"ჰააგის პროკურორი შემპირდა, რომ მიშა სააკაშვილი ციხეში წავა"
23-08-2013
"ჰააგის პროკურორი შემპირდა, რომ მიშა სააკაშვილი ციხეში წავა"
"ქართული ოცნების" ღირსების საქმეა წართმეული ქონების დაბრუნება"

"დღეს "ნაციონალებზე" მეტად მოსამართლეები არიან საფრთხის ქვეშ, რომ ხალხმა ქვებით არ ჩაქოლოს"


ბიზნესმენმა და პოლიტოლოგმა მერაბ რატიშვილმა რომანების წერა ციხეში დაიწყო, მაგრამ ციხის პერიოდზე არაფრის დაწერას არ აპირებს. ის, რაც ციხეში ნახა, ქართველი კაცის დეგრადაციის მაგალითად მიაჩნია. ამჟამად ფილმის სცენარზე მუშაობს, რომელსაც ჰოლივუდში გადაიღებენ. მართალია, საპყრობილე უკან დარჩა, მაგრამ ყოფილი პატიმრის დღევანდელი ყოფიდან მისი კვალი მაინც ძნელად იშლება.


საკანში გამოხდილი არაყი

- შვეიცარიის
კლინიკაში გამოკვლევა ჩავიტარე. შვეიცარიელმა მედიკოსებმა სკანირება ჩამიტარეს და როგორც აღმოჩნდა, 2008 წლის იანვარში (ციხეში ყოფნისას) ჩ ჰეპატიტითა და ტუბერკულოზით ჩემი ინფიცირების მცდელობა ყოფილა. მათ დამისახელეს დროც და ეს დაემთხვა გლდანის დაწესებულებაში ჩემი ყოფნის პერიოდს. კარანტინის დროს გარედან საკვების მოწოდება აკრძალული გვქონდა. საჭმელს დაწესებულების ადმინისტრაცია გვაძლევდა.
დღეში 4-ჯერ სიგარეტს გვაძლევდნენ. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემს საკანში მყოფი 10 პატიმრიდან 2 ტუბერკულოზით ყოფილა დაავადებული. ეტყობა, მაშინ სცადეს ჩემი დაინფიცირება. კარანტინის დროს სიგარეტს კი გვაძლევდნენ, მაგრამ არ გვაძლევდნენ ასანთს.

საკანში რადიოს ხაზი შემოდიოდა, სადენს მავთულს ვაცლიდით, ბალიშიდან ავიღებდით ცოტაოდენ ბამბას და ვახვევდით სადენის შუა ნაწილზე. სადენის ბოლოებს ვაერთებდით დენის წყაროში და მაგრად რომ დაიბუთქუნებდა, ბამბას ცეცხლი ეკიდებოდა. ამ გზით ვუკიდებდით სიგარეტს. ჩ ჰეპატიტით ჩემი დაავადება, ალბათ, იმიტომ უნდოდათ, რომ ამით უფრო ადვილად დაემტკიცებინათ ჩემი ნარკომანობა (მერაბ რატიშვილი სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-მოხმარებისთვის იხდიდა), მაგრამ ძლიერი ორგანიზმი აღმომაჩნდა. ერთხელ ადვოკატთან რომ გამიყვანეს, დერეფანში სისხლის გუბე დავინახე. ამ დროს დერეფანში ციხის დირექტორმა თამაზ მელაძემ გამოიარა, თამაზ, ეს რა არის-მეთქი. ვიღაც გიჟია და ვერაფრით ვერ დავაწყნარეთ, სანამ არ სცემესო. თუ გიჟია, აქ რატომ გყავთ, სხვაგან გადაიყვანეთ-მეთქი. ვითხოვ, მაგრამ არ გადაჰყავთო.

