ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
21-10-2013
ხათუნა ლაგაზიძის პოლიტიკური მიკროსკოპი
ევროპის უკრაინული დილემა: რატომ არის ევროპისთვის ტიმოშენკოს თავი უკრაინის ევროინტეგრაციაზე ძვირფასი?

გასული კვირის დასავლური პრესა აჭრელებული იყო იმ ულტიმატუმზე საუბრით, რომელიც ევროკავშირმა უკრაინას წაუყენა: თუ უკრაინის ხელისუფლება "გაზის პრინცესა" იულია ტიმოშენკოს არ გაათავისუფლებს, უკრაინას პრობლემები შეექმნება ნოემბერში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ან ტიმოშენკო გამოუშვით (რომლის ბრალეულობასაც ხელისუფლება დაბეჯითებით ამტკიცებს), ან არა და რუსეთთან ბრძოლაში სიმწრით მოპოვებულ უფლებას, ხელი მოაწეროს ევროკავშირის ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებას, დაემშვიდობეთო.

ძნელი ასახსნელია,
რატომ არის უკრაინის მონაწილეობით ასაშენებელი ევროპის ახალ არქიტექტურაზე უფრო მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის პირმშვენიერი იულია ტიმოშენკო, რომელსაც იმდენი არაფერი გაუკეთებია უკრაინის ევროპული ინტეგრაციისთვის, რამდენიც იმთავითვე პრორუსულად მიჩნეულ იანუკოვიჩს. საოცარია პირდაპირ, უკრაინა, რომელმაც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის რუსეთის არაერთი მუქარა და ემბარგო გამოიარა, ტიმოშენკოს მოოქრულ ნაწნავებთან შედარებით ნაკლებად ღირებული ჩანს
ევროპისთვის?! ბოლო ინფორმაციით, იანუკოვიჩი და უკრაინის რადა თანხმდება ამ ყოვლად უთანასწორო ბარტერს, რაც იანუკოვიჩის ნამდვილად დასაფასებელი ნაბიჯია, რადგან ციხიდან გამოსული და დასავლეთიდან უპირობოდ მხარდაჭერილი ტიმოშენკო მისი ხელისუფლების უპირველესი მტერი იქნება.

ჩვენთვის საინტერესო ეს ამბავი იმიტომ არის, რომ ის შეიძლება პრელუდიაც კი აღმოჩნდეს საქართველოში მოსალოდნელი პროცესებისა და ამ შემთხვევაში ჩვენს ემოციაზე მაღლა სახელმწიფოს ინტერესები უნდა დავაყენოთ. თუმცა, დროს წინ ნუ გავუსწრებთ. მით უფრო, რომ წინ არანაკლებ მოვლენებით დატვირთული მარათონი გველის: საპრეზიდენტო არჩევნებიდან ადგილობრივ არჩევნებამდე.

მარათონი არჩევნებიდან არჩევნებამდე

მმართველი პოლიტიკური ძალისთვის საპრეზიდენტო არჩევნების საუკეთესო შედეგი მეორე-მესამე ადგილზე გასული კანდიდატების თითქმის თანაბარი პროცენტია, რაც საშუალებას იძლევა, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე დარჩენილ დროში პოლიტიკურმა დისკუსიამ ამ ორი პოლიტიკური ძალის - ნინო ბურჯანაძისა და "ნაციონალური მოძრაობის" მხრებზე გადაიაროს. იმისდა მიუხედავად, ვინ გავა მეორე ადგილზე, ამთავითვე შეიძლება ითქვას, რომ მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დღევანდელი პარლამენტისგან განსხვავებით, მინიმუმ, სამწევრიანი იქნება: კოალიცია "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და ნინო ბურჯანაძის "დემოკრატები". თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევის არსებული მაჟორიტარული წესი ფორას სახელისუფლებო გუნდსა და "ნაციონალებს" ანიჭებს. რატომ? იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხელისუფლებისთვის ყოველთვის გაცილებით მარტივია მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვება, ვიდრე პროპორციულში, ანუ პარტიული სიით. რაც შეეხება "ნაციონალებს", მათ დღემდე აქვთ შენარჩუნებული საქართველოს მასშტაბით ყველაზე გამართული და ორგანიზებული სტრუქტურები, რაც მათ მნიშვნელოვან უპირატესობას მიანიჭებს სხვა პარტიებთან შედარებით.

რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე "საპრიზო" ადგილი სწორედ იმიტომ იძენს, რომ ამ მნიშვნელოვანი მიღწევით იმედმიცემული მისი მომხრეები გაათმაგებული ენერგიით იბრძოლებენ თითოეული ადგილისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.

ამ არჩევნებს განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს ის ფაქტიც, რომ დაგეგმილი რეფორმის შედეგად იზრდება თვითმმართველი ქალაქების რიცხვი, ანუ იმ ქალაქების რაოდენობა, რომელსაც არჩეული მერი ეყოლება. ამდენად, თითოეული მერის ადგილს მომავალ არჩევნებში მონაწილე სუბიექტისთვის დიდი როლი ენიჭება, აღარაფერს ვამბობთ თბილისის მერზე, რომელმაც შეიძლება მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალარჩეულ, უფლებაშეზღუდულ პრეზიდენტზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულოს.

მთავარი კი ის არის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ბრენდის გარეშე გავა, რაც ოპონენტების კვალიფიციური პიარის შემთხვევაში მმართველი კოალიციის შანსს, მოიპოვონ უპირობოდ წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ორგანოებში ან აიღონ არჩევითი მერების უმრავლესობა, ძალიან დასცემს. მით უფრო, რომ გამოკვეთილი ფალავანი, რომელსაც იგი მთავარი რინგის - თბილისის მოსაგებად წამოაყენებს, ასპარეზზე ჯერ არ ჩანს. შეიძლება თუ არა ეს როლი იტვირთოს ლევან ვასაძემ, რომელიც გიორგი მარგველაშვილი-პრეზიდენტის წონას პოლიტიკურ ლანდშაფტზე უდავოდ გაზრდის - ეს საკითხი ჯერ მხოლოდ ვირტუალური მსჯელობის დონეზე შეიძლება განვიხილოთ.

ცხადი დღეს მხოლოდ ის არის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გარდამავალი ეტაპია ხელისუფლების გადანაწილებისთვის ბრძოლის გზაზე, რომელიც ტემპს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ აკრეფს.
glaxuna
24 ოქტომბერი 2013 15:23
მეგობარო, თურქეთი რა შუაშია ?!!...მიზანი ,,ევროკავშირის ,, წევრობააა,სადაც ყოველი სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები ,მათ შორის თუქეთიც,რომელიც უახლოეს 10-15 წელში აუცილებლად გახდება ,,ევროკავშირის,, წევრი და საქართველოს ევროპის ქვეყნებთან სახმელეთო გზაც ექნება...
ისე მაინც აუცილებელი იქნება, მათთან...ზომიერი,(ყველა მიმართულებით ,კონტროლის ქვეშ!)გააზრებული და პრინციპული,ამავე დროს მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება!

დარწმუნებული ვარ წერილი არ წაგიკითხავს...მხოლოდ დასაწყისი,რაღაც შუა გულში და დასასრული!!!
ara aqvs mniSvneloba vin var
23 ოქტომბერი 2013 12:55
და ბოლოს ...აკაკის ანდერძი:":"მონას რად უნდა კრული სიცოცხლე/ვისთვის აანთოს წმინდა ლამპარი?/სჯობს მონობაში გადიდკაცებულს/თავისუფლების ძებნაში მკვდარი!"..."

გეთანხმებით, მაგრამ რუსებთან უფრო მონები ვიყავით თუ ახლა ტურქეთთან? საკითხავი აი ეს არის? მონა მონაა ვისიც არ უნდა იყო.
glaxuna
22 ოქტომბერი 2013 22:59



ბატონო თამაზ, დავნებდეთ მოსისხლე მტერს ?!!! და ...კიდევ ერთხელ დავუშვათ,რომ შეწყდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ბუნებრივი განვითარების პროცესი ?!...ეს არ შეიძლება დავით ,ჩვენ,ერი მენტალურად ისე დავაავადდებით,რომ მერე ...დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის და მისი განვითარებისათვის,კი არა...თავისუფლება... რა საჭიროა,ამასაც ვერ გაითავისებს ,,ქართველობა,, (გადაგვარებული...რუსულ-მონღოლური კრიმინალურ-ფარისევლური მენტალიტეტით...) და ასე ვიქცევით,ყოფილ ერად,ანუ ნახირად !!!..ამასთან ,თუნდაც 90-იან წლებიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის შექმნა-განვითარებისათვის დაღუპულ 30 000 -ზე მეტ ქართველ ვაჟკაცების შთამომავლობას რა უნდა ვუთხრათ ?!!! ...შთამომავლობაც არ გვაპატიებს...კიდევ მათ უნდა გადავცეთ პასუხისმგებლობა და კიდევ რამდენი 10 000-ობით სისხლი უნდა დაიღვაროს ?!!!


ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი ბატონო თამაზ ...ყველა ხერხებითა და მეთოდებით,დასავლურ,ევროპული საზოგადოებასთან თანამშრომლობით ყველა მიმართულებით,უდიდესი მონდომებით (სწორედ ამის საპირისპიროდ ,მიზანმიმართულად თანამედროვე ,,მუშნი ზარანდიები,, რომ მუშაობენ,დღეს აბსოლუტურად თავისუფლად და ... მაქსიმალურად დისკრედიტაციას ეწევიან,სწორედ იმ დასავლეთის,რომ ...) უნდა განვავითაროთ ყველა სახეკმწიფო სტრუქტურა, სამინისტრო და განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროს მუშაობა ,რომ უაღრესად თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩვენ შეიარაღებაში აღმოჩნდეს,(მერე ასე მარტივად მოსისხლე მტერს,აზრადაც არ მოუვათ საქართველოს დაბომბვები , თავში !!!...) ამისათვის ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ჭირდებთა...ერთადერთი(!) ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებისადმი ნდობა გაუმძაფრდეს და მტკიცედ დაინახონ ქართველ ერში ....თავისუფლები წყურვილი,ანუ მძაფრი მოთხოვნილება პ რ ო გ რ ე ს ი რ ე ბ ი ს ა ...ინტელექტუალური,მენტალური,სახელმწიფოებრივი,კულტურული და აქედან გამომდინარე სოციალური...ამავე დროს,რომ შევიმარჩუნოთ ეროვნული-ღირებულებები და ფასეულობები,რასაც ევროპელები დიდად ესალმებიან (ვინც ამის საპირისპიროდ ,,მუშაობს,,,სწორედ მას აქვს ,,მუშნის,, ფუნქციები!!!) ... .. .. და სამწუხაროდ იმის მაგიერ რომ,1 ოქტომბრის არჩევნებიდან ,მათთამ ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავებულიყო,აბსოლუტურად საპირისპირო ხდება ...ლანძღავენ და აგინებენ კიდეც ევროკავშირის წევრებს,ამავე დროს ...პუტინის ფაშისტებს,ვინც 21-ე საუკუნეშიც ქართველთა ეთნოწმენდებს ახორციელებენ...სიტყვასაც,მოზომილს მაინც ვერ უბედავენ ...რაც ,საერთო ჯამში ძლიერ აკნინებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ავტორიტეტს ... და ეს საკითხავია, ნუთუ მიზანმიმართულად (?!!!)და ამისათვის მოვიდა ,,ოცნების,, ხალხი ხელისუფლებაში და რატომ , ყოველივე ?!!!

...სხვაგვარად,უკვე 200 წელია მათთან ურთიერთობით,ვერანაირი პროგრესირება დავინახეთ ....და მათთან შემრიგებლური პოზიციითა და ცხოვრებით,ჩვენც ძლიერ ვზარალდებით...ეროვნული ცნობიერება,ეროვნული მენტალიტეტი, ეროვნული ღირსება შეგრძნება...საგრძნობლად ქვეითდება ....და გიფიქრია საით მივდივართ ,,ჩვენივე ,,ინიციატივით,, ?!!! ....საბოლოოდ რუს-მონღოლ ხალხში გაერთიანებისაკენ ,ანუ...ყოფილ ერად გადაქცევისაკენ ...

ეს არასოდეს არ უნდა დაუშვას არც ერთმა თაობამ !!!


იმედია არ დაიზარებ და წაიკითხავ ...





,, --- ხალხო,იმ სიყვარულისა დავლიოთ,კახურ მრავალჟამიერში რომ მღერიან და მტრობით დანგრეულს,რომ აშენებს.
--- მტრობით დანგრეულს,მტრობავე აღადგენს,სხვა ვერაფერი,დანგრეულის აღდგენას,წართმეულის დაბრუნებას... ხოცვა,ჟლეტა,მტრის განადგურება უნდა! სხვანაირად არა გამოვა რა,ეგენი სიძულვილს შეუძლია,და არა სიყვარულს!
--- რათა კაცო ?!... ჩემო ვახტანგ,დაუშვათ მოვიდა მტერი,გაგითელა შენი მოდგმით ნაკარნახევი ცხოვრების წესი,შეგიგინა სარწმუნოება... ცხადია,ამ კაცს კლავ,მაგრამ მიტომ კი არ კლავ,რომ გძულს,უპირველესად ყოვლისა,იმიტომ,რომ გაგითელა,შეგიგინა,წაგართვა ის ,რაც გიყვარდა... შენი წინააღმდეგობა სიყვარულიდან იწყება!... ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი დ ა ნ მოდის მსხვერპლის გაღება,თავგანწირვა და ის ძლევამოსილება,წართმეულს,რომ დაგიბრუნებს !... ჩვენი მამა-პაპა უმრავლეს შემთხვევაში იარაღით ხვდებოდა მტერს,დღევანდელი ქართველი ერი,ხო მომავალი თავისი თაობების მამა-პაპაა და რად დაუკრეფია გულს ხელი ნეტავი ?!
--- გადაგვარდა,დაჩიავდა ხალხი,ჯინჯილებზე და ფოჩიან კანფეტებზე გაიყიდა !!!
--- ეგრე უბრალოდ არ უნდა იყოს საქმე ბატონო ვახტანგ! როგორ ფიქრობთ,რაში მდგომარეობს გადაგვარება ... ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი დ ა კ ა რ გ ა ხალხმა: თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს, ს ა მ შ ო ბ ლ ო ს , ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ვ ი ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ...
--- სამწუხაროთ ქალბატონი ნანო მართალია,მაგრამ მე ცოტა სხვანაირად შემოვატრიალებდი მაგას ... ზ ნ ე ო ბ ა დავკარგეთ !!!
ესა თუ ის ე რ ი სახელმწიფოს ვერ დაარსებს ,თუ ამით კაცობრიობას სამსახური არ გაუწია!... საერთაშორისო ფუნქცია,მსოფლიო ისტორიული მისიაა საჭირო ! ... -- ქართველთა სახელმწიფოს შექმნასა და არსებობას,იმან გაუდგა სული,რომ ქრისტიანობისათვის განაპირა გოდოლის როლი ვიკისრეთ აღმოსავლეთში,მეორეს მხრივ,ირანისა და ბიზანტიისათვის იმ ძალად ვიქეცით,რომელსაც ჩრდილოელ მომთაბარეთა სამხრეთული ლაშქრობების გაკონტროლება შეეძლო!... სახელმწიფოს შექმნამ ს ტ ა ბ ი ლ ო რ ო ბ ა გამოიწვია, და ჩვენს მიწა-წყალზე დიდი სავაჭრო გზები გაიდო,განვითარდა ეკონომიკა,რომელმაც აზიურ აღებ-მიცემობაში მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ვ ა ნ ი ადგილი დაიკავა !... ასეთი მსოფლიო ისტორიული მისიის აღსრულუბა , გამუდმებულ ომებსა და თავდაცვას ნიშნავდა და სახელმწიფოც საომარ ყაიდაზე გვქონდა მომართული!... პიროვნებამ,მოქალაქემ ერის ფუნქცია,სახელმწიფოს მისი გაიმეორა!... ომი ყოველდღიურ ცხოვრებად იქცა, ც ხ ო ვ რ ე ბ ა დ თ ქ ო!...ცხოვრება ხო სულიერი და ხორციელი სარჩოს მოპოვების პროცესია,ხოლო ზ ნ ე ო ბ ა ამ პროცესის მომწესრიგებელი ძალა !... შეიქმნა ვითარება,როცა სახელმწიფოსათვის რაიმეს დაშურება,საკუთარი სიცოცხლისათვის დაშურებას უდრიდა,ამიტომ დამკვიდრდა ზნეობრივი პრინციპი!... ჯერ ერსა და სახელმწიფოს, რაც კი რამ მაბადია ! და შემდეგ ვიღებ მისგან იმდენს,რამდენსაც ბედი მარგუნებს!!!...აი რა დავკარგეთ! თუ სამშობლოს დაცვის,სახელმწიფოს შენახვის პირობა ... ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ა ,მაშინ ქართველებს და მსგავსი ისტორიის მქონე სხვა ერებს , ცხოვრების ფუძედ, საძირკვლად... სიყვარული ქონიათ! ... სიყვარულს უშენებია,მტრობით დანგრეული !!!

--- ბატონო სანდრო, თქვენ ერთობ საინტერესოდ განმარტეთ,ის,თუ რა დავკარგეთ... სიამოვნებით მოვისმენდი თქვენსავე აზრს იმის შესახებ,თუ როგორ დავკარგეთ და რ ა ნ ი ვ ა რ თ დ ღ ე ს ?!

--- დიახ მზად ვარ, მამაო ჩვენოსავით ვიცი , დავიწყო ელიზბარ ?

--- მიდი სანდრო,მიდი,საუბარი მაინც შევგვრჩეს, ვინ იცის,ხვალ ცოცხლები ვართ ?!

---- ფ უ ნ ქ ც ი ა !!! მსოფლიო ისტორიული მისია დავკარგეთ!... სლავთა სამთავროების გაძლიერებამ, სამხრეთის იმპერიებს , ჩრდილოეთის მომთაბარეთა ტომების შემოსევათა საშიშროება მოუსპო , ბიზანტიის იმპერია დაემხო , და მაღთლმადიდებელი სამყაროს იდეოლოგიური ხელმძღვანელის როლი, რუსეთთმა იკისრა ! --- ზღვაოსნობის განვითარებამ, დიდი სავაჭრო გზები...წყლებზე გადაიტანა! და ერთ მშვენიერ დღეს, აღმოჩნდა,რომ ქართველთა სახელმწიფოს... დანიშნულება გამოეცალა. ქართველი ერის ცხოვრება, ფიზიკური არსებობის შენარჩუნების პროცესად იქცა ! ამ პროცესმა,თავისი ზ ნ ე ო ბ ა გამოიმუშავა, თანთავკერძული ელემენტებით უხვად შეზავებული ,,ზ ნ ე ო ბ ა ,,!... რაც მრავალრიცხოვან დაპყრობთა მოსაგერიებლად, უ ვ ა რ გ ი ს ი იყო! ... ქართველი ერი სულიერად გადაიღალა,ხორციელად განადგურდა... გამოსავალი ერთადერთი აღმოჩნდა,და დასავლურ კულტურასთან პირდაპირი კონტაქტის უ ძ ვ ე ლ ე ს მ ა წყურვილმა, ახალ ფორმაში ჰპოვა განხორციელება !!! ... ევროპის უდიდესი სახელმწიფოს ნაწილად ვიქეცით1...რუსეთთან შეერთებამ გაგვანთავისუფლა : ომებისაგან ,ლეკიანობისაგან, ბაგრატიონთა დინასტიისაგან , და გადასახადების გადახდისაგანაც კი... ქართველი კაცი უამოცანად დარჩა !!! ერი დაემსგავსა ... ს ა შ ო ვ ა რ ზ ე მ ი შ ვ ე ბ უ ლ ნ ა ხ ი რ ს !... 100 წელიწადია ვბალახობთ (უკვე 200!!!)... ჩვენი ფუნქციაა: ვჭამოთ,ვსვათ,შვილები ვზარდოთ!-- აი, ჩემი აზრით, ასე დავკარგეთ ქალბატონო ნანო !!! (ზნეობა და სიყვარული ... თავისუფლების,სამშობლოს, სახელმწიფოებრივი !!!) , --- ხოლო რანი ვართო,რომ მკითხეთ, უდიდეს ბოდიშ გიხდით, მაგრამ უნდა მოგახსენ... ს ა ძ ო ვ ა რ ს გადაგებული,გ ა თ ი თ ო კ ა ც ე ბ უ ლ ი , ყ ო ფ ი ლ ი ე რ ი !!! ... ,,

ჭაბუას ,,დათა თუთაშხიადან ,,!!!

ქართველებო რა არის ?!!! რა ერთმანეთის ლანძღვა-გინება აგიტეხავთ ?!!! ... რატო თესავთ სიძულვილს და გაუტანლობას ?!!! ... ეს ჩვენი მოსისხლე მტრების მიერ შემოგდებული ხერხია .... სიძულვილით შეპყრობილ ადამიანებს ,რა სახელმწიფოს შექმნა შეუძლია... ნუთუ მტერს ემსახურებით?!! და რისთვის... ფულისათვის??? ... და სად არის ღ ი რ ს ე ბ ა ?!!! თავდაჭერილობა , ნებისმიერ შემთხვევაში..კეთილსინდისიერება და მასთან ს ი მ ა მ ა ც ე ?!!!... მამაცი ადამიანი,ხო არასოდეს ილანძღება , სხვისი ღირსების პატივისცემა,თუნდაც მოსისხლე მტრის, იცის და მიტომ!...სად აზრის საღი აზრით მსჯელობა,ანალიზი,სად არის ზრუნვა...მომავალი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარება-განმტკიცებისათვის, ეროვნულ-სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისათვის ?!!! (ერთმანეთის ლანძღვით აპირებთ საქართველოს სახელმწიფოს აშენებას ?!..ასე ხო პირიქით ... მენტალურად აავადმყოფებთ ერთმანეთს და ანადგურებთ?! მოსისხლე მტრის გასახარად?!! )


-- და როდემდე ვიყოთ, საშოვარზე მიშვებული ნ ა ხ ი რ ი ძმებო ? !

და ,რომ თავი დავიხსნათ ,,საშოვარზე გადაგებულიმ,გათითოკაცებული, ყოფილი ერისაგან ,, ...
-- დღეს უდიდესი შანსია იმისა, რომ ფ უ ნ ქ ც ი ა , მსოფლიო ისტორიული მისია აღვიდგინოთ! ... ჩინეთიდან და აღმოსავლეთ აზიიდან, ევროპისაკენ მიმავალი სავაჭრო,თუ ენერგეტიკული გზის დამაკავშირებელი როლი ვიკისროთ!... რასაც მოყვება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ავტორიტეტის აღზევება, გაძლიერება-განმტკიცება ... ... ...და რასაც სამწუხაროდ, უსაზღვრო თავგამოდებით ეწინააღმდეგება: თანამედროვე,არა თუ დიდი ევროპული ,როგორც დღესაც თანამედროვე სამყაროსათვის აღმოჩნდა,რეალურად რუს-მონღოლეთის აზიური იმპერია...ნებისმიერი ხარხებითა და მეთოდებით,ტოტალურიი დემაგოგიითა და გაუგონარი ცბიერებით ,ყველა მიმართულებით,რომ ცდილობს (თავად ქართველთა სიბრიყვის გამოყენებითაც !!!) საქართველოს სახელმწიფოებრიობის დისკრედიტაციას,დაკნინებას,დამცრობას (!!!) და მით უარი ათქმევინოს ქართველობას ...ამ ახალი,ძლიერი მნიშვნელობის ფ უ ნ ქ ც ი ი ს ა თ ვ ი ს !!!... სამწუხაროთ , 200 წლოვანმა რუსეთთან ურთიერთობის ისტურიამ,სრულიად აშკარა გახადა,რომ რუსეთმა ევროპასთან არა დამაკავშირებელის როლი იკისრა,არამედ მათთან ურთიერთობისათვის ... ძლიერ დ ა მ ა ბ რ კ ო ლ ე ბ ე ლ ი !!!(რაც ალბათ რუსულ აზიურ მენტალიტეტში უნდა ვეძებოთ!!!)...

--- დასკვნების გაკეთება არ საჭიროებს, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისათვის .. საჭიროა ბრძოლა და ქმედებები !!!.. რომ რეალურად ჩვენვე უარი არ ვთქვათ ჩვენს ე რ ო ვ ნ ე ბ ა ზ ე !!! (ანუ ალბად საბოლოოდ არ დავრჩეთ... ,, ყოფილი ერი !!! ) და მით ჩვენს მომავალზე !!! ...


--- დაანებეთ ყოფილი ,თუ მის წინა ხელისუფლების ლანძღვა-გინებას თავი ... ეს აბსოლუტურად კარგს არაფერს მოგვიტანს!!!,მათ უდიდესი შეცდონები დააშვებინა მაგ რუს-მონღოლეთის იმპერიამ (ყველა ვარიანტში,ნებისმიერს დაშვებინედნენ და დააშვებინებენ...,,ბოროტების იმპერიად,, მიტომ მოიხსენებს მთელი სამყარო ?!!!), უამრავი ქართველი ვაჟკაცი შეიწირა,ეთნო წმენდა,უსახლკაროდ დარჩენა,სისხლი ,ცრემლი,შიმშილი ...მაგრამ ამავე დროს მაინც წინ მიიწევდნენ... ზვიადის ხელისუფლებამ სახელმწიფოებრიობა აღადგა (რისთვისაც დასაჯეს!), შევარდნაძის მთავრობამ,მიუხედავად იმისა,რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო მტერმა დაათმობინა,უსაშინელესი შეცდომები დააშვებინა და მიტომ უდიდესი ცოდვა ადევს... მაგრამ ამავე დროს მათ წამოსწიეს აბრეშუმის გზის მნიშვნელობა სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის , ხოლო მ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ...მართალია ძალზე მტკივნეული ,მაგრამ სერიოზული რეფორმები გაატარა ყველა სახელკმწიფო სტრუქტურაში,სფეროში და რა ქმედითმა ღონისძიებებმაც ,სწორედ ის ევროპა ,სერიოზულად დააინტერესა საქართველოს სახელმწიფოს ფ უ ნ ქ ც ი ი ს ა თ ვ ი ს , მართლა მ ი ს ი ი ს ა თ ვ ი ს !!! ... მიუხედავად იმისა,რომ მასაც სერიოზული შეცდომები დააშვებინეს,სამაჩაბლოს მიწების დაკარგვა და თან კომპრომატებიც დისკრედიტაციისათვის დაუმზადეს ...მაგრამ სწორედ შეცდომები არ აპატია ხალხმა და ... გადაირჩია !!!... მაგრამ მათ,როგორღაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა მაინც გ ა ნ ა ვ ი თ ა რ ე ს და დღეს ... საქართველო ,უამრავი პრობლებით,მაგრამ სერიოზულად ცდობადი სახელმწიფოა !!!...

