"ის, რაც უკრაინაში მოხდა, ძალიან მძიმე სანახავი იყო(?!)"
09-12-2013
"ის, რაც უკრაინაში მოხდა, ძალიან მძიმე სანახავი იყო(?!)"
"უკრაინელი ხალხი ქვეყნისთვის ევროპულ მომავალს ითხოვს, განსხვავებით ბურჯანაძისგან"

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ამ თემით დავიწყეთ საუბარი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერთან, ნუგზარ წიკლაურთან:

- ის, რაც უკრაინაში ხდება, არის არჩევანი ევროპულ განვითარებასა და ევრაზიულ კავშირს შორის. ეს უკანასკნელი კი საბჭოთა კავშირის რეანიმაციის მცდელობაა. ჩვენი გუნდის მხარდაჭერა ეკუთვნის უკრაინელ ხალხს.

- უკრაინაში აქციის დარბევამ თქვენი მხარდამჭერები აღაშფოთა მაშინ, როცა 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების დარბევაზე პრეტენზია არ ჰქონიათ...

- პოლიტიკაში ანალოგების მომხრე არა ვარ. რაც შეეხება აქციების დაშლას, უნდა გამოიძიონ ყველა კონკრეტული შემთხვევა. გამოიძიონ ისიც, რატომ მივიდა ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებამდე, რა იყო წინა პირობა... 26 მაისს მომიტინგეები რამდენჯერმე გააფრთხილეს.



იმ ძალამ კი, რომელიც მიტინგს ლიდერობდა, განაცხადა, რომ არ მისცემდა სახელმწიფოს აღლუმის ჩატარების საშუალებას.
ეს გამოწვევა იყო...

რაც შეეხება დაშლას, ვიდეოფირში ვნახეთ, რომ რამდენიმე შემთხვევაში იყო ძალის გადამეტება. ზოგი მომიტინგე არ უწევდა წინააღმდეგობას სამართალდამცველებს, მაგრამ მათ მაინც გაუსწორდნენ ფიზიკურად. ასეთ სამართალდამცველებს მაშინვე აგებინეს პასუხი, მეტიც, ზოგი დაითხოვეს უწყებიდან.

თუმცა ის, რაც უკრაინაში მოხდა, როცა ერთ კაცს, თანაც ჟურნალისტს, 4-5 სპეცრაზმელი სცემდა, ძალიან მძიმე სანახავი იყო...


- მსგავსი ვიდეოფირის ნახვა 7 ნოემბრის მოვლენებზეც შეიძლება, მეტიც, მაშინ სპეცრაზმელებმა ომბუდსმენიც კი არ დაინდეს.

- სწორედ ამას ვამბობ, რომ კონკრეტულმა პირებმა გადაამეტეს უფლებამოსილებას. ამაზე რეაგირება მოვახდინეთ, თუ ვინმეს მიაჩნია, რომ რეაგირება არ იყო საკმარისი, შეუძლიათ უკეთესად გამოიძიონ...

- უკრაინის ხელისუფლებაც ამბობს, რომ მომიტინგეები გააფრთხილეს, ანუ მათაც კანონიერად დაშალეს მიტინგი და მხოლოდ ზოგიერთმა სამართალდამცველმა გადააჭარბა უფლებამოსილებას.

- ალბათ, უკრაინაშიც გამოიძიებენ ამ საქმეს... უკრაინელი ხალხი ქვეყნისთვის ევროპულ მომავალს ითხოვს, განსხვავებით ბურჯანაძისგან, რომელიც რუსეთის დაკვეთას ასრულებდა. თუმცა რა მიზანიც უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს, უფლება აქვთ, გამოხატონ აზრი და მათ ხელი არ უნდა შეუშალონ.

ლადო გოგოლაძე
glaxuna
13 დეკემბერი 2013 18:57


ასე არ ველოდი,მაგრამ...

მართლა როგორ ემსგავსება საქართველო...2003 წლამდე ,,სახელმწიფოს,,...

....უპასუხისმგებლობა,არაკომპეტენტურობა,ნეპოტიზმი,უპერსპექტივობაც კი უკვე სამწუხაროთ, სახეზეა...ბიუჯეტში სერიოზული დეფიციტი,ეკონომიკური ზრდის (,,ნაცების,, დროს 6%-იანი იყო!!!), მაჩვენებელი კი არა,მალე...მინუსებში წავა,ლარის კურსი ეცემა,შესაბამისად ფასები იზრდება,პენსიები და ხელფასები არ იზრდება,სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები შეჩერებულია,(თავიც არა აქვთ,რომ რაიმე გააგრძელონ მაინც?!!!...),სტიქიამ ელექტრო ენერგიის პრობლემები წარმოშვა და ...ქალაქებს დენიც არ მიეწოდება (ძირითადად აჭარაში!!!),ქუჩებში დაპირისპირებებმა და კრიმინალმა იმატა,(ხალხს შეეკითხეთ,მანქანებსაც ვეღარ ტოვებენ უყურადღებოთ!!!),აშკარა და ნათელია...სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირება კნინდება...


....საგარეო პოლიტიკაში...სრული გაურკვევლობა...ევროპა და დასავლეთი ,უკვე აშკარაა, ეჭვის თვალით გვიყურებს (ამდენი ლანძღვა-გინება ივანის-შვილებიდან,იმ დასავლეთის მიმართულებით,ვინც 90-ანი წლებიდან მილიარდობით ფინანსები ჩადეს,რომ სქართველო,როგორც ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო შედგეს,დამცრობილი და ომებ გადატანილი რუსეთის ფაშისტური იმპერიისაგან...რაც დღესაც გრძელდება!!!,გარდა ამისა 2008 წლის რუსეთის აგრესიის ომში,საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების დადანაშაულების მცდელობა და მით...რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამართლებისა და გაგრძელების შესაძლებლობის მიცემა...ივანის-შვილებისაგან (???!))...
აშკარაა შერჩევითი სამართალიც ქვეყნის შიგნით და შურისძიების ელემენტები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ...მიზანიმართულიც ?!!!
რაც არანაკლებ ეჭვევს იწვევს...დასავლური პოლიტიკური სისტემისადმი ორიენტირების საკითხშიც.. ... ...
ერთს აცხადებდე და ...საპირისპირო ქმედებებს ახორციელებდეთ...უკვე სრულიად აშკარა ხო არ ხდება?!...

ანუ,სახეზე ხო არ ვიღებთ?!!!,პოლიტიკურ-ფინანსურ კრიმინალური კლანების წარმოშობას სახელმწიფო სტრუქტურებში,ვინც გარკვეულ ეტაპზე,საკუთარი თავის დასაცავად და გადასარჩენად,ბუნებრივად ამავე პოლიტიკურ სისტემაში ,,მოღვაწე,, რუსულ პოლიტიკურ კლანებს...დაუკავშირდნენ ?!!...და ამ დაგვარად,მივიღოთ...ტოტალიტარულ-კრიმინალური პოლიტიკური სისტემა,ანუ თანამედროვე რუსული მოდელი,ქვეყნის მართვის,მერე რაღა უკლია,რუსულ ახალ,,,კავშირებში,, გაერთიანებას ?!!!...

ამ შემთხვევაში რა...ინტელექტუალურ,პოლიტიკურ,სახელმწიფოებრივ,კულტურულ და აქედან გამომდინარე...სოციალურ...პ რ ო გ რ ე ს ი რ ე ბ ა ზ ე შეიძლება საუბარი ?!!!

მართალიაა,ჯერ-ჯერობით დასავლეთი მაინც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რაღაც სახით,მაინც ახორციელებს საქართველოს სახელმწიფოსადმი პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას...მაგრამ,ვაი-რომ ეს მხოლოთ ინერციის შედეგი იყოს და არა,,მმმეოცნებეების,, ხელისუფლების დამსახურება , და ..გარკვეულ დროში...ესეც შეწყდეს...

მათ შეიძლება ასეთ ვითარებაში ...ნ დ ო ბ ა გააჩნდეთ ?!...საქართველოს სახელმწიფოს ხელისუფლების მიმართ?!!!.. ... ...

რუსეთის მოსისხლე იმპერია,გარდა იმისა,რომ ,,შეეგუეთ ახალ რეალობას,, და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩამოცილებას ქართულ სხეულზე, მათთან ,,ეკონომიკურ ხელშეკრულებებს,, დებენ და...