გლდანის დაწესებულებას ცხვრების საპარსი ფაბრიკა დავარქვი. იქ ადამიანებზე ისეთი ზეწოლა ხდებოდა, იძულებული იყვნენ, ყველაფერზე მოეწერათ ხელი, რასაც მათგან ითხოვდნენ. თუ ვინმეს ხატს უპოვიდნენ, სცემდნენ და ხატებს ფეხით თელავდნენ. პატიმარზე ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდი იყო მუქარა, შიდსიანის ნემსს გაგიკეთებთო. რადგან ამას ვაპროტესტებდი, იმიტომ გაითამაშეს სპექტაკლი, ვითომ საკანი დაშალეს. სინამდვილეში კი შუაღამისას მხოლოდ მე გადამიყვანეს ორთაჭალის ციხეში. ციხის უფროსმა მელაძემ მითხრა, "პალაჟენიას" მიფუჭებდი და ამიტომ გადაგიყვანეთო. ორთაჭალიდან რუს¬თავის მე-6 დაწესებულებაში გადამიყვანეს. სწორედ იქ ბრაგისგან გამოვხადეთ არაყი. არყის გამოსახდელად გამოვიყენე ვედრო და მადუღარას დეტალი ბრაგის ასადუღებლად. ვედროს ზემოდან ცელოფანი გადავაფარეთ, მის ქვემოთ კი მოვათავსეთ ჯამი, სადაც არაყი წვეთავდა. თუ წაგვასწრებდნენ, ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებდი. ჩემი თანასაკნელები მაგარი ბიჭები აღმოჩნდნენ, არ გამყიდეს.

როდესაც ხალხს მოლოდინს შეუქმნი და მერე იმედს წაართმევ, არ გაპატიებს. რატომ ეზიზღებათ დღეს სააკაშვილი? იმიტომ, რომ შექმნა მოლოდინი, რომ საქართველოში სამართლიანობა და ქვეყნის აღმშენებლობა იქნებოდა, ყველაფერი კი პირიქით მოხდა. "ნაციონალურ ჯოჯოხეთში" 350 ათასმა კაცმა გაიარა სხვადასხვა სახის სამართლებრივი დევნა. 200-ზე მეტი ადამიანი პოლიტპატიმრად იქცა. ვსვამ კითხვას: ის პროკურორები, გამომძიებლები და მოსამართლეები, ვინც XXI საუკუნეში ამდენი ადამიანი პოლიტპატიმრად აქცია, არ უნდა დაისაჯონ? ჩემი პროკურორი ისევ თანამდებობაზეა. მოსამართლე ჯორბენაძე, რომელმაც 9 წელი სიცილ-სიცილით მომისაჯა, ისევ მოსამართლეა. მხოლოდ ჩემი საქმის შეკერვაში 22 სხვადასხვა თანამდებობის პირი მონაწილეობდა. ჩემი კუთვნილი ლიცენზიები ოქროსა და სპილენძის მოპოვებაზე სააკაშვილის ოჯახის ახლობლების ხელშია. ჩემს ცოლს და პარტნიორს დაემუქრნენ, თუ გინდათ, მერაბს ციხეში არაფერი მოუვიდეს, ქონება დათმეთო და გადაიფორმეს ლიცენზიები. წამართვეს მიწა მცხეთაში, სადაც გოლფის მოედანს ვაშენებდი. ამ მიწას ბეჟუაშვილებს სთავაზობდნენ, მაგრამ მათ ჭკუა ეყოთ და არ იყიდეს. ეს მიწა დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაა. "ქართული ოცნების" ღირსების საქმეა წართმეული ქონების დაბრუნება. ოფიციალური ინფორმაციით, 7 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონებაა წართმეული, მაგრამ რეალურად 10 მილიარდზე მეტიც იქნება.

