"მე ღირსეული მამის შვილი ვარ და მის სახელს ყოველთვის დავიცავ"
19-08-2013
"მე ღირსეული მამის შვილი ვარ და მის სახელს ყოველთვის დავიცავ"
ნოდარ იმნაძის ქალიშვილი ასლან აბაშიძის ვაჟს სიცრუეში ადანაშაულებს

"გულწრფელად მინდა ვუსურვო გიორგი აბაშიძეს, იყოს ღირსეული და მართალი, პირველ რიგში - საკუთარ სინდისთან"


მიმდინარე წლის 12 აგვისტოს "კვირის პალიტრაში" დაიბეჭდა აჭარის ყოფილი ხელმძღვანელის ასლან აბაშიძის ვაჟის - გიორგი აბაშიძის ინტერვიუ, სადაც იგი შეეხო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილის (1991 წელს) ნოდარ იმნაძის მკვლელობის საკითხს. ნოდარ იმნაძის ქალიშვილი ნატო იმნაძე გიორგი აბაშიძეს სიცრუეში ადანაშაულებს და სურს, საზოგადოებას თავისი
სიმართლე უთხრას.


- ბატონო გიორგი, თუ თქვენ დანაშაული არ ჩაგიდენიათ, არავის აქვს უფლება, საქართველოში ჩამოსვლა და ცხოვრება აგიკრძალოთ. თუმცა, ვფიქრობ, სამშობლოში სიცრუით
დაბრუნება საზოგადოების თვალში რეპუტაციას ვერ აგიმაღლებთ.

პირველი სიცრუე: გიორგი აბაშიძე აცხადებს, რომ ინციდენტის დროს დედასა და ბებიასთან ერთად უზენაეს საბჭოსთან იყო. მე მაქვს და ვფიქრობ, გიორგისაც უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმის ასლები, სადაც გიორგი აბაშიძის იქ ყოფნის ან მოწმეობის შესახებ სიტყვაც არ არის ნათქვამი. არც ერთი მოწმე და თვით მამამისი - ასლან აბაშიძეც კი არ ადასტურებს გიორგის, დედამისის და ბებიამისის ყოფნას შემთხვევის ადგილზე. გიორგი ამბობს, რომ დამინახა, როგორ გადმოვედი მანქანიდან ორი იარაღით ხელში. ბატონო გიორგი, გამოძიების მასალებით და მოწმეების ჩვენებით, თქვენ იქ არ ყოფილხართ. დაგეხმარებით და გაგახსენებთ: მოწმეების ჩვენებების შედეგად (მათ შორის - მამათქვენის) გამოძიებამ დაადგინა, რომ მე მქონდა ერთი იარაღი, რომელიც ბუდიდან არც ამომიღია. მამათქვენისგან განსხვავებით, მე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება მქონდა, ვინაიდან ეროვნული გვარდიის წევრი ვიყავი. ამბობთ, თქვენი თვალით დაინახეთ, რამდენიმე "ტიპმა" როგორ მიადო იარაღი თავზე უზენაესი საბჭოს შენობასთან მდგარ პოლიციელებს. პოლიციელები, რომლებიც შენობაში მორიგეობდნენ და თვითმხილველები ამ ფაქტს არ ადასტურებენ...

