ვინ არის პირველის პირველი?!
25-11-2013
ვინ არის პირველის პირველი?!
"პირველი პირი საქართველოში პრეზიდენტია და შესაბამისად, მისი მეუღლეა პირველი ლედი"

საქართველოს ახალი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ჰყავს... ივანიშვილი პოლიტიკურ გუნდს ფავორიტებით აკომპლექტებს, თუმცა ძნელია, მიუხვდე, ვინ უფრო უყვარს "მამას" - ბრაზიანი, ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც შეიძლება "უძღებ შვილადაც" მოგვევლინოს, თუ "ბუნჩულა" პრეზიდენტი, რომელსაც ჯერ არ უჩვენებია თავისი ძალა. მართალია, ორივე ივანიშვილის ნაჩუქარი ფრთებით აიჭრა ცაში, მაგრამ ამბიცია ადამიანში მუდამ ცოცხლობს და არავინ იცის, როდის წამოყოფს თავს...

საზოგადოებას აინტერესებს, როგორი პოლიტიკური მოდელის ქვეყანა
ჩამოყალიბდა კონსტიტუციის ახალი რედაქციით და ვინ მიიჩნევა პირველ პირად - პრეზიდენტი თუ პრემიერი. არ ცხრება ინტერესი პირველი ლედის მიმართაც...

"კვირის პალიტრა" კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილს ესაუბრა.
- ბევრს დაობენ, როგორი პოლიტიკური სისტემა გვაქვს საქართველოში. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ნაწილს კი მიაჩნია, რომ
ახალი რედაქციით ჩვენთან საპარლამენტო რესპუბლიკა დამკვიდრდა. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, მოისპოს ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის საფუძველი. თუ მაინცდამაინც დაგვჭირდა მოდელისთვის სახელის დარქმევა, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის შერეული მმართველობა, რომელშიც უფრო მეტი საპარლამენტო ელემენტია, ვიდრე - საპრეზიდენტო.

- რას შეცვლის კონსტიტუცია საქართველოში, სადაც თითქმის ყველა ლიდერი ძალაუფლების ხიბლს ადვილად ემორჩილება?
- კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღება (2009-2010 წლებში) კანონზომიერი და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. კონსტიტუცია მორგებული ჰქონდათ შევარდნაძეს და სააკაშვილსაც. ერთპიროვნული მმართველობიდან საქართველო ნელ-ნელა  გადადის კოლექტიურ მმართველობაზე. 

- დღეს ქვეყანაში ვინ შეიძლება ჩაითვალოს პირველ პირად?

-  დღეს გვაქვს შერეული სისტემა, სადაც პრეზიდენტი პირდაპირი წესით არის არჩეული და მას თითქმის ყველა სტატუსი აქვს, რაც მანამდე ჰქონდა - ის არის სახელმწიფოს მეთაურიც, მთავარსარდალიც, არბიტრიც, დამოუკიდებლობის და ქვეყნის ერთიანობის გარანტიც.

- გავრცელდა აზრი, რომ ახალ პრეზიდენტს მხოლოდ ფორმალური მოვალეობები შერჩა და ის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის განმსაზღვრელი ვეღარ იქნება.

- პრეზიდენტს დიდი უფლებები აქვს. მშვიდობიან პერიოდში მისი ფუნქციები თითქოს შეზღუდულია, მაგრამ კრიზისულ სიტუაციაში, მაგალითად, საომარი მდგომარეობისას, ერთპიროვნული მმართველი ხდება. იგი სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალია. საგარეო ურთიერთობებშიც პრეზიდენტზე მაღლა არავინ დგას - სწორედ მარგველაშვილი უხელმძღვანელებს ქართულ დელეგაციას ვილნიუსის სამიტზე.

პრეზიდენტს ხალხმა მიანიჭა  ლეგიტიმაცია, მას შეუძლია ისაუბროს ხალხის სახელით და გარკვეული გავლენა მოახდინოს სახელისუფლებო შტოებზე, მათ შორის - აღმასრულებელ ხელისუფლებაზეც. არ დაგვავიწყდეს, უშიშროების საბჭოს ჯერ კიდევ პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. ეს ინსტიტუტი ყველაზე დიდი სათათბირო ორგანოა ქვეყანაში. ვიმეორებ, პირველი პირი პრეზიდენტი რომ არ იყოს, ვილნიუსის სამიტზე ღარიბაშვილი წავიდოდა და არა - მარგველაშვილი.

- დღეს საზოგადოებას ვერც ის გაურკვევია, ვინ არის პირველი ლედი - პრემიერ-მინისტრის მეუღლე თუ პრეზიდენტის მეგობარი ქალი?

- ამ საკითხზე სერიოზულად მსჯელობა სასაცილოა. დიპლომატიური პროტოკოლი ზუსტად ადგენს სახელმწიფოს მეთაურთა სტატუსს. პირველი პირი საქართველოში პრეზიდენტია და შესაბამისად, მისი მეუღლეა პირველი ლედი. ამის გაგებას არ სჭირდება სამართლის დოქტორობა. საკმარისია, გავიხსენოთ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეგობარი ქალი კარლა ბრუნი.

უტა ბიწაძე
kako
30 ნოემბერი 2013 00:13
ქ-ნი სანდრა ტავისი პიროვნებიტ მარტლაც პატივისცემას იმსახურებდა და ნამდვილად არ არის ცუდად სახსენებელი.მტავარია ეხლანდელებმა ერტმანეტში გაარკვიონ ვინ არის პირველი ლადი და ვინ მეორე,ტორემ ხალხისტვის სულერტია შვებას მაინც ვერ მიიღებს ვერავინ,ისევ ისე იქნება ყველაფერი როგორც ვატყობ.
ნათია
28 ნოემბერი 2013 17:20
"მეს" მინდა შევახსენო ერთი რამ, თუ თქვენ თვლით რომ დემეტრაშვილი ერთპიროვნულად წყვეტდა კონსტიტუციის მიღების საკითხს, აფერუმ მას და მაშინ არავინ არ ყოფილა საკონსტიტუციო კომისიის უამრავი წევრი რომელთაც ერთხმად დაუჭირეს მხარი კონსტიტუციის ამ რედაქციას და დღეს კი ახლა მთავრობაშიც ამაყად ყელყელაობენ,რაც შეეხება ბინას, ის არავის უჩუქებია, შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომ ბინა იყიდა, მაგრამ მევ, თქვენ სახელს მალავთ და გირჩევნიათ, ასე წეროთ, ვიღაც ხომ დაგიჯერებთ..
elene,maka da sxvebs
25 ნოემბერი 2013 18:59
ცოტა ტავშეკავება არ გაწყენდატ კომენტარების წერის დროს.ქ-ნი სანდრა პატივსაცემი პირველი ლადი იყო და საზოგადოებაშიც ტავისი ადგილი ექნება.

რედაქტორის რჩევით