დაკავებული ვანო მერაბიშვილი თავხედურად ითხოვს მინდობილობის გადაფორმებას თავისი მეუღლის, თაკო სალაყაიას სახელზე, რომ საზღვარგარეთ არსებული ანგარიშები მართოს. ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო მოხელეს საზღვარგარეთ ანგარიშები ჰქონდეს. როგორც ხედავთ, "ნაციონალური დაჯგუფების" ხერხემალი მხოლოდ კუდუსუნის ძვალი აღმოჩნდა. ასეულობით მილიონი აქვს გატანილი სააკაშვილის ხელისუფლებას ქვეყნიდან და სადმე ამოტივტივდა ეს ანგარიშები? ამ პროკურატურით და სასამართლოთი სამართლიანი ქვეყანა ვერ აშენდება. ბიძინა ივანიშვილს ძალიან უნდა, დაპირება შეუსრულოს მოსახლეობას, მაგრამ მასზე ძალიან დიდი ზეწოლაა გარედან. დამისახელეთ ერთი ცივილიზებული ქვეყანა, სადაც რომელიმე ქვეყნის ელჩი ყველა საკითხზე კომენტარს აკეთებდეს და ყოველდღე გვერდით ედგეს პრემიერს, თავდაცვის ან შინაგან საქმეთა მინისტრებს. ეს სტრატეგიულ პარტნიორობას კი არა, კონტროლს ჰგავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევისას რაც მოხდა, არის ნელი მოქმედების ნაღმის ჩადება როგორც თვითონ სასამართლო სისტემაში, ასევე ქვეყანაში. ეს ნაღმი დღეს თუ ხვალ აფეთქდება, რადგან საზოგადოება ამ სასამართლოს ვერ მოითმენს. როდესაც კუბლაშვილის სასამართლო ხვალ ბრალდებებისგან გაათავისუფლებს იმ თანამდებობის პირებს, რომელთაც მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი, ხალხი ქუჩაში გამოვა. დღეს "ნაციონალებზე" მეტად მოსამართლეები არიან საფრთხის ქვეშ, რომ ხალხმა ქვებით არ ჩაქოლოს.

ბიძინას 1996 წლიდან ვიცნობ. ვიცი, რომ მტკიცე ხასიათი აქვს, მაგრამ ძალიან დიდი მოთმინებაც აღმოაჩნდა. ჩემი და, ალბათ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის თხოვნა იქნება, არსად წავიდეს. ბიძინა ქვეყანას დღეს იქ სჭირდება, სადაც არის. რადგან საზოგადოება უკმაყოფილოა პროკურატურით, კარგი იქნება, შეიქმნას ფედერალური გამოძიების ბიურო. დღეს დაახლოებით 15-მდე სტრუქტურას აქვს გამოძიების უფლება, რაც დაუშვებელია. საქვეყნო მნიშვნელობის დანაშაული ფედერალური გამოძიების ბიურომ უნდა გამოიძიოს, პროკურატურას კი ზედამხედველობის უფლება უნდა დაუტოვონ. პროკურორები და მოსამართლები, რომლებიც უდანაშაულოებს დამნაშავეებად აცხადებდნენ, მკვლელებს კი უდანაშაულოებად, მერწმუნეთ, ვერ გაკეთილშობილდებიან, რადგან ბევრი დანაშაული თვითონვე აქვთ ჩადენილი. ისინი როგორ მოაწერენ დღეს ხელს საკუთარი დანაშაულების გამოძიებას?

პოლიტიკაში ჩარევა არ მინდა მაგრამ თუ დავინახე, ქვეყანა სხვა მიმართულებით წავიდა, ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ. ვხედავ, რომ ზოგიერთი საქმის გამოძიება ვიღაცების ჩარევის გამო ხელოვნურად ფერხდება. ასეთია ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმეც. ვფიქრობ, ზურა სააკაშვილთან ყოფნის დროს მოკლეს. ამ საქმეში გარეული არიან სააკაშვილი, მერაბიშვილი და შეიძლება ბოკერიაც. ოქტომბრის მერე სააკაშვილი მხოლოდ თანამდებობიდან არ წავა, ის ციხეში წავა. ამას შემპირდა ჰააგის პროკურორიც. ბიძინა რომ სამოქალაქო სექტორში გადავიდეს, ეჭვი მეპარება, ისევ შეძლოს ხელისუფლების გაკონტროლება. სამოქალაქო საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული - არ არსებობს საზოგადოებრივი ინსტიტუტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ გრანტებზე არ არიან დამოკიდებული. საინტერესოა, როგორ მოექცევიან ისინი ბიძინას, თუ ის დატოვებს პოლიტიკას. ბატონი ბიძინა არ არის ისეთი ადამიანი, ჩრდილოვანი კაბინეტი შექმნას და გარედან მართოს მთავრობა. სხვანაირად კი ვერ გააკონტროლებს პოლიტიკაში დარჩენილ თანაგუნდელებს. სანამ ვადამდე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, სანამ არ გაიწმინდება სასამართლო, პროკურატურა და შს სამინისტრო, თვითონ ბიძინა არ წავა. ის დაუმთავრებელ საქმეს სხვებს არ შეატოვებს.

