საქართველო სავიზო რეჟიმს ამკაცრებს
25-11-2013
საქართველო სავიზო რეჟიმს ამკაცრებს
"100-ზე მეტ ქვეყანასთან გაუქმებული იყო სავიზო რეჟიმი"

საქართველოს ხელისუფლება საიმიგრაციო კანონს ამკაცრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი აღარ მოიცავს იმ ქვეყნების ნუსხას, რომლის მოქალაქეებსაც უვიზოდ ან მარტივი წესით შეეძლოთ საქართველოს ტერიტორიაზე შემოღწევა. აუცილებელია ქვეყნის შიდა უსაფრთხოების განმტკიცება, რათა მესამე სამყაროს ქვეყნებმა არ გამოიყენონ საქართველო როგორც სატრანზიტო ქვეყანა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი:

- ინტერვიუს ვილნიუსის სამიტით დავიწყებ, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა გაიხსნას. რას ელის საქართველო ამ სამიტისგან?
- 28-29
ნოემბერს მონაწილეობას მივიღებთ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტში, სადაც დაგეგმილია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით ხელშეკრულების პარაფირება. საქართველომ 1996 წელს ევროკავშირთან ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას, მაგრამ ეს გაცილებით მნიშვნელოვანი შეთანხმებაა. ამ ხელშეკრულების პარაფირებით და შემდეგ ხელმოწერით გადავდივართ
ევროპასთან ინტეგრაციის ახალ ეტაპზე, რითაც საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი შეუქცევად ხასიათს იძენს.

- ევროპაში საქართველოს ახალ ხელისუფლებასთანაც ჰქონდათ კითხვები. გვედავებოდნენ, რომ შერჩევითი სამართლის მსხვერპლი გახდნენ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები.
- ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო დამკვირვებლები და მივეცით საშუალება, დამოუკიდებელი მოკვლევის საფუძველზე დარწმუნდნენ, რომ ახალი ხელისუფლება შერჩევით სამართალს არ იყენებს. აქ არის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თომას ჰამერბერგი, რომელიც გულდასმით აკვირდება პროცესებს. მის რეკომენდაციებს აუცილებლად გავითვალისწინებთ.

- ევროპის ქვეყნებს არ დააფიქრებს ის, რომ ახალაიას საქმეში საქართველოს პროკურატურამ მარცხი რამდენჯერმე იწვნია?

- საერთაშორისო დამკვირვებლები დეტალურად აკვირდებიან ყველა გახმაურებულ საქმეს. შემთხვევით არ მიხსენებია ჰამერბერგი. ის უშუალოდ ატარებს მონიტორინგს. სასამართლო რომ გათავისუფლდა პროკურატურის ზეწოლისგან, ეს ხომ ცხადია, მაგრამ პროკურატურამ უნდა წარმოადგინოს კვალიფიციური მტკიცებულებები. ვფიქრობ, ახალი ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს ყველა იმ ხარვეზს, რაც აქამდე ჰქონდა და დამაჯერებლად გამოიძიებს ყველა საქმეს.

- დამაჯერებლობა სავიზო რეჟიმის თუ მოქალაქეობის გამარტივების საკითხებშიც ხომ არ გვაკლია?
- ჩვენ  წინა ხელისუფლებისგან მძიმე მემკვიდრეობა დაგვრჩა. 100-ზე მეტ ქვეყანასთან გაუქმებული იყო სავიზო რეჟიმი. როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, უნდა იცოდე, საფრთხე ხომ არ შეექმნება ქვეყნის უსაფრთხოებას. რადგან ეს ფაქტორები გათვალისწინებული არ იყო, გადავწყვიტეთ, გადაგვეხედა მიგრაციის პოლიტიკისთვის...

ევროკავშირთან საქართველო სავიზო  ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. უნდა გავაკონტროლოთ ქვეყანაში არალეგალური მიმოსვლა.

- სოციალურ ქსელში წუხილს გამოთქვამდნენ, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრება იმ მოქალაქეებსაც შეეხება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში არიან ემიგრირებული.
- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იგეგმება საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გართულება. ამ კუთხით, ახალ საკანონმდებლო ინიციატივას მნიშვნელოვანი ცვლილება არ შემოაქვს. იმ ქვეყნების დიდ ნაწილთან, სადაც საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ცხოვრობს (ევროკავშირის ქვეყნები, დსთ-ის სახელმწიფოები, ჩვენი სამეზობლო, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ.), ისედაც შენარჩუნდება უვიზო რეჟიმი და მათ ეს პრობლემა არ ექნებათ, ისინი ადრეც შემოდიოდნენ უვიზოდ და ახლაც ასე გაგრძელდება, ხოლო დანარჩენებს, ვისთანაც სავიზო რეჟიმი იყო, ან შემოვიღებთ, დასჭირდებათ ვიზის მიღება.

