასხვა საჭმლის ერთმანეთის მიყოლებით უზომო შთანთქმაა, რაც უცხოელმა დიპლომატებმაც არაერთხელ აღნიშნეს.
ანგელა მერკელთან სააკაშვილის პირველი შეხვედრის მერე, გერმანელმა დიპლომატებმა მითხრეს, შეხვედრაზე სააკაშვილმა ერთმანეთის მიყოლებით ყველაფრის პირში ჩაყრა დაიწყო. საჭმელს "კოკა-კოლას" აყოლებდა და გაუთავებლად ლაპარაკობდა, მერკელმა რომ გააცილა, თვალები დახუჭა და ერთხანს ხელით ეჭირა შუბლი.

მერე კი გვითხრა, ახლავე გაშიფრეთ ჩვენი საუბარი, რასაც მეუბნებოდა მახსოვს, მაგრამ მე რა ვუთხარი, ვეღარ ვიხსენებო.

ჯორჯ ბუშთან შეხვედრაზე რომ მიდიოდა, დაინახა ჯიხური, სადაც ჰოთ-დოგი იყიდებოდა. ნერწყვი მოადგა, დაცვას აყიდვინა და ისეთი ტემპით დაიწყო მისი შთანთქმა, კეტჩუპი გადაისხა თეთრ პერანგზე. იქ ამბები იყო! პროტოკოლის სამსახური ლამის ენით წმენდდა ჩვენს პრეზიდენტს, რომ ბუშთან შესულიყო. ჩვენი ექიმებისაგან გამიგია, რომ ბულიმია სჭირს, რაც მძიმე დაავადებაა. გაეროში მომუშავე პერსონალისაგან ვიცი (ამას არასოდეს ჰყვება ირაკლი ალასანია), რომ აგვისტოს ომამდე სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა გაეროში, არ მოეწონა მის გამოსვლაზე ცოტა ხალხის დასწრება და დარბაზის რეაქცია.

რაკი მსმენელთა შორის მნიშვნელოვანი ქვეყნების პირველი პირები არ იყვნენ და დარბაზმა ცივად მიიღო, იმდენად გაღიზიანდა, რომ დარბაზიდან გამოვარდა და გასასვლელისკენ გაეშურა, მაშინ როდესაც რამდენიმე თვის მუშაობის შედეგად გაწერილი იყო მისი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან. სააკაშვილი გიგანტური ნაბიჯებით შევარდა ესკალატორზე, უკან დელეგაცია მისდევდა, მაგრამ ალასანიამ მოახერხა და სირბილში გაასწრო. კარში ჩადგა, ხელები გაშალა და იყვირა, ვერსად წახვალ, შეხვედრებია დანიშნულიო. სააკაშვილი კი გაიძახოდა, თავი დამანებეთ, არაფერი აღარ მინდაო.
საბოლოოდ ალასანიამ მაინც მოახერხა მისი მობრუნება.

2008 წელს რუსეთმა სწორედ მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით შეძლო მისი პროვოცირება.
2009 წელს ერთმა დიპლომატმა მიამბო: სააკაშვილი ინკოგნიტოდ იყო ჩასული ლონდონში და სასტუმრო "რიცში" საპრეზიდენტო აპარტამენტებში დაბინავდა. ნომერში მისი შესვლიდან 10 წუთში სასტუმროს ადმინისტრატორის ტელეფონი აწკრიალდა. სააკაშვილი ყვიროდა, ახლავე ჩემთან ამოდითო. რამდენიმე თანამშრომელი მივიდა პრეზიდენტის ნომრის კართან და კარი გაიღო თუ არა, მათკენ გამოსროლილი ბოთლი კედელს შეენარცხა. ამის შემდეგ დაინახეს ოთხად მოკეცილი სააკაშვილი, რომელიც ბართან იდგა, იღებდა სხვადასხვა რუსული იარლიყის მქონე ბოთლებს, ესროდა სასტუმროს თანამშრომლებს და ყვიროდა, ეს როგორ დამახვედრეთო. ეს ამბავი არ გახმაურებულა, რადგან "რიცი" საჯაროდ არაფერს იტყვის თავის კლიენტებზე, მაგრამ ლონდონის საზოგადოება იმ საღამოს ლაპარაკობდა, საქართველოს გიჟი პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც აქეთ-იქით ისვრის ბოთლებსო.
გავიხსენოთ გახმაურებული შემთხვევა, როდესაც შტატებში მიფრინავდა სააკაშვილი და გზად მილანში შეიარა, რომ იქ მაჯის საათები ეყიდა. არაფრად აგდებდა, რომ ეს ინფორმაცია შეიძლებოდა გავრცელებულიყო, რაც მოხდა კიდეც. მისთვის მთავარია დაუოკებელი სურვილი დაუყოვნებლივ დაიკმაყოფილოს, ამიტომაც დაასრულა ასე ტრაგიკულად თავისი მოღვაწეობა.