ციხის საკნიდან ჰოლივუდისკენ


ახლა ფილმის სცენარზე ვმუშაობ, რომელსაც ჰოლივუდი გადაიღებს. რეჟისორი ნიკა ხომასურიძე, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, რამდენიმე წელია ჰოლივუდში მუშაობს. ნიკა მალე გინესის რეკორდსმენი გახდება, რადგან 105-წუთიანი ფილმი "დაკარგული მეფე" გადაიღო უწყვეტი კადრით. ჩემი რომანი "ჯუღა" წაუკითხავს და ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას მომაწვდინა ხმა. როცა ციხიდან გამოვედი, შევხვდით და მითხრა, "ჯუღას" მიხედვით მინდა ჰოლივუდში ფილმი გადავიღოო. "თეთრი ლამა" წაიკითხე და მერე გადაწყვიტე-მეთქი. წაიკითხა და მითხრა, ჯერ "თეთრ ლამას" გადავიღებ და მერე "ჯუღასო". ეს იქნება ფილმი იმაზე, თუ ვინ ვართ ქართველები, საიდან მოვდივართ, ვისი შთამომავლები იყვნენ იბერიელები და კოლხები, რომელთაც ქართველი ერის ფენომენი და ქართული სახელმწიფო შექმნეს. ამ ფილმში ბევრი ამერიკელი მსახიობი ითამაშებს. საქართველოს გარდა გადაღებებს ვაპირებთ ტიბეტში, ბრაზილიაში, ეგვიპტესა და გერმანიაში. კმაყოფილი ვარ, რომ საკანში დაწერილმა ჩემმა წიგნებმა ჰოლივუდი დააინტერესა. 
nino
09 ნოემბერი 2013 12:52
"ქართველი ხალხი"მაშინ რატომ არ გახსოვდათ გოლფის მოედნებს რომ იშენებდით, როცა ხალხი შიმშილობდა და მათი მოტყუებით რომ ხვეტავდით მილიონებს იმ ბნელ დროს... მაშინ ხომ იყო თქვენნაირი "პატიოსანი"ბიზნესმენებისათვის სამართლიანი გარემო?! საკუთარ გულში ჩაიხედეთ, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა ყველას არამი მილიიონები გქონდათ რაც წაგართვეს,წამოყვეს თავები და ისევ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდათ ხალხის ხარჯზე იბოგინონ. თქვენ იმას მიაღწევთ მალე, რომ ნაციონალები სანატრელი გაუხდება ხალხს...
კახა გულედანი
12 სექტემბერი 2013 08:28
ბ-ნო "ბირთვისელო" თუ არ შეწუხდებით შემეხმიანეთ. ტელ: 599 774 774
ბირთვისელი
29 აგვისტო 2013 23:30
სამართლიანობის აღდგენა მარტო იმას კი არ ნიშნავს რომ ქონება დუბრუნონ დაზარალებულს არამედ კრიმინალად წოდებულის დამღა მოიხსნა ხოლო ზარალი სახელმწიფომ კი არ უნდა აანაზღაუროს არამედ ვინც ეს ხალხი უსამართლოდ ციხეში ჩასვა და კრიმიმალებად აქცია. სახელმწიფო ამხელა ტვირთს ვერ აიღებს მიუხედავად იმისა რომ კანონით ჩიმოვნიკის ქმედებით მიყენებულ ზარალს სახელმწიფო ანაზღაურებს ხოლო შემდგომ ვისი მიზეზითაც სახელმწიფოს მოუწია ზარალის ანაზღაურება ის უნაზღაურებს სახელმწიფოს, სახელმწიფო ვერ შეძლებს ამ ზარალის ანაზღაურებას კიდევ იქიდან გამომდინარე რომ ჩინოვნიკებმა ნოღაიდელის პრემიერობის დროს გამოცემული კანონის თანახმად თავად დაიწესეს ხელფასები და თან როგორი ქვემოთ ნახეთ

თანამდებობის პირთა დეკლარირებული შემოსავლების ვიზუალიზაცია (2011-2012) შრომის ანაზრაურება (Gross) სარგო (ხელფასი) 1 წლის შემოსავალი
პრეზიდენტი 4,720 56,640
პრემიერ მინისტრი 4,250 51,000
მინისტრი 3,540 42,480 პ
ირველი მოადგილე 2,950 35,400
მოადგილე 2,720 32,640
პარლამენტის წევრი 2,000 24,000
მერი 3,540 42,480
გუბერნატორი 2,950 35,400
გამგებელი 2,360 28,320

წყარო: http://www.idfi.ge/?cat=awards_charts&lang=ka&filter=6
© ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). 2013 წელი. ყველა უფლება დაცულია

მიუხედავად იმისა რომ ხელფასების ოდენობა განსაზღვრულია აღნიშნული სარგოები სინამდვილეს არ შეეფერება
ნუგზარ ცაგარეიშვილი საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულება – ვეტერანთა საქმეების
დეპარტამენტის თავმჯდომარე 29900.0 GEL წლიური

მურთაზ ზოდელავა - მთავარი პროკურორი (საშუალო შემოსავალი თვეში 9780) 117360
2 დავით ჭაკუა - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე (საშუალო შემოსავალი თვეში 7758)
3 მიხეილ როინიშვილი - ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი (საშუალო შემოსავალი თვეში 7614)
4 კახა ლეგაშვილი - დაცვის პილიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე (საშუალო შემოსავალი თვეში 7439) წლიური 89266.0
5 მაია მიმინოშვილი - გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი (საშუალო შემოსავალი თვეში 6959)
6 გიორგი შონვაძე - დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე (საშუალო შემოსავალი თვეში 6375)
7 ზაზა გოგავა - მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი (საშუალო შემოსავალი თვეში 5973)
8 ხატია დეკანოიძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი (საშუალო შემოსავალი თვეში 5966)
9 ლევან სანაძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (საშუალო შემოსავალი თვეში 5910)
10 სერგო წიქარიშვილი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე (საშუალო შემოსავალი თვეში 5144)
11 გიორგი ცაგარელი - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორი (საშუალო შემოსავალი თვეში 4426)
12 კობა გოგიბერიძე - საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი (საშუალო შემოსავალი თვეში 3742)
13 შალვა ჯავახაძე - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი (საშუალო შემოსავალი თვეში 3478)
14 ვასილ მანაგაძე - “სამტრესტი”-ს თავმჯდომარე (საშუალო შემოსავალი თვეში 3267)
15 თეონა იაშვილი - ეროვნული არქივის დირექტორი (საშუალო შემოსავალი თვეში 3200)
16 კახაბერ გულედანი - სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დირექტორი (საშუალო შემოსავალი თვეში 3001)
17 თინათინ ონაშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი (საშუალო შემოსავალი თვეში 3000)
18 გურამ გრიგორაშვილი - სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარატმენტის თავმჯდომარე (საშუალო შემოსავალი თვეში 2823)
19 მამუკა გოგატიშვილი - სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი (საშუალო შემოსავალი თვეში 2639)
20 ირაკლი კობიძე - იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი (საშუალო შემოსავალი თვეში 2634)
21 პაატა გოგოლიძე - აკრედიტაციის ცენტრის დირექტორი (საშუალო შემოსავალი თვეში 2572)
22 ნუგზარ ცაგარეიშვილი - ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე (საშუალო შემოსავალი თვეში 2492)
23 ბესიკ წერედიანი - იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა თემის განვითარების ცენტრის დირექტორი (საშუალო შემოსავალი თვეში 2100)

