ივანიშვილის გაკვეთილები
30-09-2013
ივანიშვილის გაკვეთილები
მარინა მუსხელიშვილი: "ექსპერტების მუშაობის პრემიერისეული შეფასება თუნდაც სამართლიანი იყოს  საზოგადოების თვალში, ეს არის ისეთივე რიგის მოვლენა, როგორიც მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევა..."

მამუკა არეშიძე: "ივანიშვილმა გაგვაკრიტიკა და პასუხიც მოგვთხოვა, თუმცა ვთვლი, რომ არ გამოუვიდა"


ივანიშვილმა გასულ კვირას თავის ბიზნესცენტრში ექსპერტებს უმასპინძლა. მწვავე კამათი პირდაპირ ეთერში ნახა საზოგადოებამ... ზოგ ანალიტიკოსს კითხვა გაუჩნდა, იყო კი ეს შეხვედრა საჯაროობის გამოხატულება, თუ თავისუფალ აზრზე კონტროლის დაწესება სცადა ივანიშვილმა, რომელიც ევროპის გაოცებასაც კი აპირებდა დემოკრატიის ხარისხით. თავად
პოლიტოლოგები თუ ექსპერტები, რომლებსაც პრემიერის რისხვა დაატყდათ თავს, არ იზიარებენ აზრს, რომ ივანიშვილმა მათი გამტყუნება შეძლო, თუმცა აღიარებენ, რომ დატუქსვა სცადა და ეს მთელმა მსოფლიომ იხილა. ბიზნესცენტრში განვითარებულ მოვლენებზე ანალიტიკოსებს ვესაუბრეთ:


მამუკა არეშიძე, კონფლიქტოლოგი: - ეს შეხვედრა რომ პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, ნახევარი საათით ადრე გავიგე.
კარგია ხშირი დიალოგი ექსპერტებსა და მთავრობის ლიდერს შორის, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს ფორმა მისაღები იყო ჩემთვის. ივანიშვილმა რამდენიმე საკითხის გამო გაგვაკრიტიკა და პასუხიც მოგვთხოვა, თუმცა ვთვლი, რომ არ გამოუვიდა. ბევრ საკითხზე ჩვენს პოზიციაზე დავრჩით, მაგრამ იყო თემები, რაშიც დავეთანხმე. ამ შეხვედრაზე მივხვდი, რომ ივანიშვილს აქვს ეკონომიკის განვითარების მყარი გეგმა, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება, თუმცა არა მგონია, კარგად იცნობდეს საზოგადოების განწყობას.

- პრემიერმა ყველაზე მეტად თქვენ გაგატარათ კრიტიკის ქარცეცხლში, რა იყო ამის მიზეზი?

- პრემიერმა ჩემი ინტერვიუდან ამონარიდები წაიკითხა, მაგალითად, მისი წასვლის თაობაზე, რომელიც კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. მივხვდი, ინტერვიუ თავად არ ჰქონდა წაკითხული და მონაკვეთები, რომლითაც დამიპირისპირდა, სხვამ მოუმზადა დამახინჯებული ფორმით. ახლაც გავიმეორებ: ქვეყანაში ქაოსის ნიშნები ნამდვილად არის. ხელისუფლების წევრთა დიდ ნაწილს პასუხისმგებლობის აღებისა ეშინია და ინიციატივებიც იკარგება. ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტას აჭიანურებენ და ყოველთვის ივანიშვილის ჩარევა ხდება საჭირო, რაც არ მიმაჩნია სწორად.

ჩვენ ზოგადი და ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს, ღია ეთერში ამაზე საუბარი არასწორია, დაგვიბარონ, წარმოვადგენთ დოკუმენტებს და შემდეგ იმუშაონ.

- ამ შეხვედრით ხომ არ დაიძაბა ურთიერთობა თქვენსა და ხელისუფლებას შორის?

