"ჩემი გამოყენება არც ისე ადვილია" - გულახდილი ინტერვიუ თომას ჰამერბერგთან (ექსკლუზივი)
30-09-2013
"ჩემი გამოყენება არც ისე ადვილია" - გულახდილი ინტერვიუ თომას ჰამერბერგთან (ექსკლუზივი)
"იყავით თავმდაბალნი და არ მისცეთ საშუალება პოლიტიკურ ძალებს საქართველოში, თქვენი მოსაზრებები ინსტრუმენტად გამოიყენონ - აი, რას ვეუბნები ხოლმე ჩემს კოლეგებს"

"უდავოა, რომ ადრე იმაზე მეტი ხალხი იჯდა ციხეში, ვიდრე საჭირო იყო"


ვინ არის თომას ჰამერბერგი და რა სურს მას საქართველოსგან? რამდენად დიდია მისი როლი და გავლენა ქართულ პოლიტიკაში? რას იხსენებს იგი 2008 წლის მოვლენებიდან  და რას ურჩევს თავის კოლეგებს, უცხოელ დიპლომატებს? - ამ და სხვა თემებზე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი
თომას ჰამერბერგი "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. ევროკავშირის საგანგებო მრჩეველს საკონსტიტუციო, სამართლებრივ და ადამიანის უფლებათა საკითხებში მისი 8 თვიანი მოღვაწეობის შემაჯამებელი, 40 გვერდიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე შევხვდით. ანგარიში მოიცავს როგორც პრობლემების მიმოხილვას, ასევე რეკომენდაციებს. დაინტერესებულთ შეუძლიათ ანგარიშს
-Hammarberg.pdf%E2%80%8E" target="_blank">ამ ბმულზე გაეცნონ (უახლოეს მომავალში ანგარიშის ქართული თარგმანიც გამოქვეყნდება)

- წელს ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ხშირად გაისმის თქვენი სახელი. ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ხალხი ფიქრობს, ვინ არის ეს თომას ჰამერბერგი და რა სურს ჩვენგანო?

- უპირველესად საქართველოს მეგობარი ვარ. ამ პოსტზე დანიშვნამდე დიპლომატიური ვიზიტით შვიდჯერ ვიყავი თქვენთან. აგვისტოს ომის დროსაც გესტუმრეთ და ვამაყობ, რომ ვმონაწილეობდი რამდენიმე ქართველი ჯარისკაცის გამოხსნაში. მახსოვს, ცხინვალში მოხუცმა ცოლ-ქმარმა მალულად მიგვითითა ოთახის კარზე, სადაც ორი ქართველი ჯარისკაცი აფარებდა თავს... სამწუხაროდ, მათი სახელები არ ვიცი. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს მივეჯაჭვე კიდეც. ამიტომაც დავთანხმდი ამ პოსტს (ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი), მინდოდა, გვერდში დაგდგომოდით უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში, ამისთვის კი ადამიანთა უფლებების დაცვა უმნიშვნელოვანესია.

- თქვენი ჩამოსვლიდან თითქმის წელიწადი გავიდა. ხედავთ თქვენი შრომის შედეგს?


- გავაკეთე ის, რაც შევძელი. ვისაც პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში სიტყვა ეთქმის, თითქმის ყველას შევხვდი. მინისტრების სასარგებლოდ მინდა ვთქვა, რომ მათთან შეხვედრები იყო გამჭვირვალე და არ უცდიათ, ჩვენი შეკითხვებისთვის თავის არიდება ან რაიმეს დამალვა, რაც იშვიათი ხილია ევროპაშიც კი. შევხვდით საზოგადოების ყველა ფენას, რათა გაგვეგო, რა აწუხებს ხალხს, რა პრობლემები აქვთ. მინდა აღვნიშნო ხალხის მზაობა, იმსჯელოს იმ საკითხებზე, რომლებიც აწუხებს. ვფიქრობ, თქვენთან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ვითარდება.

- სამართლიანობის აღდგენის ყბადაღებულ თემაზე რას იტყვით? აშკარაა, რომ ეს პროცესი ისე არ მიდის, როგორც ხალხს სურს.


- საზოგადოების უკმაყოფილება სავსებით ბუნებრივია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზოგადოების დაკვეთა სამართლიანობის ჭეშმარიტი აღდგენისგან შესაძლოა საკმაოდ შორს იდგეს. უმნიშვნელოვანესია, არ დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, მთავრობამ არ უნდა დაუშვას პოლიტიკური ანგარიშსწორება. თუ ვინმე დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბრალი სამართლიანი და მიუკერძოებელი პროცესის შემდეგ დაუმტკიცდება. თავიდან უნდა აიცილოთ საკითხის პოლიტიზება, რადგან ამით დაიმსახურებთ როგორც საკუთარი ხალხის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებრიობის უნდობლობას, - შეიქმნება აზრი, - ეს პირები იმიტომ კი არ დაისაჯნენ, რომ დააშავეს, არამედ იმიტომ, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას მიეკუთვნებიანო.

ვაცნობიერებ, რომ პოლიტიკურ დილემასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ზეწოლას არ ახდენს სასამართლოზე და ემორჩილება მის გადაწყვეტილებას.

- საზოგადოებას ძალიან აღიზიანებს, რომ ის პირები, რომელთა დამნაშავეობაში საზოგადოება დარწმუნებულია, დაპატიმრებული არიან ბევრად უმნიშვნელო ბრალდებებით და როგორც ბოლო მოვლენები გვიჩვენებს, მართლდებიან კიდეც. როგორ ფიქრობთ, რამდენად დააზარალებს ეს პროცესები მთავრობისა და პრემიერის რეპუტაციას, მის საიმედოობას ხალხის თვალში?


