"გამორიცხულია, რომ ალასანიამ წამოაყენოს თავისი კანდიდატურა"
02-09-2013
"გამორიცხულია, რომ ალასანიამ წამოაყენოს თავისი კანდიდატურა"
მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანიამ საქვეყნოდ მიულოცა გიორგი მარგველაშვილს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება, მაინც არ წყდება ალასანიას საპრეზიდენტო ამბიციებთან დაკავშირებული ინსინუაციები. საზოგადოების ნაწილი მაინც ელის, რომ ალასანია ბოლო მომენტში გამოაცხადებს, კენჭს ვიყრიო. ამ მოლოდინის მქონეთ ეს მოსაზრება განსაკუთრებით მაშინ განუმტკიცდათ, როდესაც ალასანიამ ევროპასა და აშშ-ში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. ითქვა, დასავლეთს საპრეზიდენტო არჩევნებში პოლიტიკური მხარდაჭერის მიღების მიზნით სტუმრობდაო.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე: - გამორიცხულია, რომ ირაკლიმ წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა.
ეს პროგნოზი აცდენილია რეალობას. "ქართული ოცნება" არჩევნებზე გამოდის ერთიანი კანდიდატით - გიორგი მარგველაშვილით, რომლის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარება.

- როდესაც ალასანიამ გერმანიაში მოინახულა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ითქვა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის უწმინდესისგან კურთხევის მიღება უნდოდაო.
- ეს ფანტაზიებია. გულწრფელად გეტყვით, ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ ალასანიასა და მის
გუნდს, სურდათ, ირაკლი ყოფილიყო საპრეზიდენტო კანდიდატი და ალბათ, ფიქრობენ, იმიტომ შეხვდა პატრიარქს, რომ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავსო, რაც სიმართლე არ არის. ისევე როგორც ის, რომ ირაკლი მხარდაჭერის მოპოვების მიზნით სტუმრობდა აშშ-ს. ალასანიას აქვს მკაფიო პოზიცია, რომ ჩვენი პარტია არის კოალიციის მნიშვნელოვანი სუბიექტი და ჩვენი საერთო კანდიდატი მარგველაშვილია. ერთგული ვრჩებით იმ შეთანხმებისა, რაც გვაქვს. არასდროს დაგვიმალავს ისიც, რომ ირაკლი კარგი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, მაგრამ ეს სხვა დროს... ახლა მას სხვა დღის წესრიგი აქვს, ის თავდაცვის მინისტრია და სერიოზულად მუშაობს ამ სფეროში.

- ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კოალიციის დაშლას ვარაუდობენ. ადგილობრივ არჩევნებზე კოალიციის წევრები ერთად გახვალთ თუ ცალ-ცალკე?

- ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები ჩავამთავროთ. შემდეგ შეიქმნება ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი და ადგილობრივი არჩევნებისთვის მომზადება დაიწყება. თუ გადავხედავთ ევროპულ გამოცდილებას, საპარლამენტო კოალიციებში შემავალი პარტიები ადგილობრივ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობენ. საფრთხეს ვერ ვხედავ იმაში, რომ კოალიციის წევრმა პარტიებმა ცალ-ცალკე მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში.
დავით ბობოხია
08 სექტემბერი 2013 08:19
Georgian_Dream,რაში ხედავთ გამარჯვებას,ქვეყანა ერთ ადგილს ტკეპნის,მომავლის ნატამალი არ ჩანს,სტსტისტიკური მონაცემები ეცემა,კრიმინალი და უმუშევრობა მატულობს,საერთაშორისო იზოლაციაში ვექცევით-გაუმართებელი დაჭერებით,მტერი დედაქაალაქს უახლოვდება, უკან ერთი ნაბიჯი არ გადაუგდია,რამდენი რამ მოვყვე.ამ პოლიტიკოსმა რა გააკეთა ქვეყნის სამომავლოდ,რამდენ კანონპროექტის შექმნაში მიიღო მონაწილეობა,რომელი ეკონომიური რეფორმების ავტორია ან თანაავტორი.რა ნახეთ მისი გაკეთებული ან საძირკველ ჩაყრილი საქმე.ამშვენებს პარლამენტს თავისი აღნაგობით და მეტი არაფელი.შედეგი ან შედეგის წინა ფაზა უნა ჩანდეს,რომ პოლიტიკოსის საქმიანობა შეაფასო.P.S.დღეს ჩვენი ქვეყანა ჰგავს იმ ლამაზ გემს,რომელიც გასულია მშვენიერ ოკიანეში სასეირნოდ-სანავარდოდ.გემი გამარჯვებებს არ საჭიროებს,საჭიროა მისი სწორი მართვა-ჭკვიანი კაპიტანი და მისი ჭკვიანი ^კოლექტივი^.
nana
06 სექტემბერი 2013 16:52
საუკეთესო მაჟორიტარი დეპუტატი!
Georgian_Dream
06 სექტემბერი 2013 16:51
წინ გამარჯვებისკენ!

გაიხარეთ ბატონო ზურაბ!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები