"სააკაშვილმა ომის დღეებში დედამისს ერთ ლარად გადასცა ძვირად ღირებული სახელმწიფო ქონება"
18-11-2013
"სააკაშვილმა ომის დღეებში დედამისს ერთ ლარად გადასცა ძვირად ღირებული სახელმწიფო ქონება"
"როგორც ადეიშვილმა, ასევე კეზერაშვილმა ბევრი იცის სააკაშვილზე, ამიტომ ეს უკანასკნელი ცდილობდა, როგორმე არ დაგვეწყო მათი ძებნა "

"სააკაშვილმა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობა გამოხატა!" - განაცხადა  მომავალმა უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციასა და სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებზე ირინე იმერლიშვილი გვესაუბრება:


- სააკაშვილისგან აღარაფერი გვიკვირს, თუმცა საწყენია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს. ინაუგურაციაზე არდასწრებაც ამის ერთ-ერთი დასტურია. როგორც მას, ასევე "ნაციონალურ მოძრაობას", ჰქონდა შანსი, ახალ პოლიტიკურ რეალობაში
სახელმწიფოებრივად ემოქმედა, რაც ვერ გამოიყენეს. სწორი იყო, როცა არჩევნების შემდეგ მოწინააღმდეგეს გამარჯვება მიულოცეს, მაგრამ ვერ განავითარეს ეს დადებითი ტენდენცია...

ცხადია, ეს ყველაფერი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებით უნდა დასრულებულიყო. სააკაშვილმა, ვიდრე თავის ღია წერილს გამოაქვეყნებდა და ინაუგურაციაზე დაუსწრებლობის მიზეზს განმარტავდა, თქვა, რომ ბრიუსელში აპირებდა დარჩენას და თვითმფრინავიც
კი უკან გამოგვიგზავნა, შემდეგ თავისი საქციელის ასახსნელად მიზეზების ძებნა დაიწყო. რა თქმა უნდა, მერაბიშვილი არავითარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული არ არის და ყოფილი პრეზიდენტის პროტესტი ამას ვერ დაუკავშირდება. უცნაურია, რომ სააკაშვილსა და მის მომხრეებს სასამართლოს გადაწყვეტილება როცა მოსწონთ, მაშინ დამოუკიდებელ სასამართლოზე ლაპარაკობენ, ხოლო როცა არ მოსწონთ, პოლიტიკურ ზეწოლაში გვადანაშაულებენ. არადა, უკვე ყველა ხედავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება სასამართლო გადაწყვეტილებებში არ ერევა.

- როგორც იქნა, "ინტერპოლმა" ზურაბ ადეიშვილზეც გამოაცხადა წითელი ცირკულარით ძებნა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ამ საკითხის გადაწყვეტა ირაკლი ღარიბაშვილის საფრანგეთში ვიზიტს უკავშირდება. რა წვლილი მიუძღვის ამ საქმეში ღარიბაშვილს და ყოფილი მაღალჩინოსნების ინტერპოლით ძებნა გაცილებით ადრე რატომ ვერ მოხერხდა?
- ვერ გეტყვით, რამდენად დაკავშირებულია ძებნის გამოცხადება ღარიბაშვილის ვიზიტთან. თუმცა აშკარაა, რომ ირაკლი ნამდვილად წარმატებული მინისტრი იყო. კეზერაშვილი დაკავებული ჰყავდა საფრანგეთს, მე შესაძლოა, გამოვთქვა ჩემი ვარაუდი, მაგრამ ეს არ იქნება დოკუმენტურად გამყარებული.…

ჩემი აზრით, სააკაშვილი მაქსიმალურად ხელს უშლიდა ყოფილ მაღალჩინოსნებზე ძებნის გამოცხადების ან დაკავების პროცედურებს. როგორც ვიცით, მის გუნდს დაქირავებული ჰყავდა გავლენიანი ლობისტური კომპანიები აშშ-სა და დასავლეთში  და არ არის გამორიცხული, ამ კუთხითაც წარმართულიყო მათი აქტიურობა. ბუნებრივია, როგორც ადეიშვილმა, ასევე კეზერაშვილმა ბევრი იცის სააკაშვილზე, ამიტომ ეს უკანასკნელი, ცდილობდა, როგორმე არ დაგვეწყო მათი ძებნა.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ბოლო პერიოდში მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ რა შეიძლებოდა გაეფუჭებინა ქვეყნისთვის. დავიწყოთ იმით, რომ უამრავ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობა ყოველგვარი პროცედურების დარღვევით მიანიჭა. არც იუსტიციის სამინისტროს, არც კონტრდაზვერვის სამსახურს არ შეუმოწმებიათ, ვინ არიან ეს ადამიანები. პრეზიდენტმა უამრავი ადამიანი შეიწყალა, მათ შორის მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი მსჯავრდადებულები. ის უცბად გახდა ტოლერანტი და ერთბაშად ყველას მოუხსნა ნასამართლობა, პრობაციონერობა, ყოველგვარი პროცედურების დაცვის გარეშე შეიწყალა ბაჩო ახალაია. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ძალიან მოკლე დროში გააკეთა პრეზიდენტმა, რომლის გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის შედეგად თითქმის აღარ დარჩა ოჯახი, რომელსაც ერთი პატიმარი ან პრობაციონერი არ ჰყოლოდა.

