"გასტრონომთან "პივაც" დამილევია და თევზიც მიმიყოლებია..."
11-12-2013
"გასტრონომთან "პივაც" დამილევია და თევზიც მიმიყოლებია..."
"ზაზა პაპუაშვილს თუ არ მოსწონს ჩემი კანდიდატურა,  ამას გუნდურ დაპირისპირებას ვერ დავარქმევ"

თბილისის მერობისთვის მხოლოდ პატიოსნება და მეურნე კაცის სტატუსი არ ყოფილა საკმარისი. კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დაასახელა. პროვინციაში გაზრდილ "ბიჭს" ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გამოუცხადა ნდობა. მიუხედავად ამისა, თბილისელების ნაწილისთვის ის მაინც მიუღებელი აღმოჩნდა - ზოგიერთისთვის თბილისური ჯიგარი არა აქვს, ზოგიც ქალაქელების ტრადიციებისა და მენტალიტეტის უცოდინარობას აბრალებს; მავანი უფრო ფილოსოფიურ ახსნას უძებნის ამ საკითხს
- ნარმანიას გასტრონომთან "პივა" არ დაულევია, და ამიტომაც ვერ მიხედავს თბილისსო.  საზოგადოებამ განსაჯოს, უნდა იყოს თუ არა ძირისძირობამდე თბილისელი თბილისის მერი. თუმცა, საკითხავია, რატომ შეუტიეს ასე გულდაგულ დავით ნარმანიას და ხომ არ უკავშირდება ეს აჟიოტაჟი იმას, რომ გუნდმა ვერ გაიყო სკამი, რომელზეც წლებია, გიგი უგულავა
მყარად ზის? თბილისის მერობის გამო გაჩენილ კითხვებზე დავით ნარმანია საუბრობს.


- უპირველესად დავიწყოთ იმით, თუ როგორი მერი უნდა ჰყავდეს თბილისს. ერთი მხრივ, ეს უნდა გამომდინარეობდეს დედაქალაქის საჭიროებებიდან და მეორე მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნდამენტური პრინციპებიდან. მერი არის აღმასრულებელი შტოს ხელმძღვანელი და უნდა ასრულებდეს კანონმდებლობით დაკისრებულ უფლებამოსილებებს, იყოს ახლოს ხალხთან და გრძნობდეს პასუხისმგებლობას. 

- თქვენ გაქვთ ყველა ეს უნარი?

- არ არსებობს უნივერსალური ადამიანი, რომელიც ინფრასტრუქტურაშიც, ჯანდაცვაში და სოციალური დაცვის საკითხებშიც ერთნაირად ძლიერი იქნება. მთავარია, ახალმა მერმა იცოდეს პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. მერის საქმე ორიენტირებული უნდა იყოს შედეგზე და არა პიარზე. თბილისის მერმა არ უნდა მოისურვოს პოლიტიკურ ფიგურად გახდომა, თუმცა, ცხადია, ადგილობრივი პოლიტიკის საკითხებზე უნდა იმუშაოს.

- მივადექით თქვენს აქილევსის ქუსლს, რასაც თბილისელობა ჰქვია...
- მერი თბილისელობის გამო კი არ უნდა ავირჩიოთ, არამედ იმის გათვალისწინებით, რომ კანდიდატს უნდა შეეძლოს არსებული მდგომარეობის გაანალიზება, ჰქონდეს სწორი პრიორიტეტები და ძალუძდეს პროექტებისა და პროგრამების მართვა.

- თქვენი კანდიდატურის წინააღმდეგ თბილისური ელიტის გარკვეული ნაწილი წავიდა...

- თუ ვინმეს "პივა" გასტრონომთან არ დაულევია, ამით რამე იცვლება? თუმცა პასუხი ამ საკითხზე მეც მაქვს, გასტრონომთან "პივაც" დამილევია და თევზიც მიმიყოლებია...  
თბილისი საქართველოს დედაქალაქია და დიდი მნიშვნელობა არ უნდა ენიჭებოდეს, ვინ სად დაიბადა და გაიზარდა. მოაზროვნე საზოგადოებისთვის მთავარია, ახალ მერს პრობლემების დანახვისა და მოგვარების უნარი შესწევდეს, ჰქონდეს რეპუტაცია და შეეძლოს ხალხთან საუბარი.

- თქვენ მიმართ კითხვები გაჩნდა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კანონის გამოც.
- ჩვენ ძალიან ბევრი წელი დავკარგეთ კოსმეტიკური ცვლილებებისთვის და რეალური თვითმმართველობა დღეს ისევ სანატრელი გვაქვს. ხალხს არავინ ეკითხება, რა უჭირს და, შესაბამისად, ბევრი პროექტი და პროგრამა ცენტრიდან იგეგმება. თუ ახლა არ მივიღებთ ახალ კანონს, ლოდინში კიდევ 4 წელი დაგვეკარგება.

- პატრიარქმა შიში გამოთქვა, რომ კანონპროექტი ქვეყნის ერთიანობას უქმნის საფრთხეს.
- კანონპროექტი არ შეიცავს რაიმე სახის საფრთხეებს.  საპატრიარქოს ამ განცხადებამდე 3 დღით ადრე შევხვდი პატრიარქს,  ნახევარ საათზე მეტხანს ვისაუბრეთ. რადგან კანონის განხილვა დავგეგმეთ, აღარ მიცდია დეტალურად ახსნა. გუნდშიც აქტიურად განვიხილეთ პროექტი. შეკითხვები ჰქონდათ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებსაც. ჩვენ ყველაფერი გავითვალისწინეთ.

- ითქვა, თბილისის მერად თქვენი კანდიდატურა ივანიშვილს რესპუბლიკელებმა შესთავაზეს. ეს ალბათ, სხვა პოლიტიკური გუნდისთვის არ აღმოჩნდა მისაღები და შიდა ბრძოლებიც ამიტომ დაიწყოო.
- საერთო კონსენსუსი გახლავთ უმრავლესობაში, როგორც კანონპროექტის შესახებ, ასევე მერობის პოზიციაზე ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით. შეიძლება ვინმეს არ მოსწონს ჩემი კანდიდატურა, მაგალითად, ზაზა პაპუაშვილს, მაგრამ ამას გუნდურ დაპირისპირებას ვერ დავარქმევ.

უტა ბიწაძე
Tbiliseli
12 დეკემბერი 2013 22:03
არც არავის შეუტევია ბატ; დავითისათვის და რაც არავინ არ ლანძღავს და აგინებს, პირიქით, პატიოსანი ადამიანის სახელი აქ ამ კაცს! მაგრამ თბილისელებს თავიანთი ქალაქის მერად ნაღდი თბილისელი უნდათ! და რა არის ამაში გასაკვირი? რა, ესე უპირობოდ, უნდა დაისვას მერის პოსტზე ეს ადამიანი ან სხვა ვინმე? უბრალოდ განსჯის საგანია, ყოველთვის ესა და ის კანდიდატურა, ამიტომ თბილისელებს კი არ ეჯავრებად ვინმე მხოლოდ თავიანთი გადასაწყვეტია ეს საქმე! მივანდოთ თბილისელებს და სხვა კანდიდატებთან ერთად აირჩიონ ვინც უნდათ! რატომ ამძაფრებთ სიტუაციას ესეთი სათაურებითა და სტატიებით?!
albina
12 დეკემბერი 2013 21:19
qartveli megreli svani vebrdzvit ertmanets ara?eseni ertad aghebuli turqebi yofilan xalxo,calcalke ki isev qartveli,svani,megreli,da bolobolo gamagebinet vna vart?samive ertad qartvelebi ara vart?tu ase unda tbiliss gamoyos calke samegrelo da mis tavs mixedavs cudad tu kargad,amas eswrafit?rusetis wisqvilze asxamt wyals xom?turqebis ocnebas asrulebt ara?vai martla im tbilisels romelic to-ze gaizarda da aghizarda,romelsac ar esmis qartveli-megrelis gareshe araraobaa,araferia,svanis gareshe ushno da ulamazoa,amat yvelas ertad xom tavisi xibli da lazati aqvs,samive etad xom dzlieria da mdidari,calcalke ras warmovadgent?giorgi saakadzis isrebisa ar iyos,mteri xom advilad mogvereva ertad tu ar viqenit shekruli.....dzalian mikvirs,tu aseti patriotebi xart,awharas turqebi shesevia da ibrdzolet imistvis,nelnela rommoiweven tbilisisken ver xedavt?tu roca tbiliss mouaxlovdebian dasapyrobad mashingha amoighebt xmas,tqven xom marto tbilisi migachniat saqartvelod,ai sworedac aman dagvghupa da gvghupavs dghemde,es ver shegvignia da dagvinaxavs,ras gavs dghevandeli qartveloba?nacvlad imisa mters vagebinot pasuxi,amdgarxart da megrelebs gamokidebixart rogorc tbilisis daudzinebel mters,vitom tbilisi samegrelos dedaqalaqi ar iyos,whkua xom unda gveswavla amdeni magalitebis mere magram vatyob,rac genshi zis imas ver amodzirkvav,ubralod samwuxaroa es yvelaferi ukan cudad gvibrundeba
ku2
12 დეკემბერი 2013 14:58
ზაზა პაპუაშვილს იმიტომ არ მოსწონს ეს კაცი, რომ იცის რაც მოყვება მის არჩევას! ისეთის ხელში ხელისუფლება, როგორიც ეს ტიპია, ქვეყნის წაბილწვას ნიშნავს! ამ ტიპმაც კარგად იცის რისთვის მიძვრება ხელისუფლებაში.
-დღეს ხომ უტიფრობას აქვს ყველგან და ყველაფერში დიდი გასავალი!

რედაქტორის რჩევით