- ხალხმა უნდა გააცნობიეროს ისიც, რომ სიმართლის დადგენას დრო სჭირდება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება ეს პროცესები "ქართული ოცნებისა" და პრემიერის რეპუტაციაზე, აშკარაა, მათთვის ერთადერთი გამოსავალია, ხალხს ყოველივე ეს აუხსნან. თუმცა, ნამდვილად არ მშურს იმ ქართველი პოლიტიკოსებისა, რომელთაც საზოგადოებას ჯერ საქმის წასამართად საჭირო დროს სთხოვენ, შემდეგ კი აუწყებენ, რომ მათი მოლოდინი არ გამართლდა.

- არსებობს კიდევ ერთი მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხი - უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნება.


- ვფიქრობ, თუ დამტკიცდება, რომ რომელიმე პირს ქონება უკანონოდ ჩამოერთვა, უნდა დადგეს მისთვის ქონების დაბრუნების საკითხიც.

- წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ახალმა ხელისუფლებამ "კუდიანებზე ნადირობა" წამოიწყო. რა გავლენას ახდენს ეს განცხადებები ევროკავშირისა და დასავლეთის წარმოდგენაზე საქართველოზე?


- სწორედ ამიტომაც უნდა მისდიოთ დაწვრილებით თითოეულ სამართლებრივ პროცედურას, რათა შემდგომ არავის ჰქონდეს საფუძველი, განაცხადოს,“მე პოლიტიკური მოტივით დამაპატიმრესო. რაც შეეხება ევროპის შეხედულებებს ამ საკითხზე, გულწრფელად გეტყვით, რომ ევროპას არა აქვს ერთიანი მოსაზრება. მაგალითად, ევროპარლამენტში არიან ძლიერი დაჯგუფებები, რომლებიც იზიარებენ ამ განცხადებებს. თუმცა, მრავალი მათგანი საქართველოში ჩამოსვლისა და სიტუაციაში გარკვევის შემდეგ მეტი მოწიწებით მსჯელობს, მეტ თავმდაბლობას იჩენს და სხვ. "იყავით თავმდაბალნი და არ მისცეთ საშუალება პოლიტიკურ ძალებს საქართველოში თქვენი მოსაზრებები ინსტრუმენტად გამოიყენონ, რასაც ისინი, როგორც წესი, ცდილობენ ხოლმე" - აი, ამას ვეუბნები ჩემს კოლეგებს.

- თქვენი გამოყენება თუ უცდიათ?

- ალბათ, უცდიათ, თუმცა ჩემი გამოყენება არც ისე ადვილია (იცინის).

- ირონიულად არ გეჩვენებათ, რომ დაპატიმრებებს აპროტესტებს ის ძალა, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქვეყანაში პატიმართა უპრეცედენტო რაოდენობა ფიქსირდებოდა?

- ზედაპირულად შეიძლება მართლაც ასე ჩანს, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. უდავოა, რომ ადრე იმაზე მეტი ხალხი იჯდა ციხეში, ვიდრე საჭირო იყო და მათ შორის იყვნენ პირები, რომლებიც უსამართლოდ იყვნენ მსჯავრდადებული. ამიტომაც ახალი მთავრობის მიერ მიღებულ ზომას - ამნისტიებს დადებითად ვაფასებ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, ციხეში არ უნდა ჩასვა, იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ იქ ისედაც საკმაოდაა ხალხი.

- პოლიტიკური ძალები ამ თემაზე დებატებისას ხშირად ხელს ევროპისკენ იშვერენ. ხდება თუ არა ასეთი რამეები ევროპაში? ბოლოდროინდელ მაგალითად სლოვენია მახსენდება, სადაც კორუფციისთვის პრემიერ-მინისტრს უკრეს თავი ციხეში.

- როდესაც დანაშაულში მაღალი რანგის მოხელეა გარეული, მაგალითად, ხორვატიისა და სლოვენიის კორუფციული დანაშაულის შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესია, რომ საქმე საგულდაგულოდ იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები, თუ მათ ბრალი დაუმტკიცდებათ, დასჯილნი. ეს ეხება ევროპასაც, საქართველოსაც და საზოგადოდ, მთელ მსოფლიოს.

- რას ფიქრობთ ახალი ხელისუფლების კანონშემოქმედებაზე? როდესაც პარლამენტი ამა თუ იმ კანონს განიხილავს, ხშირად იხსენიებენ თქვენსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. რეალურად, რა წონა აქვთ ამ რეკომენდაციებს?

- პოლიტიკური დაძაბულობის პირობებში პარლამენტმა საკმაოდ კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას - მიიღო საკმაოდ მნიშვნელოვანი კანონები, მათ შორის შრომის კოდექსი და შეიტანა ცვლილებები კონსტიტუციაში. რაც შეეხება ევროკავშირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, გარწმუნებთ, მათ ძალიან დიდი წონა აქვს. ამას ისე ნუ გამიგებთ, თითქოს ვთვლიდე, რომ ჭკუას გარედან მოსული ხალხი უნდა გასწავლიდნენ - პირიქით, ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით და ვცდილობთ, ზედმეტი პასუხისმგებლობა არ ავიღოთ თავზე, მაგრამ ასეთ შემთხვევებში აუცილებელია სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და ჩვენც სწორედ ამ კუთხით გეხმარებით.