ამ არაადეკვატური ქმედებების ნუსხა პრეზიდენტის რეზიდენციის თავზე გულებიანი დროშის გადმოფენით დაგვირგვინდა. შემდეგ ამ რეზიდენციის კანცელარიის ხელმძღვანელმა გამოგვიცხადა, რომ თურმე ვიღაცა კლიპს იღებდა და დროშა ამიტომ გადმოფინეს. ცხადია, აქ ისევ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მისი სიმბოლოების უპატივცემულობასთან გვაქვს საქმე. ამასთან, სააკაშვილმა პრეზიდენტის ფონდიდან უკანასკნელი თეთრებიც კი მოიხმარა. ადმინისტრაციის თანამშრომლებს დაურიგა მედლები და ჯილდოები, განუწყვეტლივ დაფრინავდა სხვადასხვა ქვეყანაში ვითომ ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესაძენად. სახელმწიფოს დაცვის სპეციალურ სამსახურს თვითმფრინავის მომსახურებას სთხოვდა, რაც სოლიდურ ხარჯთან იყო დაკავშირებული. მათ უფლება არ ჰქონდათ ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტისთვის უარი ეთქვათ.

- სააკაშვილმა ისიც განაცხადა, ჩემს ქონებრივ დეკლარაციაში არ ასახულა რამე ფინანსური მატება, თუ არ ჩავთვლით განახლებულ ბათუმს, აშენებულ ქალაქებს, დაგებულ გზებსო. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას?
- უბედურება სწორედ ეს არის, რომ ის ვერ ასხვავებს სახელმწიფო და პირად ბიუჯეტს ერთმანეთისგან! სააკაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტი პირადი საფულე ეგონა. ამიტომაც იყო, რომ ომის დღეებში, მაგალითად, 9 აგვისტოს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა დედამისს ძვირად ღირებული სახელმწიფო ქონება. ვგულისხმობ სხვადასხვა ობიექტსა და დაწესებულებებს როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. სპეციალური დაცვის სახელმწიფო სამსახურის ფულით დააფინანსა შვილების სწავლა-განათლება და მიართვა ახლობლებს საჩუქრები.

- განხილვის თემაა, თუ როგორ ან სად გააგრძელებს მოღვაწეობას სააკაშვილი.
- მართალია, სააკაშვილმა  არაერთხელ თქვა, რომ პოლიტიკურ მოღვაწეობას ისევ საქართველოში გააგრძელებს, მაგრამ მას თავში ასი პარასკევი აქვს.…
emiko
22 ნოემბერი 2013 19:20
სწორად შენიშნავენ საიტის კომენტატორები, რომ სააკაშვილი არის მაოხრებელი მკვდარი.

არც უნდოდა, არც უნდა და არც არასდროს ენდომება საქაღტველოსთვის ნამდვილად კარგი.
რაც აკეთა, გარედან აიძულებდნენ კეთებას, თორემ მთელ ფულს სახლში წაიღებდა.


მაგას კუდში უნდა სდიოს რამდენიმე სანდო ადამიანმა, თორემ ისეთი გიჟია და თან ბოროტი გიჟი, რომ მარტოდ არსად გაიშვება.
მის სატელეფონო საუბრებზეც სანქციაა დასაწესებელი.
მავნეს სხვაგვარად ვერ დააოკებ!

რაებს გააჩალიოჩებს თავისი ევროპელი მამილოების დახმარებით, იცის ვინმემ?!

ლომაია ამისთვის ჰყავდა ევროპაში დასმული.
მამილოებთან ს ა ჩ ა ლ ი ჩ ო დ !
ნოდარი
21 ნოემბერი 2013 13:28
ბენდუქიძეს 200 მილიონიანი აგრარული უნივერსიტეტი რომ გადასცა ერთ ლარად,რატომ არ ინტერესდება მთავრომა ამ საქმით.ყველა ერთ ლარაD გაცემული ქონება უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს

რედაქტორის რჩევით