- ასეთი განცდა არ დამრჩენია, ცოტა ხნის შემდეგ კამათი დიალოგის რეჟიმში გადავიდა, თუმცა დაძაბული ვითარება დასაწყისში იყო. ვფიქრობ, ეს დღე ხელს არ შეუშლის ახალი შეხვედრების გამართვას. ვთქვით კიდეც, რომ ისევ შევიკრიბებით, ოღონდ დახურულ ფორმატში.

- პრემიერმა ადეიშვილი შეაქო. ასეთი განცხადება მოეწონებოდა საზოგადოებას?

- საზოგადოება სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. მათი უფლებების დარღვევაში დიდი პასუხისმგებლობა ადეიშვილსაც ეკისრება. ამიტომ ეს განცხადება ბევრს არ მოეწონებოდა, არც მე მომეწონა. თუმცა პრემიერის სიტყვები აუცილებელია უფრო კარგად გავიგოთ. თქვა, რომ ის მოსწონდა, როგორც კარგი ორგანიზატორი და არა იმისთვის, რა დანაშაულიც მან ჩაიდინა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება სასამართლოში გიჩივლოთ იმ ხალხმა, ვისი სახელები და გვარებიც დაასახელეთ შეხვედრაზე.
- ძალიან მინდა იჩივლონ, რადგან სამართლიანობის აღდგენა შეიძლება სწორედ მათგან დაიწყოს. რაზეც პრემიერ-მინისტრთან ვიკამათე, ზუსტი ინფორმაცია მაქვს, ეს გაითვალისწინოს და დაგვიბაროს პროკურატურამ.
რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი: - გუშინდელი დღე არ არის იოლი შესაფასებელი. ამ საკითხის დანახვა შეიძლება სამი კუთხიდან: ჩვენი, ივანიშვილისა და მაყურებლის მხრიდან... არ ვიცოდით, ეს შეხვედრა პირდაპირი ეთერით თუ გადაიცემოდა. მოულოდნელი იყო ისიც, რომ საყვედურებისთვის ვყოფილვართ დაპატიჟებული. ჩვენს გამონათქვამებზე თუ უნდოდა პასუხები, დახურულ ფორმატში გვეკამათა... ნურავის ჰგონია, საუბარს მოიგებს იმ ხალხთან, რომლებსაც ბევრი კამათი ჰქონია ღია ეთერში და გამარჯვებით დაუსრულებია.

- რატომ იყო თქვენ მიმართ კრიტიკული პრემიერი, როცა დარბაზში "ნაციონალების" მხარდამჭერი ექსპერტებიც იყვნენ?

- პრემიერმა თავს იმის უფლება მისცა, რისი უფლებაც არ ჰქონდა, - როგორც პრემიერ-მინისტრს არ ჰქონდა უფლება, ასე ესაუბრა ჩვენთან. ის მოიქცა როგორც ჩვეულებრივი პირი, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს და ეკამათება მეორე მხარეს. შეხვედრა იყო ემოციური, თუმცა საინტერესო და ბოლოს საქმიანიც გამოვიდა.

- შეგიძლიათ აგვიხსნათ, რაში სჭირდებოდა პრემიერს ვიდეოკამერებთან თქვენი გაკრიტიკება?
- მას უყვარს დისკუსია და მასში საზოგადოების ჩართვა მოუნდა. თუ დააკვირდით, "ნაციონალების" ექსპერტები არ გაუკრიტიკებია. გააკრიტიკა ისინი, რომლებიც ივანიშვილის პოზიციას ვიცავდით. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც ეთერში არ გვიშვებდა სააკაშვილი. ახლა ივანიშვილი გვაკრიტიკებს, ოღონდ ადმინისტრაციული ხერხებით არ იბრძვის და გვეკამათება. ამით დამტკიცდა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული არა ვართ და ობიექტურობას ვინარჩუნებთ.

- ექსპერტებმა პრემიერთან დისკუსიის დროს სისუსტე ხომ არ გამოიჩინეთ და ადეკვატურები თუ იყავით კრიტიკის მიმართ?
- გააჩნია, ვინ როგორ დაინახავს ამ შეხვედრას. მე მომეწონა ექსპერტების პასუხი, პრემიერს ყველა თანასწორად ედავებოდა. ივანიშვილი ამ შედავებას იღებდა არა როგორც პრემიერი, არამედ როგორც მოდავე პიროვნება.
ელენე ხოშტარია, ექსპერტი: - როცა პრემიერი მსგავს შეხვედრებს ატარებს, კარგია, მაგრამ მისი ფუნქცია არ არის ჭკუის დარიგება, ან ასწავლოს ექსპერტებს, როგორ და რა ილაპარაკონ. ეს იყო არა საჯაროობის დაფიქსირება, არამედ იმის დამტკიცება, რომ არ მოსწონს კრიტიკა.

- თქვენც იყავით პრემიერის სამიზნე.
- მე არ ვიყავი დაპატიჟებული.

- დარბაზში არ იყავით, მაგრამ პრემიერმა გახსენათ და თქვენზეც ჰქონდა ამონარიდები...
-  არა მგონია, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ჩემი პიროვნება იყოს მნიშვნელოვანი. პრინციპია მთავარი - პრემიერი არ უნდა მიუთითებდეს სამოქალაქო სექტორს, როგორ ილაპარაკოს. მნიშვნელობა არა აქვს, იქნება ეს ხოშტარია თუ არეშიძე.

- მსგავსი შეხვედრები იმართებოდა "ნაციონალების" დროს?
- რა თქმა უნდა, განსაკუთრებით პირველ პერიოდში... მთავარია, დისკუსია მიზნად დემოკრატიის ხელშეწყობას ისახავდეს და არა იმას, როგორ გაკონტროლდეს ექსპერტების საქმიანობა თუ ინტერვიუები. 

მარინა მუსხელიშვილი, საზოგადოების კვლევის ცენტრის დირექტორი: - შემიძლია კომენტარი თავად შეხვედრაზე გავაკეთო და არა მის შინაარსზე. პირდაპირ ეთერში კამათი არასწორი ფორმატია და ინსტიტუციურად არ ჯდება დემოკრატიის ჩარჩოებში. პრემიერ-მინისტრს აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მას არ შეუძლია ზედმეტად გულახდილი კამათი. ის ლიდერია და უნდა ფიქრობდეს შედეგებზე, რომელიც მოჰყვება ამა თუ იმ გამონათქვამს. მეორე მხრივ, ექსპერტებიც არ უნდა ეკამათებოდნენ პრემიერს, ვინაიდან მათი ფუნქცია შედეგებზე ზრუნვა კი არა, სიმართლის თქმა უნდა იყოს. პრემიერთან კამათი დაავალდებულებს მათ, აიღონ პოლიტიკური ფუნქცია და მოიყვანონ პოლიტიკური და არა საექსპერტო არგუმენტები.

- იმის თქმა გინდათ, რომ ასეთი დისკუსია შეზღუდავს მათი თავისუფლების ხარისხს და სატელიტებად გადააქცევს?
- ექსპერტების მუშაობის პრემიერისეული შეფასება თუნდაც სამართლიანი იყოს  საზოგადოების თვალში, ეს არის ისეთივე რიგის მოვლენა, როგორიც მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევა. თუ ექსპერტებთან არის პრეტენზია, მას საზოგადოება უნდა გამოთქვამდეს და არა ხელისუფალი. მის წინაშე უნდა იყვნენ პასუხისმგებელი ექსპერტებიც. პოლიტიკოსის და ექსპერტის პასუხისმგებლობა სხვადასხვაგვარია: პოლიტიკოსი ფიქრობს, რა თქვას, ექსპერტი ამბობს, რასაც ფიქრობს.