მარიამ ზანდუკელი
შოთა
25 სექტემბერი 2016 20:20
სრულიად გეთანხმებით.ჩემი აზრით,სახელმწიფოს მეთაური,სანამ გახდება მეთაური -"ფსიხოს" უნდა იღებდეს.
maka
30 აპრილი 2016 08:20
გაუწონასწორებელი ფსიქიკის ადამიანი საშიშია დიახ ხელმძღვანელად თუმცა გაწონასწორებული და ქვეყნის ერთგული ჭკვიანი დავდადებული სადაა მაჩვენეთ და ავირჩევთ.მე ვთვლიდი და დღესაც ასე ვთვლი რომ გაუწონასწორებელი კაცი არ უნდა მართავდეს ქვეყანას ამიტომ არც ზვიადს არ მივეცი ხმა მიუხედავად იმისა რომ სულ მიტინგებზე დავდიოდი ვუჭერდი აქტიურად მხარც ეროვნულ მოძრაობას მაგრამ ლოკომოტივზე ზვიადის ემოციები რომ ვნახე შემეშინდა ..მიშასაც მაგის გამო არ მივეცი ხმა ახლოდან რომ ვნახე ისეთი გამოხედვა ქონდა შემეშინდა ..ერმა ხმა მისცა ორივეს ამიტომ ერს მოსწონს ემოციურად გაუწონასწორებელი ხალხი ეს პრობლემაა ერის. ხოდა აბა ეხლა ერის ბრალი არაა?ასევე გიტლერიც გერმანელმა ერმა თვად აირჩია ..არც ერთს ამ სამიდან თვის ქვეყნისთვის ცუდი არ უნდოდა მაგრამ ემოციებს თუ ვერ მარტვა ქვეყანის მართვას შეძლებ? თუმცა იმის თქმა რას იზამს ადამიანი თვას მოიკლავს თუ არა გამორიცხულია ვინმემ იცოდეს.ვაღიაროთ რომ ამ პიროვნებებმა ქვეყანას კარგიც გაუკეთეს და ცუდიც მაგრამ როცა ცუდი ჭარბობს ყველაზე ცუდი ქვეყნისათვის კი არის შეიარაღებული დაპირისპირება არეულობა ომი!. .არც ზვიადის დროს აგვცდა იარაღი და დაპირისპირება მიშას დროს ომი იყო ყველაზე უკან კი ქვეყანა მაშინ მიდის უკან როცა ომი ხდება..დღვანდელი მთავრობა გაწონასწორებულია და ხმა მივეცი ვიმედოვნებ ომი არ მოხდება ესე იგი ქვეყანა წავა წინ.
Nona
23 აგვისტო 2014 00:32
სააკაშვილი გულზე არ მახატია, მაგრამ მასზე წერის დროს რატომ გავიწყდებათ მოიხსენიოთ ის ავსული(ახლახანს ჩაძაღლებული), რომელმაც მხოლოდ ქართველების მოძულე სომხები შემოიკრიბა გარშემო, რადგანაც აქ ქვეყნის საბოლოოდ აოხრება სურდა?
ვინ დაუტოვა ქართველს არჩევანი?
იცოდნენ გიჟი იყო და მაინც შემოგვტენეს და მერე დაგვცინოდნენ, დაა ამას მეგობრობა ჰქვია???
ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, ერთი ფავორიტი მეორეს სჯობდაო! ის უარესი იყო და კიდევ უარეს დღეშიც ჩაგვაგდებდა, რადგანაც უფრო დაწრთვნილი იყო!
გაახილეთ თვალები!

რედაქტორის რჩევით