ეს ...ჩვენი ,,პარლამენტარები,,...პარლამენტისათვის არაკომპეტენტური მსახიობები და სპორცმებები...,,ნაციონალებზე,, იწევიან და ...უკრაინას,რომელიც თავდაუზოგავად ცდილობს,რუსული,ტოტალიტარულ-კრიმინალური პოლიტიკური სისტემიდან და სახელმწიფო კრიმინალიდან თავი დააღწიოს და ...სამართლებრივი სახელმწიფო შექმნან,სოლიდარობისათვისაც კი თავს იკავებენ (?!!!)...


რა უნდათ ამ ხალხს ,თავად თუ იციან ?!!!

მართლა ხო არ ისრულებს პუტინი და მისი ფაშისტების..,,ოცნებებს,, ...ივანისშილებით და მისი ,,ოცნების,, ხალხით ?!!!...

ივანიშვილმა,რუსმა ,,მილიარდერმა,,...ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი ს წინ...ბიუჯეტს გავაორმაგებო,სოფლის მეურნეობაში მილიარდებს ჩავდებო,ემიგრანტებსაც კი,
საქართველოში დავაბრუნებო,სესხებს ავიღებთ კი არა,ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებს სერიოზულად გავრზდიო (მისი პირველად, მარტო პარლამენტში გამოსვლას მოუსმინეთ!!!) ...ევროპისათვისაც კი,გასაოცარ დმოკრატიას დავამყარებო ( ???)... ... ....და ისე გაიპარა,ხალხს ეს დაპირებებიც გადაავიწყეს...

ტოტალური დემაგოგიითა და უსაზღვრო ცბიერებით,რუსულ სტილში, ხო არ მოატყუილეს მთელი ქართველი ერი და საქართველო...
და შედეგებიც შესაბამისი ხო არ დგება ?!!!



ერს,რომელსაც ... ილია მოაკვლევინეს!!!
ერს,რომელსაც ...ზვიადი მოაკლევინეს!!!
ერი,რომელიც მტერს და მოყვარეს ვერ არჩევს,მას შეიძლება თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ც დაათმობინონ,(მოტყუილებითა და მოსყიდვთ!!!) ანუ ე რ ო ვ ნ უ ლ ო ბ ა,განსაკუთრებული ცნობიერი სამყარო და ... დღესაც,სრულიად გაურკვეველი ღირებულებების მქონე რუს ხალში გააერთიანონ !!!...(ვინც თანამედროვე სახელმწიფოსაც ვერ ქმნის,უსაზღვრო ბუნებრივი რესურსებითაც...

მონური მენტალიტეტის გამო !!!)



არა მაინც,შეეგუეთ ,,ქართველობავ,, ... რუსეთის ,,ახალ რეალობებს,, და თანაც ,,ახალ აზიურ კავშირში,, შესასვლელად ემზადებით ?!!!


ამ შემთხვევაში,ხო ,ქართველი ერის ღ ი რ ს ე ბ ა ზ ე საუბარიც,კი მხოლოდ ღ ი მ ი ლ ს გამოიწვევს...სამყაროს ღ ი რ ს ე უ ლ ერთაგან !!!
და რა სინდისით ,რა პასუხი ექნებათ...თუნდაც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე,საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის და ერთიანობისათვის დაღუპული ვ ა ჟ კ ა ც ე ბ ი ს შთამომავლობისათვის ?!!!

ვაი,რომ ქართველობამ აზროვნების უნარიც დაკარგა?!!!

ოპონენტს ვთხოვ,მხოლოდ აკადემიური მსჯელობით სრულიად გააქარწყლონ მოსაზრებები,უდიდესი სურვილი მაქვს,რომ ყოველივე,მხოლოდ ა რ ა ს წ ო რ ი მოსაზრებები იყოს!!!
xatia
13 დეკემბერი 2013 15:45
ფუ რა საზიზღარია.. სირცხვილი.. გულის ამრევი ხალხი..
maka
13 დეკემბერი 2013 11:46
ეს საცოდავი არსება უნდა გააჩუმოს ვინმემ. უკრაინელბზე გული შესტკივა და თავის ხალხს რასაც უშვრებოდნენ იმაზე არა?

რედაქტორის რჩევით