უტა ბიწაძე
istoria
01 ოქტომბერი 2013 12:46
გაგიგიათ ამ ექსპერტების ან თუ გინდათ დღევანდელი პოლიტიკოსების (გინდ პოზიცია აიღეთ და გინდ ოპოზიცია) რომელიმე პროგნოზი მაინც გამართლებული იყო? ერთ ორ უცხო ჟურნალისტების სტატიას წაიკითხავენ ინტერნეტში და მერე ბჟუტურებენ ათას სისულელეებს
v
01 ოქტომბერი 2013 12:24
მგონი არაა სადავო, რომ ჩვენი მედია ოღონდ ეთერი (საგაზეთო სივრცე) შეავსონ, ყველას ექსპერტ უწოდებენ. ან როგორ შეიძლება, ერთი ადამიანი ყველა სფეროში ექსპერტი იყოს. ერთი დაინტერესდით ამ ექსპერტების განათლებით, ყველაფერზე რომ ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს არახუნებენ. არ შეიძლება არაპროფესიონალიზმის ასე ხელშეწყობა.
glaxuna
30 სექტემბერი 2013 16:52
.... რეებს და როგრ ,,მსჯელობან ?!!!

გულდასმით წაიკითხეთ და ...მასზე იზრუნეთ,როგორ მიიღწევა ეს ...

,, --- ხალხო,იმ სიყვარულისა დავლიოთ,კახურ მრავალჟამიერში რომ მღერიან და მტრობით დანგრეულს,რომ აშენებს.
--- მტრობით დანგრეულს,მტრობავე აღადგენს,სხვა ვერაფერი,დანგრეულის აღდგენას,წართმეულის დაბრუნებას... ხოცვა,ჟლეტა,მტრის განადგურება უნდა! სხვანაირად არა გამოვა რა,ეგენი სიძულვილს შეუძლია,და არა სიყვარულს!
--- რათა კაცო ?!... ჩემო ვახტანგ,დაუშვათ მოვიდა მტერი,გაგითელა შენი მოდგმით ნაკარნახევი ცხოვრების წესი,შეგიგინა სარწმუნოება... ცხადია,ამ კაცს კლავ,მაგრამ მიტომ კი არ კლავ,რომ გძულს,უპირველესად ყოვლისა,იმიტომ,რომ გაგითელა,შეგიგინა,წაგართვა ის ,რაც გიყვარდა... შენი წინააღმდეგობა სიყვარულიდან იწყება!... ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი დ ა ნ მოდის მსხვერპლის გაღება,თავგანწირვა და ის ძლევამოსილება,წართმეულს,რომ დაგიბრუნებს !... ჩვენი მამა-პაპა უმრავლეს შემთხვევაში იარაღით ხვდებოდა მტერს,დღევანდელი ქართველი ერი,ხო მომავალი თავისი თაობების მამა-პაპაა და რად დაუკრეფია გულს ხელი ნეტავი ?!
--- გადაგვარდა,დაჩიავდა ხალხი,ჯინჯილებზე და ფოჩიან კანფეტებზე გაიყიდა !!!
--- ეგრე უბრალოდ არ უნდა იყოს საქმე ბატონო ვახტანგ! როგორ ფიქრობთ,რაში მდგომარეობს გადაგვარება ... ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი დ ა კ ა რ გ ა ხალხმა: თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს, ს ა მ შ ო ბ ლ ო ს , ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ვ ი ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ...
--- სამწუხაროთ ქალბატონი ნანო მართალია,მაგრამ მე ცოტა სხვანაირად შემოვატრიალებდი მაგას ... ზ ნ ე ო ბ ა დავკარგეთ !!!
ესა თუ ის ე რ ი სახელმწიფოს ვერ დაარსებს ,თუ ამით კაცობრიობას სამსახური არ გაუწია!... საერთაშორისო ფუნქცია,მსოფლიო ისტორიული მისიაა საჭირო ! ... -- ქართველთა სახელმწიფოს შექმნასა და არსებობას,იმან გაუდგა სული,რომ ქრისტიანობისათვის განაპირა გოდოლის როლი ვიკისრეთ აღმოსავლეთში,მეორეს მხრივ,ირანისა და ბიზანტიისათვის იმ ძალად ვიქეცით,რომელსაც ჩრდილოელ მომთაბარეთა სამხრეთული ლაშქრობების გაკონტროლება შეეძლო!... სახელმწიფოს შექმნამ ს ტ ა ბ ი ლ ო რ ო ბ ა გამოიწვია, და ჩვენს მიწა-წყალზე დიდი სავაჭრო გზები გაიდო,განვითარდა ეკონომიკა,რომელმაც აზიურ აღებ-მიცემობაში მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ვ ა ნ ი ადგილი დაიკავა !... ასეთი მსოფლიო ისტორიული მისიის აღსრულუბა , გამუდმებულ ომებსა და თავდაცვას ნიშნავდა და სახელმწიფოც საომარ ყაიდაზე გვქონდა მომართული!... პიროვნებამ,მოქალაქემ ერის ფუნქცია,სახელმწიფოს მისი გაიმეორა!... ომი ყოველდღიურ ცხოვრებად იქცა, ც ხ ო ვ რ ე ბ ა დ თ ქ ო!...ცხოვრება ხო სულიერი და ხორციელი სარჩოს მოპოვების პროცესია,ხოლო ზ ნ ე ო ბ ა ამ პროცესის მომწესრიგებელი ძალა !... შეიქმნა ვითარება,როცა სახელმწიფოსათვის რაიმეს დაშურება,საკუთარი სიცოცხლისათვის დაშურებას უდრიდა,ამიტომ დამკვიდრდა ზნეობრივი პრინციპი!... ჯერ ერსა და სახელმწიფოს, რაც კი რამ მაბადია ! და შემდეგ ვიღებ მისგან იმდენს,რამდენსაც ბედი მარგუნებს!!!...აი რა დავკარგეთ! თუ სამშობლოს დაცვის,სახელმწიფოს შენახვის პირობა ... ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ა ,მაშინ ქართველებს და მსგავსი ისტორიის მქონე სხვა ერებს , ცხოვრების ფუძედ, საძირკვლად... სიყვარული ქონიათ! ... სიყვარულს უშენებია,მტრობით დანგრეული !!!