და ეხლა რა ხდება ?!!! იმის მაგივრათ,რომ კიდევ უფრო შემართული და გონიერები,შეცდომებზე ნასწავლი მთავრობა მოსულიყო საქართველოს ხელისუფლებაში,რომ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ო ბ ი ს და მისი ავტორიტეტის კიდევ უფრო გაზრდისათვის ემოქმედათ !!! .... თავად ეწევიან საქართველოს სახელმმწიფოს დისკრედიტაციას ,თითმის ყველა დასავლურ პოლიტიკური ორგანიზაციებში და...თან უსასრულულოდ ილანძღებიან (?!!!) საკუთარ ყოფილ მთავრობის მიმართ (დასარული უნდა ქონდეს!!!,ამას სახელმწიფო ინტერესები მოითხოვს,თუ მის წინააღმდეგ შეგნებულად არ მოქმედებ! !!),არად იმით აკრიტიკებდნენ გასულ მთავრობას,მერე რა,რომ რუსი ჩვენი მოსისხლე მტერიაო,მაინც არ უნდა ლანძღოოო,კარგია,გასაგებია!! 200 წლიანი
მოსისხლე ,უბოროტესი მტერი და მისი ხელისუფლება არ უნდა ლანძღო და საკუთარი უნდა ლანძღოო?! თანაც საჯაროდ,რომელიც ამ უმწვავეს ეტაპზე, უდიდეს ზიანს აყენებს ...უპირატესად ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს , მ ი ს ახალი ფ უ ნ ქ ც ი ი ს მ ა ტ ა რ ე ბ ლ ი ს პ რ ე დ ე ნ დ ე ნ ტ ს და .. თუ ასე გაგრძელდა... საქართველო ისევ დაუბრუბდება .. რუსულ-მონღოლურ წუიაღში,ტოტალიტარულ-კრიმინალურ პოლიტიკურ სისტემას და ... ასე დავრჩებით . .. მ ა რ თ ლ ა ყ ო ფ ი ლ ი ე რ ი!!!!... ეს არის თქვენი ოცნება ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ო !!!... გ თ ო ვ თ შეწყვიტეთ ლანძღვა დ ა საქართველოს სახელმწიფოს მნიშვნელობასა და მომავალ ფუნქციაზე იმსჯელოთ,ვიმეორებ საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაზე,მომავალზე ი მ ს ჯ ე ლ ე თ!!! ... ჩვენი დიდი მამულიშვილების ილიას,ვაჟას,აკაკის ... ... ... ოცნებების ასრულებაზე იფიქრეთ და არა ...მტრის გასახარად ერთმანეთი გაწიროთ და დაადებილოთ,ნახირად გაქციოთ და მერე ცალცალკე,რომ შეგჭამოთ და გაგაქროთ...გაგვაქროს როგორც ერი?!!



და ბოლოს ...აკაკის ანდერძი:":"მონას რად უნდა კრული სიცოცხლე/ვისთვის აანთოს წმინდა ლამპარი?/სჯობს მონობაში გადიდკაცებულს/თავისუფლების ძებნაში მკვდარი!"..."


იმედი მაქვს ... საბჭოთა ადამიანი ,თავისი მენტალიტეტით , არ ბრძანდებით ....ისინი ამას , ყოველივეს,ვერ გაიგებენ !!!

რედაქტორის რჩევით