თანამდებობაზე დანიშვნის პირველ ეტაპზე მამაჩემსა და ასლან აბაშიძეს ნორმალური სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ 1991 წლის 22-23 აპრილს ქ.ბათუმში ჩატარებული არასანქცირებული ანტიეროვნული მიტინგის შემდეგ, რომლის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი ასლან აბაშიძე გახლდათ, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. მიტინგის მთავარი მიზანი ხელისუფლებისთვის ეროვნული ძალების ჩამოშორება იყო. ნოდარ იმნაძის ლიკვიდაციაც (ლინჩის წესით გასამართლება) მაშინ იყო დაგეგმილი, მაგრამ ვერ მოახერხეს, რადგან მამაჩემი, ეროვნულ გვარდიასთან ერთად, უზენაესი საბჭოს შენობიდან უკანა გასასვლელით გავიდა. ეს სიმხდალე არ იყო, პირიქით, მამაჩემმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება და ეროვნული გვარდია გაარიდა მოტყუებულ ხალხში (მომიტინგეებს ვგულისხმობ, რომლებმაც არც იცოდნენ, რისთვის ჩამოიყვანეს) გარეულ შეიარაღებულ ნაძირალებს, რომლებმაც უზენაეს საბჭოსთან მისვლისას მოახერხეს და სამჯერ გაისროლეს ეროვნული გვარდიის მიმართულებით. მამაჩემის ბრძანებით, ეროვნულ გვარდიას საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია (არადა, ეს იყო შეიარაღებული თავდასხმა საკანონმდებლო ორგანოზე), ამ აქციის სულისჩამდგმელებს კი სწორედ ეს სჭირდებოდათ, რათა ძმათა შორის სისხლის ღვრა დაწყებულიყო. ამის შემდეგ მომიტინგეების ნიღაბს ამოფარებულმა ნაძირალებმა მოახერხეს და შეამტვრიეს უზენაესი საბჭოს კარი, შეიჭრნენ იმნაძის კაბინეტში, მაგრამ მამაჩემი აღარ დახვდათ.

ყველაზე ცუდი, რაც გააკეთა ასლან აბაშიძემ, რელიგიის თემით სპეკულირება იყო - მუსლიმანი ქართველობა ქრისტიანებს დაუპირისპირა. რომ არა მამაჩემის სწორი გადაწყვეტილება, რელიგიურ ნიადაგზე ძმათა შორის სისხლის ღვრა დაიწყებოდა.

ვურჩევ ბატონ გიორგის, ნახოს დოკუმენტური ფილმი "მშვიდობის ფასი". ფილმში ყველა ერთხმად ადასტურებს, რომ ასლან აბაშიძემ დიდი როლი ითამაშა იმ ანტიეროვნული მიტინგის მოწყობაში. ბატონი გიორგი ნათლად დაინახავს იმას, რაც მოხდა ქ. ბათუმში 1991 წლის 22-23 აპრილს და აღარ გაიმეორებს: "ნოდარ იმნაძეს ბოღმა ახრჩობდა, მამაჩემის ადგილზე რომ არ დანიშნესო". პირიქით, გიორგი, მამათქვენს, ასლან აბაშიძეს ახრჩობდა ბოღმა, რომ ნოდარ იმნაძე იყო ბლოკ "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის სპიკერი და აჭარის უზენაესი საბჭოს საარჩევნო სიაც მის ხელთ იყო. მამათქვენი შეიძლება საარჩევნო სიის მიღმა დარჩენილიყო. აი, რამ გაამწარა აბაშიძე და რატომ სჭირდებოდა, ეროვნული ძალები ხელისუფლებისთვის ჩამოეშორებინა.
ბატონო გიორგი, გაინტერესებთ, რატომ დაინიშნა მამათქვენი აჭარის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად? გეტყვით. მამათქვენმა ზვიად გამსახურდიასთან ფიცი დადო, რომ ავტონომიას გააუქმებდა, მაგრამ ჟარგონით რომ ვთქვათ, "გადააგდო" და აჭარაში დიქტატორული მმართველობა დაამყარა.

