"ნაციონალები" ძალიან გაბრაზდნენ წალენჯიხელების საჩუქარზე - კვირის პალიტრა

"ნაციონალები" ძალიან გაბრაზდნენ წალენჯიხელების საჩუქარზე

სამეგრელოში "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის ჩასვლამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ განაცხადა, რომ მოსალოდნელია პროვოკაცია, რომელიც "ქართული ოცნების" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა გოგიამ და "დაიცავი საქართველოს" წევრმა კახა მიქაიამ დაგეგმეს. დაანონსებული "პროვოკაცია" წალენჯიხელების მიერ ზუგდიდში ჩამოყვანილი სახედარი აღმოჩნდა, რომელსაც ზურგზე გასაბერი ფალოსი ჰქონდა მოგდებული.

კახა მიქაია: - გუნავამ განაცხადა, მიქაიასი კი არა, რუსის ჯარის არ შემშინებიაო, მაგრამ ჩანს, ძალიან ეშინია. ღამის 11 საათზე ქუჩაში ვიდექი და დავინახე "ქართული ოცნების" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა გოგია. ლაშას ბავშვი ეჯდა მანქანაში. ბავშვს რომ მოვეფერე და მანქანაში ჩავჯექი, ეს გადაიღო გუნავამ და პრესკონფერენცია მიუძღვნა ამ თემას, კახა მიქაია აკონტროლებს ყველაფერს და პროვოკაციას გეგმავსო. "ნაციონალები" ძალიან გაბრაზდნენ წალენჯიხელების საჩუქარზე. ვირზე ის იყო დამონტაჟებული, რასთანაც ასოცირდება "ნაციონალური მოძრაობა".

- ბაქრაძეს ამას წინათ ქვები დაუშინეს ზუგდიდში და ამიტომაც ჰქონდა გუბერნატორს ცუდის მოლოდინი.

- ერთი საგანიც არ უსვრიათ ბაქრაძისკენ. "ნაციონალური მოძრაობა" უკვე "შემოღობილთა პარტიად" იქცა. პოლიციისა და ჯებირების იმედად არიან. მთელი დასავლეთ საქართველოდან სულ 1500 კაცი ჰყავდათ ჩამოყვანილი.  წმინდა ილია მართლის ძეგლის წინ თავის დროზე ზვიადმა და მერაბმა სამეგრელოს ამცნეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყება და ეს ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია ზუგდიდელებისთვის. "ნაციონალებს" ვაფრთხილებ, - სხვაგან მონახეთ ადგილი სამიტინგოდ. ამ არჩევნებზე სამეგრელოს სლოგანი იქნება: "არც ერთი ხმა "ნაციონალურ მოძრაობას". პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, "ნაციონალურ მოძრაობას" სამეგრელოში ჩამოსვლის მორალური უფლება არა აქვს. ზუგდიდის ცენტრიდან სულ ხუთიოდე კილომეტრშია ის სამალავი, სადაც მეგის ქარდავა და კოხტა თოდუა ბაქრაძეების, გუნავებისა და უპირველესად სააკაშვილის სახელით მამაკაცებს აუპატიურებდნენ. ფალოსიანი ვირი წალენჯიხელებმა მიუყვანეს ბაქრაძეს, რადგან ვირზე ამხედრებული ფალოსია დღეს "ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლო.

- რადგან სამეგრელოში საარჩევნო გარემოზე დასაკვირვებლად აშშ-ის ელჩი ჩამოდის, ეტყობა, ელიან, რომ სამეგრელოში არჩევნები მშვიდად არ ჩაივლის.

- აშშ-ის ელჩის ზუგდიდში ჩამოსვლას მივესალმები. სამეგრელოში ძალიან კარგი საარჩევნო გარემოა. პარტიებზეა დამოკიდებული, როგორ კამპანიას ჩაატარებენ. დამშვიდდეს "ნაციონალური მოძრაობა", ნუ ეშინიათ თენგო გუნავასა და ბაქრაძეს. Mმიქაია არაფერს დაგიშავებთ.

ასევე იხილეთ ვიდეო: ვირზე "შემომჯდარი" ფალოსით დახვდნენ ზუგდიდში დავით ბაქრაძეს