"გამორიცხულია, რომ ალასანიამ წამოაყენოს თავისი კანდიდატურა"
"გამორიცხულია, რომ ალასანიამ წამოაყენოს თავისი კანდიდატურა"
მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანიამ საქვეყნოდ მიულოცა გიორგი მარგველაშვილს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება, მაინც არ წყდება ალასანიას საპრეზიდენტო ამბიციებთან დაკავშირებული ინსინუაციები. საზოგადოების ნაწილი მაინც ელის, რომ ალასანია ბოლო მომენტში გამოაცხადებს, კენჭს ვიყრიო. ამ მოლოდინის მქონეთ ეს მოსაზრება განსაკუთრებით მაშინ განუმტკიცდათ, როდესაც ალასანიამ ევროპასა და აშშ-ში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. ითქვა, დასავლეთს საპრეზიდენტო არჩევნებში პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების მიზნით სტუმრობდაო.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე: - გამორიცხულია, რომ ირაკლიმ წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა.
ეს პროგნოზი აცდენილია რეალობას. "ქართული ოცნება" არჩევნებზე გამოდის ერთიანი კანდიდატით - გიორგი მარგველაშვილით, რომლის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარება.

- როდესაც ალასანიამ გერმანიაში მოინახულა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ითქვა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის უწმინდესისგან კურთხევის მიღება უნდოდაო.
- ეს ფანტაზიებია. გულწრფელად გეტყვით, ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ ალასანიასა და მის
გუნდს, სურდათ, ირაკლი ყოფილიყო საპრეზიდენტო კანდიდატი და ალბათ, ფიქრობენ, იმიტომ შეხვდა პატრიარქს, რომ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავსო, რაც სიმართლე არ არის. ისევე როგორც ის, რომ ირაკლი მხარდაჭერის მოპოვების მიზნით სტუმრობდა აშშ-ს. ალასანიას აქვს მკაფიო პოზიცია, რომ ჩვენი პარტია არის კოალიციის მნიშვნელოვანი სუბიექტი და ჩვენი საერთო კანდიდატი მარგველაშვილია. ერთგული ვრჩებით იმ შეთანხმებისა, რაც გვაქვს. არასდროს დაგვიმალავს ისიც, რომ ირაკლი კარგი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, მაგრამ ეს სხვა დროს... ახლა მას სხვა დღის წესრიგი აქვს, ის თავდაცვის მინისტრია და სერიოზულად მუშაობს ამ სფეროში.

- ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კოალიციის დაშლას ვარაუდობენ. ადგილობრივ არჩევნებზე კოალიციის წევრები ერთად გახვალთ თუ ცალ-ცალკე?

- ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები ჩავამთავროთ. შემდეგ შეიქმნება ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი და ადგილობრივი არჩევნებისთვის მომზადება დაიწყება. თუ გადავხედავთ ევროპულ გამოცდილებას, საპარლამენტო კოალიციებში შემავალი პარტიები ადგილობრივ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობენ. საფრთხეს ვერ ვხედავ იმაში, რომ კოალიციის წევრმა პარტიებმა ცალ-ცალკე მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში.
მკითხველის კომენტარი (13)
დავით ბობოხია
08 სექტემბერი 2013 08:19
Georgian_Dream,რაში ხედავთ გამარჯვებას,ქვეყანა ერთ ადგილს ტკეპნის,მომავლის ნატამალი არ ჩანს,სტსტისტიკური მონაცემები ეცემა,კრიმინალი და უმუშევრობა მატულობს,საერთაშორისო იზოლაციაში ვექცევით-გაუმართებელი დაჭერებით,მტერი დედაქაალაქს უახლოვდება, უკან ერთი ნაბიჯი არ გადაუგდია,რამდენი რამ მოვყვე.ამ პოლიტიკოსმა რა გააკეთა ქვეყნის სამომავლოდ,რამდენ კანონპროექტის შექმნაში მიიღო მონაწილეობა,რომელი ეკონომიური რეფორმების ავტორია ან თანაავტორი.რა ნახეთ მისი გაკეთებული ან საძირკველ ჩაყრილი საქმე.ამშვენებს პარლამენტს თავისი აღნაგობით და მეტი არაფელი.შედეგი ან შედეგის წინა ფაზა უნა ჩანდეს,რომ პოლიტიკოსის საქმიანობა შეაფასო.P.S.დღეს ჩვენი ქვეყანა ჰგავს იმ ლამაზ გემს,რომელიც გასულია მშვენიერ ოკიანეში სასეირნოდ-სანავარდოდ.გემი გამარჯვებებს არ საჭიროებს,საჭიროა მისი სწორი მართვა-ჭკვიანი კაპიტანი და მისი ჭკვიანი ^კოლექტივი^.
nana
06 სექტემბერი 2013 16:52
საუკეთესო მაჟორიტარი დეპუტატი!
Georgian_Dream
06 სექტემბერი 2013 16:51
წინ გამარჯვებისკენ!

გაიხარეთ ბატონო ზურაბ!
დავით
06 სექტემბერი 2013 15:55
ახლა ხო გაიგეთ კომენტარების მიხედვით რა ხდება ანალიზის თავი თუ გაგვს მიხვდები რა ხდება ხალხი არ ოცნებობს მიწახე დადის. ეს იმის შედეგია რო თვალებში აპკი გადაგეკრათ. ამიტომ იმწვალეთ ამდენი რო ეს შედეგი დამდგარიყო?
niniadamia
06 სექტემბერი 2013 15:38
ერთერთი საუკეთესო პოლიტიკოსი საქართველოში.
gogi
06 სექტემბერი 2013 15:37
ბატონო ზურაბ ძალიან მაგარი ხართ!
გიო
04 სექტემბერი 2013 20:09
მიუხედავად იმისა რომ პირადად მე სალომე ზურაბიშვილს ვუჭერ მხარს, ფაქტია, რომ მარგველაშვილი გაიმარჯვებს პირველივე ტურში.... ბურჯანაძის რეიტინგი ისევე როგორც დავით ბაქრაძის 10% ვერ ასცდება ეს მათაც კარგათ იციან და მათთვის ბრძოლა მიმდინარეობს არა პირველი ადგილისთვის არამედ ვინ დაიკავებს მეორე ადგილს.
undobloba
03 სექტემბერი 2013 23:18
ოცნების გუნდელებო, რომლებიც პარლამენტში იმკოპებიტ, ცადიტ იმკიტხავეტ, ამ სექტანტმა ნაცებმა, მგონი ისეტი ჯადოები გაგიკეტეს, რომ სად რას ლაპარაკობტ და რას მოქმედებტ, კონტროლს ვეგარ უცევტ ტავებს, შამანებს კავხარტ კველანი მგონი "გატიშულები" და ისე არ გადემარტოტ, რომ ცხოვრებასაც მალე გაეტიშOთ, ცადიტ იმკიტხავეტ, სამკიტხაოდ გაქვტ საქმე, ტორემ დავიცვი ტქვენი ცოდვიტ, მაგრად მეცოდებიტ(((((((((((((((((((((((
kostia
03 სექტემბერი 2013 13:51
მარგველაშვილი გაომარჯვებს? აბა რას ამბობ ზურაბ! ჩემი ვირი შეიძლება ხეზე ავიდეს, მაგრამ მარგველა ვერ გაიმარჯვებს. თქვენ გეტყობათ მხოლოდ კოალიციის აზრს აფიქსირებთ და არ იციღ ხალხის მასის განწყობა. მარგველა არა, მაგრამ ნ ი ნ ო ...
g.m.
03 სექტემბერი 2013 08:29
პრეზიგენტი ქალბატონი ნინო გახდება და ეს ბიძინამაც ძალიან კარგად იცის

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?