ახლა სხვა საკითხებსაც შევეხოთ... ბათუმის  ერთ-ერთი ქუჩისთვის მამაჩემის სახელის მინიჭება მოსახლეობამ მოითხოვა. რაც შეეხება ჩემს ვითომდა დეპუტატობას მიშას დროინდელ პარლამენტში, გიორგი აბაშიძე ისევ ცრუობს! არასოდეს ვყოფილვარ არც პარლამენტის და არც აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი. სააკაშვილის მმართველობისას არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ მიმუშავია (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აბაშიძის გაქცევის შემდეგ ორი თვე ვიყავი აჭარის დროებითი მთავრობის წევრი). მივმართავ ჟურნალისტ თეა ღვანიას, თქვენ ეკითხებით გ. აბაშიძეს: "ნოდარ იმნაძეს გულისხმობთ, რომლის მკვლელობასაც მამათქვენს აბრალებდნენ და ამისთვის 2007 წელს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს?" ასლან აბაშიძე ნოდარ იმნაძის მკვლელობისთვის ჯერ არ გაუსამართლებიათ. სასამართლო დღესაც მიმდინარეობს ქ. ბათუმში და აბაშიძეს წაყენებული აქვს ბრალდება ნოდარ იმნაძის განზრახ მკვლელობის მუხლით.

გიორგი აბაშიძისგან განსხვავებით, სახელმწიფო სისტემის მსხვერპლად ქცეულს, ბევრი უსამართლობა მომითმენია, მაგრამ ღირსება არასოდეს დამიკარგავს. მე ღირსეული მამის შვილი ვარ და მის სახელს ყოველთვის დავიცავ, მიუხედავად იმისა, როგორ ეცდება ასლან აბაშიძე პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენას, ან როგორ მოინდომებს რომელიმე ხელისუფალი ან ჩინოვნიკი, მამაჩემის მკვლელობის საქმე აბაშიძესთან სავაჭროდ, მის დასაშანტაჟებლად თუ სპეკულაციისთვის გამოიყენოს. დაბოლოს, გულწრფელად მინდა ვუსურვო გიორგი აბაშიძეს, იყოს ღირსეული და მართალი, პირველ რიგში - საკუთარ სინდისთან.
თბილისელი
26 აგვისტო 2013 22:15
ნოდარ იმნაძის საქმე და მისი წინამორბედი მოვლენები არის ასლან აბაშიძის მმართველობის ყველაზე შავბნელი ფურცელი, მთელი მისი მოღალატური წარსულის კვინტესენცია. ამ ამბის შემდგომი წლები კი ძირითადად უკვე არჩეული პოლიტიკის ინერციით გაგრძელება იყო ასლანის მხრიდან.
datiko48
22 აგვისტო 2013 01:46
მოდით შევხედოთ რეალურად რა იყო გუშინ და რა ხდება დღეს.როდესაც 80-ში მოხდა მიწისძვრა აჭარაში და ხალხს მისცეს თავშესაფარი ახალციხეში და პატრიარმა ბევრი აჭარელი აკურთხა რომლებიც დაუბრუნდნენ მართლმადიდებლობას და პატარა ტაძარში გაიმართა ჯვრისწარა,უდიდესმა სიხარულმა დაისადგურა ბევრ ქართველში.მოდით გადავხედოთ საიდან მოდის ისლამი:Bertuel,Joseph"L'Islam,ses veritables origines" Paris 1981,2 tomes[ო ევრეისკომ პროისხაჟდენიი ისლამა].დღევანდელი დღის რეალობიდან არც სააკაშვილი,კეზერაშვილი და იაკობაშვილი არ არიან ქართული ჯიშის,ისინი არიან ქართველი ებრაელები,ხოლო დღეს ვისგანაც იმართება მსოფლიო სახეზეა.ასლან აბაშიძე,მის მიერ ყველა გადაგმული ნაბიჯი იყო საქართველოს მთლიანობის დაშლისაკენ,ბრძოლა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ,კლავს სულით ქართველს ნოდარ იმნაძეს[ნახეთ ფილმი"მშვიდობის ფასი],დაჩოქილია რუსეთის იმპერიის წინაშე,ხოლო მისი საქართველოდან გაძევება სააკაშვილის მიერ,ხალხმა აღიქვა როგორც პატრიოტიზმი.ეს იყო ჩვეულებრივი ფარსი ფულის შოვნის,და ერის წაბილწვის.რაც აჭარაში სარისკიპოები გახსნეს თურქეთის "ბიზმესმენებმა"ყველამ ვიცით.ჩემი სანათესაოს 30%-ტი ბათუმში ცხოვრობს 60-დან,არასოდეს ასეთი სიბინძურე არ ყოფილა და სარწმუნოებლივი დაპირისპირება,მართალია იმ პერიოდში რელიგია შეზღუდული ჰქონდა კომპარტიას,მაგრამ ყველა ერთმანეთს ეფერებოდა.თუნდაც სააკაშვილის დედის,ალასანიას "ბიზნესი" თურქეთთან,ბავშვების "აღზრდა" ისლამის სწავლებით ღალატი არ არის საქართველოსთვის?ზემოთ ვთქვი და აშკარაა,რომ ქრისტიანობასთან ბრძოლა მოდის მე-6 საუკუნიდან,როდესაც შეიქმნა ახალი "რწმენა",დააკვირდით რამდენი საერთო აქვთ სიონისტებს ისლამთან:დამწერლობა მარჯვნიდან მარცხნივ,წინდაცვეთა,პარასკევის ლოცვები,ქორწინება სისხლით ახლობლებზე,სულ ექვსი თანხვედრაა,რომელიც მთვრალმა რაბაიმ მითხრა 87-ში ბუხარაში 12-ეტ დეკემბერს,როდესაც ჯვარი დაინახა ჩემთან.მათი ვარსკვლავია ექვს ქიმიანი[იუდეველების]და ის რაც ხდება დღეს ჩვენს სამშობლოში,ეს ბოროტება დიდი ხნის წინ დაგეგმილია,რომ წაგვშალონ როგორც ერი,ამიტომ მოდით ერთად დავფიქრდეთ რომ მტერმა არ გაიმარჯვოს.ილია-"უწინ ქართველს უხაროდა/მამულისთვის მტერთან ომი,/ან მოჰკლავდა,ან თავისთავს/შეაკლავდა როგორც ლომი./მამულისთვის ვის ახსოვდა/განსაცდელი განსაცდელში!/ტრფობა გვქონდა გულში აბჯრად/და სატევრად-ხმალი ხელში!"
ბათუმელი
21 აგვისტო 2013 15:07
გოგა ცუდინის არის რომ ამ საქმის შესახებ არაფერი იცი და ვიღაცეების მონაჭორს წერ. სენგან განსხვავებით საქმე თავიდან ბოლომდე წაკითხული მაქვს,როგორც შენ ამბობ სამი ტყვია მოხვდა, არადა ს. ს. საქმეში ყელზე აქვს მხოლოდ ნაკაწრი ასლანს და როგორც ექსპერტიზა ამბობს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული არ არის. კლასიკური თავდაცვა იქნებოდა მაშინ, ეს ყველაფერი კაბინეტში რომ დამთავრებულიყო, მაგრამ იმნაძე წავიდა კაბინეტიდან, ასლანი გაეკიდა, მისღებ ოთახში იმნაზეს 3 ტყვია ესროლა, შემდეგ კი დერეფანში მიმავალს დანარჩენი ტყვია დაახალა, სულ იმნაძეს 17 ტყვია ქონად მოხვედრილი. შენ რომ ნახო ექსპერტიზის დასკვნები და თუნდაც აბაშიძის ჩვენება სადაც ის ამბობს რომ კაბინეტში არ დაჭრილა ამას არ დაწერდი. მაპატიე მაგრამ დილეტანტი ხარ ამ საქმეში და სხვის მონაჭორს ნუ ავრცელებ. იმიტომ გეუბნები დაელოდე სასამართლოს. ეს კლასიკური თავდაცვა კი არა განზრახ მკვლელობა იყო დამამძიმებელი გარემოებებით!

რედაქტორის რჩევით