--- ბატონო სანდრო, თქვენ ერთობ საინტერესოდ განმარტეთ,ის,თუ რა დავკარგეთ... სიამოვნებით მოვისმენდი თქვენსავე აზრს იმის შესახებ,თუ როგორ დავკარგეთ და რ ა ნ ი ვ ა რ თ დ ღ ე ს ?!

--- დიახ მზად ვარ, მამაო ჩვენოსავით ვიცი , დავიწყო ელიზბარ ?

--- მიდი სანდრო,მიდი,საუბარი მაინც შევგვრჩეს, ვინ იცის,ხვალ ცოცხლები ვართ ?!

---- ფ უ ნ ქ ც ი ა !!! მსოფლიო ისტორიული მისია დავკარგეთ!... სლავთა სამთავროების გაძლიერებამ, სამხრეთის იმპერიებს , ჩრდილოეთის მომთაბარეთა ტომების შემოსევათა საშიშროება მოუსპო , ბიზანტიის იმპერია დაემხო , და მაღთლმადიდებელი სამყაროს იდეოლოგიური ხელმძღვანელის როლი, რუსეთთმა იკისრა ! --- ზღვაოსნობის განვითარებამ, დიდი სავაჭრო გზები...წყლებზე გადაიტანა! და ერთ მშვენიერ დღეს, აღმოჩნდა,რომ ქართველთა სახელმწიფოს... დანიშნულება გამოეცალა. ქართველი ერის ცხოვრება, ფიზიკური არსებობის შენარჩუნების პროცესად იქცა ! ამ პროცესმა,თავისი ზ ნ ე ო ბ ა გამოიმუშავა, თანთავკერძული ელემენტებით უხვად შეზავებული ,,ზ ნ ე ო ბ ა ,,!... რაც მრავალრიცხოვან დაპყრობთა მოსაგერიებლად, უ ვ ა რ გ ი ს ი იყო! ... ქართველი ერი სულიერად გადაიღალა,ხორციელად განადგურდა... გამოსავალი ერთადერთი აღმოჩნდა,და დასავლურ კულტურასთან პირდაპირი კონტაქტის უ ძ ვ ე ლ ე ს მ ა წყურვილმა, ახალ ფორმაში ჰპოვა განხორციელება !!! ... ევროპის უდიდესი სახელმწიფოს ნაწილად ვიქეცით1...რუსეთთან შეერთებამ გაგვანთავისუფლა : ომებისაგან ,ლეკიანობისაგან, ბაგრატიონთა დინასტიისაგან , და გადასახადების გადახდისაგანაც კი... ქართველი კაცი უამოცანად დარჩა !!! ერი დაემსგავსა ... ს ა შ ო ვ ა რ ზ ე მ ი შ ვ ე ბ უ ლ ნ ა ხ ი რ ს !... 100 წელიწადია ვბალახობთ (უკვე 200!!!)... ჩვენი ფუნქციაა: ვჭამოთ,ვსვათ,შვილები ვზარდოთ!-- აი, ჩემი აზრით, ასე დავკარგეთ ქალბატონო ნანო !!! (ზნეობა და სიყვარული ... თავისუფლების,სამშობლოს, სახელმწიფოებრივი !!!) , --- ხოლო რანი ვართო,რომ მკითხეთ, უდიდეს ბოდიშ გიხდით, მაგრამ უნდა მოგახსენ... ს ა ძ ო ვ ა რ ს გადაგებული,გ ა თ ი თ ო კ ა ც ე ბ უ ლ ი , ყ ო ფ ი ლ ი ე რ ი !!! ... ,,

ჭაბუას ,,დათა თუთაშხიადან ,,!!!

ქართველებო რა არის ?!!! რა ერთმანეთის ლანძღვა-გინება აგიტეხავთ ?!!! ... რატო თესავთ სიძულვილს და გაუტანლობას ?!!! ... ეს ჩვენი მოსისხლე მტრების მიერ შემოგდებული ხერხია .... სიძულვილით შეპყრობილ ადამიანებს ,რა სახელმწიფოს შექმნა შეუძლია... ნუთუ მტერს ემსახურებით?!! და რისთვის... ფულისათვის??? ... და სად არის ღ ი რ ს ე ბ ა ?!!! თავდაჭერილობა , ნებისმიერ შემთხვევაში..კეთილსინდისიერება და მასთან ს ი მ ა მ ა ც ე ?!!!... მამაცი ადამიანი,ხო არასოდეს ილანძღება , სხვისი ღირსების პატივისცემა,თუნდაც მოსისხლე მტრის, იცის და მიტომ!...სად აზრის საღი აზრით მსჯელობა,ანალიზი,სად არის ზრუნვა...მომავალი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარება-განმტკიცებისათვის, ეროვნულ-სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისათვის ?!!! (ერთმანეთის ლანძღვით აპირებთ საქართველოს სახელმწიფოს აშენებას ?!..ასე ხო პირიქით ... მენტალურად აავადმყოფებთ ერთმანეთს და ანადგურებთ?! მოსისხლე მტრის გასახარად?!! )


-- და როდემდე ვიყოთ, საშოვარზე მიშვებული ნ ა ხ ი რ ი ძმებო ? !

და ,რომ თავი დავიხსნათ ,,საშოვარზე გადაგებულიმ,გათითოკაცებული, ყოფილი ერისაგან ,, ...
-- დღეს უდიდესი შანსია იმისა, რომ ფ უ ნ ქ ც ი ა , მსოფლიო ისტორიული მისია აღვიდგინოთ! ... ჩინეთიდან და აღმოსავლეთ აზიიდან, ევროპისაკენ მიმავალი სავაჭრო,თუ ენერგეტიკული გზის დამაკავშირებელი როლი ვიკისროთ!... რასაც მოყვება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ავტორიტეტის აღზევება, გაძლიერება-განმტკიცება ... ... ...და რასაც სამწუხაროდ, უსაზღვრო თავგამოდებით ეწინააღმდეგება: თანამედროვე,არა თუ დიდი ევროპული ,როგორც დღესაც თანამედროვე სამყაროსათვის აღმოჩნდა,რეალურად რუს-მონღოლეთის აზიური იმპერია...ნებისმიერი ხარხებითა და მეთოდებით,ტოტალურიი დემაგოგიითა და გაუგონარი ცბიერებით ,ყველა მიმართულებით,რომ ცდილობს (თავად ქართველთა სიბრიყვის გამოყენებითაც !!!) საქართველოს სახელმწიფოებრიობის დისკრედიტაციას,დაკნინებას,დამცრობას (!!!) და მით უარი ათქმევინოს ქართველობას ...ამ ახალი,ძლიერი მნიშვნელობის ფ უ ნ ქ ც ი ი ს ა თ ვ ი ს !!!... სამწუხაროთ , 200 წლოვანმა რუსეთთან ურთიერთობის ისტურიამ,სრულიად აშკარა გახადა,რომ რუსეთმა ევროპასთან არა დამაკავშირებელის როლი იკისრა,არამედ მათთან ურთიერთობისათვის ... ძლიერ დ ა მ ა ბ რ კ ო ლ ე ბ ე ლ ი !!!(რაც ალბათ რუსულ აზიურ მენტალიტეტში უნდა ვეძებოთ!!!)...

--- დასკვნების გაკეთება არ საჭიროებს, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისათვის .. საჭიროა ბრძოლა და ქმედებები !!!.. რომ რეალურად ჩვენვე უარი არ ვთქვათ ჩვენს ე რ ო ვ ნ ე ბ ა ზ ე !!! (ანუ ალბად საბოლოოდ არ დავრჩეთ... ,, ყოფილი ერი !!! ) და მით ჩვენს მომავალზე !!! ...


--- დაანებეთ ყოფილი ,თუ მის წინა ხელისუფლების ლანძღვა-გინებას თავი ... ეს აბსოლუტურად კარგს არაფერს მოგვიტანს!!!,მათ უდიდესი შეცდონები დააშვებინა მაგ რუს-მონღოლეთის იმპერიამ (ყველა ვარიანტში,ნებისმიერს დაშვებინედნენ და დააშვებინებენ...,,ბოროტების იმპერიად,, მიტომ მოიხსენებს მთელი სამყარო ?!!!), უამრავი ქართველი ვაჟკაცი შეიწირა,ეთნო წმენდა,უსახლკაროდ დარჩენა,სისხლი ,ცრემლი,შიმშილი ...მაგრამ ამავე დროს მაინც წინ მიიწევდნენ... ზვიადის ხელისუფლებამ სახელმწიფოებრიობა აღადგა (რისთვისაც დასაჯეს!), შევარდნაძის მთავრობამ,მიუხედავად იმისა,რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო მტერმა დაათმობინა,უსაშინელესი შეცდომები დააშვებინა და მიტომ უდიდესი ცოდვა ადევს... მაგრამ ამავე დროს მათ წამოსწიეს აბრეშუმის გზის მნიშვნელობა სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის , ხოლო მ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ...მართალია ძალზე მტკივნეული ,მაგრამ სერიოზული რეფორმები გაატარა ყველა სახელკმწიფო სტრუქტურაში,სფეროში და რა ქმედითმა ღონისძიებებმაც ,სწორედ ის ევროპა ,სერიოზულად დააინტერესა საქართველოს სახელმწიფოს ფ უ ნ ქ ც ი ი ს ა თ ვ ი ს , მართლა მ ი ს ი ი ს ა თ ვ ი ს !!! ... მიუხედავად იმისა,რომ მასაც სერიოზული შეცდომები დააშვებინეს,სამაჩაბლოს მიწების დაკარგვა და თან კომპრომატებიც დისკრედიტაციისათვის დაუმზადეს ...მაგრამ სწორედ შეცდომები არ აპატია ხალხმა და ... გადაირჩია !!!... მაგრამ მათ,როგორღაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა მაინც გ ა ნ ა ვ ი თ ა რ ე ს და დღეს ... საქართველო ,უამრავი პრობლებით,მაგრამ სერიოზულად ცდობადი სახელმწიფოა !!!...