- მინდა, ფარული ჩანაწერების განადგურება-გამოძიებაზეც გკითხოთ. თქვენი აზრი ასეთია: ჩანაწერები უნდა განადგურდეს, რადგან ამას ადამიანთა უფლებების ფუნდამენტური პრინციპები გვკარნახობს. საბოლოოდ, ასეც მოხდა, თუმცა ამ მოსაზრებას ჰყავდა მოწინააღმდეგეებიც. რას მიპასუხებთ, თუკი გეტყვით, რომ თქვენი ეს მიდგომა შესაძლოა მეტისმეტად იდეალისტური იყოს და ამ ყველაფრის სათანადოდ გამოძიება და დამნაშავეების სამაგალითოდ დასჯა უკეთეს შედეგს მოგვცემდა (აღმოფხვრიდა მომავალში მსგავსი შემთხვევების ალბათობას)?


- სწორედ ეს იყო მორალური დილემა. სასწორის ერთ მხარეს იდო ადამიანების ღირსება, მეორე მხარეს კი აუცილებლობა, ამ უმსგავსობის ჩამდენებს პასუხი ეგოთ. კომისიას მივმართე რეკომენდაციით, დაენიშნა ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებიც გაეცნობოდნენ მასალებს და შეამოწმებდნენ, იყო თუ არა მათში რაიმე მტკიცებულება, რაც დამნაშავის აღმოჩენაში დაგვეხმარებოდა. განადგურებულ მასალებში ასეთი მტკიცებულება არ აღმოჩნდა.

რაც შეეხება სამომავლო პრევენციულ ზომებს, ვფიქრობ, აუცილებელია სამართლებრივი ზომების გამკაცრება. სერიოზულ დანაშაულად უნდა ჩაითვალოს არა მარტო ასეთი ჩანაწერების შეკვეთა-მომზადება, არამედ მათი შენახვაც. კიდევ ერთი რეგულაცია, რომელიც ჯერ კოდექსში არა გაქვთ, არადა, აუცილებელია - კანონი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სატელეფონო კომპანიებმა, რომელთაც თითოეული საუბრის ჩანაწერი აქვთ, ჩანაწერები აგენტებს, თუნდაც შს სამინისტროს, ყოველი ფეხის დაბაკუნებისთანავე არ გადასცენ.

- გადავინაცვლოთ საზოგადოებისთვის კიდევ ერთ მტკივნეულ თემაზე - უთანხმოებებზე რელიგიური ნიშნით. მაგალითად სამთაწყაროსა და სოფელ ჭელას მინარეთის მოვლენებიც გვეყოფა. როგორ ფიქრობთ, რა უდევს საფუძვლად ბოლო დროს დაძაბულობის ზრდას?

- მინარეთთან დაკავშირებული მოვლენები საგანგაშოდ მეჩვენება - განსაკუთრებით ის, რომ საზოგადოება თვლიდა, სამართლიანი იქნებოდა, თუ მინარეთს დაანგრევდნენ. ეს არ არის სწორი მიდგომა. წარმოიდგინეთ, რა განცდა დაეუფლებოდათ თუნდაც ემიგრაციაში მყოფ ქართველებს, ვინმეს მათი სალოცავი რომ დაენგრია? ოფიციალური არგუმენტები კი, რითაც მინარეთის დემონტაჟი გაამართლეს (ლიცენზიის არქონა და ა.შ.) არადამაჯერებელი იყო. იმედია, სულიერი ლიდერების ერთობლივი ძალისხმევით ვითარება საბოლოოდ განიმუხტება.

მინდა ასევე ვთქვა, რომ ის, რაც თქვენთან 17 მაისს მოხდა, მიუღებელი იყო და ამაზე ეკლესიასაც ეკისრება პასუხისმგებლობა. ამ დღეს დაირღვა ადამიანთა ფუნდამენტური უფლებები - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებები.

- თქვენ თქვენს პოზიციას ერთობ შეურიგებლად გამოხატავთ, როდესაც ამ ფაქტს აფასებთ. ეს გასაგებიცაა, შვედი დიპლომატი ხართ, უფლებადამცველი, ვისთვისაც ეს პოზიცია, შეიძლება ითქვას, "მშობლიურია". მაგრამ არ გიფიქრიათ, რომ სანამ ქართველ ხალხს ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევისთვის პასუხს მოსთხოვდით, იქნებ გაგერკვიათ, რამდენად გათავისებული აქვთ მათ ამ ცნებების მართებულობა? ლაპარაკია ერზე, რომელიც საუკუნეებია, ქრისტიანული კულტურით ცხოვრობს, თქვენ კი გსურთ, ერთ დღეს კარი გამოაღოთ და მათი წარმოდგენები თავდაყირა დააყენოთ, შემდეგ კი გიკვირთ, რომ ისინი ამას თავზე მოხვევად აღიქვამენ? არ ფიქრობთ, რომ სწორედ აქ იმალება ნამდვილი დილემა და გამოსავალი არ არის თქმა, ეს სწორია, ეს კი არაო?


- მიგიხვდით, რასაც გულისხმობთ და დამაფიქრა თქვენმა სიტყვებმა. მიუხედავად ამისა, იმ დღეს მოხდა ბევრი ისეთი რამ, რასაც ქრისტიანული დოქტრინებიც გმობენ, - უპირველესად, ძალადობა. ქრისტიანობა, როგორც მე მესმის, მოყვასის სიყვარულსა და მიმტევებლობას ქადაგებს და არა ერთმანეთის ცემას. სხვათა შორის, მე ამ თემაზე სასაუბროდ პატრიარქსაც შევხვდი და მანაც დამიდასტურა, რომ ძალადობა არასოდეს არის გამოსავალი. ამასთან, ხშირად ამბობენ, რომ მათ, ვინც ჰომოსექსუალების წინააღმდეგი არიან, ასევე უნდა მიეცეთ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება. ამ არგუმენტს ხშირად იყენებს ეკლესია. კეთილი და პატიოსანი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ თემაზე უნდა გვქონდეს დიალოგი ხალხთან და გავეცნოთ მის მოსაზრებებს. ვფიქრობ, ამ თემაზე ფხიზელი გონებით მსჯელობა ორივე მხარეს წაადგება.

- კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ პოლიტიკას. საპრეზიდენტო არჩევნები კარს მოგვადგა. როგორ ფიქრობთ, კოაბიტაცია გამოგვივიდა?

- პრეზიდენტსა და პრემიერს შორის კოაბიტაცია მაინცდამაინც არ გამოვიდა და ამაში ლომის წილი მათ პირად დაძაბულ ურთიერთობას უძევს. ისინი ძალიან განსხვავებული პიროვნებები არიან, განსხვავებული ბექგრაუნდებით. პარლამენტში კოაბიტაცია მეტ-ნაკლებად შედგა.

- ისტორიის განმავლობაში, ჩვენი, როგორც ქვეყნის, კეთილდღეობა უმეტესწილად სწორედ ქარიზმატულ ლიდერებზე იყო მინდობილი. გვქონდა ერთი კაცის ინსტიტუტი. ახლა კი ძალაუფლება გადაეცემა პირთა ჯგუფს, რომელთა უმრავლესობაზეც ხალხს შეუძლია იფიქროს, რით არის ის ჩემზე უკეთესიო? როგორ ფიქრობთ, ეს მიდგომა გაამართლებს?


- საპრეზიდენტო ხელისუფლებიდან საპარლამენტოზე გადასვლა სწორი გადაწყვეტილება მგონია. წინდახედულად მოქმედი პარლამენტის პირობებში ქვეყნის მომავალი უფრო უსაფრთხო იქნება და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს არა ერთი ადამიანი ან ადამიანთა მცირე ჯგუფი, არამედ უმრავლესობა. თანაც, საპარლამენტო ხელისუფლებასაც არავინ უშლის, ჰყავდეს ძლიერი ლიდერები. დემოკრატია სწორედ იმას ნიშნავს, რომ ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდეს იმას, თუ ვის აქვს პოლიტიკურად ნომერი პირველი პოზიცია. შეცდომებისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ რაც მეტი ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას, მით უფრო ნაკლებია შეცდომის დაშვების ალბათობა.

- კოაბიტაცია დამთავრდება და არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება სააკაშვილის გასამართლების საკითხიც კი დადგეს. რამდენად რეალურია ეს და რა შედეგი მოჰყვება სააკაშვილის გასამართლებას?

- მაპატიეთ, მაგრამ ეს იმდენად პოლიტიკური შეკითხვაა, რომ ამაზე პასუხი ჩემგან უპასუხისმგებლობა იქნება.

ესაუბრა ვაჟა თავბერიძე
glaxuna
01 ოქტომბერი 2013 13:55

სად არის ანალიტიკური მსჯელობები ?!!!...(საერთოთ,თანამედროვე ქართულ ჭურნალისტიკაში ანალიტიკური ჟანრი!!!)

ვიმსჯელოთ ,რაც და როგორც შეგვიძლია და ვეცადოთ,რაც შეიძლება ფართო ფენები ჩავრთოთ...ანალიზისა და განსჯის პროცესში,ვეცადეთ დღეს არსებული ნებისმიერი პრობლემის თუ მოვლენის დეტალური გაანალიზება,მიზეზთა-მიზეზების,საფუძველთა-საფუძვლების ერთობლივად ძებნა,მით გარკვევა და მერე ბუნებრივად არსებული,თუნდაც უმწვავესი პრობლემების მოხსნის...ყველაზე საუკეთესო გზებისა და საშუალებების მოცებნა,შედეგებზე გათვლილი ...მით აიწევს საზოგადოებაში ანალიტიკური აზროვნების უნარი,შედეგად გაძლიერდება სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და პასუხისმგებლობის ხარისხი,ჩემოყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება...რაც არის მყარი საფუძველი,რომ შევქმნათ...ეროვნულ-სამართლებრივი,თანამედროვე,ევროპული ტიპის ცივილიზებული,ღირსეული საქართველო, ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო !!!

1 ) უდიდესი პრობლემა.მეზობელი ,,სახელმწიფო,,!!!


პუტინი ისეთივე ცბიერი,დაუნდობელი და მენტალურად ავადმყოფი ,,მეთაურია,, უფრო სწორედ ბელადი,როგორც მონღოლეთის ყველა ბრძანებელი და მერე,რუსეთთად წოდებული, ,,ოქროს ურდოს,,-ს მემკვიდრე რუსეთის...ანუ იმ პოლიტიკური სისტემის განმამტკიცებელი,რომელიც შეიქმნა,ჯერ კიდევ ,დამწერლობის არ მქონე,მონღოლების მიერ ,მე-13 საუკუნეში ...ადამიანის ღირსებისა და უფლებების მაქსიმალურად შეზღუდვის ხარჯზე,ტერიტორიების გაფართოებისათვის ორიენტირებული...რაც ჩანასახშივე ახშობს ყოველგვარ ნიჭიერებას ადამიანში,მათ მიერ დაპყრობილ ერებში და აქედან გამომდინარე ,სრულიად გამორიცხავს ყოველგვარ პროგრესს....ინტელექტუალურ,მენტალურ,სახელმწიფოებრივ,პოლიტიკურ,კულტურულ,სოციალურ...
პ რ ო გ რ ე ს ს !!!

რუს-მონღოლთათვის ,,მართლმადიდებლობა,, მხოლოდ საშუალებაა,,,საშუალებად აქციეს ამ პოლიტიკური სისტემის კიდევ უფრო განსამტკიცებლად და იმპერიის,ანუ ძალაზე დაფუძნებული ე რ თ ო ბ ი ს შესანარჩუნებლად და მეტი არაფერი !!!...მოსაზრება,რომ პუტინმა სწორი პოზიცია დაიკავა სირიას თუ ირანთან დაკავშირებით და გიკვირთ, საქართველოსთან და აბსოლუტურად ყველა მეზობელთან ასეთ ურთიერთობას რატო არ, და ვერ ამყარებს ...გასაგებია!!!...მე არ ვფიქრობ,რომ მან სწორი პოზიცია დაიკავა და ამას...ანალიტიკური,ფართო მსჯელობებით განვამტკიცებდი,მაგრამ ეს აქ,შორს წაგვიყვანს...უბრალოთ ვიტყვი,რომ ....პუტი და მისი ფაშისტები...ყველა ხერხებითა და მეთოდებით ცდილობენ თავიანთი იმპერიის,21-ე საუკუნეშიც(?!!!) კი შენარცუნებას და მ ე ტ ი ა რ ა ფ ე რ ი !!!



ამ პოლიტიკურმა სისტემამ,საუკუნეების მანძილზე ჩამოაყალიბა...კრიმინალ-ფარისევლური მენტალიტეტის მქონე საზოგადოება,არა მარტო,კულტურულად მასზე მაღალ საფეხურზე მდგომი,დაპყრობილი ერებში,თუ ხალხებში,არამედ ბუნებრივად თავად რუს-სლავ ხალხში!!! რამაც უდიდესი როლი შეასრულა იმაში,რომ თავად რ უ ს ი,როგორც ე რ ი ვერ ჩამოყალიბდა და აქედან გამომდინარე, დღესაც არა აქვთ პ რ ო გ რ ე ს ი რ ე ბ ი ს მოთხოვნილებაც კი (!!!)...ინტელექტუალური,მენტალური,სახელმწიფოებრივი,კულტურული,ეკონომიკური,სოციალური...


რაც შეეხება ევროპაში ?!!!...დიახ იქაც არის რაღაც პრობლემები...მასზე მუშაობენ(!!!) სერიოზულადაც ... ... ... მაგრამ იქ ,ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში,და იქ საზოგადოებამ იცის(!!!),ჯანსაღი სულისკვეთების და მსოფლმეხედველობის დამკვიდრება,ადამიანისა და ყოველი ერის უფლებებისა და ღირსების მაქსიმალურად დაცვა,მშვიდობის ერთადერთი გარანტიააა!!!...შეძლებიდაგვარად,ზოგადად ტოლერანტობა და მაღალი ინტელექტი აძლევთ მათ საშუალებას შექმნან ის, რაც აქვთ, წაბრძანდით...შვეიცარიაში,ავსტრიაში,გერმანიაში,სკანდინავიის ქვეყნებში...როგორი წესრიგი და სისუფთავე სუფევს და ...იმ,საკმაოდ თვალი მომჭრელი არქიტექტურის მქონე ბინებში,სახლებში...ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობს!!!....რაც,რუსულ-მონღოლურისაგან განსხვავებით,პროგრესირებადი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის შედეგია!!!...დიახ იქაც არის პრობლემები,სერიოზულიც,მაგრამ იქ გაცილებით სხვა და სხვა საფეხურის... ... ...მაგრამ მტკიცედ იციან... კაცობრიობის განვითარებისათვის ,მხოლოდ თითოეული ერის ღირსების,უფლებების დაცვით,მათი ტრადიციებისა და თვითმყოფადობის მაქსიმალურად შენარჩუნებით, არის შესაძლებელი მ შ ვ ი დ ო ბ ი ს მიღწევა!!!....მათ იციან,რაც უფრო მრავალფეროვანია სამყარო,მით უფრო დღეგრძელია კაცობრიობა ....


მათ ,,გარყვნილებასთან,, დაკავშირებით ...ეს რუსულ-მონღოლური დემაგოგიაა ...ევროპაში რომ წახვალთ,მერე რუსეთში წაბრძაბდით და ნახავ...რუსები გაცილებით გარყვნილები არიან ...ოჯახურ ინსტიტრუტზე საუბარი ზედმეტია,ასეც იქნებოდა,რადგან...ამჟამინდელი ფაშისტური და კრიმინალური (ქურდული) იდეოლოგია,შინაგან ჭამს და ხრწნის ფართო საზოგადოებას და ბუნებრივად უსპობს მათში ჯანსაღ სულისკვეთებას,შედეგებითურთ ... ... ...ამასთან,ხალხი მუდამ შიშში ცხოვრობს!!!,რაც ბადებს მხოლოდ მხოლოდ ა გ რ ე ს ი ა ს!!! ...სწორედ ზემოდ ნახსენები,რუსულ-მონღოლური პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე!!!

ევროპაში კი ,პრობლემები სხვაგვარად წარმოიშვა,გეცოდინებათ...ადამიანის ბუნება ამოუცნობი ფენომენია!!!...აღიარებული თავისუფლება,ზედმეტ მოთხოვნებში გადაეზარდა საზოგადოების ნ ა წ ი ლ ს, ზ ო მ ი ე რ ე ბ ი ს შეგრძნება დაეკარგათ და...პრობლემებიც წარმოიშვა...თუმცა გითხარი,ამ პრობლემებს ჩაწვდნენ და ....დღეს მაქსიმალურად დაიწყეს ...ოჯახური ინსტიტუტის პროპაგანდა,ერთგულებისა და ჯანსაღი სიყვარულის,ურთიერთ პატივისცემის განზოგადება და მტკიცედ დანერგვა !!!...მიხვდნენ,რომ ყველგან და ყველაფერში ზ ო მ ი ე რ ე ბ ი ს დაცვაა აუცილებელი და ყოველივეს ჯანსაღ კალაპოტში მოქცევა!!! ...დიახ, არის რაღაც ნაწილი,რომელიც ...ბ უ ნ ე ბ ი ს წინააღმდეგაც მიდიან,თავისუფლებას სხვაგვარად აღიქვამს და ...მაგრამ ეს ნაწილი მუდამ ,ყოველ ერში მაქსიმუმ 5-7 %-ს არ აღემატება და ვერც გადაააჭარბებს!!! ..ეს ხალხი,რეაულარად,მხოლოდ თავის არასრულყოფილების დასაფარათ,,,მოქალაქეობრივ,, უფლებებს ითხოვენ,იყენებენ რა თავიანთი ხალხის მონაპოვარს...თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ს და რაღაც ,,აღლუმებს,, აწყობენ,ვიმეორებ მხოლოდ მხოლოდ ,თავიანთი არასრულფასოვნების დასაფარათ და ევროპაშიც ასე აღიქვამენ...აქ მათ ,რეალურად არავინ პ ა ტ ი ვ ს არ ცემს!!!,რადგან ბუნების წინააღმდეგ მიდიან....ხოლო მათ უფლებებს, უბრალოდ იცავენ ...ტოლერანტული ბუნების გამო,რადგან მათი ,როგორც უმცირესობის ლიკვიდაციაც ,ხო შეუძლებელია ...ესენი ავადმყოფები არიან და მათ მკურნალობა ჭირდებათ,ევროპული საზოგადოებამ ეს იცის და ამისათვისაც მზად არიან...მაგრამ თავად მათ არ მიაჩნიათ თავი ავადმყოფებად და... ... .... აი პროპაგანდა,მათი მხრიდან,თავიანთი არაბუნებრივი ცხოვრების წესის ...სერიოზული აღკვეცას მოითხოვს და ამაზე უკვე,მუშაობენ კიდეც ევროპაში!!!,ყოველგვარ პრობლემას უდგებიან...გონიერებით და თანმიმდევრობით და არა ...განადგურება,მოსპობით!!!

ისე რუსეთში ,თითქოს ,,მმართლმადიდებულ,, სამყაროში გაცილებით მეტი ცხოვრობს არაბუნებრივი წესით და,გარყვნილებაც,ნარკომანიაც გაცილებით ფართო მასშტაბების არის, ვიდრე ევროპაში !!!

დანარჩენი რუსულ-მონღოლური პროპაგანდაა,ტოტალური დემაგოგიაა....ტოტალურად, საზოგადოების დეზორიენტირება-დემორალიზება-დეგრადირებისათვის,რომ შეძლებისდაგვარად შეინარჩუნონ თავიანთი პოლიტიკური სისტემა და ...იმპერია!!!.....თავად რუსი გენიოსების მიერ წოდებული ,,სტრანა რაბოვ,,-ი

... ეს ყოველივე იმას არ ნიშნავს,რომ რუსი ხალხის მიმართ სიძულვილი გაგვაჩნდეს,ისინი ცოდონი არიან,მერე რა,რომ ამასაც კი ვერ აღიქმს საკმაო ნაწილი ...

უბრალოდ,ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით ამდაგვარ რუსულ ,,სახელმწიფოსთან,, მეგობრულ ურთიერთობაში და მათი სხვა,ამაყი და ღირსეული მეზობელი ერი... რადგან მათი მიზანია,მეზობელი ერების სახელმწიფოებრიობის დაკნინება,დამცრობა,მოსპობა ...რადგან თავისდაუნებურად,ამაში ხედავენ თავიანთ ,,სიდიადეს,,, ვიმეორებ მენტალური პრობლემების გამო !!! (რაც ნაწილობრივ განმარტებულია!!!!) ... რა შუაშია სიძულვილი ....ჩვენ ვერ მოვიპოვებთ მათთან ურთიერთობით...სახელმწიფოებრივ,ინტელექტუალურ,მენტალურ ... პროგრესს და,სწორედ ამიტომ ვიღებთ ორიენტირებას...დასავლურს,თანამედროვე სამყაროში,ყველაზე პროგრესულ პოლიტიკურ ეკონომიკურ და სახელმწიფო მოწყობის სისტემას,ამასთან გონიერებაც ,რა თქმა უნდა არ უნდა დავკარგოთ და ყველგან და ყველაფერში დავიცათ...ზ ო მ ი ე რ ე ბ ა !!!,რომ ევროპელთა ის პრობლემები,რაც არსებობს,არ წარმოჩნდეს და მათი გამოცდილება გავიზიაროთ...ანუ,დასკვნა...მიზანი,შევქმათ თანამედროვე,ევროპული ტიპის ...ეროვნულ-სამართლებრივი სახელმწიფო,ეროვნული ღირებულებებითა და ფასეულობების,ცხოვრების წესის დაცვით...ევროპელთა გამოცდილების (ყოველმხრივ!!!)გაზიარებით ...და ამას ევროპელები,მხოლოდ და მხოლოდ ესალმებიან !!! (ვინც ამის წინააღმდეგ ავრცელებს პროპაგანდას,ის მიზანმიმართლად რუსულ-მონღოლური იმპერიის დემაგოგები და პროპაგანდისტები არიან!!!ხალხის ...დეზორიენტირებისათვის!!!)..ანუ მოვიპოვოთ,სახელმწიფოებრიობის ბუნებრივი განვითარების შესაძლებლობა!!!