- სააკაშვილმა იუსტიციის სამინისტროსგან დამოუკიდებლად, ზოგიერთი წესის დარღვევით, უცხოელების ერთ ნაწილს ჯგუფურად მიანიჭა მოქალაქეობა. რას იტყვით ამაზე?
- მოქალაქეობის მინიჭება ძალზე ფაქიზი საკითხია. ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, მაგრამ წესებს უნდა ექვემდებარებოდეს. ბევრი ეთნიკურად ქართველი ცდილობს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ისე გაუთვლელად, როგორც წინა ხელისუფალი აკეთებდა. ლეგალური პროცედურების გავლით უნდა შემოწმდეს თითოეული მათგანის კავშირი ისტორიულ სამშობლოსთან. ჩვენი ხელისუფლება, მოქალაქეობაზე განაცხადების მიღებას გააგრძელებს და მათ კონკრეტული პროცედურების გავლის შემდეგ გავცემთ პასუხს.

უტა ბიწაძე
datiko48
03 დეკემბერი 2013 23:23
.."მცირე ერების ნაციონალიზმი გამართლებულია,რომ არ გადაშენდნენ ამ ქვეყანაზე"..ჟიზოფრენიკმა მიშამ გაავსო საქართველო უცხო ტომთა ნაგავით,ფულის გულისთვის ასსამოცდათხუტმეტი ათასი ჩინელის ჩამოსახლება უნდოდა თბილისის ზღვასთან.ყველა ამ მიმართული ბოროტებისთვის უნდა დაისაჯოს მაგ ნაგავთა ხროვა.რომელმა უცხოელმაც მიიღო საქართველოს მოქალაქეობა უნდა გაუუქმდეს ეს დასტური და იქნენ გასახლებულნი,ხოლო ის თანხები რაც გადაუხადეს ნაცხპარტიელებს, მათ მოსთხოვონ.უნდა წაეთრიონ მართლმადიდებლობის პირველი მტრები:თურქები და სპარსნი,და გაუქმდეს ის სტრიპტიზ კლუბები რაც ამ ბოროტთა ხროვამ დანერგა.
lasha
01 დეკემბერი 2013 05:46
ყველა ეთნიკურ ქართველს და მის ოჯახის წევრს, რომელსაც სურვილი აქვს გახდეს საქართველოს მოქალაქე ან დაიბრუნოს ის, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობის მიღების საშუალება და თან უპირობოდ და უპრობლემოდ. ისედაც ცოტანი ვართ და ბოლო 20 წელია ქართველობა მიმოფანტულია მთელ მსოფლიოში. პირიქით, უნდა ვცდილობდეთ, რომ მაქსიმალური კავშირი ჰქონდეთ საქართველოსთან. მაგალითად, ისრაელი ანიჭებს მოქალაქეობას ნებისმიერ ებრაელს და მის ოჯახის წევრს, საიდანაც არ უნდა ჩავიდეს და პირდაპირ ბენ-გურიონის აეროპორტში ხვდებიან ისრაელის პირადობის მოწმობით. იმით არის ისრაელი ძლიერი, რომ ნებისმიერი ებრალისათვის თუნდაც არასდროს ენახოს ისრაელი ის მისი სამშობლოა, ხოლო ისრაელი თავის მოქალაქეს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ეპატრონება. იქნებ სხვებისგან რაღაც კარგიც გვესწავლა...
ნანა
29 ნოემბერი 2013 23:05
ბატონებო, არ მიმაჩნია მართებულად ქართველი ემიგრანტებისთვის მოქალაქეობის არ მიცემა. ზანგს , ჩინელს და ათას უცხოს "პრეზიდენტყოფილმა" მისცა მოქალაქეობა და ჩემს ახლობელს, რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა რუსეთიდან არ მისცეს ორმაგი მოქალაქეობა, კაცი ქართველია, აქ ბინის ყიდვა უნდა , ლტოლვილია, იქ ბიზნესი აქვს და ცხადია, ვიდრე აქ არ აიწყობს სამსახურს იქ ვერ დათმობს მოქალაქეობას და უარით გამოისტუმრეს: რატომ რუსულ ჯარში არ მსახურობდიო?"გაგიჟდა ბიჭი, არ მინდა რუსეთს ვემსახურო, საქართველოს ჯარში წავალო. კიდევ ერთი ქართველი ოჯახი გავაბრუნეთ უკან და ჩავიხუტეთ უცხო ტომელები. ეს არის საკუთარი ხალხის დაცინვა.

რედაქტორის რჩევით