და ეხლა რა ხდება ?!!! იმის მაგივრათ,რომ კიდევ უფრო შემართული და გონიერები,შეცდომებზე ნასწავლი მთავრობა მოსულიყო საქართველოს ხელისუფლებაში,რომ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ი ს და მისი ავტორიტეტის კიდევ უფრო გაზრდისათვის ემოქმედათ !!! .... თავად ეწევიან საქართველოს სახელმმწიფოს დისკრედიტაციას ,თითმის ყველა დასავლურ პოლიტიკური ორგანიზაციებში და...თან უსასრულულოდ ილანძღებიან (?!!!) საკუთარ ყოფილ მთავრობის მიმართ (დასარული უნდა ქონდეს!!!,ამას სახელმწიფო ინტერესები მოითხოვს,თუ მის წინააღმდეგ შეგნებულად არ მოქმედებ! !!),არად იმით აკრიტიკებდნენ გასულ მთავრობას,მერე რა,რომ რუსი ჩვენი მოსისხლე მტერიაო,მაინც არ უნდა ლანძღოოო,კარგია,გასაგებია!! 200 წლიანი
მოსისხლე ,უბოროტესი მტერი და მისი ხელისუფლება არ უნდა ლანძღო და საკუთარი უნდა ლანძღოო?! თანაც საჯაროდ,რომელიც ამ უმწვავეს ეტაპზე, უდიდეს ზიანს აყენებს ...უპირატესად ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს , მ ი ს ახალი ფ უ ნ ქ ც ი ი ს მ ა ტ ა რ ე ბ ლ ი ს პ რ ე დ ე ნ დ ე ნ ტ ს და .. თუ ასე გაგრძელდა... საქართველო ისევ დაუბრუბდება .. რუსულ-მონღოლურ წუიაღში,ტოტალიტარულ-კრიმინალურ პოლიტიკურ სისტემას და ... ასე დავრჩებით . .. მ ა რ თ ლ ა ყ ო ფ ი ლ ი ე რ ი!!!!... ეს არის თქვენი ოცნება ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ო !!!... გ თ ო ვ თ შეწყვიტეთ ლანძღვა დ ა საქართველოს სახელმწიფოს მნიშვნელობასა და მომავალ ფუნქციაზე იმსჯელოთ,ვიმეორებ საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაზე,მომავალზე ი მ ს ჯ ე ლ ე თ!!! ... ჩვენი დიდი მამულიშვილების ილიას,ვაჟას,აკაკის ... ... ... ოცნებების ასრულებაზე იფიქრეთ და არა ...მტრის გასახარად ერთმანეთი გაწიროთ და დაადებილოთ,ნახირად გაქციოთ და მერე ცალცალკე,რომ შეგჭამოთ და გაგაქროთ...გაგვაქრონ როგორც ერი?!!


აკაკის ანდერძი:":"მონას რად უნდა კრული სიცოცხლე/ვისთვის აანთოს წმინდა ლამპარი?/სჯობს მონობაში გადიდკაცებულს/თავისუფლების ძებნაში მკვდარი!"..."

რედაქტორის რჩევით