რაც შეეხება საქართველოს ...ვინც გულწრფელად საქართველოს მომავლით დაინტერესებულია!!!...უნდა მოვიშოროთ ყოველგვარი სიძულვილი და აქედან გამომდინარე გავაკეთოთ ანალიტიკური მსჯელობები !!!)


მ.სააკაშვილი და ,,ნაციონალები,, ...იმას აკეთებდნენ,რასაც ოდიდგანვე აკეთებდნენ ქართველი მეფეები...მომხვდურ მტერს იაღაღით ხვდებოდნენ და შეძლებისდაგვარად,ასე იცავდნენ ეროვნულ ღირსებას და პატივისცემას ....მამაო ჩვენოსავით ვიცი მათი შეცდომები,შიდა პოლიტიკური... მაგრამ ...

თუ ეხლანდელი მთავროპა,რომელსაც მართავს მენტალურად საბჭოთა ადამიანი,(ეს უკვე ფაქტია!!!! საბჭოთა ოლიგარქი) და რეალურად,ეხლაც იქ მცხოვრები ,ვიმეორებ თავისი მენტალიტეტით,(რასაც,შეიძლება ვერც კი ათვითცნობიერებს!!!) და მისი ,ხელის ჭუჭყზე დაფეთებული და სიძულვილით დაავადმყოფელი ხალხით,ეროვნული ღირსება და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა,აბსოლუტუტად დაქვეთებული მთავრობა,რომელიც სრულყოფილად ვერც აღიქვამენ,რომ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურები არიან და პასუხისმგებლობაც აქედან გამომდინარე,საგრძნობლად დაქვეითებული აქვთ !!! (რაც,რაც უფრო დრო გადის,მით უფრო აშკარაა!!!) ასე გ ა ა გ რ ძ ე ლ ე ს !!!

შესაძლებელია, 4-7 წელიწადში,მ.სააკაშვილს და ,,ნაციონალებს,, ეროვნულ გმირებად აღიქვამს ქართველო ხალხი,მებრძოლთ რუს -მონღოლთა წინააღმდეგ (ვიმეორებ,თავისუფლებისათვის,ე. ი პროგრესირების შესაძლებლობისათვის!!!),ისევე შავლეგებად,როგორც ქაქუცას მებრძოლები!!!...ვიმეპრებ, თუ გააგრძელეს ასეთი უუნარობა,უპასუხისმგებლობა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით...გამოიწვევს სახელმწიფო სტრუქტურების დაკნინებას,დამცრობას,იქ ფინანსურ-პოლიტიკურ-კრიმინალურ კლანების შექმნას,შედეგად... ისევ დავუბრუნდებით...რუს-მონღოლთა პოლიტიკურ სისტემას ...ანუ სტაგნაციას ყველა მიმართულებით!!!

... დროთა განმავლობაში მას ყოველივეს ვერანაირად შეეგუება ქართველობა !!!...რადგან ქართველთა,მიუხედავად იმისა,რომ რუსულ-საბჭოთა იმპერიაში მენტალიტეტი საგრძნობლად დაზარალდა (რასაც დღეს კგბ კარგად იყენებს...საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ!!!) ,მაინც ,ყოვლად (!!!) მიუღებელია , მ ე ნ ტ ა ლ უ რ ა დ ...იმპერიაში ცხოვრება და მიუხედავად ,ასევე რუსთა მიერ მიზანმიმართულად დღეს შექმნილი გაურკვევლობისა,ეროვნული ღირსების გრძნობა საკმაოდ დონეზეა!!!



ოდიდგანვე ქართველი ერის ოცნება იყო...დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა და სახელმწიფოებრიობის მუდმივი განვითარება !!!

,,ნაციონალებმა,, და მ. სააკაშვილმა საკმაო როლი შეასრულეს ამ საკითხში,თავისი შეცდომებით,მიუხედავათ , იმპერიის ტოტალური წნეხის ქვეშ... მათ შეასრულეს თავისი ფუნქცია...ეხლა ის ძალები უნდა მოსულიყვნენ...ვინც მათ საქმიანობას დააბალანსებდა ,დასავლეთთან ურთიერთობას ისე გააგრძელებდა,არა ნაკლებად,თუ მეტათ არა (რეფორმებით),მტერთან ურთიერთობაში (რუსეთთან) ისეთივე იქნებოდა როგორც ისინი!!!,(ამ მთავრობის უსუსური დამოკიდებულებითაც ვერ გაიგეთ?!!,რუსეთი მენტალურად ჯერ კიდევ 16-ე საუკუნეში ცხოვრობს და ასეთი ,,პოლიტიკა,, გაცილებით დამაზიანებელია ერისათვის,რადგან ეროვნული ღირსების შეგრძნება ქვეითთდება...შესაბამისი შედეგებით>>>) მაგრამ ეროვნულ ღირებულებების მეტად დამკვიდრებით,ზომიერების დაცვით...აზიურ ინვესტიციებზე სერიოზული კონტროლით,მზაკვრული მიზნებისათვის ხო არაა?!!!(მათ თავიანთ სახელმწიფოში ვერ დაამკვიდრეს პროგრესული პოლიტიკური სისტემა და ...), უძრავი ქონების გაყიდვის აკრძალვით უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ...ანუ... სახელმწიფოებრიობის კიდევ უფრო განვითარება და ...ეკონომიკური პოლიტიკის სრულყოფა და სოციალური პრობლემებზე მაქსიმალურად გადართვა!!!...

მაგრამ სამწუხაროთ რა ხდება ?!!!

ე.წ ,,სამართლიანობის აღდენის,, მოტივით, (ჯერ-ჯერობით ვერავინ მიპასუხა,შევარდნაძის ეპოქის,თუ საბჭოთა საქართველოს ?!!!) ოლიგარქის მთავრობა (ასევე ხელოვნურად შექმნილი,გარკვეული მიზნისათვის და ეს დღეს აშკარაა!!!) ...ასევე რუსეთიდან მითითებებით,დასკვნები შედეგად,შეიძლება ასე ვივარაუდოთ,რადგან,ერთადერთს,მათ ხელისუფლებას ძულთ ,,ნაციონალები,, დანარჩენ სამყაროში და სწორედ მათ მიერ დაზომბირებულ,სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და ეროვნულ ღორსება დაქვეითებული ,,ქართველობით ,, (ესეც თავისდა გაუთვითცნობიერებლად !!!) ,,ნაციონალების,, სრული ლიკვიდაცია და მათი ნაღვაწის (ამას ისტორია შეაფასებს და ვერასოდეს დღეს,სიძულვილით შეპყრობილი,ბოღმიანი ,,ქართველობა,,!!!) სრული იგნონირება და ...მივდივარ ...სრული ქაოსისაკენ,ანარქიისაკენ,სადაც კარს,მხოლოდ...რუსულ-აზიური ,ახალი,რესტავრირებული რუსული იმპერია გვიღებს,მათ ხო ასეთი ვჭირდებით!!! .....ანუ ,საქართველოს სახელმწიფოებრიობის ბუნებრივი განვითარების,ხელოვნურად კიდევ ერთხელ დაბლოკვით!!!.როგორც ეს მოხდა 1921 წელს!!!...მერე ასეთ შემთვევაშიც ,კიდევ უფრო მცაფრად წავა,რუსთა მეთოდი...,,გათიშე და იბატონე,,-ს პრინციპი,განსაკუთრებით კავკასიაში,აფხაზებს და ოსებს...კიდევ უფრო შეაძულებენ დანარჩენ ქართველობას...ოსებსა და დაღესტნელებს...ჩეჩნებსა და ინგუშებზე გადაკიდებენ,აზერების და სომხების სიძულვილს კიდევ უფრო გაამძაფრებენ,ჩერქეზებს და ადიღეებსაც...ქართველობას შეაზიზღებენ.. .. ... აბა,სხვაგვარად იმპერიას ვერ შეინარჩუნებენ !!!

რ ო დ ე მ დ ე ?!!!

და ეს,კიდევ რამდენი წელი უნდა გაგრძელდეს და ....კიდერ რამდენი 100 000 სისხლი უნდა დაიღვაროს,რომ მოვიპოვოთ ...სახელმწიფოებრიობის ბუნებრივი განვითარების შესაძლებლობა და...

დაკავებული ვარ ,მაგრამ გაურკვევლობებზე შეგვიძლია მსჯელობები...

ღ მ ე რ თ მ ა ინებოს და დასკვნები სწორი არ იყოს!!!

და ბოლოს ...

რუს-მონღოლთა ბატონობის (დღესაც იმდაგვარი დამოკიდებულება,რომ აქვს ქართველობისადმი,მაგ...) დროს დაწერილი ... ,,---. დედაო ღვთისა,შენი ხვედრია,ეს საქართველო დიდჭირნახული ,
--- შეუნდე ცოდვა,ნუ ააღებ ხელს,ლმობიერებით იბრუნე გული,
--- მოეც კურთხევა ზეცით მაღალო,და გადმოსახე ძლიერად ჯვარი,
--- რომ აღადგინო ქართველთა ერი,დღეს დაცემული და ცოცხალ მკდარი,
--- მისსა მხნეობას,მისსა ზნეობას,განუმტკიცებდი აღმაფრენასა !
--- და შენ საქებრად, სადიდებლად , ნუ დაავიწყებ იმ ტკბილ ენასა !
--- რომლითაც თამარ ბრძანებას ცემდა,ქეთევან მარად შენ გადიდებდა,
--- და ნინო,ძისა შენისა მცნების,შენგან რჩეულ ერს, უქადაგებდა !,,


და ბოლოს,მუდამ გვახსოვდეს აკაკის ანდერძი-ც:

"მონას რად უნდა კრული სიცოცხლე/ვისთვის აანთოს წმინდა ლამპარი?/სჯობს მონობაში გადიდკაცებულს/თავისუფლების ძებნაში მკვდარი!"..."



ვეფხვი
30 სექტემბერი 2013 14:46
ვაი, უბედურო საქართველო, საკუთარ სახლში, რომ ცხოვრებას არ გაცლიან. სანამ ვიქნებით გიჟვრანცუები?!

რედაქტორის რჩევით