წყარო: http://www.idfi.ge/?cat=awards_charts&lang=ka&filter=6
© ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). 2013 წელი. ყველა უფლება დაცულია
ნიკოლოზ რურუა - კულტურის მინისტრი (საშუალო შემოსავალი თვეში 10117)
2 ნოდარ ხარშილაძე - თავდაცვის მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 9449)
3 რამაზ ნიკოლაიშვილი -რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი (საშუალო შემოსავალი თვეში 9145)
4 ალექსანდრე ხეთაგური - ენერგეტიკის მინისტრი (საშუალო შემოსავალი თვეში 8794)
5 თინა ბურჯალიანი - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 8597)
6 პაპუნა პეტრიაშვილი - ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 8517)
7 ნინო ენუქიძე - ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 8290)
8 ხათუნა კალმახელიძე - სასჯელაღსრულების მინისტრი (საშუალო შემოსავალი თვეში 8113)
9 ნიკოლოზ ძიმცეიშვილი - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 8000)
10 დიმიტრი ძაგნიძე - იუსტიციის მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 7726)
11 ეკატერინე ზღულაძე - შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 7662)
12 გიორგი კერვალიშვილი - ფინანსთა მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 7652)
13 დიმიტრი გვინდაძე - ფინანსთა მინისტრი (საშუალო შემოსავალი თვეში 7647)
14 გრიგოლ ვაშაძე - საგარეო საქმეთა მინისტრი (საშუალო შემოსავალი თვეში 7497)
15 კობა სუბელიანი - ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი (საშუალო შემოსავალი თვეში 7479) 16 ჯამბულ ებანოიძე - იუსტიციის მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 7428)
17 გიორგი ვაშაძე - იუსტიციის მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 7395)
18 ლევან დავითულიანი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 7125)
19 ვლადიმერ ვარძელაშვილი - სპორტის მინისტრი (საშუალო შემოსავალი თვეში 7080)
20 პაატა სულაბერიძე - სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 7030)
21 შალვა ჯანაშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 6921)
22 დავით ცხადაძე - კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 6771)
23 გიორგი ხაჩიძე - გარემოს დაცვის მინისტრი (საშუალო შემოსავალი თვეში 6735)
24 გიორგი ყიფიანი - კულტურის მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 6696)
25 ივანე მერაბიშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრი (საშუალო შემოსავალი თვეში 6516)
26 დიმიტრი შაშკინი - განათლების მინისტრი (საშუალო შემოსავალი თვეში 6490)
27 დავით ქირია - კულტურის მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 6304)
28 ჯამბულ ბაკურაძე - რეგიონალური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 6146)
29 თამარ მარტიაშვილი - ლტოლვილტა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 6083)
30 გიორგი ლორთქიფანიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 5869)
31 დავით ჯალაღანია - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 5857)
32 მარინე ჭოღოშვილი - კულტურის მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 5833)
33 ნინო კალანდაძე - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 5807)
34 ამირან მესხელი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 5673)
35 გიორგი კარბელაშვილი - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 5667)
36 ირინე ქურდაძე - განათლების მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 5506)
37 დავით ნამგალაური - სპორტის მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 5478)
38 ნოდარ სურგულაძე - განათლების მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 5426)
39 ზაზა გოგავა - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 5330)
40 გოჩა მამაცაშვილი - გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 5029)
41 ბაჩანა ახალაია - თავდაცვის მინისტრი (საშუალო შემოსავალი თვეში 4783
42 რუსუდან კემულარია - ფინანსთა მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 4757)
43 კონსტანტინე კინწურაშვილი - ფინანსთა მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 4655)
44 გრიგოლ ბაიბურთი - ფინანსთა მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 4617)
45 დავით იოსელიანი - გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 4580)
46 ალექსანდრე ცინცაძე - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 4545)
47 აკაკი სეფერთელაძე - განათლების მინისტრის პირველი მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 4368)
48 ალან პარასტაევი - სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 4320)
49 გიორგი ზედგინიძე - გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 4233)
50 მალხაზ აკიშბაია - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 4153)
51 ბაკურ კვეზერელი - სოფლის მეურნეობის მინისტრი (საშუალო შემოსავალი თვეში 4040)
52 ვერა ქობალია - ეკონომიკის მინისტრი (საშუალო შემოსავალი თვეში 3553)
53 ზურაბ ადეიშვილი - იუსტიციის მინისტრი (საშუალო შემოსავალი თვეში 3540)
54 ირაკლი ნადირაძე - მინისტრის პირველი მოადგილე დიასპორის საკითხებში (საშუალო შემოსავალი თვეში 3390)
55 გიორგი ჩახნაშვილი - განათლების მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 3239)
56 ნიკოლოზ ავალიანი - მინისტრის მოადგილე დიასპორის საკითხებში (საშუალო შემოსავალი თვეში 2989)
57 დავით კასრაძე - სპორტის მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 2847)
58 გიორგი გალდავა - სპორტის მინისტრის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 2776)

1 გურამ ჩალაგაშვილი - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე (საშუალო შემოსავალი თვეში 22000) 264000
2 ირაკლი ჩიქოვანი - კომუნიკაციების ეროვნილი კომისიის თავმჯდომარე (საშუალო შემოსავალი თვეში 18081)



წყარო: http://www.idfi.ge/?cat=awards_charts&lang=ka&filter=4
© ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). 2013 წელი. ყველა უფლება დაცულია
კონსტანტინე კუბლაშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (საშუალო შემოსავალი თვეში 10230)
2 გიორგი პაპუაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე (საშუალო შემოსავალი თვეში 8174)
3 გიორგი ხიზანიშვილი - ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი (საშუალო შემოსავალი თვეში 8117)
4 ტატო ურჯუმელაშვილი - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე (საშუალო შემოსავალი თვეში 7533)
5 მალხაზ გურული - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე (საშუალო შემოსავალი თვეში 7521)
6 ლევან ბეჟაშვილი - კონტროლის პალატის თავმჯდომარე (საშუალო შემოსავალი თვეში 7231)
7 გიორგი ბოკერია - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი (საშუალო შემოსავალი თვეში 7122)
8 კონსტანტინე ვარძელაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 6442)
9 ვალერიან ცერცვაძე - სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე (საშუალო შემოსავალი თვეში 6214)
10 გიორგი ჭანტურია - საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი (საშუალო შემოსავალი თვეში 5500)
11 ზაზა თავაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 4677)
1 ნატალია ყანჩელი - პრეზიდენტის მრჩეველი (საშუალო შემოსავალი თვეში 6760)
2 მიხეილ სააკაშვილი - პრეზიდენტი (საშუალო შემოსავალი თვეში 4720)
3 ალანა გაგლოევა - პრეზიდენტის მრჩეველი (საშუალო შემოსავალი თვეში 4540)
4 ნათია ბანძელაძე - პრეს სამსახურის უფროსი (საშუალო შემოსავალი თვეში 4493)
5 ირმა ნადირაშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე (საშუალო შემოსავალი თვეში 4490)
6 დავით ტყეშელაშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი (საშუალო შემოსავალი თვეში 4425)
7 ხათუნა ნუცუბიძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი (საშუალო შემოსავალი თვეში 3481)
8 ვან ბაიბურთი - პრეზიდენტის მრჩეველი (საშუალო შემოსავალი თვეში 3061)
9 რომან გოცირიძე - პრეზიდენტის მრჩეველი (საშუალო შემოსავალი თვეში 3038)
10 ნოდარ გრიგალაშვილი - პრეზიდენტის მრჩეველი (საშუალო შემოსავალი თვეში 3038)
11 მუბარის კარაევი - პრეზიდენტის მრჩეველი (საშუალო შემოსავალი თვეში 3038)
12 ვასილ სიხარულიძე - პრეზიდენტის მრჩეველი (საშუალო შემოსავალი თვეში 1275)

წყარო: http://www.idfi.ge/?cat=awards_charts&lang=ka&filter=7
© ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). 2013 წელი. ყველა უფლება დაცულია

ეს კიდევ ყველა თანამდებობის პირის ხელფასის ოდენობა არ არის ეხლა ამიხსნას ვინმემ რა დამსახურებისთვის იღებენ ამ გაღატაკებულ ქვეყანაში ამხელა ხელფასებს ეს ხალხი ხალხმა მისცა ვინმეს ამხელა ხელფასები დაენიშმათ მათთვის და ხალხის ქონება ასე უყაირთოდ გაენიავებინათ ბიძინა თუ მართლა კარგი ბიზნესმენია ყველა თანამდებობის პირს მისცემს ისეთ ხელფასს როგორ სამსახურსაც ასრულებენ და არა ისეთს როგორსაც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე იღებენ
1 გურამ ჩალაგაშვილი - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე (საშუალო შემოსავალი თვეში 22000) 264000
2 ირაკლი ჩიქოვანი - კომუნიკაციების ეროვნილი კომისიის თავმჯდომარე (საშუალო შემოსავალი თვეში 18081)

რედაქტორის რჩევით