"რვა წლის წინ ჩემი და იყო მარგველაშვილის მეუღლე..."
04-11-2013
"რვა წლის წინ ჩემი და იყო მარგველაშვილის მეუღლე..."
რესტრუქტურიზაციის შედეგად თანამშრომელთა ნაწილს, ალბათ, გავათავისუფლებთ"

"ჩვენს ქვეყანაში არ არის მიზანშეწონილი, პრეზიდენტი მდიდრულ შენობაში მუშაობდეს"

"რვა წლის წინ ჩემი და იყო მარგველაშვილის მეუღლე... ჩემთვის ნდობის გამოცხადების მიზეზი მხოლოდ ჩვენი საქმიანი ურთიერთობაა"

პრეზიდენტი არჩეულია, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - შერჩეული, რომლის გაჭორვაც ქართულმა მედიამ და ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე მოახერხეს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" არ დააყოვნა და პოლიტიკური ოპონენტების სისუსტეების ძებნა დაიწყო. აღმოჩნდა, რომ მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას თავის ყოფილ ცოლისძმას და ნასტუდენტარ ლაშა აბაშიძეს აბარებს...

პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მომავალ ხელმძღვანელს "ქართული ოცნების" შტაბში ვესტუმრე. მომავალი გუნდის გარემოცვაში მყოფი აბაშიძე, ჩანს, ჩემს მისვლას ელოდა. როცა კაბინეტის კარი შევაღე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალმა ხელმძღვანელმა დასავლური მანერით, ისე, როგორც ბოსი ანიშნებს ხელქვეითს, გაშლილი ხელით მბრძანებლურად მანიშნა, შევსულიყავი. მისი "ჟესტიკულაციით ადვილად მივხვდი, რომ გამოცდილ პოლიტიკოსთან არ მქონდა
საქმე. ამაში განსაკუთრებით მაშინ დავრწმუნდი, როცა არც შესვლის დროს წამომდგარა და მომსალმებია, როგორც პოლიტიკოსებს სჩვევიათ, და არც დამშვიდობებისას გამოუყენებია მსგავსი ელემენტები - ადგა, აივანზე გავიდა და სიგარეტი გააბოლა. ზედმეტი თავდაჯერებულობა ზედმეტ თავისტკივილად არ ექცეს ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს, ჟურნალისტებთან თავის წარმოჩენასაც ცოდნა უნდა, განსაკუთრებით პირველ შეხვედრაზე... ეს ისე, მეგობრული რჩევა ახალ პოლიტიკურ კადრს ძველი ჟურნალისტისგან, რა იცი, იქნებ გამოადგეს!..

ლაშა აბაშიძე: - ინაუგურაციის შემდეგ პოლიტიკური გარემო სრულიად შეიცვლება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია იქნება უფრო ადეკვატური და ეფექტური. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიზანი იქნება საზოგადოების დახმარება და არაერთი უმაღლესი თანამდებობის პირის მომსახურება. პრეზიდენტი იქნება არბიტრი ხელისუფლების შტოების ურთიერთობაში, ის დააბალანსებს პოლიტიკურ გარემოს.

- თქვენი და ახალი პრეზიდენტის ნათესაურ კავშირზე  მინდა გკითხოთ...
- დაახლოებით რვა წლის წინ ჩემი და იყო მისი მეუღლე. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. გარწმუნებთ, ჩემთვის ნდობის გამოცხადების მიზეზი მხოლოდ ჩვენი პროფესიული და საქმიანი ურთიერთობაა.
ჩემი და გიორგის ურთიერთობა დაიწყო მაშინ, როცა მე ვიყავი "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის" სტუდენტი. გიორგი მარგველაშვილი მაშინ რექტორი იყო და სტუდენტებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. როდესაც გიორგიმ პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო, გადავწყვიტე, მის გუნდში მეც ვყოფილიყავი.

- სად იმუშავებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია?
- ახალი პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში არ იმუშავებს. მას კანცელარიაში ექნება სამუშაო კაბინეტი. ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციაში რემონტი მიმდინარეობს. ჩვენ ნაწილობრივ შევცვლით ამ შენობის პროექტსაც. ახალი შენობა დიდია და ფუფუნებადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენს ქვეყანაში არ არის მიზანშეწონილი, პრეზიდენტი მდიდრულ შენობაში მუშაობდეს. რესტრუქტურიზაციამდე ძველი ადმინისტრაცია რეზიდენციის გვერდით შენობაში იმუშავებს. რესტრუქტურიზაციის შედეგად თანამშრომელთა ნაწილს, ალბათ, გავათავისუფლებთ, თუმცა წინასწარ ვერ ვიტყვი, ვის და რამდენს.

- პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოჩნდებიან თუ არა ცნობილი ადამიანები?
- ჩვენს საარჩევნო შტაბში კარგად მუშაობდა ბევრი კვალიფიციური ადამიანი. ალბათ, მათ ახალ სამსახურს შევთავაზებთ.

- ვინ შეიძლება ვიხილოთ შუამავლად მედიასა და პრეზიდენტს შორის? ახსენებენ შალვა რამიშვილს...
- გვყავს რამდენიმე კანდიდატურა, მაგრამ ჩემს დანიშვნამდე არ მინდა ამაზე საუბარი. რამიშვილმა კარგად გაართვა თავი პიარს და ჩვენ მისით ძალიან კმაყოფილი ვართ, მაგრამ მომავალში კონკრეტულად რა თანამდებობას დაიკავებს, ამაზე 17 ნოემბრის შემდეგ ვისაუბროთ.

უტა ბიწაძე
Data afrasidze
06 ნოემბერი 2013 13:10
აბაშიძე! კულტურა ეხლა უნდა გასწავლონ? თუ ტიპაჟი ხარ ეგეთი,გოიმი. ჯერ არ დანიშნულხარ  და სკამიდან არ წევ ერთ ადგილს, რა იყო რას გვამადლი თავს. აბა ბიძინა მოსულიყო ქუჩაში მანქანის კარებს გაუღებდი. ტეხავს რამიშვილმა არ გითხრა?მაგრად ტეხავს.
irina siradyesiradze19642siradze
06 ნოემბერი 2013 02:49
აი სად გვესჰლება ყოპილი ცოლი დზმა, აგარ მჯერა არაპლის, არადა რა იმედი მკონდა, მე მგონი ესენიც ასე გადაავსებენ ბიდზა მამიდებიტ ტანამდებობეს, ეხლა მაგატ ველოდოტ, როგორი იმედი მკონდა მე საცოდავ ემიგრანტს, ყველაპერი კარგად იკნება მეტკი, კი მაგრამ ამ ცოლი დზმამა იციც საკმე, ტორემ ბებოსი არ იყოს პრეზიდენტობა მეს მინდა, მაგრამ სჰევდზლებ,ტუ სჰეადზლებინებენ და რამდენ სჰეცდომებს დაუსჰვებს,
nia
05 ნოემბერი 2013 00:25
აჰ, ეს რა უკადრებიათ ჟურნალისტისა და თანაც მასალის ავტორისთვის. და რიტორიკული კითხვა რედაქციას, რას აკეთებს ეს "ჟურნალისტი" კვირის პალიტრაში?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები